ბუდისტურ საკულტო ნაგებობებს ხშირად როდინის ფორმა აქვს და ოდნავ ფანტასტიკურ კოსმოსურ ხომალდს წააგავს. ოქროს ლოდს, რომელიც ქალაქ ჰაიაჰიოსთან (ბირმა) მდებარეობს, მსგავსი ფორმა გააჩნია, მაგრამ სხვა დანარჩენთაგან განსხვავებით უფრო პატარაა და მდებარეობს უზარმაზარ ქვაზე, მთის წვერზე.
ოქროთი მოვარაყებული ლოდი ნახევრად ჰაერშია გამოკიდებული და ფიზიკის ყველა კანონს არღვევს. რატომ არ ვარდება ლოდი, გაუგებარია. ტურისტებს ხანდახან უფლებასაც კი აძლევენ შეაქანონ ლოდი, მაგრამ ის მაინც ადგილიდან არ იძვრის, ქანაობს, მაგრამ ადგილიდან არ წყდება. მის ქვეშ თოკის გატარებაც კი შეიძლება.
ლეგენდის მიხედვით, ლოდი მთაზე ორმა სულმა გადმოიტანა, რომელიც მოგვიანებით იპოვა ბერმა. ის არ იყო ჩვეულებრივი ბერი. ეს ბერი ბუდას შეუფასებელ თმას ინახავდა და იცავდა.
მან ლოდზე სალოცავი ააგო, ხოლო ძირში ბუდას თმა ჩააყოლა. ადილობრივებს სჯერა, რომ სწორედ ამის დამსახურებით დგას ქვა გაუნძრევლად ადგილზე. ნათქვამია, რომ თავიდან ქვა ჰაერში ეკიდა. ეკიდა მანამ, სანამ ადამიანთა ზნეობა არ დაეცა. მას მერე, ქვა დაბლა დაეშვა.
ქვა არაფრითაა მიმაგრებული კლდეზე. საინტერესოა ისიც, რომ ქალებს იმ ადგილზე არ უშვებენ. თავად ლოდი სიმაღლეში 6 მეტრია.
ეს ადგილი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ხოლო მომლოცველებმა იქ პატარა დასახლებაც კი შექმნეს.
No comments:
Post a Comment