ბოლო დროს, ბევრი მტკიცებულება გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი ცივილიზაციების წარმოადგენლები, ისეთები როგორც ეგვიპტელები, ჩინელები, შესაძლოა ოლმეკები იყვნენ, შეეძლოთ ტრანს-ოკეანური გადაადგილება და მოგზაურობა.
იდეა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობდა უძველესი კოლონია, რომელიც ძველი ეგვიპტელების ცივილიზაციას ეკუთვნოდა, ჰოლივუდური ფილმების სიუჟეტს წააგავს. მიუხედავად ამისა, 1909 წლის 5 აპრილის ჟურნალ ''ფენიქსში'' გამოქვეყნდა დაწვრილებითი ანგარიში კლდეში გამოკვეთილი საცავების აღმოჩენისა და იქ ჩატარებული კვლევების შესახებ ს.ა.იორდანის ხელმძღვანელობით-სმიტსონის უნივერსიტეტიდან.
სმიტსონის უნივერსიტეტმა უარყო ეს ინფორმაცია. ''THE WORLD EXPLORERS CLUB''-
ის წევრებმა გადაწყვიტეს ინფორმაციის დაზუსტება და ჟურნალ ''ფენიქსში"
გამოქვეყნებული მასალის გადამოწმება-რამდენად შეესაბამებოდა სტატიაში აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს ''გრანდ კანიონში'' ეგვიპტური არტეფაქტების აღმოჩენის
შესახებ. სმიტსონის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა უარყო ასეთი ფაქტი. მან განაცხადა, რომ პროფესორ გე.კინკეიდისა და პროფესორ ს.ა. იორდანის ჩანაწერები ამგვარი აღმოჩენის შესახებ ვერ იპოვეს. მაგრამ პასუხი მეტისმეტად საეჭვო ჩანდა, ვინაიდან თუკი მასალა გაზეთის მისტიფიკაცია გახლდათ და პირველ გვერდზე დაიბეჭდა, ის ხომ რამდენიმე გვერდზე იყო დაბეჭდილი, თან ეხებოდა ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს, როგორიც სმიტსონის უნივერსიტეტია. მასზე პასუხი კი არავის გაუცია.
სტატიაში აღნიშნული იყო, რომ გამოქვაბულების მთელი ჯაჭვია გრანდ-კანიონის მოშორებულ, მივარდნილ ადგილზე. ესაა სახიფათო და მიუწვდომელი ტერიტორია. უწყებიდან ჩანს, რომ ობიექტი მდებარეობს El Tovar Crystal Canyon-დან 2 მილში. Arizona Gazette-ის ინფორმაციით მთავარ გამოქვაბულში შესასვლელი ციცაბო კლდის წვერიდან 1500 ფუტით დაბლა მდებარეობს.
საიდუმლოებით მოცული ანგარიშით მტკიცდება, რომ ხალხი რომელიც ადამიანის ხელით კლდეში შექმნილ გამოქვაბულში ცხოვრობდა, აღმოსავლური წარმოშობის იყო, შესაძლოა რამზესის ეპოქის ეგვიპტიდან. ასევე ირკვევა, რომ პროფესორი კონკეიდი მიცურავდა მდ.კოლორადოზე წიაღისეულის შესათვალიერებლად. მოულოდნელად აღმოსავლეთ მხარეს კლდეზე შეამჩნია დანალექი ქანის ლაქები. კონკეიდი ავიდა ზევით, სადაც გამოქვაბულის შესასვლელი დაინახა. ამ გამოაქვაბულის გამოსაკვლევად მან მოითხოვა დამხმარე ჯგუფი. ადგილზე არქეოლოგთა 40 კაციანი ჯგუფი გააგზავნეს.
არქეოლოგებმა აქ გვირაბების მთელი სისტემა ნახეს. გაკეთდა ნახაზი, რომელიც ასევე დაიბეჭდა.
აღმოჩნდა რამდენიმე ასეული ოთახი. ისინი უერთდებოდნენ მთავარ გასასვლელს.
მიაკვლიეს ისეთ საგნებს, რომელიც ადგილობრივი ნაწარმს არ ჰგავდა. ისინი
აღმოსავლური წარმოშიბისა უნდა ყოფილიყო. იქვე იყო ბასრპირიანი და ფოლადივით მტკიცე საომარი იარაღი , რაც აქ მცხოვრები ადამიანების მაღალ ცივილურობაზე
მიუთითებდა. ოთახები მოზრდილი ზომისა გახლდათ და ოვალური ფორმის კარები ჰქონდა. ოთახებში ჰაერი იწმინდებოდა ირგვლივ დერეფნების კედლებში ჩატანებული
ღიობებით. შესასვლელიდან ას მეტრში იდგა ლოტოსის პოზაში მჯდომი ქანდაკება.
ის რაღაცით ჰგავდა ბუდას, მაგრამ მეცნიერები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ
სალოცავი კერპი იყო-უფრო ძველ ტიბეტელს ჰგავდა. დარბაზის მოპირდაპირე მხარეს
აღმოჩნდა სპილენძისგან დამზადებული იარაღი, ნახშირის ნარჩენები და სხვა ნივთიერებები, რომელსაც სავარაუდოდ, ლითონის დნობისას იყენებდნენ. მოპოვებულ ნივთების შორის იყო ლარნაკები, ულამაზესი სპილენძისა და ოქროს თასები, მომინანქრებული თიხის ჭურჭელი.
მეორე დერეფანი გადიოდა მარცვლეულის საცავში. იპოვეს რუხი ფერის ლითონი, რომლის სახეობის დადგენა ვერ მოხერხდა. გარეგნულად ის პლატინას ჰგავდა. კარის
ღიობსა და ქვის ფილებზე ამოკვეთილი იყო უცნობი იეროგლიფები, რომლის ამოხსნა
მომავლისთვის დაიგეგმა სმიტსონის უნივერსიტეტში.
კლდეში აღმოჩნდა სამარხი მუმიებით. მათ წინ ელაგა სპილენძის თასები და გადამტვრეული სატევრები. ზოგი მუმია დაფარული იყო თიხის ფენით და შემდეგ ქსოვილში იყო გახვეული. ყველა მუმია მამაკაცის იყო. ეს ადგილი მეომართა ყაზარმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ გამოქვაბულში თავისუფლად შეეძლო კომფორტულად ეცხოვრა 50000 ადამიანს. მეცნიერთა დასკვნით აქ ჩვ. წ.აღ-მდე ცხოვრობდა მაღალცივილიზებული ხალხი.
World Explorer- ის რედაქტორმა, ისტორიკოსმა და ლინგვისტმა კარლ ჰარტმა შეიძინა დიდი კანიონის ტურისტული რუკა ჩიკაგოს წიგნის მაღაზიაში. კანიონის ჩრდილოეთ ნაწილში ბევრ ადგილს ეწოდება ეგვიპტური სახელები. მაგალითად, ტრინიტი-კრიკას ტერიტორიაზე იყო ადგილები, რომელსაც ერქვა ისეთი სახელები, როგორიცაა: სეთის კოშკი, ჰორის ტაძარი, ოზირისის ტაძარი და იზიდას ტაძარი. Haunted Canyon-ის რაიონში კი ისეთ სახელწოდებებია, როგორიცაა: ხეოპსის პირამიდა, ბუდას მონასტერი, მანუს ტაძარი და შივას ტაძარი.
იზიდას ტაძარი
რას კოშკი
კანიონის ის ადგილები, სადაც ეგვიპტური სახელწოდებებია გამოყენებული, ტურისტებისთვის, მკვლევარებისა და პარკის მოსამსახურე პერსონალისთვისაც კი დახურული და აკრძალული ზონაა. საკითხავია, რატომ?
No comments:
Post a Comment