"ელევსინის მისტერიების" საიდუმლო
ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი საიდუმლო ეხება ორგანიზაციას, რომლის სახელწოდება გახლავთ სიტყვა "საიდუმლოს" სინონიმი.
"ელევსინის მისტერიები"-რელიგიური კულტი, რომელიც დაკავშირებულია რიტუალებთან, რომლის დეტალები ბურუსითაა მოცული დღესაც კი. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც თავად ორგანიზაციას, ასევე რელიგიურ რიტუალს, რომელსაც ატარებდნენ მისი მონაწილეები.
კულტის მისტერიების შესახებ ინფორმაციის სიმწირის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მისტერიების დიდი საიდუმლოს ხასიათი. საიდუმლოს გამჟღავნება, იმ დროს, სიკვდილით ისჯებოდა. ყველასთვის ცნობილი ესქილე ელევსინის ქურუმის შვილი და ხელდასმული გახლდათ. ესქილეს აბრალებდნენ, რომ მან თავის თეატრალურ წარმოდგენაში გათქვა მისტერიების საიდუმლო, ამიტომ მოსაკლავად დასდევდნენ. სიკვდილისგან თავი იმით იხსნა, რომ დაიმალა დიონისეს ტაძარში.
უხსოვარი დროიდან ეგვიპტიდან გადმოსახლებულმა საბერძნეთის ერთმა კოლონიამ ელევსინის ყურეში დაამკვიდრა იზიდას კულტი და მას დემეტრას, ან მსოფლიო დედის სახელი უწოდა. მას შემდეგ ელევსინი ხელდასმის ცენტრად იქცა. დემეტრა იყო ყველა სულთა დედა და ღვთიური გონი, კოსმოგონიურ ღმერთთა მშობელი. მის კულტს ატიკის უძველეს ქურუმთა კასტა ემსახურებოდა.
უხსოვარი დროიდან ეგვიპტიდან გადმოსახლებულმა საბერძნეთის ერთმა კოლონიამ ელევსინის ყურეში დაამკვიდრა იზიდას კულტი და მას დემეტრას, ან მსოფლიო დედის სახელი უწოდა. მას შემდეგ ელევსინი ხელდასმის ცენტრად იქცა. დემეტრა იყო ყველა სულთა დედა და ღვთიური გონი, კოსმოგონიურ ღმერთთა მშობელი. მის კულტს ატიკის უძველეს ქურუმთა კასტა ემსახურებოდა.
ელევსინის ქურუმები ეგვიპტიდან მოტანილ ეზოთერულ დოქტრინას ფლობდნენ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ეს დოქტრინა მშვენიერი, პლასტიკური მითოლოგიით შეალამაზეს. მცირე მისტერიებს თებერვალში ზეიმობდნენ ათენის ახლოს მდებარე აგრეაში. მათ ვისაც ხლედასმა სურდა და გამოცდას გაუძლებდა, თან უნდა ჰქონებოდა დაბადების, აღზრდის და ზნეობრივი ყოფის მოწმობა.
პლატონი, რომელიც ხელდასმული გახლდათ, აღნიშნავდა: "მრავალი ატარებს მოსასხამსა და კვერთხს, მაგრამ შთაგონებულნი ცოტანი არიან". ელევსინის მისტერიები იმპერატორ კონსტანტინეს ედიქტამდე გრძელდებოდა, რომელმაც პირისაგან მიწისა აღაგვევინა ელევსინის ტაძარი, რითაც გააქრო ანტიკური დემეტრას თავშესაფარი და უამრავი კითხვა დაგვიტოვა .
ბევრმა სცადა მისტერიების საიდუმლოს ამოხსნა, მაგრამ უფრო მეტი კითხვა დაიბადა ვიდრე მასზე პასუხი. ჩანს, "ელევსინის მისტერიების" საიდუმლო ამოუხსნელი დარჩება. საზოგადოებას კი მოუწევს მხოლოდ იმით დაკმაყოფილება, რომ იქ მთავარი იყო დემეტრასა და პერსეფონეს კულტები.
თესპისის ცხოვრებისეული გზა
ათენის მცხოვრებნი ჩვ.წ. აღ.-მდე მე-6 საუკუნეში თესპისს თვლიდნენ დრამატურგად, რომელმაც პირველმა ითამაშა სხვა ადამიანის როლი წარმოდგენაში, ანუ ის გახლდათ პირველი მსახიობი მსოფლიოში. უფრო მეტიც, თავად ის გახლდათ პიესების ავტორი და ნოვატორი დრამატურგიის ბევრ სფეროში. თესპისის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ დროთა განმავლობაში "thespian" იქცა ეპითეტად გარკვეული კატეგორიის მსახიობთა კოჰორტისთვის.
თუმც, მიუხედავად მსოფლიო სახელისა და აღიარებისა, დრამატურგის ცხოვრება და მისი ნაწარმოებებიც საიდუმლოებითაა მოცული. ნამდვილად თესპისი ერქვა მას? იყო კი ის ათენელი? და რაც მთავარია, ნამდვილად არსებობდა თუ არა ის, ვინაიდან ჩვენ არ ვიცნობთ ამ პოეტისა და მსახიობის არცერთ ნაწარმოებს.
ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ თესპისის ხსენება, ჰორაციუსის შრომებიც კი, ბევრად გვიანდელი ეპოქას ეკუთვნის, ვიდრე საიდუმლოებით მოცული დრამატურგის მოღვაწეობის დრო. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ თესპისი ჩათვალეს მითების პერსონაჟად, როგორც აქილევსი და პატროკლე.
პითაგორას ნაშრომები
ძალზე იშვიათია ადეპტები, რომლებიც სრულ ყოვლისშემძლეობას აღწევენ. საბერძნეთში მხოლოდ სამი ადეპტი იყო ასეთი: ორფეოსი (ელინიზმის დასაწყისი), პითაგორა (ელინიზმის აყვავების ხანა) და აპოლონ თიანელი (ელინიზმის დასასრული).
მიუხედავად იმისა, რომ პითაგორა ისტორიული პიროვნებაა, ის მაინც ნახევრად ლეგენდარულად რჩება. ყველასთვის ცნობილია მისი თეორემა, რომელიც მისივე სახელითაა ცნობილი- "ნებისმიერ მართკუთხა სამკუთხედში, კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი ჰიპოტენუზის ტოლია უდრის დანარჩენ ორ გვერდზე მდებარე კვადრატთა ფართობების ჯამს". მაგრამ ისეთი ზუსტი მეცნიერებაც კი როგორიც მათემატიკაა, ბევრ საიდუმლოებას მალავს, პითაგორას ცხოვრების გზისა და თეორემის ავტორობის ჩათვლით.
პითაგორას საიდუმლოება მის სამუშაო ადგილს უკავშირდება. ფილოსოფიური სკოლა, სადაც ქმნიდა პითაგორა თავის შრომებს, იყო დახურული. ბევრი შრომის ავტორობა დაფარული იყო საზოგადოებისთვის. ამიტომ გაუგებარია რომელი შრომა ეკუთვნის პითაგორას და რომელი მის თანამოაზრეებს. ამასთან ცნობილია, რომ "პითაგორას თეორემა" ბაბილონში იქნა აღმოჩენილი ადრე.
პითაგორამ მთელი ძველი სამყარო მოიარა, ვიდრე თავის სიტყვას ეტყოდა საბერძნეთს. ის ეგვიპტესაც ესტუმრა და ეზიარა ეგვიპტურ მისტერიებს. მისი ხელდასმა ოცდაორ წელს გრძელდებოდა. მან მიაღწია ეგვიპტური ქურუმობის მწვერვალს. სპარსეთიდან შემოსეულმა კამბისემ ის და ეგვიპტელი ქურუმები ბაბილონში გადაასახლა. პითაგორა დაეწაფა ბაბილონში არსებულ სხვადასხვა რელიგიის დოქტრინებს და ეზიარა უძველესი მაგიის ყველა მისტერიას.
ეგვიპტური და ქალდეური ხელდასმის შემდეგ, პითაგორამ უფრო მეტი იცოდა ვიდრე მისმა ფიზიკის მასწავლებელმა, ან იმ პერიოდის საბერძნეთის ბრძენკაცებმა. ის თორმეტი წელი ცხოვრობდა ბაბილონში. დრო იყო საბერძნეთში დაბრუნების. ამგვარად 34 წლის შემდეგ პითაგორა ჯერ სამოსში, ხოლო იქიდან საბერძნეთში დაბრუნდა.
პითაგორას სდევნიდნენ და ამას მრავალი პითაგორელის სიცოცხლე შეეწირა. მასწავლებლისა და მისი მოძღვრების ხსოვნა მხოლოდ მცირეოდნმა მოწაფეებმა შემოინახეს და გაავრცელეს ვინც საბერძნეთიდან მოასწრო გაქცევა.
"ცხოველი ადამიანის ნათესავია, ადამიანი კი-ღმერთების", ამბოდა პითაგორა. მოსწავლეებს ასწავლიდა, რომ ყოველი ნოტის ბგერის ნახევარი ტონით აწევა (დიეზი) ან ნახევარი ტონით დაწევა (ბემოლი) სიმბოლურად გამოხატავს გადასვლას პარალელურ სამყაროში. პითაგორელთა ორდენი ორმოცდაათ წელს არსებობდა, პითაგორას იდეები კი დღემდე ცოცხალია. პითაგორამდე , უმეტესად, ან ფიზიკოსები იყვნენ, ან-მორალისტები. მან კი თავის სინთეზურ სისტემაში გააერთიანა მორალიც, მეცნიერებაც და რელიგიაც. მიუხედავად ამისა, ის და მისი თანამოაზრენი ბოლომდე მაინც შეუცნობელი რჩებიან.
ზევსის ქანდაკების განადგურება
მსოფლიოს შვიდ საოცრებას, რომელიც უძველეს დროს აიგო და მაშინვე მოიპოვა დიდი აღიარება, მართებულად მიაკუთვნეს ზევსის ქანდაკება. მისი ხილვა ახლა შეუძლებელია, ვინაიდან ის აღარ არსებობს. ქანდაკების ავტორად ითვლებოდა ფიდიუსი, ანტიკური საბერძნეთის ყველაზე სახელგანთქმული მოქანდაკე. ამ ქანდაკების განადგურების ისტორია კი საიდუმლოებითაა მოცული.
ქანდაკება დაიდგა ოლიმპოს ტაძარში, საბერძნეთის მთავარი კულტის პატივსაცემად. ხანძარმა არ დაინდო ტაძარი და ასევე ეს მონუმენტიც. თუმც ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებათაგანს ტაძარი ხანძრამდე დიდი ხნით ადრე დაატოვებინეს. ვარაუდით, ფიდიუსის ქმნილება კონსტანტინეპოლში გადაიტანეს, სადაც ხანძარმა გაანადგურა.
არის თუ არა ჰომეროსი "ილიადას" და "ოდისეას" ავტორი
როგორც ცნობილია, ჰომეროსი გახლავთ ავტორი "ილიადას" და მისი გაგრძელება "ოდისეასი". პოეტის ცხოვრებაზე ძალზედ ცოტა რამაა ცნობილი, რაც ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის, ამ ნაწარმოებების მის ერთპიროვნულ ავტორობასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ლიტერატორის აზრით "ილიადასა" და "ოდისეას" შორის არსებობს ბევრი სტილისტური სხვაობა, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს მათი ორი სხადასხვა ავტორის არსებობის შესახებ.
თუნდაც ორივე ნაწარმოების ავტორი ყოფილიყო ჰომეროსი, ბევრი მეცნიერი ერთ აზრზე თანხმდება, რომ არ შეიძლება მიენიჭოს მარტო მას ავტორობის უფლება. საამისოდ მოჰყავთ არგუმენტი, რომ პოემები არ იწერებოდა, არამედ ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა ხალხს, რომელსაც ყოველი მთხრობელი რაღაცას ამატებდა.
No comments:
Post a Comment