Sunday, 2 February 2020

მექსიკაში აღმოაჩინეს 13 000 ათასი წლის ევროპელის თავის ქალა


ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  ჩაატარეს 13 000 წლის ოთხი თავის ქალის დეტალური ანალიზი, რომელიც არქეოლოგიური გათხრების დროს მოიპოვეს მექსიკის ტერიტორიაზე. ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ნაშთები ეკუთვნოდა ევროპის, აზიის და არქტიკის ბინადრებს.


კვლევის შედეგი ამტკიცებს, რომ ადრეული ჩრდილოამერიკელები ბიოლოგიურად ბევრად მრავალფეროვანნი იყვნენ ვიდრე ადრე თვლიდნენ. ასეთი დასკვნა, მექსიკის შტატ კინტანა-როოში წყლით დატბორილ გამოქვებულებში ნაპოვნმა ოთხი უძველესი თავის ქალის ანალიზმა განაპირობა. თავის ქალების ასაკი 9000-დან 13 000 წელია. ანუ ნაშთები ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ გვიანი პლეისტოცენისა და ადრეული ჰოლოცენის ეპოქაში.

თავის ქალები შეისწავლეს კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით. მკვლევარებმა შექმნეს 3D გამოსახულება. მათი ძირითადი პარამეტრები გაზომეს სპეციალური 3D ბადის დახმარებით. მიღებული შედეგები შეადარეს მთელი მსოფლიოს საეტალონო პოპულაციების თავის ქალების პარამეტრებს. გაირკვა, რომ ყველაზე ძველ თავის ქალას დიდი მსგავსება აქვს თანამედროვე ჩრდილოამერიკელის არქტიკული პოპულაციის თავის ქალებთან. მეორე თავის ქალა კი ასაკით ემთხვევა თანამედროვე ევროპულ პოპულაციებს. მესამე თავის ქალამ აჩვენა მსგავსება როგორც აზიურ ჯგუფებთან, ასევე ძირძველ ამერიკელებთან, ანუ ინდიელებთან. მეოთხე თავის ქალას არქტიკული ხალხის და თანამედროვე სამხრეთ ამერიკული პოპულაციის შერეული ნიშნები გააჩნია.

ეს მოპოვებული მასალა ართულებს ამერიკის განსახლების ისტორიას. აქამდე ითვლებოდა, რომ პირველი მოსახლენი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ასეთი დასკვნა გაკეთდა  უძველესი ჩონჩხების ანალიზის მონაცემთა საფუძველზე, რომელიც აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკაში.

ამერიკაში დღესდღეობით ასეთი სახის გამოკვლევა პირველად ჩატარდა, ვინაიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ 20 ადამიანის ნაშთია ნაპოვნი, რომლის ასაკი 8000 წელს აღემატება. ხოლო სამხრეთ ამერიკაში ნაპოვნია მიახლოებით 400-მდე ჩონჩხი იმავე ასაკისა.

უწინდელი კვლევები ორიენტირებული იყო მხოლოდ სამხრეთ ამერიკული ნაშთებზე. და მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ ჩრდილოამერიკული თავის ქალები არ ჰგავს სამხრეთ ამერიკულს. ისინი მორფოლოგიურად მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ახლა უნდა გადაიხედოს ამერიკის ორივე კონტინენტის დასახლების ისტორია, ვინაიდან მათი დასახლება სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა.





No comments:

Post a Comment