ჰომეროსის "ილიადადან" ცნობილ, ლეგენდებით მოსილ ტროას არსებობას რეალურად არავინ აღიქვამდა, ვინაიდან მას მითებისა და ფანტაზიის ნაყოფად თვლიდნენ. მაგრამ შლიმანმა წერტილი დაუსვა ამ ეჭვებს და გათხრების შედეგად დაამტკიცა, რომ ტროა ნამდვილად არსებობდა.
სახელწოდება ტროა შედარებით გვიან გაჩნდა. ადრეულ ხეთურ წყაროებში მას ვილუსა ერქვა, ჰომეროსისეული ილიონი ხეთურ ვილუსას ბერძნული ფორმა უნდა იყოს. ვილუსასთან ერთად მოხსენიებულია ტარუსა (ტროა). ტროა, ანუ მეორენაირად ილიონი. ეგვიპტელები მას დარდანადაც ახსენებენ. აპოლონი(აპალიუნა) ვილუსას ღმერთი იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ ომის დროს აპოლონი ტროას მფარველობს. ილიონი იყო ტროას სატახტო ქალაქი. ტროას მითიური დამფუძნებელი კი გახლდათ ფრიგიის მეფის (ფრიგია მუშქების ქვეყანა) შთამომავალი ილოსის ძმა, დარდანოსის შვილიშვილი. დარდანოსი მოვიდა კრეტიდან ჰელესპონტის აღმოსავლეთ სანაპიროზე და დაარსა აქ ქალაქი დარდანი. ამიტომ უწოდებდნენ ევიპტელები ამ ადგილს დარდანს. სწორედ მისმა შვილიშვილმა დაიკავა ტახტი და ქვეყანას ტროა უწოდა. საკუთარი სახელის შესაბამისად-ტროსი. ტროსის უფროს შვილს ერქვა ილოსი, ამიტომ გორაკზე არსებულ დასახლებას ერქვა ილოსი-ილიონი. ტროა ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით თავიდან ეკუთვნოდა კრეტის მეფე თოიკროსს-თევკრს. მის ხალხს ერქვა თოიკროსები-თევკრები-თავრები.





















