Tuesday, 14 January 2020

უცნაური ჭები სირიაში-ჭუჭყიან წყალს წმენდს და სასმელად აქცევს



სირიაში მდებარე უდაბნო რესოფს ერთი გამოუცნობი ბუნებრივი მოვლენა ახასიათებს, რომელზეც პასუხი ჯერ არ გააჩნიათ მეცნიერებს. ეს გახლავთ უცნაური "ვერცხლის" ჭები, რომელთა კედლები ვერცხლისფრად ელავს და მიტოვებულ უძველეს ქალაქში მდებარეობს. სირიის უდაბნოში თითქოს სპეციალურადაა მიმალული ასეთი უცნაური ნაგებობები. მათ ხომ ანომალური თვისებები გააჩნია.

ჭები ვერტიკალურ გვირაბებს ჰგავს, ვინაიდან მათში წყალი არ არის. უცნაურია, მაგრამ ამ ჭებმა მსოფლიოში არცთუ დიდი ხნის წინ გაითქვა სახელი, თუმც ისინი ასეულობით წელია არსებობს. მისი შესწავლა ამჟამად სირთულეებთანაა დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო.

ასეთი ჭა სულ ოთხია და ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. შესაძლოა გარკვეულ სისტემასაც ქმნიან. მოსახლეობაში ბევრი ლეგენდა და მითია გავრცელებული ამ იდუმალებით მოცულ ჭებზე.  ჭებში ჯერ არავინ ჩასულა და არ ჩაუტარებია გამოკვლევა. ამიტომ არავის გაუზომავს მათი სიღრმე. ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ ქვას თუ ჩააგდებ, მის ხმას მხოლოდ 15 წამის შემდეგ გაიგებ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭების სიღრმე საკმაოდ შთამბეჭდავი უნდა იყოს. ჭებში წყალი არ არის და ისიც უცნობია ოდესმე თუ იყო. არ არის დადგენილი ამ ჭების აგების დრო და მიზეზი.




 ვერცხლის ჭებს სამკურნალო თვისებები გააჩნია. მოსახლეობის თქმით, ჭაში ჭურჭლით ჩაშვებული ჭუჭყიანი წყალი რამდენიმე საათში იწმინდება და სასმელად ვარგისი ხდება. ამ წყლით ბევრ დაავადებას მკურნალობენ. იქნებ ეს თვისება იქაური ნიადაგის დამსახურებაცაა. შესაძლოა მას ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია. ჭების სახელწოდებიდან გამომდინარე, ნიადაგი ვერცხლით უნდა იყოს გაჯერებული. ვერცხლს კი ბაქტერიების განადგურების თვისება აქვს.

როგორც ყველა ანომალური ადგილი, ვერცხლის ჭებიც მითებითაა მოსილი და ბევრ ცრურწმენას ბადებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ჭების ასაგებად ამ პლანეტაზე ჩამოვიდნენ "ვერცხლის ადამიანები", სავარაუდოდ ვერცხლისფრად შემოსილნი. ამ ისტორიას ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ.

არსებობს კიდევ ერთი ამოუხსნელი გამოცანა. ის მცირერიცხოვანი მკვლევარიც კი, ვინც მოახერხა ადგილზე ჩასვლა და ჭების დათვალიერება, შემოგარენში ნანგრევებს წააწყდა. რამაც მისცა დასკვნის უფლება, რომ ასეულობით წლის წინ აქ არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მოულოდნელად და უკვალოდ გაქრა.









No comments:

Post a Comment