ცივილიზაციათა ალტერნატიული მკვლევარების აზრით ეგვიპტის ხელისუფალნი ძალაუფლებას დაქვემდებარებულ მეცნიერებას იყენებენ და ნიღბავენ ქვეყნის ყველაზე ძველ, იდუმალებით მოცულ ობიექტს. გადმოცემით, სწორედ მას უკავშირდება ყველაზე საინტერესო ფურცლები, არქეოლოგთა დაღუპვა, არტეფაქტების გაქრობა სამხედრო თვითმფირინავებიდან და ევროპული მუზეუმებიდან.
ნაგებობა, რომელიც გაუნელებლ ინტერესს იწვევდა მუდამ გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი პირველი პირამიდა ეგვიპტეში და ის ჯოსერის სახელითაა ცნობილი. ცოტამ თუ იცის მის ქვეშ არსებული ქალაქის არსებობის შესახებ, რაზეც დგას ეს უნიკალური ნაგებობა და ის არტეფაქტები, რომელიც აღმოჩნდა მიწისქვეშ ორმოცდაათი მეტრის სიღრმეში.
გულმოდგინედ მალავენ იაპონელი სპეციალისტების მიერ პირამიდის გარემოს სკანირების შედეგებს. როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ჯოსერის პირამიდა მიწისზედა ხილული პორტალია, რომელიც ხსნის გაურკვეველი დანიშნულების საკომუნიკაციო გასასვლელს. ეს გასასვლელი კი ჩადის ასი მეტრის სიღრმეში და აქვს ფართო ქსელი, რომელიც რამდენიმე ასეულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მიწისქვეშა კომპლექსში დაახლოებით 400 სათავსო და დერეფანია.
ეგვიპტის ხელისუფლება არ უარყოფს მიწისქვეშა გასასვლელების არსებობას, მაგრამ მას ასაღებენ როგორც ფარაონის სარკოფაგისკენ მიმავალ მიწისქვეშა გასასვლელებს. მაგრამ ამავე დროს, გულდასმით იცავენ დერეფნებში პირდაპირ შესასვლელს, რომელიც მოპირკეთებულია ცისფერი და მწვანე ფილებით, თეთრი ალიბასტრის დახვეწილი სარკოფაგებისკენ. უკანასკნელი რეკონსტრუქციის დროს გაქრა მრავალრიცხოვანი ალებასტრისგან დამზადებული კობრას ფორმის ჩირაღდნების დამჭერები, როგორიც სხვაგან არსად უნახავთ ეგვიპტოლოგებს.
ოცი წლის შემდეგ რამდენიმე ფრანგი არქეოლოგის მონაწილეობით კვლავ მოეწყო ექსპედიცია. ერთ-ერთ დერეფანში აღმოჩნდა მუმიის ფრაგმენტი ოქროს ნიღბით და ფეხის მტევნები დაფარული ოქროს ფრჩხილებით. ეს მონაპოვარი დაიკარგა სხვა არეტფაქტებთან ერთად, ვინაიდან გემი მოპოვებული არტეფაქტებით ჩაიძირა ქარიშხლის დროს ხმელთაშუა ზღვაში. ფიქრობდნენ, რომ მონაპოვარი ეკუთვნოდა იდუმალებით მოცულ ქურუმსა და მეცნიერს იმჰოტეპს, ვინაიდან მისი განსასვენებელი დღემდე არ აღმოუჩენიათ. ჯოსერის პირამიდის არქიტექტორ იმჰოტეპის ავტორიტეტი კი იმდენად დიდი იყო, რომ ჩრდილავდა ფარაონისა და მისი ოჯახის ძალაუფლებას.
1870 წელს ბრიტანეთის არისტოკრატული წრის არქეოლოგებმა შეძლეს აღმოეჩინათ ჯოსერის პირამიდის მიწისქვეშა საცავი თორმეტი მუმიით. მუმიები შემკული იყო უცნობი მკვრივი სტრუქტურის შენადნობისგან შესრულებული არაჩვეულებრივი სამკაულებით. ქრთამის საფასურად ლორდებმა მუმიების ბრიტანეთში გატანა მოახერხეს და ერთმანეთში გაინაწილეს. ამასთან, რამდენიმე ეგზემპლარი აჩუქეს ბრიტანეთის მუზეუმს.
1912 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა ჟორჟ ბენედიტმა გადაწყვიტა გამოეკვლია მუმიები, მაგრამ ისინი ბრიტანეთის მუზეუმში განადგურებული აღმოჩნდა საცავში გაჩენილი ლოკალური ხანძრისგან. ხოლო დანარჩენი, რომელიც კერძო კოლექციებში ჰქონდათ, გაქრა. მოყვარული არქეოლოგობი კი იმ დროს უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ.
არაფერი იყო ცნობილი მუმიების უცნაურ სამკაულებზე. ჟორჟ ბენედიტმა საბოლოოდ ძლივს მიაკვლია ეგვიპტის ერთ ძვირფასეულობას: ეს იყო სამკაული, რომელიც ბარონ დელმარმა პატარძალს აჩუქა ქორწილზე, მაგრამ ახალგაზრდა ქალი სუდანში მგზავრობის დროს გაქრა.
დარჩა მხოლოდ სამკაულის აღწერა, რომელიც დამზადებული იყო მძიმე, ცისფერ- მწვანედ მოელვარე ლითონისგან, რომელიც ბზინვას მაშინვე იწყებდა, როგორც კი რაიმე მიანათებდა. თავად სამკაული წარმოადგენდა აგრესიული კობრის შვიდი თავის მინიატურას. ისინი შეერთებული იყო ერთმანეთთან ოცდაცამეტი უცნობი იეროგლიფის სეგმენტით.
ჟორჟ ბენედიტი ვარაუდობდა, რომ ამ სამკაულების კვალი დაეხმარებოდა აბსოლუტური ძალაუფლების გვირგვინის პოვნაში, რომელსაც უკავშირებდნენ ძველი ეგვიპტის ქაოსის ღვთაება აფოფს. აფოფი ძველეგვიპტური მითოლოგიის ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ყოვლისშემძლე მზის ღმერთი რა. გვირგვინს ინახავდა ქურუმთა განსაკუთრებული კასტა, რომელთანაც დაკავშირებული იყო იმჰოტეპი.
სამკაული მიწისქვეშ იყო დამალული. ის არ გამოჰქონდათ დღისით რათა მზის სხივები არ მოხვედროდა. მიაჩნდათ, რომ მისი ტარება შეეძლო კაცობრიობის მხოლოდ ძლიერ წარმომადგენელს, რომელიც უნდა გამხდარიყო არამარტი მიწიერი, არამედ ვარსკვლავთა მმართველი. "გველთა დედოფლის"(ღვთაება უაჯიტი) ტიარის შესახებ ბოლო მონაცემები კლეოპატრას ხანას განეკუთვნება. ნივთი მას მერე დაიკარგა იმ რაიონში, როცა 2000 წლის შემდეგ მუმიები აღმოაჩინეს.
აბსოლუტური ძალაუფლების გვირგვინი ქურუმებს ყველაზე ძლიერი ფარაონისთვისაც კი არ ემეტებოდათ. იყო ცდები მისი ძალით ხელში ჩაგდების, მაგრამ ყოველ ჯერზე ფარაონი უკან იხევდა. ქურუმებმა მხოლოდ ერთხელ ამოიტანეს ის მიწისქვეშა ლაბირინთიდან. გამონაკლისი მხოლოდ ალექსნადრე მაკედონელისთვის გაკეთდა. მაგრამ ახალი მიწების დამპყრობელმა და ცნობილმა მხედართმთავარმა გვირგვინი დიდხანს ვერ ატარა, უმალ გონება დაკარგა.
"გველთა დედოფალი" ხანდახან ტაძრის გამოსახულებებზე გვხვდება. ჟორჟ ბენედიტს მიაჩნდა, რომ ჯოსერის პირამიდაში ნაპოვნი სამკაულები დაკავშირებული იყო გველთა დედოფლის (უაჯიტის) ტიარასთან, რომელიც იძლეოდა მარადიულ ახლაგაზრდობასა და სილამაზეს, ასევე აბსოლუტური ძალაუფების გვირგვინს.
ფარაონის სამარხში ერთადერთი გადარჩენილი მონაპოვარი იყო უცნობი ლითონის სამკაულები დიდი გველის გამოსახულებით, რომელიც საკუთარ კუდს კბენს. მაგრამ ზუსტად ის ყუთი, სადაც ჩაწყობილი იყო ეს სამკაულები და თეთრი ალიბასტრის მსგავსი მასალისგან დამზადებული უცნაური ჭურჭელი, რომლის დამუშავება ალმასის ხელსაწყოებითაც კი შეუძლებელი იყო, გაქრა.
30-იან წლებში გერმანელ არქეოლოგსა და ეგვიპტოლოგ ჰენრიხ შეფერს ხელთ ჩაუვარდა ჟორჟ ბენედიტის დღიური. რის შემდეგ მან მიაგნო საიდუმლო სამკაულების კვალს და საკუთარი თეორიაც კი შექმნა ჯოსერის პირამიდასა და იმჰოტეპის პიროვნებაზე. სავარაუდოდ, გერმანელი მეცნიერის კვალი და არგუმენტები ისეთი უადგილო აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის წინ, რომ მონოგრაფია მალევე გაასაუდუმლოეს, რამაც ხელი შეუშალა ფართო საზოგადოებას გასცნობოდა მას.
1931 წელს ფრანგმა არქეოლოგმა ჟან-ფილიპ ლაუერმა ხელახლა წამოიწყო გათხრები მიწისქვეშა ლაბირინთის გამოსაკვლევად, სადაც აღმოჩნდა პატარა, რთული სტრუქტურის ქალაქი ქუჩებით, გადასასვლელებით ერთი დონიდან მეორეზე. ლაურეტიმ გეგმა და ნახაზიც კი გააკეთა. მისი აზრით მიწისქვეშა ნაგებობა აქამდე ცნობილ ყველა ნაგებობაზე დიდი იყო. მისი აზრით ამ მიწისქვეშა ქალაქს ქუჩებითა და ქუჩაბანდებით რაღაც რიტუალური დანიშნულება უნდა ჰქონებოდა, რასაც მცენიერები დღემდე ვერ ხსნიან.
No comments:
Post a Comment