Friday, 23 April 2021

ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტის ყველაზე ამოუცნობი საიდუმლო_ნაცისტების ფარული მისია (II ნაწილი)

 

ფრანგი კოლეგის ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, გერმანელ არქეოლოგს გაუჩნდა მოსაზრება რომ ადგილზე, სადაც იპოვეს "გველთა დედოფლის"(უაჯიტი) განძი, შესაძლოა ყოფილიყო სხვა ცნობილი არტეფაქტებიც, მაგრამ მანამდე საჭირო იყო დაკარგული განძის მოკვლევა. ამის გამო, გერმანელი ეგვიპტოლოგი გაემგზავრა სუდანში. სწორედ იქ დაიკარგა ბარონესა დელამარი იდუმალებით მოცულ სამკაულთან ერთად. შეფერმა გააბა ნაცნობობა, გაიცნო სუვენირებით მოვაჭრენი, გაიკითხ-გამოიკითხა, მაგრამ სასურველ კვალს ვერსად მიაგნო. ჰენრიხი ბილეთის აღებას აპირებდა ევროპაში გასამგზავრებლად, რომ გერმანელმა ექიმმა, რომელიც წითელი ჯვრის ადგილობრივ მისიაში მუშაობდა,  სტუმრად მიიწვია.

ექიმმა კონსულტაციის გაწევა სთხოვა ნაპოვნ არტეფაქტთან დაკავშირებით, რომელიც იაპონელი დიპლომატის ნივთებში აღმოჩნდა. გაირკვა, რომ დიპლომატი ინგლისელ თანამგზავრთან ერთად მიიყვანეს მისიაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ფილტვების ინფექციის ნიშნებით. მისიის ჰოსპიტალში მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სათანადო გზავნილი ინფორმაციის უპასუხოდ დატოვების გამო, გადაწყდა იაპონელის ნივთები ქველმოქმედებისთვის გადაეცათ. მაგრამ ნივთებს შორის იყო ძალიან მძიმე, მჭიდროდ დახუფული თუნუქის ჩაის ქილა. ყუთში აღმოჩნდა კაუჩუკის ლენტში გახვეული უცნაური, ძალიან მძიმე სამკაული, რომელიც გამოუცნობი ლითონისგან იყო დამზადებული. ნივთი ძალიან ლამაზი გახლდათ, მაგრამ მისი ტარება შეუძლებელი ჩანდა, იწონიდა დაახლოებით ერთ კგ-ს. ჰენრიხი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ის ნივთი იყო რომელსაც ეძებდა. მან ექიმს 250 ფუნტი სტერლინგის ჩეკი გამოუწერა და წამოიღო სამკაული. თან დაპირდა, რომ ნივთს მხოლოდ სამეცნიერო მიზნისთვის გამოიყენებდა და არ გაყიდიდა.

ორი თვის შემდეგ შეფერმა სამკაული გამოსაკვლევად გადასცა თავის მეგობარს, ნობელის პრემიის ლაურეატს ქიმიაში კარლ ბოშს, რომელიც გახლდათ დიდი ქიმიური კონცერნის IGFarben-ის თავჯდომარე. ის ხელმძღვანელობდა დიდ სამეცნიერო ცენტრს ბერლინში. ცენტრი აღჭურვილი იყო იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე ტექნიკით. გასარკვევი იყო ის შენადნობი რომლისგანაც დამზადებული იყო სამკაული, დამზადების ადგილი და დრო. დაახლოებით ერთი თვე მუშაობდნენ მეცნიერები "გველთა დედოფალზე", მაგრამ დასკვნა რომელიც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  გააკეთეს გამაოგნებელი აღმოჩნდა შეფერისთვისაც კი.

მასალა რომლისგანაც დამზადებული იყო სამკაული უცნობი შენადნობი გახლდათ, რომლის 80% იყო ოსმიუმი, რომელიც სუფთა სახით იმ დროს საერთოდ არ ხვდებოდათ, დანარჩენი ნაწილი იყო პლატინის ჯგუფის ლითონები. ჩატარებულმა ნახშირბადის ანალიზმა, რომელიც ხელმისწავდომი იყო ნაცისტებისთვის, აჩვენა ნივთის ასაკი 20000-25000 წელი, ანუ გამყინვარებამდელი ხანა.

ყველაზე ამოუხსნელი: სამკაულის ყველა სეგმენტი ერთმანეთთან არაფრით იყო დამაგრებული, მაგრამ ერთად ჩერდებოდა გაურკვევლი წარმოშობის ველით. სამკაულიდან კი პერიოდულად მოდიოდა რაღაც იმპულსი, რომელიც სიბნელეში იკარგებოდა, მაგრამ კაშკაშა მზეზე ხდებოდა ხანგრძლივი და გრძელდებოდა რამდენიმე წამს.

გერმანელ მეცნიერებს ეჭვი აღარ შეპარვიათ, რომ შემთხვევით შეძენილი სამკაული აგრესიული კობრის თავით იყო სწორედ ის ნივთი, რომელსაც ეძებდა ფრანგი არქეოლოგი. ოსმიუმი-ზემყარი ლითონი, მისი დამუშავება შესაძლებელია 3000 გრადუსზე. დღესაც კი მას ვერ ამუშავებენ.

არქეოლოგიური მონაპოვრით დაინტერესდა გერმანიის უშიშროების მთავარი სამმართველოს საერთაშორისო სამეცნიერო განყოფილება. ინფორმაციამ უცნაური სამკაულის შესახებ მიაღწია მაღალი თანამდებობის პირებამდე.

სამკაული ამოიღეს, ყველა ანგარიში და ფოტო გაასაიდუმლოეს. დაიწყეს ფართომასშტაბიანი გათხრებისთვის მზადება. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე გაგზავნილი ექსპედიცია ისეთი  საიდუმლოებით იყო მოცული, რომ  ის უფრო ფართომასშტაბიან დაზვერვით ოპერაციას ჰგავდა. ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობა იმდენად დაინტერესდა ძველი არტეფაქტების მოპოვებით, რომ 1941 წელს განიხილებოდა სატანკო შენაერთის გადატყორცნა ქაიროში საქარის ტერიტორიის ოკოპაციისთვის. მაგრამ საწვავის პრობლემებისა და იტალიელი მოკავშირეების უძლურებისა და მოუმზადებლობის გამო მოუხდათ უარის თქმა ამ შეტევაზე.

ნაცისტური გერმანიის სამხედრო ძალები 1942  წლის ბოლოს სერიოზულ მარცხს განიცდიდნენ აფრიკაში. ამის გამო, ექსპედიციის ხელმძღვანელი არ ელოდა ბერლინიდან განსაკუთრებულ ინსტრუქციებს, რომელიც დაეხმარებოდა მისიას მიზნის მიღწევაში.

ამიტომ რაოდენ საოცარიც უნდა ყოფილიყო,  რადიოგრამის გაგზავნიდან სამი დღის შემდეგ სილიან მოედანზე დაეშვა უცნაური თვითმფრინავი ამოუცნობი ნიშნებით. საქარის ნეკროპოლთან გაემგზავრა მესამე რაიხის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც შენიღბული იყო დანიურ-გერმანული ერთობლივი მისიით. მას უნდა გადაემოწმებინა ჰენრიხ შეფერის დასკვნები უზარმაზარი საიდუმლო მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ. ექსპედიციის ხელმძღვანელმა იცნო სამხედრო ტროპიკულ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი-რუდოლფ ლევინი, ნაცისტური გერმანიის უშიშროების მთავარი სამმართველოს ვედური სწავლებისა და ეზოთერიკის მთავარი სპეციალისტი. მეცნიერებათა დოქტორ ლევინს ჰქონდა SS-ის ობერშტურმანფიურერის წოდება და იყო SS-ის უფროსის მრჩეველი მეცნიერების ხაზით. მასთან ერთად ჩამოვიდა ჯგუფი სამეცნიერო განყოფილებიდან. როგორც კი გადმოიტვირთა  სამეცნიერო აპარატურით სავსე ყუთები თვითმფრინავი მაშინვე გაფრინდა.



 ექსპედიცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი გახლდათ. ნებართვის აღებაში მას დიდ დახმარებას უწევდა არაბული პროგერმანული ლობი და პირადად ქაიროში ჩასული იერუსალიმის მუფტი ჰაჯ ამინ-ალ ჰუსეინი. მუფტი თავად მთელი ცხოვრება დაკარგული სიწმინდეებისა და არტეფაქტების ძიებაში იყო. ის მონაწილეობას იღებდა ბაბილონისა და ეგვიპტის მეფეთა ველის გათხრებში. ამიტომ შემთხვევით არ მომხდარა მისი ჩართვა იმჰოტეპის მიწისქვეშეთის გამოკვლევაში.


შეფერის კვლევების მიხედვით, საფეხურებიანი პირამიდის ქვეშ უნდა ეარსება ეგვიპტის ცივილიზაციის ნამდვილი შემქმნელების ნეკროპოლს და უცხო წარმოშობის ნაკეთობებს, მანამდე ნაპოვნი განძის გარდა. ამასთან, SS-ის ექსპერტები ვარაუდობდნენ სიღრმეში ნაგებობების არსებობას, სადაც უნდა ყოფილიყო უცნობი წარმოშობის გამოსხივების წყარო.

პირამიდის კვლევის გარდა მეცნიერებმა პირველად დაათვალიერეს სერაპეუმის უზარმაზარი სარკოფაგები. გარკვეული ხნის შემდეგ რამდენიმე გერმანელი მეცნიერი ჩავიდა იმ დონეზე, სადაც იდგა ჯოსერის სარკოფაგი. სარკოფაგისკენ მიემართებოდა ოთხი დერეფანი. დერეფნები მოპირკეთებული იყო მოცისფრო-მომწვანო ფილებით. გარკვეული დროის შემდეგ ექსპედიციის წევრებს ჩაუქრათ ელექტრო დინამიური ლამპრები, მაგრამ დერეფნის კედლები მოულოდნელად განათდა თბილი მომწვანო-მოცისფრო სინათლით. უფრო მეტიც, უზარმაზარმა თეთრმა ყუთმა, რომელიც ზომით ორსართულიანი სახლზე უფრო მეტი იყო, ასევე დაიწყო თბილი რძისფერი ნათება. ის გამჭვირვალე მასალისგან დამზადებულს ჰგავდა. ამ ფონზე ჩნდებოდა გამოსახულებები, თავიდან ასობით სხვადასხვა ნიშნის მსგავსი. შემდეგ გამოსახულება შეიცვალა კობრას მოცულობითი თავით.  რაღაც დროის შემდეგ შიდა განათება ისევ ჩაქრა, სანაცვლოდ კვლავ ამუშავდა ლამპრები. 



შუაღამეს მზვერავებმა გააღვიძეს ბანაკი. მათი თქმით სილით ნახევრად დაფარული შენობა მოულოდნელად ვარდისფრად განათდა. სინათლე გამოდიოდა პირამიდიდან. გაუგებარია რანაირად ხდებოდა ეს, მაგრამ მოვლენა აღარ განმეორებულა.

გადაწყდა შახტაში ათკაციანი მეცნიერებისა და მუშებისგან შემდგარი ჯგუფის ჩაშვება. დაიგეგმა დერეფნებისა და მათი შემაერთებელი ხაზის შესწავლა. კვლევას სათავეში ჩაუდგა გერმანელი ეგვიპტოლოგი ვოლფგანგ ჰელკი. დაბლა დაშვებისას ჯგუფს სილის ნაცვლად ბეტონის მსგავსი მასალით დაფარული იატაკი დახვდათ, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა. გვერდით იდგა მომცრო ზომის ოქროს კობრას ქანდაკება. რაც მთავარია თეთრი სარკოფაგი გაშავებულიყო. თითქოს ის ძვირფასი გრანიტისგან იყო დამზადებული, კარგად დამუშავებული და სინათლზე ლაპლაპებდა. გრძელი დერეფნების ნაცვლად დახვდათ ჩიხები, რომელიც დახშული იყო იმავე მასალით რომლითაც იატაკი.


ეს მოვლენა მეცნიერებმა ვერაფრით ახსნეს. ოქროს კობრა შეფუთეს და ტომარაში შეინახეს, რომლის გადატანაზე არაბმა მუშებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. ამის შემდეგ, ისინი საერთოდ უარს აცხადებდნენ შახტაში დაშვებაზე და მხოლოდ სამმაგი ანაზღაურების შემდეგ დათანხმდნენ. ჯგუფში ძველი ეგვიპტური იეროგლიფების მცოდნეც ჰყავდათ, მაგრამ წარწერის წაკითხვა მან ვერ შეძლო. წარწერა აღმოჩნდა ოქროს კობრაზეც, რომელიც  მეცნიერისთვის  გასაგები აღმოჩნდა: "სხვა დროის მეუფე-იმჰოტეპი". ექსპედიციის ხელმძღვანელმა გააგზავნა რადიოგრამა გერმანელთა აფრიკული კორპუსის შტაბში, საიდანაც მოხდა მისი რეტრანსლირება რაიხკანცელარიაში.

მთავარი სიურპრიზი წინ ელოდათ. სამეცნიერო ჯგუფის ყოფნა ეგვიპტეში უსაფრთხო არ იყო. მოხელეები, რომლებიც გერმანელებს ნორვეგიელებად და დანიელებად ასაღებდნენ, ასევე ინგლისის კონსულიც, რომელმაც ფულადი ანაზღაურების საფასურად მათ ბრიტანეთის პასპორტები დაუმზადა, დააპატიმრეს. საიდუმლო მისია  საფინალო მონაკვეთში შესაძლოა დასრულებულიყო. ამიტომ რაიხის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აფრიკიდან საბერძნეთში მოეხდინათ როგორც ექსპედიციის, ასევე მოპოვებული არტეფაქტების ევაკუაცია. 
















No comments:

Post a Comment