Wednesday, 22 January 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_რა ხდება სფინქსის შიგნით



დიდი ხანია ცნობილია, რომ გიზას პლატოზე, სფინქსის შიგნით არის გვირაბები. არსებობს ამის დამამტკიცებელი ფოტო მასალაც. ეგვიპტოლოგები კი კვლავ მალავენ ამ ფაქტს.

სფინქსის შიგნით მოსახვედრად სულ ექვსი შესასვლელია. ერთი მათგანია სფინქსის ზურგზეა; მეორე ჩრდილოეთის მხრიდან მიწის გასწვრივ სფინქსის გვერდთანაა განთავსებული; მესამე შუა ნაწილშია, რომელიც დაიფარა აგურით რესტავრაციის დროს; მეოთხე მდებარეობს სფინქსის ყურთან; მეხუთე განთავსებულია თავზე და ჩანს ზემოდან; მეექვსე შესასვლელი კი სფინქსის თათებშუაა.



ჯერ კიდევ 1925 წელს დაიწყო სფინქსის სილისგან გაწმენდის სამუშაოები, რომლის დროს
აღმოჩნდა ფარული კარი. მისტერიული სკოლების ცოდნას და დაფიქსირებულ ინფორმაციას კიდევ უფრო მყარი საფუძველი შესძინა 1935 წელს გაკეთებულმა აღმოჩენამ, რამაც დაამტკიცა პირამიდის ქვეშ არსებული გასასვლელებისა და დარბაზების არსებობა. გიზას კომპლექსი სფინქსთან ერთად აგებულია ერთი მთლიანი სტრუქტურის სახით. დიდი პირამიდა და მზის ტაძარი დაკავშირებულია ერთმანეთთან მისწისქვეშ.

კვლავ გაცოცხლდა პოპულარული ჰიპოთეზა, რომ სფინქსი არის დიდი პირამიდის გადასასვლელი ე.წ. პორტალი სხვა განზომილებაში. მასონთა და როზენკრეიცერთა ხელდასმულებს მიაჩნდა, რომ სფინქსი იყო მშვენება იმ დარბაზისა, რომელიც ყველა პირამიდას აკავშირებდა და აერთებდა ერთმანეთთან მიწისქვეშა გასასვლელებით. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია შეაგროვეს როზენკრეიცერებმა. სავარაუდოდ,ქრისტიან როზეინკრეიცერმა მოახერხა მიწისქვეშა საიდუმლო დარბაზში შეღწევა, სადაც ნახა საიდუმლო ცოდნის ამსახველი წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა. ''არქივარიუსის მისტერიული სკოლის''ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა სქემის ჩანახაზი. 

არქეოლოგ სელიმ ჰასანის თქმით, ''მაღაროების კომპლექსი'' მთავრდება განიერ ოთახში, რომლის ცენტრში კიდევ ერთი მაღაროა და დიდ მოედანზე ეშვება. მის გარშემო შვიდი დარბაზია განლაგებული. ზოგ დარბაზში დგას უზარმაზარი ბაზალტის ან გრანიტის დაბეჭდილი სარკოფაგი.  არსებული შვიდი ოთახიდან ერთ-ერთში მდებარეობს მესამე ვერტიკალური მაღარო, რომელიც ღრმად ეშვება ქვემოთ მდებარე დარბაზში. მისი გახსნისას იქაურობა წყლით აივსო და იქ მდგარი თეთრი სარკოფაგი დაფარა. ეს დარბაზი 'ოზირისის' სახელობის უნდა იყოს..

მისტიკოსები და ეგვიპტის საიდუმლო სკოლების წევრები ტრადიციულად განმარტავენ, რომ არსებული დარბაზები განკუთვნილი იყო ხელდასმის სხვადასხვა საფეხურის გასავლელად. ბოლო საფეხური სრულდებოდა სამეფო ოთახში(დიდი პირამიდა). დროთა განმავლობაში საიდუმლო სკოლების ტრადიცია დადასტურდა არქეოლოგიური აღმოჩენებით. 


ზაჰი ჰავასი თავად ჩავიდა გვირაბში, რომელიც სფინქსის შიდა ოთახებისკენ მიდის და სკულპტურის უკანა ნაწილშია განთავსებული. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ვერტიკალური გვირაბი ხელოვნურადაა გაკეთებული და სიღრმეში მიდის, სადაც კამერაა გაჭრილი შიგნით, მაგრამ ამის იქით აღარაა გასასვლელი, ის დუღაბითაა ამოვსებული. სიძველეთა მცველი ჰავასი თვლის, რომ გასასვლელი შემთხვევით იყო გამაგრებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს.







ეს დაფარული ისტორიაა. ამავე დროს, არსებობს ინფორმაცია, რომ ზაჰი ჰავასმა მოახერხა უფრო ღრმად ჩასვლა, სადაც მან ნახა სხვა კამერა, რომლის ცენტრში იდგა წყლით გარშემოტყმული ძველი სარკოფაგი. მოგვიანებით მან ყველაფერი უარყო.

როგორც ვხედავთ, ჰავასის სფინქსის შიგნით მოხვედრას ადასტურებს ფოტოები. მას თავად აქვს ნათქვამი, რომ გასასვლელი ხელოვნურადაა გაკეთებული დაბლა ჩასასვლელად. კედლებში ფეხის დასადგმელი საფეხურებიც კია გამოკვეთილი.

ერთი ვერსიით, მე-20 საუკუნეში რესტავრაციის დროს სფინქსის ქუდი დაზიანდა, დარჩა მხოლოდ ჩასასვლელი. სად გაქრა ამ ქუდის ნარჩენები, უცნობია. თუმც ავგუსტ მარიეტის მიერ აღმოჩენილ დაფაზე, რომელიც თარიღდება 1500 წლით ჩვ.წ. აღ-მდე, აღწერილია როგორ დაათვალიერა ფარაონმა ხუფუმ სფინქსი. მის დროს ქანდაკება თურმე დააზიანა ელვამ, ჩამოაცალა თავსაბურავის ნაწილი, რომელიც აღადგინა ხუფუმ.

არსებობს მე-18-19 საუკუნის ნახატები , სადაც ჩანს, რომ ხალხი ჩადიოდა სფინქსის თავში. ერთი ასეთი ნახატის ავტორია დომენიკ ვივან-დენონი.


ეგვიპტის ხელისუფლებამ ერთ-ერთი თათის ქვეშ ოთახების აღმოჩენის შემდეგ, აკრძალა ყველანაირი გათხრების წარმოება.

ცნობილი ამერიკელი ნათელმხილველი ედგარ ქეისი წერდა, რომ არსებობს საიდუმლო დარბაზი, რომლის შესასვლელის პოვნა შეიძლება სფიქნსის თათებშუა. ამ დარბაზში ინახება კაცობრიობის ისტორიის უცნობი დეტალები. სფინქსი დაიდგა როგორც მცველი, რათა ვერავინ მოახერხოს შემაერთებელ კამერებში შესვლა. ეს ვერ მოხდება, სანამ არ მოვა მკაცრად განსაზღვრული და ცვლილების დრო,  რომელიც კაცობრიობის განვითარების ამ ციკლს უკავშირდება. ქეისის თქმით, საიდუმლო დარბაზი მდებარეობს სფინქსსა და მდინარეს შორის.

მოვა დრო და სიმართლეს აეხდება ფარდა. 







No comments:

Post a Comment