პლინიუსის ცნობით ესპანეთის ანუ პირინეის ნახევარკუნძულის პირველი მოსახლენი იყვნენ იბერები და რომ ისინი მივიდნენ იქ კავკასიიდან. სავარაუდოდ, ამ გადასახლებაში მოხვდნენ ბებრებიც, რომლებიც თრაკიის მახლობლად სახლობდნენ (თანამედროვე თურქეთი). გადმოცემით, მათ თავკრებთან (კრეტელებთან) ჰქონდა შეტაკება. ბებრები დამარცხდნენ და თავკრებმა ისინი დაიპყრეს.
მოგვიანებით, ბებრები პირინეის ნახევარკუნძულზე ჩნდებიან, რაც მათ სავარაუდო გადასახლებაზე მეტყველებს. ბერძენი ავტორი დიონისე კასიუსის ცნობით ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ პირინეებში. გრამატიკოსი სტეფანე ბიზანტიელი კი აღწერს ბებრების ორ ტომს, ერთი რომელიც ცხოვრობდა შავ ზღვასთან და მეორე-პირინეებში "ბებრის" ზღვის მახლობლად. ბიზანტიელმა მწერალმა ზონარმა ამ ადგილს უწოდა "ლომის ყურე". როგორც გადმოცემებიდან ირკვევა სიტყვა "ბებრი" იხმარებოდა როგორც ზედსართავი სახელი, ხოლო ბებრების მეფეს ერქვა ამიკი.
ჰეროდოტეს "ისტორიიდან" ცნობილია, რომ ტიროსში იყო მელქართის (რაც ქალაქის მეფეს ნიშნავს ფინიკიურად) ტაძარი, რომელიც გაიგივებული იყო ჰერაკლესთან. მელქართი ტიროსში მცხოვრები ადგილობრივებისთვის გახლდათ ღვთაება, იგივე ფინიკიელი ჰერაკლე.
ჰეროდოტეს "ისტორიიდან" ცნობილია, რომ ტიროსში იყო მელქართის (რაც ქალაქის მეფეს ნიშნავს ფინიკიურად) ტაძარი, რომელიც გაიგივებული იყო ჰერაკლესთან. მელქართი ტიროსში მცხოვრები ადგილობრივებისთვის გახლდათ ღვთაება, იგივე ფინიკიელი ჰერაკლე.
მალტაზე ნაპოვნ წარწერაში ჰერაკლე დასახელებულია როგორც წინაპართა ბელადი. "ჰერაკლე არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა...ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ როგორც ინიციაციის სხვადასხვა საფეხურები, სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეები, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს განთავისუფლება, ანუ აზრის განთავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა...უდიდესი გმირები საბერძნეთისა - თეზეოსი, ჰერაკლე და იაზონი (სხვათა შორის , ჰერაკლეც ახლავს არგონავტების ხომალდს) იმ ქვეყნებში ლაშქრობენ სულიერი სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელნიც წარმოშობით პროტოქართული, პროტოიბერიული იყო. "-ზვიად გამსახურდია. მოიყვანა თუ არა ჰერაკლე მელქართმა თავისი ხალხი კავკასიიდან ტიროსში და შემდეგ ტიროსიდან დასავლეთში, ამის დადგენა შეუძლებელია. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იბერები იცნობდნენ ჰერაკლე მელქართს, რომელმაც აქ მათი წინაპრები მოიყვანა ან კულტი, რომელიც ტიროსიდანაა.
ლომბრივის გამოქვაბულში არსებობს ღვთის რანგში აყვანილი იბერთა ბელად ილჰობერის ლეგენდარული საფლავის ქვა. ილჰომბერი გამოსახული იყო გამოქვაბულის კედელზე. ამ იბერიულ, ბებრიულ ღვთაებას ბელსაც უწოდებენ. ის ბერძენი კოლონისტების ზეგავლენით გადაიქცა ა-ბელ-იონად და შემდეგ აპოლონად ანუ აპალიუნად. პალესტინაში საბინერის მთებში აღმოჩნდა Cist Mistica ლარნაკი (სადაც აპოლონის საკულტო საგნები ინახებოდა) და მასზე გამოსახულია არგონავტების ბრძოლა ბებრების მეფესთან.
სილიუს იტალიკმა დაგვიტოვა ლეგენდა, რომლის მიხედვით ლომბრივის გამოქვაბულში არსებულ ქვას დაარქვეს "ჰერაკლეს საფლავი". მითის მიხედვით ჰერაკლემ ერიფეების კუნძულიდან მოიტაცა ჰერიონის ფარა. იგი გულღიად მიიღო ბებრთა მეფემ. ჰერაკლემ შეაცდინა მისი ქალიშვილი პირენა და მიატოვა. პირენა სახლიდან გაიქცა ტყეში, სადაც გარეული ნადირი დაესხა თავს და დაიღუპა. ის ჰერაკლეს უხმობდა, მაგრამ ჰერაკლემ ვერ მიუსწრო. ჰერაკლემ დიდად განიცადა პირენას დაღუპვა და ხმამაღლა მოსთქვამდა. მან პირენა ლომბრივის გამოქვაბულში დაკრძალა. ლომბრივის გამოქვაბულში არის ტბა, სადაც აღმართულ სამ თეთრ სტალაგმიტს ეწოდება : "ბებერთა მეფის ტახტი", "ბებრის სამარხი", "პირენას სამარხი".
შუა საუკუნეებში ეს გამოქვაბული კატართა და ტამპლიერთა თავშესაფრად იქცა, რომელიც მათ ბევრ საიდუმლოს ინახავდა.
No comments:
Post a Comment