Friday, 24 January 2020

ძველი ცივილიზაციების უცნაური დამთხვევები


დედამიწაზე ბევრი იდუმალებით მოცული წარსულის კვალია დარჩენილი, რომელთა ამოხსნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საოცარი ისაა, რომ ჩვენი პლანეტის სხვადახვა ადგილებზე პოულობენ სრულიად ერთნაირ ნაგებობებს და არტეფაქტებს. მათი მსგავსების ამოხსნა არავის ძალუძს. ასეთ მსგავსებათა რიგს განეკუთვნება:

1. უძველესი ლითონის კაუჭები


უძველესი ლითონის კაუჭები, რომელიც  აღმოჩენილია მეგალითებზე, ტაძრებსა და სხვა წინარეისტორიულ ძეგლებზე, წარსულის ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. საუბარია კონკრეტულად არა კაუჭებზე, ვინაიდან ისინი დიდი ხანია დაიშალა, არამედ იმ კვალზე, რომელიც ქვებზე დარჩა.

მეცნიერები თავს იტეხენ იმის გამოსაცნობად, თუ რატომ იყენებდნენ მშენებლები ამ პატარა ლითონის კაუჭებს უზარმაზარი ქვის მეგალითური ბლოკების შიგნით. ზოგი ვარაუდობს, რომ მათ იყენებდნენ  რიტუალური მიზნით.  სხვები ფიქრობენ, რომ მეგალითურ კაუჭებს იყენებდნენ  ბლოკების შესაკრავად, ვინაიდან ისინი ჩამოსხმული იყო რომელიღაც უძველესი დუღაბით, რომლის შემადგენლობა უცნობია.

მაგრამ არც ესაა ისეთი საოცრება, როგორც ის, რომ სრულიად ერთნაირი საიდუმლო ტექნოლოგიას იყენებდნენ ათასეული წლების წინ ეგვიპტეში, პერუში, კამბოჯაში და სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი აშორებს.

 2. ერთნაირი პირამიდები


პირამიდის ხსენებისას უმეტესობას ეგვიპტე ახსენდება, მაგრამ პირამიდებს აგებდნენ მთელ მსოფლიოში. ბოლო ხანს ისინი აღმოაჩინეს ევროპაშიც. ადრე, რაც სწორი ზედაპირის მქონე მთებად მიაჩნდათ, აღმოჩნდა ხელოვნურად შექმნილი ნაგებობა.

აქამდე უცნობია რისთვის აგებდნენ სინამდვილეში ამ პირამიდებს. ითვლება რომ ისინი იყო აკლდამები , მაგრამ  ყველა მათგანში სამარხი არ არის აღმოჩენილი. შესაძლოა, ეგვიპტელებმა გამოიყენეს უკვე სხვების მიერ აგებული პირამიდები, რათა მათში დაეკრძალათ ფარაონები და ქურუმები. საოცარი ისაა, რომ პირამიდები ორიენტირებულია სინათლისა და ვარსკვლავებისკენ.

3. ერთნაირი დოლმენები


დოლმენები უძველესი ცივილიზაციების მსგავსების კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია. სრულიად ერთნაირ დოლმენებს ნახულობენ ინდოეთში, ესპანეთში, კორეაში. ჩანს, რომ უძველესი ტრადიციები ერთნაირი ჰქონდა სხვადასხვა კულტურებს, მიუხედავად იმ მანძილისა, რომელიც აშორებდა მათ.

4. სვასტიკა ძველი სიმბოლო 


ჩვენს დროში სვასტიკა ასოცირდება ნაცისტურ გერმანიასთან. რეალურად ეს გახლავთ უძველესი გამოსახულება, რომლის წარმოშობა ფესვებით  შორეულ დროში მიდის. სვასტიკის სიმბოლო ფართოდ გამოიყენება ინდუიზმში.

სვასტიკები აღმოჩნდა ევროპის უძველეს ნანგრევებზე. ყველა ევროპული ძველი კულტურა: ეტრუსკები, ბერძნები, გალები, კელტები და ა.შ. იყენებდნენ სვასტიკას, ამასთან როგორც ბედნიერების, წარმატებისა და მზის სიმბოლოს.

5. უძველესი სფინქსები


თუკი გავითვალისწინებთ სფინქსის გამოსახულებებისა და სკულპტურათა  რაოდენობას,  სფინქსმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უძველეს დროს. ეს ამოუცნობი არსება, კერპი ადამიანის თავითა და ლომის ტანით გახლავთ კაცობრიობის იტორიაში მნიშვნელოვანი სიმბოლო. სფინქსი გახლავთ ცოდნის, სიწმიდეების, ცხოვრების საიდუმლოებების მფარველი, ასევე ყოველგვარი გამოუცნობისა და ინტრიგების სიმბოლო.

უძველესი სფინქსი აღმოჩნდა თურქეთშიც. დამტკიცდა, რომ ის შექმნილია 9500 წელს ჩვ.წ. აღ-მდე. ეგვიპტური და ბაბილონური სფინქსები იცავენ წმინდა აკლდამებს და რელიგიურ ტაძრებს. უამრავი სფინქსის გამოსახულებაა  შემონახული ინდოეთში და ჩინეთში.

6. გირჩის სიმბოლო


გირჩის უამრავი და უძველესი გამოსახულებებია ნაპოვნი მთელ მსოფლიოში. ესაა ერთ-ერთი იდუმალებით მოცული სიმბოლო, რომელსაც იყენებდნენ უძველეს ხელოვნებაში. ამასთან, მათი ნახვა შეიძლება სხვადასხვა კულტურაში-ინდონეზიელებთან, ბაბილონელებთან, ეგვიპტელებთან, ბერძნებთან, რომაელებთან. გირჩის სიმბოლო გამოიყენება ქრისტიანობაშიც.

მას ასევე იყენებენ მასონები, თეოსოფები და გნოსტიკოსები. ჩვეულებრივ გირჩი არის სულიერი გაბრწყინების სიმბოლო. ის ასევე "მესამე თვალის" სიმბოლოა.

7. სპირალის გამოსახულება


სპირალები გვხვდება ყველა უძველეს კულტურაში. საინტერესოა, ასე აქტიურად რატომ იყენებდნენ ამ ნიშანს ყველგან. ეს უძველესი სიმბოლო, რომელიც გამოიყენება დღემდე სულიერ პრაქტიკაში, გამოხატავს ზრდასა და ევოლუციას.

სპირალი ხშირად არის სახე ქალღმერთის, ნაყოფიელრების, ცხოვრებისეული ენერგიის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ  სპირალისებურად მიმდინარეობს ადამიანის, ცხოველების, მცენარეების განვითარება. ამასთან, ჩვენ გალაქტიკას აქვს სპირალის ფორმა. ნუთუ, ამ ყველაფრის შესახებ იცოდნენ ადამიანებმა იმ უძველეს დროს.







No comments:

Post a Comment