2003 წლის ზაფხულს, რუმინეთის ნაკლებად შესწავლილ რაიონში, ბეჯუჩის მთებში, მოხდა ეპოქალური აღმოჩენა. ბუჩეჯის მთა მდებარეობს რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ კარპატებში. ადრე მას თაყვანს სცემდნენ როგორც წმინდა მთას. ადილობრივებს სჯეროდათ, რომ მთის მწვერვალზე და მის გამოქვაბულებში ცხოვრობდა მითიური ღმერთი ზალმოქსისი. მთის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2505 მეტრია.
2 წლის წინ გეორადარების მიერ თანამგზავრით მიღებული მონაცემების შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდა რთული მიწისქვეშა ლაბირინთების არსებობის შესახებ დედამიწის სხვადასხვა ადგილებში. (მათზე საუბარი გვაქვს სხვა სტატიებში) ასეთი ადგილია გვატემალა, გვირაბები რუკაზე აღნიშნულია მაიას პირამიდების კომპლექსის ქვეშ ტიკალაში. გვირაბები 800 კილომეტრზეა გადაჭიმული. ახლაც, ამ ფაქტის დასადგენად გამოიყენეს ახალ ტექნოლოგია, რომელმაც საშუალება მისცა სპეციალისტებს გაეკეთებინა ასეთივე აღმოჩენა რუმინეთში.
ბუჩეჯის მთის თანამგზავრიდან გეოდეზიურმა სკანირებამ გამოავლინა ორი მთავარი ენერგეტიკული წინაღობა. გადახურვები ზღუდავდა მისასვლელს ხელოვნური ენერგიის მეშვეობით: პირველი იყო კედლის სახით შექმნილი, რომელიც ბლოკავდა გვირაბთან მისასვლელს. მეორე იყო დიდი, გუმბათის მსგავსი ნახევარსფერო გვირაბის საპირისპირო ბოლოში, მთის ცენტრის შორიახლო. მთელ გვირაბში ნახევარსფერო განთავსებული იყო დედამიწის პარალელურ სიბრტყეში. ვერტიკალური ნახევარსფეროს გადახურვა შეესატყვისებოდა კლდეებს "ბაბას" სახელით ცნობილ ქედზე.

აღინიშნა, რომ ნახევარსფეროს ენერგეტიკულ ბარიერს აქვს ისეთივე რხევების სიხშირე და ფორმა, როგორც მეორე, უფრო საიდუმლო მიწისქვეშა სტრუქტურას, რომელიც აღმოაჩინეს ადრე ბაღდადის მახლობლად, ერაყში.
სპეციალისტებმა მოახერხეს პირველი ბარიერის გახვრეტა, მაგრამ მეორეს ვერაფერი მოუხერხეს. რასაც კი ტოვებდნენ ბარიერთან ახლოს მტვრად იქცეოდა. მოხერხდა "დიდ გალერეად" (Grand Gallery) მონათლულ სივრცეში შეღწევა. "დიდი გალერეის" კედელი ხელოვნურად იყო შექმნილი. ის ნავთობის ფერისა იყო, მაგრამ ჰქონდა მწვანე და ლურჯი ანარეკლი. დაახლოებით 80 მეტრში გალერეა მოულოდნელად უხვევდა მარჯვნივ მახვილი კუთხით. შორი მანძილიდან ლურჯი ფერი ვარსკვლავებივით ანათებდა. ლურჯი ფერი გალერეის ბოლოს დამცავი ენერგეტიკული ფარის ანარეკლი იყო.
რაც შეეხება ერაყს, იქ არსებული ენერგეტიკული ველი გააქტიურდა და მაღალ სიხშირეებზე დაიწყო პულსირება. ფარის წინა მხარეს გაჩნდა პლანეტის ჰოლოგრამული გამოსახულება. ის თამიმდევრობით გამოსახავდა ევროპის კონტინენტს, შემდეგ მიდიოდა სამხრეთით და ბუჩეჯის მთაში ხვდებოდა, დიდდებოდა და ბოლოს უჩვენებდა ადგილს დერეფნების სტრუქტურაში. ნათელი იყო, ორი ნახევარსფეროს ენერგეტიკული ფარი პირდაპირ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.
ამ მასალის შესახებ ცნობილი გახდა რადუ ჩინამარის წიგნიდან " რუმინული სფინქსის მისტერიები". როგორც გაირკვა, რადუ ჩინამარის ფსევდონიმით წიგნი დაწერა რუმინეთის დაზვერვის საიდუმლო განყოფილების დეპარტამენტ "ნულის" ხელმძღვანელმა გენერალმა ობადიამ.
No comments:
Post a Comment