Wednesday, 22 January 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტურ ბარელიეფებში აღმოჩნდა შუა საუკუნეების საღებავი



როგორ აღმოჩნდა შუა საუკუნეებში გამოყენებული პიგმენტი ეგვიპტურ გამოსახულებაზე  ჩვ.წ. აღ-მდე მე-6 საუკუნეში?

ეგვიპტის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მემფისში აგებული ფარაონ აპრიესის სასახლე მეტად შთამბეჭდავი იყო თავისი ზომით: 160 მ. 180 მ-ზე. ფარაონი თავის სამფლობელოში უშველებელი ჭიშკრით შედიოდა, რომელიც მორთული იყო კირქვის ბარელიეფებით. ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახული იყო თავად ფარაონი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე. საღებავებმა დაკარგა თავისი ყოფილი ელვარება. მათ ყავისფერი და ყვითელი ფერი მიიღეს. ოდესღაც კი კაშკაშა მწვანე, ლურჯი და თეთრი ფერი ჰქონდა. და როგორც აღმოჩნდა, ყვითელიც!

არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა ჭიშკრის საღებავის ნიმუშებს ანალიზი გაუკეთა და მოულოდნელად აღმოაჩინა ორი თანამედროვე ყვითელი პიგმენტი, რომელიც არასდროს შეხვედრიათ ადრე ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში.


აპრიეს სასახლე შემთხვევით არ იქნა შერჩეული. ის აიგო ეგვიპტის დიდი ხნის იზოლაციის შემდეგ, როცა ხმელთაშუაზღვისპირეთთან ურთიერთობისთვის აშენდა სავაჭრო კოლონია ნილოსის დელტაში.

თითეულ ნიმუშს მეცნიერებმა ჩაუტარეს სხვადასხვა ტესტი. ძირითადად ყველა პიგმენტი იყო იმ დროის ეგვიპტისთვის ჩვეულებრივი: თაბაშირის თეთრი, ატაკამიტის მწვანე, ჰემატიტის წითელი, სპილენძის ეგვიპტური ლურჯი, ყვითელმა კი კითხვები დასვა.

ყვითელი პიგმენტების უმეტესობა ძველ ეგვიპტეში შედგებოდა ყვითელი  ჟანგმიწისგან-თიხისა და რკინის ოქსიდის ნარევი. ჟანგმიწას იყენებდნენ ჩვენი უძველესი პროტოწინაპრები ქვის კედლების მოსახატად. ამ პიგმენტის გამოყენების ყველაზე ადრეული დოკუმენტი ფიქსირდება  283 000 წლით ჩვ.წ. აღ-მდე.

ყვითლის სხვა ვარიანტები შეიცავდნენ სასიკვილო შხამს აურიპიგმენტს, რომელიც ოქროსავით ბზინავდა, რკინის სულფატები ანიჭებდნენ ლიმონის ფერს.


მეცნიერების მოლოდინით ბარელიეფის C ფრაგმენტზე უნდა აღმოეჩინათ აურიპიგმენტისა და ჟანგმიწის ნარევი (სუფთა აურიპიგმენტს იყენებედნენ მხოლოდ სარკოფაგებისთვის).  მაგრამ ანალიზმა გამოავლინა მიშიაკის, ტყვიისა და სურმის არსებობა, რაც მიუთითებდა ტყვიის ფუძეზე სხვა კომპონენტების არსებობასაც.  ასევე, ფრაგმენტებზე აღმოაჩინეს ცვილის თხელი ფენა. სავარაუდოდ ის ოქროს იმიტაციას უწყობდა ხელს.


ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ტყვიის ყვითელი მნიშვნელოვნად უსწრებდა წინ თავის დროს. ადრე მათ ნახულობდნენ შუა საუკუნეების ნახატებზე: ტყვია-კალის ფერი ჩნდება მე-14 საუკუნეში, ტყვია-სურმისა მე-16 საუკუნის დასაწყისში.

ტყვია-კალის ფერი გარკვევით ჩანს ნიდერლანდელი მხატვრის იან ვერმეერის ცნობილ ნახატზე "მერძევე". 



არსებობს ყველა მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ეს პიგმენტები პირველად გაჩნდა ეგვიპტეში, ევროპელებმა კი ის ხელახლა აღმოაჩინეს შუა საუკუნეებში. 







No comments:

Post a Comment