Saturday, 25 January 2020

უხრწნელი ჩინელი ბერების საიდუმლო



ბუნებრივ ქვაბულში არსებულმა დერეფანმა არქეოლოგები გრანიტის მთის სიღრმეში შეიყვანა, სადაც დაბალჭერიან კამერებში აღმოჩნდა ადამიანის ნაშთები და სხვადასხვა ნაკეთობანი. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი, ყველაზე შორეულ კამერაში ელოდათ, რომელიც ამოქოლილი იყო და კატაკომბების პირველ მშენებლებს ეკუთვნოდა-მე-4 საუკუნე ჩვ.წ. აღ-მდე.

ვინაიდან კამერაში წყალი ვერ შეაღწევდა, მკვლევარები კარგად შენახული ნივთების პოვნას ვარაუდობდნენ. სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა. კამერაში აღმოჩნდა ორი ლოტოსის პოზაში მჯდომი ადამიანის ფიგურა ნახევრად დაძონძილ დაოსელ ბერთა სამოსში. მათ საპირისპიროდ, კედელთან იწვა ძაღლი.

ცოცხალ ადამიანებთან მათი მსგავსება ისეთი დიდი იყო, თავიდან ცვილისგან დამზადებული სკულპტურები ეგონათ. სხეულები კარგად იყო შემონახული. რბილ კანზე ხრწნის არანაირი კვალი შეიმჩნეოდა. მთლიანად იყო შემონახული ყურები, ცხვირი, თვალის კაკლები დაფარული ქუთუთოებით, ხელის მტევნები. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ ადამიანებმა სული რამდენიმე საათის წინ განუტევეს.



არქეოლოგებმა ვერ გაბედეს სხეულების გამოტანა კამერებიდან, რომ არ დაეზიანებინათ ისინი. სხეულიდან ანალიზისთვის პატარა ნაწილების აღებამ მეცნიერები შოკში ჩააგდო: იმ ადგილებზე, სადაც სკალპელი შეეხო სხეულს, სისხლმა გამოჟონა.

გამოკვლევებისას გაირკვა, რომ ბერების სხეულის ტემპერატურა იყო 17 გრადუსი, ანუ იმაზე მაღალი, ვიდრე კამერაში. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ბერების გულები ფეთქავდა-ერთი დარტყმის სიხშირით რამდენიმე წუთში.


ძარღვებში სუსტი  ბიძგებით ხდებოდა სისხლის ცირკულაცია, ფილტვები ისუნთქავდა ჰაერს. უცნაურ "მიცვალებულებს" არ ესაჭირებოდა ჟანგბადი, ყოფნიდათ ის ჰაერი, რომელიც კამერაში იყო, მექანიკურად ისუნთქავდნენ და ისევ უკან უშვებდნენ.

გამოკვლევის შემდეგ სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ისინი ცოცხლები, მაგრამ ღრმა ლეთარგიაში იმყოფებოდნენ. ასეთივე მდგომარეობაში იყო ძაღლიც.


გადაწყვიტეს ძაღლის გამოფხიზლება. მიუტანეს ჟანგბადი, შეართეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და გულის კუნთების სტიმულატორზე. სარეანიმაციო პროცედურების შედეგად ძაღლი აცახცახდა, თათები დაჭიმა, თვალები გააღო და ჩუმად მოიკუნტა. თუმც თხუტმეტი წუთის შემდეგ ძაღლი მოკვდა. გული გაუჩერდა და სხეულზე მალე ხრწნის ნიშნები დაეტყო. ეტყობა ცხოველის ორგანიზმში ასეთი ჩარევა  დამღუპველი აღმოჩნდა.

მიხვდნენ, რომ ბერებისთვის ხელი აღარ უნდა ეხლოთ, სანამ  არსებულ მდგომარეობას ბოლომდე არ შეისწავლიდნენ. ამიტომ კამერა ისევ ამოქოლეს.

პროფესორ ლი გუანჩჟუს თქმით, მას მერე კამერა არ გაუხსნიათ. მისივე თქმით, ბერების წინ იდგა ჭურჭელი, რომლის ფსკერზე  იყო რაღაც მურა, გამხმარი სითხის ნარჩენი. თავიდან სისხლი ეგონათ, მაგრამ ანალიზმა აჩვენა, რომ ის სხვა რაღაც იყო. ამ სითხის კვალი აღმოჩნდა ბერების ხორხშიც. მისი ლაქები ჩანდა ასევე ძაღლის დრუნჩზე.

იქნებ სწორედ ეს იყო "უკვდავების" ელექსირი, რომელზეც წერდნენ ძველი ჩინელი ავტორები.- ასეთი აზრი გაუჩნდა პროფესორს.

ჩინეთში არსებობს რამდენიმე ლეგენდა ბრძენ კაცებზე, რომლებმაც სასწაულებრივი ელექსირი შესვეს და დაიძინეს მთის წიაღში. ლეგენდებში მითითებულია სხვადასხვა ადგილები და მთები. შესაძლოა, ეს გადმოცემები ნადვილად მომხდარი მოვლენის გამოძახილია-ძველი კატაკომბების კამერებში მყოფ ბერებზე, რომლებმაც ლეთარგიულ ძილს მისცეს თავი. თასში კი, რომელიც  წინ ედგათ, ესხა სწორედ ის ელექსირი.

მაგრამ ბუდისტები თვლიან, რომ ადამიანს გააჩნია ძალა, მას შეუძლია სიკვდილის გადაწევა და ამ ძალის ამოქმედება შესაძლებელია ლოცვითა და მედიტაციით. მედიტაციის ასეთი ზემოქმედების მაგალითს წარმოადგენს ბუდისტ ლამა დაში-დორჯო იტიგელოვის ფენომენი ციმბირიდან.

1927 წელს, 75 წლის ასაკში დაში დორჯომ სთხოვა ბერებს წაეკითხათ მისთვის წამსვლელის ლოცვები, რის მერე ის მედიტაციას მიეცა, რომლის დროსაც გული გაუჩერდა. ანდერძში მან მიუთითა, რომ არ მოკვდებოდა, წავიდოდა ათასი წლით. ხალხი რომ დარწმუნებულიყო მის ცოცხალუნარიანობაში, ლამამ მოითხოვა მისი სხეულის 75 წლის შემდეგ დათვალიერება.

სარკოფაგი, რომელშიც ის ლოტოსის პოზაში იჯდა, პირველად ლამების ჯგუფმა გახსნა 1955 წელს. დარწმუნდნენ რა სხეულის სიმრთელეში, მათ ჩაატარეს საჭირო რიტუალი, გამოუცვალეს იტიგელოვს სამოსი და ისევ ჩასვეს სარკოფაგში.


1973 წელს სხეული ისევ დაათვალიერეს. ხოლო 2002 წელს სარკოფაგი გახსნეს მედიკოსებისა და ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით. კომისიამ დაადგინა, რომ ლამა გარეგნულად არ იყო შეცვლილი და მას შენარჩუნებული ჰქონდა ცოცხალი ორგანიზმის ყველა ნიშანი. სახსრები ეკეცებოდა, რბილი ქსოვილი იზნიქებოდა. ანალიზები კი ცოცხალი ადამიანისა ჰქონდა.

ამ შემთხვევების შედარების შემდეგ, შეიძლება  ვივარაუდოთ, რომ ჩინელი ბერებიც მიეცნენ თავის ლეთარგიულ ძილს ლოცვებისა და მედიტაციის საშუალებით, რომ არა ერთი "მაგრამ". კამერაში იმყოფებოდა ძაღლიც, რომელიც ასეთივე ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გამოდის, "მძინარეთა" ორგანიზმზე ზემოქმედება მოახდინა არა მხოლოდ მედიტაციამ. მათ გამოიყენეს რაღაც  საშუალება სითხის სახით. შესაძლოა სწორედ ის ელექსირი, რომელსაც კაცობრიობა უკვე რამდენიმე ათასი წელია ეძებს.





No comments:

Post a Comment