ტროას დაცემას დიდი გამოძახილი ჰქონდა, ვინაიდან მას ბევრი ცვლილებები მოჰყვა იმდროინდელ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რასაც მოწმობს ანტიკური ავტორების მხრიდან ყურადღების გამახვილება არსებულ გადმოცემებზე თუ მასალაზე, რომელიც ამ თემას ეხება.
საერთო სურათი ასეთია: ტროას ომს გადარჩენილმა ენეასმა მამამის ანქიზესთან და რამოდენიმე ახლობელთან ერთად დატოვა ტროა და გაემგზავრა აპენინის ნახევარკუნძულისკენ, სადაც დასახლდა კიდეც. რომის იულიუსთა გვარის იმპერატორები თავიანთ წინაპრად ენეასს და მის ძეს ასკანიუსს (სოფ. ასკანა საქართველოში) თვლიან. ენეასი გახლდათ ტროელ გმირ ანქიზესა და აფროდიტეს შვილი. პრიამოსს სძულდა ენეასი როგორც ტახტის მეტოქე. ტროას ომში ენეასი თავიდან არ იღებდა მონაწილეობას. ის მოგვიანებით ჩაერთო ამ ომში და ამის მიზეზი გახდა აქილევსი. ენეასმა მხრებით გამოიტანა მამამისი ანქიზე ალმოდებული ტროადან შემოიკრიბა გადარჩენილი ტროელები და ოცი გემით ჯერ თრაკიას მიადგა. აქ დაარსა ქალაქი ენეა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, დელფოს მისნის რჩევით, აპენინისკენ აიღო გეზი.შვიდი წლის ხეტიალის შემდეგ მიაღწია აპენინის ნახევარკუნძულს. ენეასმა ააშენა ქალაქი "ლავინიუმი''(ასეთი ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ლაციუმში არქ. გათხრებისას). 30 წლის შემდეგ, ენეასის ძემ ასკანიოსმა (იულიუსმა) ააშენა ქ. ალბა-ლონგა და გახდა იულიუსთა გვარის მამამთავარი. აპიანეს ცნობით, ენეასის შვილს თავიდან ერქვა ე(ი)ბრილიონი, ებრი=იბრი. ასკანიოსს იგივე ებრილიონს ლათინებმა თავიდან ზედმეტ სახელად შეარქვეს იობა, ვინაიდან მისი წარმოშობა გადმოცემით უკავშირდებოდა იუპიტერს, საიდანაც გაჩნდა მისი სახელი იული, აქიდან იულიუსთა გვარი."იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან - შავი, ვენერასთან - წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ ეს იაფეტური".-(ზვიად გამსახურდია) ვერგილიუსი ენეასზე ამბობს, რომ ის წარმოშობით კავკასიიდანაა.