საფრანგეთში, გოტფრუა დე ბულონელმა სიონის ორდენის სამხედრო-სამონაზვნო ჩრდილოვანი ადმინისტრაცია შექმნა, რომელიც ოფიციალურად იერუსალიმში "ტამპლიერთა ორდენის" სახელწოდებით დაფუძნდა და ცალკე არსებობას შეუდგა. გოტფრუა დე ბულონელი გახლდათ ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგი. ტამპლიერთა ორდენის პირველი მაგისტრი გახდა ჰუგო დე პეინსი, რომელიც იმავდროულად სიონის პრიორატის გროსმაისტერიც გახლდათ. ტამპლიერთა ორდენი თავისი ღრმა არსით წარმოადგენდა გრაალის ძიების ახალ გზას. ამგვარად, გრაალის თასი და ტამპლიერთა ორდენი განუყრელად არიან ერთად. ორდენის ოცნება იყო ხალხთა ისეთი ერთობის შექმნა, სადაც აღარ იქნებოდა განსხვავება და დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. დასაწყისში ორივე ორდენის მიზანი საერთო იყო-გრაალის მისტერიებში ხელდასმის მიღება და აღმოსავლურ სიბრძნესთან ზიარება. იერუსალიმის აღების შემდეგ, მათი გზები გაიყო. ტამპლიერებმა თავიანთი არსებობა წმინდა ბარძიმს დაუკავშირეს, ხოლო "სიონის ორდენი" პოლიტიკას დაუკავშირდა.

"სიონის ორდენი" შექმნის დღიდან ითვლის 27 მაგისტრს. როგოც ირკვევა, მათი მთავარი მიზანი მეროვინგების დინასტიის დაბრუნებაა."სიონის ორდენის" დიდ მაგისტრებს შორის იყვნენ: ლეონარდო დავინჩი, ვიქტორ ჰიუგო, კლოდ დებიუსი, ჟან კოკტო. ამ უკანასკნელს ახლო ურთიერთობა ჰქონია შარლ დეგოლთან და მას უჭერდა მხარს.

გადმოცემით, დავით აღმაშენებელს ტამპლიერთა ორდენის რაინდად თვლიდნენ. დაუდასტურებელი მონაცემებით, თვით ტამპლიერთა მოძრაობას საქართველოსთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ძველ წყაროებში კოლხებს ფასიანელებსაც უწოდებდნენ. ამ ფუძიდან ბევრი ტოპონიმია საქართველოში. სოფ. ფუტიეთი, სოფ. ფურტი და სხვა. ხევსურეთში იყო ხატის მსახურების აღმნიშვნელი ტერმინი-ფულტი. ძველ ბერძნულ წყაროებში კოლხი მთიელები იხსენებიან, როგორც ფუ(ს)ტელები. ისინი ანდრია პირველწოდებულს მოუქცევია ქრისტიანობაზე.ძველ აღთქმაში ხშირია ფუტიელების ანუ კოლხთა ხსენება. ფუ(ს)ტელები საქართველოს ისტორიულ წარსულში იმავე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც ძველი აღთქმის ლევიანები. ისინი იცავდნენ საკულტო ტაძრებს წარმართობის დროს, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ეკლესია-მონასტრებს. სავარაუდოდ, ფუ(ს)ტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივი ორდენი უძველესი დროიდან უნდა არსებულიყო. ტამპლიერთა ორდენის მთავარი მიზანიც ეკლესია-მონასტრების და მომლოცველთა დაცვა იყო. ფრანგული სიტყვა ტამპლიერი (ტაძრელი) იგივე სვანური ფუსტელი (მეუფლე) იდენტურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებდა.