საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰიტლერი ოკულტუზმით იყო გატაცებული. მას სწამდა, რომ უმაღლესი ძალები უნდა დახმარებოდნენ ქვეყნიერების შეცვლასა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში. საამისოდ კი საჭირო იყო ქრისტიანული სიწმინდეების ერთ ადგილზე შეგროვება, კერძოდ-წმინდა გრაალი და წმინდა შუბი.
ჰიტლერის აზრით შუბის საკითხი ადვილი მოსაგვარებელი იყო, ვინაიდან ის ვენის მუზეუმში ინახებოდა. საჭირო იყო მხოლოდ ავსტრიის დაპყრობა. ავსტრიაში შესვლის შემდეგ, პირველ რიგში ჰიტლერმა სწორედ ეს გააკეთა. მისი ბრძანებით შუბი გერმანიაში გადაიტანეს (მხოლოდ 2003 წელს გაირკვა, რომ აღნიშნული შუბი VII საუკუნისაა და ის ვერაფრით იქნებოდა წმინდა შუბი). ამის შემდეგ, მთავარი ამოცანა გახდა წმინდა გრაალის მოპოვება.
პასუხისმგებლობა გრაალის თასის ძიებაზე დაეკისრა გერმანიის შინაგან საქმეთა რაიხმინისტრს ჰაინრიხ ჰიმლერს. ჰიმლერმა დავალება სპეციალურად შექმნილ ორგანიზაციას "ანენერბეს" მისცა და ხარჯების გულუხვ ანაზღაურებასაც დაჰპირდა.
პროფესორმა ოტო კლუზემ და მისმა თანაშემწეებმა კარგად შეისწავლეს ყველა არქივი რაზეც ხელი მიუწვდებოდათ და დაასკვნეს: გრაალი თუკი მართლა იპოვეს ჯვაროსნებმა, ის აუცილებლად ევროპის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. ძიების მთავარ ზონად შეირჩა იტალია და ესპანეთი, ალპებისა და პირინეების ძნელად მისადგომი ადგილები.
სპეციალური ჯგუფები ტურისტების სახით ყველა ქრისიტიანულ მოქმედ თუ მიტოვებულ ტაძარსა და მონასტერს ამოწმებდნენ. ამას გარდა, გერმანელები კიდევ უფრო გულდასმით სწავლობდნენ იმ ტერიტორიებს, სადაც ადრე თავს აფარებდნენ ერთ-ერთი მსხვილი ერეტიკული სექტის მიმდევრები-კატარები.
კატართა სექტა XII საუკუნეში ჩაისახა. ისინი უარყოფდნენ ქრისტანულ ატრიბუტიკას-ჯვრები, ხატები და ასევე სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას, საშინელ სამსჯავროს. მათ საკუთარი სიმბოლოები და რიტუალები ჰქონდათ, რომელშიც ცენტრალური ადგილი ეკავა წმინდა გრაალს. ეკლესია კი ოფიცილურად არ სცნობდა გრაალს, როგორც წმინდა რელიკვიას. ამიტომ გრაალი ორგანიზებული მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
კატართა ცენტრი გახდა ციხესიმაგრე მონსეგიური. ის მდებარეობდა პირინეებში. მაძიებლებმა იქ გამოქვაბულები აღმოაჩინეს, რომლის კედლებზეც იყო კატარებისა და ტამპლიერების მიერ გამოსახული საიდუმლო ნიშნები, მაგრამ გრაალს მაინც ვერ მიაკვლიეს.
გრაალის ძიების ისტორიაში არაერთხელ გაისმა ოტო რანის სახელიც. ოტო რანს სწამდა გრაალის არსებობისა და ცხოვრების მიზნად მისი მოპოვება დაისახა. SS-შიც გაწევრიანდა, რომ თავისუფლად გაეგრძელებინა გრაალის ძიება. მონსეგიურის ნანგრევები თავად მოიარა, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა. ამის შემდეგ ოტო რანმა მოისურვა SS-ის დატოვება, მაგრამ ეს ვეღარ შეძლო.
1938 წელს ოტო რანი გაქრა. მისი გაქრობა იდუმალებითაა მოცული. გავრცელებული ინფრომაციით თითქოს თხილამურებზე სრიალის დროს დაიღუპა.
No comments:
Post a Comment