ბელიზის (ბრიტანეთის ჰონდურასი) დასავლეთით, ჯუნგლებში მდებარეობს უზარმაზარი მიწისქვეშა გამოქვაბული ბროლის ქალწულის გამოქვაბული (აქტუნ-ტუნიჩილ -მუკნალი). მაიას მოსახლეობის აზრით, ეს გამოქვაბული იყო შესასვლელი ჯოჯოხეთში და მას დაარქვეს შიბალბა. შიბალბას მეუფე ხალხს აავადებდა. მაიელთა წარმოდგენით ეს ადგილი დასახლებული იყო მონსტრებით და მათ საზიზღარი სახელები ერქვათ. შიბალბაში შიშია გამეფებული. მაიას მითებში ჯოჯოხეთი, იმავედ დროს, დაკავშირებული იყო სასიცოცხლო რესურსებთან. მათ ეშინოდათ შიბალბის, მაგრამ ამასთან, უიმისოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.
ბროლის ქალწულის გამოქვაბულში მოსახვედრად საჭიროა მიწისქვეშა მდინარის გადალახვა. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის არქეოლოგთა კვლევიდან ირკვევა, მაიას მოსახლეობა ამ რთულად მისადგომ ადგილზე ატარებდა მსხვერპლშეწირვას. გამოქვაბულში მოსჩანს მსხვერპლად შეწირულთა ჩონჩხები. მათ შორისაა ახალგაზრდა ქალის ბროლივით ჩონჩხი. სწორედ მის გამო ეწოდა ამ ადგილს ბროლის ქალწულის გამოქვაბული. ის სისხლმოწყურებულ ღმერთებს შესწირეს 1000 წლის წინ.
გასული 50 წლის განმავლობაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბევრი დამამტკიცებელი მასალა, რომ იუკატანის ნახევარკუნძულიდან მოყოლებული მექსიკაში-სალვადორამდე, სადაც მაიას ცივილიზაცია ყვაოდა, ასობით გამოქვაბულში ტარდებოდა მსხვერპლშეწირვის რელიგიური რიტუალები. აქტუნ-ტუნიჩლ-მუკნალში ნაპოვნია როგორც ადამიანებისა და ცხოველების ნაშთები, ასევე კერამიკული ქოთნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ძვირფასი სამკაულები, რიტუალური ქანდაკებები.
ბროლის ქალწული |
No comments:
Post a Comment