საიდუმლო რომელსაც მეგალითები ინახავენ, დიდი ხანია კაცობრიობის თავსატეხად იქცა. ყველაზე ძველი მეგალითი თარიღდება VIII ათასწლეულით ჩვ. წ. აღ-მდე. რა მიზნით აგებდნენ მეგალითებს ჯერჯერობით უცნობია. ასეთი ნაგებობები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრები ზღვის ან ოკეანის სანაპირო ზოლში.
ძველი გადმოცემების თანახმად, ქვის დიდ ლოდებში იმალება ჯადოსნური საიდუმლო და ბევრი დაავადების სამკურნალო ძალა. კვლევებმა აჩვენეს, რომ მეგალითები და სხვა ძველი ნაგებობა (ქვის შეკრული წრეები და პირამიდები) ინახავენ და გენერირებენ საკუთარ ენერგეტიკულ ველს, ჰქმნიან გარსს, რომელშიც შესვლა შესაძლებელია შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში.
მეგალითური ნაგებობები აგროვებენ ელექტრომაგნიტურ ენერგიას, ვინაიდან ისინი შეიცავენ მაგნეტიტის მნიშვნელოვან რაოდენობას. რაც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. კარნაკის მეგალითები მდებარეობს საფრანგეთის სეისმურად აქტიურ ზონაში. ისინი მუდმივად ვიბრირებენ, რაც ამ ქვებს ელექტრომაგნიტურად აქტიურს ხდის. ენერგია პულსირებს რეგულარული დროის ინტერვალით. ქვები მუდმივად იმუხტება და განიმუხტება. აშკარაა, რომ დედამიწის ზედაპირზე ზოგიერთ ადგილას ხდება ენერგიის მაღალი კონცენტრაცია. ასეთ ადგილებზე აგებდნენ ტაძრებსა და სხვა რიტუალურ ნაგებობებს.
2008 წელს NASA-მ აღმოაჩინა, რომ დედამიწა დაკავშირებულია მზესთან მაგნიტურ პორტალთა ქსელით, რომელიც ყოველ რვა წუთში იხსნება. ასეთი აღმოჩენა ამართლებს ექსტრანსენსთა და ბიოლოკატორთა მტკიცებას, რომ მეგალითურ ნაგებობებსა და ტაძრებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი პლანეტარული სფეროსგან ბევრად შორს არსებულ ადგილებს.
ქვემოთ წარმოდგენილი მეგალითების დანიშნულება ჯერაც გაურკვეველია.
ბელტანის ქვის წრე
ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ქალაქ რაფოსთან თვალს მოჰკრავთ ერთი შეხედვით უბრალო ქვებისგან შეკრულ წრეს. ქვების სიმაღლე საშულაოდ ორი მეტრია. მეცნიერთა შეფასებით წრე ჩვ.წ. ღ-მდე მიახლოებით 1800-1400 წლებში უნდა იყოს აგებული. ბელტანში ჩატარებული გამოკვლევების მიუხედავად, მისი დანიშნულება ბუნდოვანია. ერთი ვერსიის მიხედვით, საიდუმლოს ამოხსნა მეგალითის სახელწოდობაშია.
შესაძლოა ის უკავშირდებოდეს წარმართულ დღესასწაულს-ბელტაინი, რომლის დროს გორაკის წვერზე სიმბოლურად ანთებდნენ ცეცხლს მზის ენერგიის განახლებისთვის. ზოგს მიაჩნია, რომ კომპლექსის ქვეშ სამარხი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ჯერ არაფერია გარკვეული.
ბადას ველის მეგალითები
ინდონეზიაში, ბადას ველზე არსებული მეგალითები გამოირჩევა მხატვრული ფორმებითა და დახვეწილობით. მეცნიერებმა ვერც მათი ასაკი დაადგინეს და ვერც დანიშნულება. ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შესახებ არაფერი იცის. მათი აზრით, ეს ქანდაკებები იმ ადგილზე ყოველთვის იდგა.
ამ ქანდაკებებს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. ზოგიერთი თვლის, რომ მეგალითები მასიური მსხვერპლშეწირვის ადგილებზე დგას. ზოგს მიაჩნია, რომ ისინი ბოროტ სულებს იცავენ. არსებობს რწმენა, რომ ქანდაკებები გაქვავებული ბოროტმოქმედები არიან და მათ შეუძლია გადაადგილება. ყველაზე უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ქვა, რისგანაც ეს ქანდაკებებია გამოკვეთილი, იმ ადგილებში არ მოიპოვება.
სულთა ბორბალი
რუჯმ ალ-ჰირის (სულთა ბორბალი) მეგალითური სტრუქტურა მდებარეობს გოლანის მაღლობზე, ისრაელისა და სირიის საზღვარზე. სტრუქტურა შედგება ოთხი წრისგან. წრეები ბაზალტის ქვებისგანაა შექმნილი. ისინი ერთმანეთთან ქვის შესაკრავებითაა
დაკავშირებული. გაჩნდა მოსაზრება წრეების ცენტრში სამარხის არსებობის შესახებ. მაგრამ შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ იქ სამარხი არ არის. ერთი ვერსიით, უძველეს დროში ამ ადგილზე ინახებოდა განძი, რომელიც გაიძარცვა. მეცნიერები კი ფიქრობენ, რომ წრეები ისეა განლაგებული მზის ამოსვლის მიმართ, სავარაუდოდ, სტრუქტურა ასრულებდა კალენდრის ფუნქციას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი წრეში ტარდებოდა რიტუალები მიცვალებულთა სახელზე, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
რადსტონის მონოლითი
რადსტონის მონოლითი არის ყველაზე მაღალი, ცალკე მდგარი ქვა ბრიტანეთში. ასეთ ქვებს ეწოდება მენგირი. მენგირი დგას სოფელ რადსტონში ეკლესიის ეზოში არსებულ სასაფლაოზე. მისი სიმაღლე შვიდ მეტრზე მეტია. მონოლითის ასაკია 1600 წელი ჩვ.წ. აღ-მდე. ხალხური გადმოცემით ქვა ადრე ისარი იყო, რომელიც ეშმაკმა ეკლესიას ესროლა, მაგრამ სასაფლაოს მოახვედრა. სერ უილიამ სტრიკლენდმა ირგვლივ ყველაფერი გადათხარა, რომ ეპოვა რაიმე მტკიცებულება ქვის ნამდვილი ისტორიის შესახებ. მისი თქმით, მონოლითი ნახევარად მიწისქვეშაა. შესაბამისად ქვის სიმაღლე ორჯერ უფრო მეტია იმაზე, რაც ცნობილია.
მანვე აღმოაჩინა დიდი რაოდენობით თავის ქალა. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად, მაგრამ არც ადგილობრივი ფოლკლორი და არც თავის ქალები ჰფენენ ნათელს რადსტონის ქვის ისტორიას.
გისანდოს ხარები
პირინეის ნახევარკუნძულის ცენტრში და ასევე ჩრდილოეთ პორტუგალიაში თვალში
მოგხვდებათ ოთხასზე მეტი გრანიტისგან გამოქანდაკებული ცხოველის, უფრო მეტად კი ხარის ქანდაკება. ესპანელებმა ამ ქანდაკებებს "ვერაკო" დაარქვეს, რაც ესპანურად ხარს ნიშნავს. ხარებმა დროთა განმავლობაში კლიმატის ზეგავლენით რქები დაკარგეს. მეცნიერები მათ ჩვ. წ. აღ-მდე IV-I ს-ით ათარიღებენ. ფიქრობენ, რომ მათი შემქნელი კელტები უნდა ყოფილიყვნენ. ყველაზე პოპულარული და ცნობილი გახლავთ გისანდოს ხარები. კომპლექსი ოთხი ხარის ქანდაკებისგან შედგება და დათარიღებულია II ს-ით ჩვ.წ. აღ-მდე. ადგილობრივებს სჯერა, რომ ისინი ბოროტი სულებისგან დასაცავად შეიქმნა.
დრომბერგი
ადგილობრივები ამ მეგალითურ კომპლექსს "დრუიდთა საკურთხეველს" უწოდებენ. დრომბერგი შედგება 17 მენგირისგან. მათ დანიშნულებაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი. კომპლექსის ერთი ქვა ორიენტირებულია მზის ჩასვლის წერტილზე ზამთრის ნაბუნიობისას. შესაძლოა ეს იყოს კალენდარი. ამას გარდა, დრომბერგში კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა. გატეხილ ჭურჭელში იპოვნეს კრემირებული ადამიანის ნაშთი. ამასთან ჭურჭელი განგებ იყო გატეხილი დაკრძალვისას. სამარხი დათარიღებულია 1100-800 წ. ჩვ.წ. აღ-მდე.
No comments:
Post a Comment