Wednesday, 26 April 2017

ირამი_ვინ იყო ალ ჰაზრედის რეალური პროტოტიპი ( ნაწილი III )

იოანე დამასკელი

 როგორც აღმოჩნდა ნეკრონომიკონის მთავარი გმირი ალ-ჰაზრედი გახლდათ რეალურად არსებული პიროვნება აბდალა იბნ ჯაბირ ალ-ჰაზრეჯი. ის თავისი დროის საკმაოდ ცნობილი მისტიკოსი, წინასწარმეტყველი, პოეტი და მოგზაური გახლდათ. იონე დამასკელი კარგად იცნობდა იბნ ჯაბირ ალ-ჰაზრეჯს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ორივე რელიგიურ კულტში ხატების გამოყენების მომხრე იყო.
                                                           
 იოანე დამასკელის მამა იბნ სერჯუნი ომეიდების სამეფო კარზე მსახურობდა. მისი სიკვდილის შემდეგ, თავად იონე დამასკელი გახდა ჰალიფ ომარ II-ის მრჩეველი (717-720წწ.) ქრისტიანულ საკითხებში. ხატმებრძოლეობის დროს იოანე მხარს უჭერდა ხატის თაყვანისცემას და მისი დამცველი გახლდათ. იოანეს ნაშრომებმა განარისხა ბიზანტიის იმპერატორი. იმის გამო, რომ იოანე არ იყო ბიზანტიის ქვეშევრდომი, მისი დაპატიმრება და დასჯა შეუძლებელი იყო. ბიზანტიის იმპერატორმა ცილისწამების ხერხს მიმართა. მისი ბრძანებით დაიწერა ყალბი წერილი იონეს სახელით, სადაც ის თითქოს იმპერატორს დახმარებას სთავაზობდა სირიის დედაქალაქის დაპყრობაში. ეს წერილი ლეონ III-მ გაუგზავნა ჰალიფას. ჰალიფა ვერ მიხვდა, რომ წერილი გაყალბებული იყო. მან  იოანე თანამდებობიდან გადააყენა და შემდეგ მარჯვენა მოკვეთა. მოკვეთილი ხელი კი ქალაქის ცენტრში საჯაროდ გამოფინა. საღამოზე იოანეს თხოვნით ჰალიფამ მას ხელი დაუბრუნა. ქრისტიანული გადმოცემით, დამასკელმა სახსარზე მიიდო ხელი და ლოცვით შესთხოვა წმინდა ღვთისმშობელს მისი გამრთელება. გონემიხდილს რული მოეკიდა. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და აცნობა, რომ ხელი ჯანმრთელად აქვს და ღვთის სადიდებლად გულმოდგინე შრომა უსურვა. გამოფხიზლებულმა იოანემ აღმოაჩინა, რომ ხელი გამრთელებოდა.

რაც შეეხება იბნ ჯაბირ ალ-ჰაზრეჯს,  მას დიდი წვლილი მიუძღვის კაცობრიობის ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში. მისი მედიტაციური ტექნიკა და ასკეტიზმი შევიდა სუფიზმის საგანძურში. ფლობდა შუამდინარეთის ბევრ ენას, იყო მოგზაური.
გადმოცემით, წიგნი ჯინებზე იბნ ჯაბირის დაწერილია. ზოგიერთი წყარო მას მიაწერს 12 ოკულტური წიგნის ავტორობას, რომლის პირველი ანთოლოგიის შექმნა სავარაუდოდ XI საუკუნეში განხორციელდა. ამბობენ, წიგნი ჯინებზე ჰქონდა ცნობილ ალჟირელ მაგს ალ ბუნის, რომელმაც ამ წიგნიდან გამოიყენა მასალა თავისი ტრაქტატისთვის "დიადი ცოდნის მზე".

 ასევე არსებობს მოსაზრება, რომ "ჯინების წიგნის" ნაწყვეტები თარგმნა ჯონ დიმ სახელწოდებით Grimoirum Imperium, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ან გამამტყუნებელი დოკუმენტი არავის უნახავს.

 ალ-აზიფი (ნეკრონომიკონი) პირველად ბერძნულად თარგმნა მართლმადიდებელმა ღვთისმსახურმა თეოდორე ფილარეტმა მე-10 საუკუნეში, კონსტანტინეპოლში. გადმოცემით, ბერძნული თარგმანი გამოიცა 950 წელს. დონალდ ტაისონი წერს, რომ არსებობდა "ნეკრონომიკონის"106 ასლი. მისივე თქმით, მას მერე რაც ეკლესიის იერარქები გაეცნენ ხელნაწერს, დაიწყეს თეოდორეს დევნა, აიძულებდნენ ეკლესიაში მოენანიებინა  მისივე ხელქმნილი, როგორც ეშმაკისეული და შევედრებოდა ქრისტეს ცოდვის შენდობას და შემდეგ დაეწვა თარგმნილი პერგამენტები. ბიზანტიის ხელისუფლებამ ტირაჟის დიდი ნაწილი გაანადგურა. როგორც წყაროებიდან ირკვევა რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ ნეკრონომიკონი აკრძალა ლათინურ თარგმანში. გადმოცემით, ფილარეტის ერთ-ერთი თარგმანი მოხვდა კიევში (მე-10 ს). სავარაუდოდ აქედან უნდა მოხვედრილიყო ის ყოფილი რომის დასავლეთ ნაწილში, საიდანაც XIII საუკუნეში გაკეთდა ანონიმური ლათინური თარგმანი (რომელსაც პაპს, გრიგორ IX-ს მიაწერენ-1232 წ). აქედან ის მოხვდა დოქტორ ოლე ვრომის ხელში. მან ფრაგმენტულად თარგმნა წიგნი გაუმართავი ლათინურით, რომელიც იაფად მიჰყიდა პირველივე მსურველს. სწორედ ამ ეგზემპლარით ისარგებლა ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა და  მაგმა ჯონ დიმ (XVII ს). ჯონ დის გარდაცვალების შემდეგ. ხელნაწერი (ლათინურიც და ინგლისურიც) ხელში ჩაუვარდა ნაკლებად ცნობილ მაგს მაიკლ კალმის.

უფრო მოგვიანებით, ძველი კულტების სხვა რელიკვიებთან ერთად ტექსტი აღმოჩნდა ერთ-ერთი საიდუმლო საზოგადოების ბიბლიოთეკაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აბატი ბართლომეო. ლათინური ტექსტის ბედი უცნობია. სავარაუდოდ სწორედ ამ აბატის შენარჩუნებულ ეგზემპლარზე დაყრდნობით დაწერა  ლავკრაფტმა და უილსონმა თავისი ნაწარმოებები.


 ნეკრონომიკონის ავთენტური ასლის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია.  არსებობს ლეგენდა, რომ მე-2 მსოფლიო ომის დროს ზალცბურგთან ახლოს არსებობდა ოკულტური და მაგიური დოკუმენტების დიდი საცავი. ვრცელდებოდა ხმა, რომ ჰიტლერისთვის საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღთა აცლილი კანიდან ალ-აზიფის ასლი სპეციალურად დამზადდა. და რომ, ამ ასლის კვალი იკარგება საიდუმლო ლაბორატორიებში-კენინსბერგ-13. თითქოს კიდევ ერთი, ოქროს ფირფიტებზე შესრულებული ასლი, შემონახულია სადღაც ტიბეტში. თითქოს ერნსტ მულდაშევის ტიბეტში მოგზაურობის ნამდვილი მიზანი სწორედ ეს იყო. ზოგიერთის მტკიცებით კი ორიგინალი არაბულად კი არა, შუმერულადაა დაწერილი.

 

                       ირამი_დაკარგული და მისტიკური ქალაქი ( ნაწილი I )

                      ირამი_დაკარგული და მისტიკური ქალაქი ( ნაწილი II )





No comments:

Post a Comment