დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც გაურკვეველი მიზეზების გამო ადამიანები იკარგებიან. ერთ-ერთი ასეთი ადგილი გახლავთ "უთავოთა ველი" კანადაში. მას "ბერმუდის სამკუთხედზე" არანაკლებ სკანდალური სახელი აქვს გავარდნილი. ყველაფერი კი XIX საუკუნეში დაიწყო.
ამ ადგილზე ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილები ჯგუფ-ჯგუფად ჩადიოდნენ ოქროს საძიებლად. ეძებდნენ ოქროს, მაგრამ პოულობდნენ სიკვდილს. ერთი მათგანი დაიკარგა, ვიღაც თავმოკვეთილი ნახეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ოქროს ძიებით თავდაკარგულები მაინც არ ემორჩილებოდნენ თავის დაკარგვის შიშს პირდაპირი მნიშვნელობით. არავინ დაფიქრებულა იმაზე, რატომ უვლიდა გვერდს ამ ველს ადგილობრივი მოსახლეობა და ახლოს არ ეკარებოდა მას.
პირველი უთავო მსხვერპლი, რომელიც ოფიციალურადაა დარეგისტრირებული პოლიციის კართოტეკაში, ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი იყო. ისინიც ოქროს საძიებლად ჩავიდნენ იმ მიდამოებში. მიუხედავად ინდიელთა გაფრთხილებისა, მაინც გაეშურნენ ახალი კლონდაიკის საძიებლად. წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. რამდენიმე წლის შემდეგ, მათი იარაღჩახუტებული, მოკვეთილთავიანი ჩონჩხები იპოვეს.
ძმები მაკლეოდები
1905 წელს ორი ძმა მაკლეოდი სხვებთან ერთად გაეშურა ოქროს საძიებლად ველისკენ, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღმოაჩინეს მათი ჩონჩხები. ამის შემდეგ, ამ ადგილს დაერქვა "უთავოთა ველი". ოქროს მაძიებელთა ნივთები და იარაღი იქვე აღმოჩნდა, თავები კი ვერსად იპოვეს.
1921 წელს აქ დაიღუპა ჯონ ო'ბრაინი, 1922 წელს-ანგუს ჰოლი. 1932 წელს იპოვეს თავმოკვეთილი ფილ პაუერსის სხეული. თითქმის ყოველ ორ წელიწადში იკარგებოდნენ ადამიანები. 1940 წელს ჰომბერგი სანადიროდ გაეშურა მეგობრებთან ერთად. რომ აღარ გამოჩდნენ, მონადირეების მოსაძებნად გააგზავნეს მაშველები. მაშველებმა სადგომს მიაგნეს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მონადირეები საღ გონზე არ იყვნენ, არ შეეძლოთ საკვების მოპოვება და ამ ადგილიდან წასვლა. ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ხოლო სხვები შიმშილით დაიხოცნენ. სხვათაშორის, სიგიჟე-ტიპიური მოვლენაა ამ ადგილებში.
რატომღაც ამ მოვლენების შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში არავის უცდია. პირველი ექსპედიცია ბლიკ მაკენზის ხელმძღვანელობით მხოლოდ 1962 წელს გააგზავნეს კანადაში. მკვლევარებმაც იგივე ბედი გაიზიარეს. ორი თვე ეძებდნენ ვერტფრენებით დაკარგულ მეცნიერებს,სანამ მათი თავმოკვეთილი სხეულები არ აღმოაჩინეს.
1965 წელს კიდევ ერთი ჯგუფით გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. მათ მოსაძებნად ვერტფრენით გაგზავნილი ექვსი კაციდან ორი არ დაბრუნებულა. 1980 წელს ამ ველის ისტორიით დაინტერესდნენ ჟურნალისტები და გერმანულმა ჟურნალმა "შპიგელმა" დააფინანსა ახალი ექსპედიცია. სამმა მათგანმა, ამერიკის ჯარის ყოფილმა დესანტმა, პირობა დადო ერთი თვე გაეტარებინა ველზე და დაბრუნებულიყო უვნებელი. ამ ადამიანებს უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დაღწევის და გადარჩენის დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული. მესამე დღეს ექსპედიციისგან მოვიდა რადიოგრამა, რომ ველზე ჩამოწვა ჯანღი, რის შემდეგ კავშირი გაწყდა. არცერთი მათგანი არ დაბრუნდა. მაშველი ჯგუფიც უკვალოდ დაიკარგა.
ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა ყოველივე იდუმალი. ამიტომ წინმსწრებთა წარუმატებლობის მიუხედავად, ამერიკელმა ჰენკ მორტიმერმა, რომელიც გახლდათ ანომალური მოვლენების სპეციალისტი, ახალი ექსპედიციის ორგანიზება გადაწყვიტა. ჯგუფი ექვსი კაცისგან შედგებოდა. ჯგუფის წევრებმა გაითვალისიწინეს ყველანაირი შემთხვევა, დაჯავშნეს მანქანები და საცხოვრებელი ვაგონი.
ისინი აღჭურვილი იყვნენ უახლესი ტექნიკით და კავშირგაბმულობის საშუალებით, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. პირველივე საღამოს, პიროვნებას, რომელიც მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა ჯგუფთან, საშინელი ყვირილის ფონზე მოესმა რადისტის ფრაზა- "კლდიდან სიცარიელე გამოდის! საშინელებაა!"
მაშველები მაშინვე გაფრინდნენ დასახმარებლად. ისინი ნახევარ საათში უკვე ბანაკში იყვნენ, მაგრამ იქ არც მეცნიერები, არც აპარატურა და არც კვალი ჩანდა მათი იქ ყოფნისა. რამდენიმე დღის შემდეგ, აღმოაჩინეს ჯგუფის ერთი წევრის თავმოკვეთილი გვამი. მომდევნო წლებშიც იგივე მეორდებოდა. ხალხი იკარგებოდა და შემდეგ თავმოკვეთილებს პოულობდნენ.
უკანასკნელი გახმაურებული გაქრობა 1990 წელს მოხდა. მსხვერპლი სამი ახლაგაზრდა სტუდენტი აღმოჩნდა. ისინი საიდუმლოს ასახსნელად გაეშურნენ ველისკენ და უკან აღარ დაბრუნებულან. დაღუპულთა სია გაცილებით დიდია.
მაგრამ ამ ველზე ყველა შესული არ დაღუპულა. აღმოჩნდა ჯგუფი რომელმაც "უთავოთა ველიდან" ცოცხალმა მოახერხა გამოსვლა. 1972 წელს რვა ინგლისელმა ორი გასაბერი ნავით გადაცურა ჩრდილოეთ კანადის მდინარეები. გზად იყო მდინარე "საუთ ნაჰანიც", რომელიც უთავოთა ველზე მიედინება. ყველა ცოცხალი გადარჩა, თუმც მოგზაურობა მეტად რთული იყო ამ სწრაფ მდინარეზე. ექსპედიციის ხელმძღვანელმა რანოს ფინესმა "საუთ ნაჰანის" მონაკვეთი ასე დაახასიათა: "ჯოჯოხეთში თუ მიგეჩქარებათ, ეს ყველაზე მოკლე გზაა".
"უთავოთა ველის" საიდუმლო ჯერაც ამოუხსნელი რჩება.
No comments:
Post a Comment