1999 წელს სამეცნიერო წრეები გააოგნა საოცარმა აღმოჩენამ. გერმანელმა კომბინატორიკის (მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა კომბინაციას-დაჯგუფებას) პროფესორმა რობერტ შიპკემ ისტორიული კვლევის წყალობით, საერთო კუთვნილებად აქცია ნაკლებად ცნობილი მეცნიერის, რომელიც მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, უდო ახენელის (ბენედიქტელი ბერი) გენიალური ნაშრომები.
ერთხელ რობერტ შიპკე ქ. ახენას კათედრალურ ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ ვიტრინაში მნიშვნელოვან ძველ ექსპონატებთან ერთად თვალი მოჰკრა XIII საუკუნის ხელნაწერს. მეცნიერის ყურადღება მიიპყრო ამ ხელნაწერმა. საქმე კი ილუსტრაციას ეხებოდა, რომელზეც ტრადიციული სიუჟეტი იყო გამოსახული წმინდა ოჯახისა. მაგრამ ილუსტრაციაზე ბეთლემის ვარსკვლავი უჩვეულოდ იყო გამოსახული.
კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ, შიპკემ შეამჩნია, რომ ვარსკვლავს ჰქონდა მანდელბროტის ფრაქტალის ფორმა, რომელიც გახლავთ კომპიუტერული გამოთვლის ერთ-ერთი პოპულარული სიმბოლო.
იმის გამო, რომ მანდელბროტის ფრაქტალის ასაგებად საჭიროა კომპლექსურ სიბრტყეზე უზარმაზარი რაოდენობის წერტილთა განლაგების ინტერაცია-გადაანგარიშება, ფიქრობდნენ, რომ მისი მიღება მხოლოდ სწრაფმოქმედი გამოთვლითი ტექნიკის საშუალებით იყო შესაძლებელი. ძველი ხელნაწერი კი აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებდა. შიპკემ მოითხოვა მიეცათ ამ ხელნაწერის შესწავლის საშუალება. მან დაადგინა გადამწერის ვინაობა. ეს გახლდათ უდო ახენელი. ძიებამ პროფესორი ბავარიაში ჩაიყვანა, ბენედიქტელთა ორდენის ძველ მონასტერში, რომელიც მდებარეობს მიუნჰენში. ისტორიკოსთა დახმარებით შეაღწია მონასტრის არქივში, სადაც მიაკვლია სქელ ფოლიანტს Codex Udolphus. ფოლიანტი თავად უდო ახენელის ხელით იყო ნაწერი.
ამ წიგნის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იცოდნენ, მაგრამ იმ დროს მას თვლიდნენ უაღრესად ღვთისმეტყველურ წიგნად. წიგნის პირველ თავში შიპკემ აღმოაჩინა, რომ ნაშრომი ალბათობის თეორიის საფუძვლებს ეხებოდა, რაც განზრახ იყო დაფარული აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილთა გაკიცხვით, რომელსაც ახლდა ბანქოს და კოჭებით თამაშის სტრატეგიის განხილვა.
მეორე ნაწილი მთლიანად ეძღვნებოდა "პი" რიცხვის გამოთვლას. ხოლო მესამე ნაწილი სახელწოდებით "Salus" (ხსნა) უდავოდ მოწმობდა იმაზე, რომ მანდელბროტამდე შვიდი საუკუნით ადრე საოცარი ფრაქტალი აღმოაჩინა უცნობმა ბერმა უდოლფომ.
ბერის ნაშრომის მიზანი გახლდათ მეთოდის გამომუშავება, რომელიც სულის ზეცაში მოხვედრის პირობებს მისცემდა განსაზღვრებას. მას მიაჩნდა, რომ სული შედგება ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან, რომელსაც უწოდა "profanus"(ამქვეყნიური) და "animi"(სულიერი). მან ეს ნაწილები წარმოსახა როგორც სიბრტყეზე არსებული წყვილი რიცხვი (საინტერესოა, რომ კომპლექსური რიცხვის ამ ელემენტებს დღეს სემანტიკურად იგივე ეწოდება: "ნამდვილი" და "წარმოსახვითი"ნაწილები). გამოიმუშავა რა რიცხვთა შეკრებისა და გამრავლების წესი, უდო შეუდგა კვლევას, როგორ გადის ყოველი ადამიანის სული გამოცდას მთელი ცხოვრების განმავლობაში, მერყეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის წლიდან-წლამდე, ბოლოს, საკუთარი ბუნების შესაბამისად, ან გაიწოვება გარე წყვდიადში, ან სამუდამოდ შეუერთდება ღმერთს. თანამედროვე ენით, უდომ დაიწყო რიცხვი z-ით, მოახდინა მისი 70-ჯერ იტერირება z z 2+c, სანამ z არ გადავიდა უსასრულობაში ან არ მოხდა უამრავ მალდებროტში მისი მიზიდვა. მრავალი ათასი წერტილის იტერაციის შედეგად მიღებულ ობიექტს უდომ უწოდა "Devinitas" (ღვთიური). წიგნის ტექსტში ის გვამცნობს, რომ ამ გამოანგარიშებისთვის მას 9 წელი დასჭირდა.
No comments:
Post a Comment