წიგნის შესავალში ალ-ჰაზრედი წერს, რომ მან ნახა ზღაპრული ქალაქი ირამი. მის ნანგრევებქვეშ არის ხელნაწერები იმ რასის ცოდნაზე, რომელიც წინ უძღოდა კაცობრიობას. აღმოსავლეთის ხალხი მათ უწოდებს უძველესებს. როგორც უკვე აღვნიშნე, რუბ ალ-ჰალი არაბული ტრადიციით წარმოადგენს ჭიშკარს დიდ სიცარიელეში. რაც ზუსტი ეკვივალენტია კაბალისტური Daath-ის. მუქარიბები შედიოდნენ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. საამისოდ კი უნდა მიეღწიათ აზრის სრული გაქრობისა და წაშლისთვის. ისინი დიდხანს ვარჯიშობდნენ ამ მიზნის მისაღწევად, ანიჰილიზაციას (ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეჯახებისას რეაქცია გარდაიქმნას სხვა ნაწილაკად-საწყისიდან განსხვავებული). ანნიჰილიზაცია-ფანა-ესაა უმაღლესი მიღწევა სუფიურ და მუქარიბულ მისტიციზმში. ასეთი პროცესის დროს მაგი იხსნის მატერიის ბორკილს და ინთქმება სიცარიელეში. სათანადო იდუმალი ტექნიკის დახმარებით ის გადის სიცარიელის იქით და იძენს გაუგონარ ძალაუფლებას. არაბული მითების მიხედვით სულები (ჯინები) წინ უსწრებდნენ ადამიანებს დედამიწაზე. გაუგებარი მიზეზის გამო გადავიდნენ სხვა რეალობაში და ახლა იმყოფებიან ლატენტურ მდგომარეობაში. მაგს ძალუძს შემოიყვანოს სული (ჯინი) დედამიწის რეალობაში. მე-8 ს-ში, მათ ვისაც კონტაქტი ჰქონდა ჯინებთან ერქვათ მაჯნუნები. ყველა სუფი გმირი იყო "მაჯნუნი". ძველად ყველა არაბული წიგნი-ყურანიც კი ლექსად იწერებოდა. "ნეკრონომიკონში" საუბარია დედამიწელთა ჩაგვრასა და შევიწროებაზე აქ მოხვედრილი უძველესების მხრიდან. ამიტომ დედამიწის ღმერთებმა გადაწყვიტეს მათი მოშორება. მთავარმა ღმერთმა მარდუქმა გაანადგურა უძველესთა უმაღლესი ქალღმერთი თიამათი და იგი გაიყო ორად. ზედა ნაწილისგან შეიქმნა ცა, ქვედათი-წყალი. დარჩენილი უცხო ღმერთები განადგურდნენ. მხოლოდ ზოგიერთმა მოახერხა გადარჩენა. ისინი მიუვალ ადგილებში დაიმალნენ და დღემდე არსებობენ. ასეთია ქთულჰუც. მან თავი შეაფარა წყნარი ოკეანის ფსკერს.
"ნეკრონომიკონი" ეხება დედამიწისა და სამყაროს ფარულ საიდუმლოებებს. საუბარია ღვთაებებზე, როგორიცაა: იოგ-სოთოთი და აზათოთი. იოგ-სოთოთი-ესაა წარსული, აწყმო, მომავალი და მარადიულობის განვრცობა. ის ყველგანაა და ყოვლისმომცველია. აზათოთი პატარა ჯუჯაა, მთელი სამყაროს საყრდენი და მისი მეუფე. აზათოთი ასხივებს ალბათობის ტალღებს უსასრულობაში, რომლისგანაც სამყაროს ყოველი არსებისთვის იქმნება შესაძლებლობათა ნაერთი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აზათოთის იდეა მჭიდროდაა დაკავშირებული კვანტური ფიზიკის ბოლო მოდელებთან. იოგ-სოთოთი ესაა უსასრულო გაფართოება და უსასრულო შეკუმშვა. აზათოთი ეგვიპტურიდან ითარგმნება როგორც თოთის გონი. იოგ-სოთოთი ნაწარმოებია აქედან-სეთი და თოთი ერთი მთლიანი. ეგვიპტური მითოლოგიიდან ვიცით, რომ სეთი და თოთი არიან სამყაროს ბნელი და ნათელი ასპექტები.
"ნეკრონომიკონი" გვამცნობს რაღაც საიდუმლო ძალაზე, რომელიც დედამიწასთანაა დაკავშირებული. ის პერსონიფიცირებულია ღვთაება ქთულჰუსთან. ლეგენდის მიხედვით, ადამიანის სიზმრები ქთულჰუს აზრებია ხოლო ჩვენი ცხოვრება-მისი სიზმარი. ამბობენ, ბევრმა სცადა ეპოვა უძველესთა ქალაქი. ლაპარაკია ნაპოლეონზე, გურჯიევზე, ჰიტლერზე. მაგები კონტაქტში შედიოდნენ აზათოთთან.
"ნეკრონომიკონში" მითითებულია სიმბოლოები და შელოცვები სხვა ღმერთების გამოსახმობადაც. მეცნიერი ა.შრეფერი ამტკიცებს, რომ იოგ-სოთოთისა და აზათოთის მოქმედ პრინციპს შეესაბამება უსასრულო ექსპანსია(გაფართოება) და უსასრულო კონტრაქტურა (შეკუმშვა).
წიგნის თითქმის მესამედი ეძღვნება შოგოთების მართვას-პროტოპლაზმის ბუშტების უფორმო გველთევზა. უძველესებმა ისინი მოსამსახურეებად შექმნეს, მაგრამ შოგოთებს ჰქონდათ გონება და ამიტომ მალევე გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა. მას მერე, თავის ნება-სურვილით მოქმედებენ. თურმე ისინი ხშირად ჩნდებიან ნარკოტიკული თრობისას.
ცნობილი ოკულტისტის ალისტერ კროულის ნაშრომებში მჟღავნდება ბევრი პარალელი "ნეკრონომიკონის" მითებთან. კროულის "კანონის წიგნში" ძველი ღვთაების დაბრუნების წინასწარმეტყველებაა. ის ამტკიცებს, რომ ღმერთების ამაღლებისა და დაცემის პროცესები არის მართული, რომელსაც მან ღმერთების ბუნიობა უწოდა. "ნეკრონომიკონშიც" არის საუბარი უძველესთა ზეაღსვლასა და დაცემაზე, ასევე მართვადი ციკლით, რომელიც დაყოფილია ეონებად.
კარლ იუნგი თავის ნაშრომში "შვიდი დარიგება მიცვალებულთათვის" ახსენებს იოგ-სოთოთსა და აზათოთს. წიგნში იუნგი უკავშირებს მითიურ ფორმებს გონების გამოუკვლევ სფეროებს. საინტერესოა, რომ იუნგმა ეს წიგნი დაწერა ავტომატური ფორმით. თვით მას სწამდა წიგნის წერის დროს სულთან კავშირისა.
ირამი_დაკარგული და მისტიკური ქალაქი ( ნაწილი I )
ირამი_ვინ იყო ალ ჰაზრედის რეალური პროტოტიპი ( ნაწილი III )
No comments:
Post a Comment