Saturday, 8 April 2017

ეს კოშკები ბევრ საიდუმლოს ინახავს



კავკასიის მთებში მცხოვრებ ხალხთა სავიზიტო ბარათად კარგა ხანია იქცა თავდაცვითი დანიშნულების კოშკები. ამ მხრივ, ყველაზე მეტად გამორჩეული გახლავთ სვანური კოშკები. სვანეთის პირველი კოშკები მე-8, 9 საუკუნისაა, ხოლო ბოლო კოშკი მე-18 საუკუნეში აიგო. ყველა მათგანს საკუთარი სახელი აქვს.

ამ საოცრებას შეგუებულებს თითქოსდა არაფერი გაგვაოცებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსგავსი კოშკებით მარტო ჩვენ არ ვიწონებთ თავს. 


ასეთივე კოშკები შეიძლება ნახოთ ტიბეტსა და იტალიაში (ბოლონია, ეტრუსკთა მხარე). ბოლონიური კოშკებიც შუა საუკუნეებისაა. რაც შეეხება ტიბეტურ კოშკებს, მათი ასაკი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, ვინაიდან ჩინეთის ხელისუფლებამ უცხოელ სპეციალისტებსა და ტურისტებს მხოლოდ ბოლო ხანს მისცა მათი ნახვის უფლება.







სვანური კოშკებისგან განსხვავებით, რომელთა სიმაღლე 25-30 მეტრია,  ტიბეტური კოშკები უფრო მაღალია-50-60 მეტრი. ზოგი კოშკი დგას სოფლის შუაგულში,ზოგიერთი  კი მოშორებით მთის ხეობებში. საინტერესო ის გახლავთ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცის ამ კოშკების წარმოშობის შესახებ. ამიტომ ზოგიერთი მათ თავლად იყენებს. უმეტესობა კი ცარიელია. კოშკებს ვარსკვლავისებური ფორმაა აქვს, რაც სპეცილისტთა აზრით  მათ სეისმურ მედეგობას აძლევს. ვინ ააშენა და რა მიზნით-გაურკვეველია.


ერთ-ერთი ტაივანელი ისტორიკოსისი აზრით, რომელმაც მრავალჯერ მოიარა ეს 
ადგილები, კოშკები სავარაუდოდ ასრულებდნენ ოპტიკური ტელეგრაფის ფუნქციას. 
მეორე ვერსიის თანახმად, კოშკებს თავდაპირველად პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, მოგვიანებით კი ისინი სტატუსის, ოჯახის სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა, დაახლოებით ისევე როგორც ბოლონიაში.

ეს კი მე-11 საუკუნის ბოლონიაა  თავისი კოშკებით.




ბოლონია ეტრუსკების დაარსებულია ჩვ.წ. აღ-მდე 1 საუკუნეში. ბოლონიური კოშკები  შუა საუკუნეებშია აგებული. კოშკების მშენებელობა მოდური იყო იმ დროის მაღალ საზოგადოებაში. კოშკებს ჰქონდა თავდაცვისა და საცხოვრებლის დანიშნულება. მე-12 და მე-13 საუკუნეში ბოლონიაში  80-დან 100-მდე კოშკი იყო. მე-13 საუკუნეში  კოშკების ნაწილი დაანგრიეს, ხოლო ნაწილი თავად ჩამოინგრა.

მე-20 საუკუნეში ქალაქის რეკონსტრუქციას კიდევ რამდენიმე კოშკი შეეწირა. გადარჩა
მხოლოდ რამდენიმე ათეული კოშკი და მათ შორის, ყველაზე ცნობილი აზინელთა 
და გარიზენდათა კუთვნილი, ერთმანეთის მიმართ დახრილი კოშკები, რითაც თავს
იწონებენ ბოლონიელები.












No comments:

Post a Comment