ჩინეთის ლონგ იუს სახელით ცნობილი კლდეში ნაკვეთი დარბაზები მდებარეობს ჩჟეძიანის პროვინციაში. პირველად 1992 წელს უძველესი გამოქვაბულის ჩასასვლელს შემთხვევით წააწყდა ადგილობრივი მაცხოვრებელი ვუ ანაი. გამოქვაბულში წყალი იდგა და მის ამოსატუმბად ვუ ანაი მოელაპარაკა მეზობლებს. აღმოჩენილი გამოქვაბულიდან წყლის ამოქაჩვას ჩვიდმეტი დღე დასჭირდა. ვუ ანაის გუმანმა არ უღალატა, გამოჩნდა მიწისქვეშ მიმავალი გამოქვაბული. ის ნამდვილად ადამიანის ხელით იყო კლდეში გამოკვეთილი. ვუმ დანარჩენ ოთხ დარბაზშიც დააშრო წყალი. ადგილზე მოწვეული სპეციალისტების აზრით ალევრიტის (ქანის სახეობა) დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით. არავინ იცის საიდან ჰქონდათ ჩინელთა წინაპრებს ასეთი იარაღი. ყველა გამოქვაბულში ჭერის დახრა იატაკის მიმართ არის 60 გრადუსი. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით ეს კომპლექსი ორი ათას წელზე მეტი ხნისა უნდა იყოს. მოგვიანებით, კიდევ აღმოჩნდა დარბაზები, ჯამში-36. ამ აღმოჩენამ მიიპყრო ჩინეთის, იაპონიის, პოლონეთის, სინგაპურისა და აშშ-ს სპეციალისტთა ყურადღება. ისმება ერთი ყველაზე საინტერესო და რთული კითხვა: როგორ შეინარჩუნეს მთლიანობა და სისუფთავე ორი ათასზე მეტი წლის განმავლობაში ამ გამოქვაბულებმა?
გამოქვაბულების საერთო ფართი 30 ათასი კვ.მ-ია. მიწისქვეშ განთავსებულია ფართო დარბაზები, წყალსადინარები, ხიდები და გუბურები. ზოგიერთ ადგილას ჭერს იჭერს სვეტები. ყველა კედელი, ჭერი, სვეტები მოხატულია. კედლებზე გამოსახულია ცხენები, თევზები და ჩიტები. გამოქვაბულები ერთმანეთს არსად უერთდება, თუმც ზოგან მათ ჰყოფს 50 სმ-იანი კედელი. ყველა გამოქვაბული მიწაში ჩადის დაახლოებით 30 მეტრით და ქმნის დიდ დარბაზს სწორი კედლებით.
მსუბუქი გათვლითაც კი, ძალა რომელიც ხუთი დარბაზის გამოკვეთას დასჭირდებოდა, გამაოგნებელია. თითოეული მათგანის ასაგებად საჭირო იქნებოდა 36 ათასი კუბ. მეტრი ქანის გამოღება. კედელსა და ჭერზე ამოკვეთილი ფიგურები შესრულებელია გარკვეული მანერით, რაც ზოგიერთს სიმბოლოებად მიაჩნია. ნახატები ჰგავს ახლო მდებარე მუზეუმში არსებულ თიხის ექსპონატებს. ექსპონატები დათარიღებულია 500-800 წ-ით ჩვ. წ.აღ-მდე.
ამბობენ, აღმოჩენილი გამოქვაბულებიდან შვიდი მათგანი განლაგებულია დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვიდი ვარსკვლავის შესაბამისად.
ჩინელმა მეცნიერებმა გულმოდგინედ შეისწავლეს თითოეული გამოქვაბული. ისინი გააოგნა ძველი ხელოსნების ზუსტმა ხელოვნებამ. საოცარია, რომ გამოქვაბულებში არ აღმოჩნდა საამშენებლო იარაღი და სხვა ნივთები, რაც ნათელს მოჰფენდა გამოქვაბულების დანიშნულებას. არც ადამიანთა აქ ბინადრობის დამადასტურებელი რაიმე კვალია აღმოჩენილი. ისტორიულ ქრონიკებში არსად ხსენდება რაიმე გრანდიოზული მშენებლობის შესახებ. უცნობია ისიც, სად წაიღეს მშენებლებმა კლდიდან გამოღებული ქანები.
ჩინელმა მეცნიერებმა გულმოდგინედ შეისწავლეს თითოეული გამოქვაბული. ისინი გააოგნა ძველი ხელოსნების ზუსტმა ხელოვნებამ. საოცარია, რომ გამოქვაბულებში არ აღმოჩნდა საამშენებლო იარაღი და სხვა ნივთები, რაც ნათელს მოჰფენდა გამოქვაბულების დანიშნულებას. არც ადამიანთა აქ ბინადრობის დამადასტურებელი რაიმე კვალია აღმოჩენილი. ისტორიულ ქრონიკებში არსად ხსენდება რაიმე გრანდიოზული მშენებლობის შესახებ. უცნობია ისიც, სად წაიღეს მშენებლებმა კლდიდან გამოღებული ქანები.
ლონგ იუს საიდუმლო ელის ამოხსნას.
No comments:
Post a Comment