Friday, 21 April 2017

ბაინგოგის მთის მილების საიდუმლო ისტორია



ტიბეტში,  ქალაქ იხ-ცაიდამის მახლობლად აღმართულია მთა ბაინგოგი. ბაინგოგი ფორმით პირამიდას წააგავს. მის მახლობლად ორი ტბაა-მტკნარი და მარილიანი. ადილობრივებმა მათ "შეყვარებული ტბები" დაარქვეს. მტკნარი ტბა განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა, მაგრამ მარილიანი  ტბის სამხრეთ სანაპიროდან თუ აუყვებით მთას 60 მეტრზე, აღმოჩნდებით კლდესთან, სადაც  სამი გამოქვაბულია. ორი მათგანი ჩახერგილია ნანგრევებით, ხოლო მესამე სავსეა გამოცანებით, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ადგილობრივებს სწამთ, რომ ბაინგოგი სინამდვილეში მთა კი არა პირამიდაა. სწორედ ამ სავარაუდო პირამიდის ქვეშაა მთავარი საოცრება. გამოქვაბულის გლუვი, თეთრი ფერის კედლები  საგანგებოდ გაპრიალებულს ჰგავს. შესასვლელი განში ორი მეტრია, სიმაღლეში კი რვა მეტრი. საოცარი ისაა, რომ ამ გამოქვაბულს მთელ სიგრძეზე მიჰყვება მილი, რომელიც მთის წვერიდან ეშვება და ბოლოს სადღაც იკარგება. მილის დიამეტრი 40 სმ-ია. არის კიდევ ერთი მილი, რომელიც გამოქვაბულის ძირში იწყება და მიწის სიღრმეში ჩადის. ასეთი მილი სულ თორმეტია. ისინი სხვადასხვა დიამეტრისაა.

ცნობა ბაინგოგის მთის შესახებ პირველად გაჩნდა 2002 წელს ერთ-ერთ ჩინურ გაზეთში. ცოტა ხნით ადრე ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ამ რაიონში ეძებდა დინოზავრის ნაშთებს. ისინი შემთხვევით წააწყდნენ სწორედ ამ გამოქვაბულებს.

ტბის სანაპიროზე კი აქა-იქ შეამჩნევთ ასეთივე ლითონის მილის ნარჩენებს. ზოგი კლდიდანაა გამოშვერილი, ზოგიც გრუნტიდან. მილები შიგნიდან სუფთაა. მყვინთავებმა სცადეს ტბის ფსკერის გამოკვლევა. ასეთივე მილები იქაც ნახეს. ზოგი წყალში ჩანს, ზოგი კი შლამითაა დაფარული. მათ გამოსაკვლევად აიღეს  ნიმუშები.

მეტალურგებმა დაადგინეს, რომ მილები 30 პროცენტით რკინის ოქსიდისგან შედგება, ბევრია ასევე დაჟანგული სილიციუმი და კალციუმი, რაც მილების სიძველეზე მეტყველებს- დაახლოებით, 20-30 ათასი წელი. მოცემულმა ასაკმა ზოგიერთი დააეჭვა, მათ შორის ჩინელ მეცნიერი ლიუ შაოლინი. საკუთარი კვლევის შედეგები მან ჟურნალისტებს გაუზიარა. მისი აზრით, მილები ძირითადად შედგება რკინის ოქსიდის, კალციუმისა და სილიციუმისგან. საინტერესოა, რომ შემადგენლობის დარჩენილი 8 % იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება.

ლიუ შაოლინს მიაჩნია, რომ ბაინგოგის მილები წარმოადგენს კალციტის ორიგინალური ფორმის წარმონაქმნს. როდესაც მინერალი ნელ-ნელა იცვლის და იღებს ორგანული ობიექტის ფორმას. სწორედ ასე მიმდინარეობს გაქვავების პროცესიც. მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ცნობილია დედამიწის ზოგიერთ უძველეს ბინადართა გარეგნული სახე. ლიუ შაოლინის აზრით, მოცემულ შემთხვევაში კალციტმა მიიღო არა ძველი ორგანიზმების, არამედ ხის ფესვების ფორმა, რომელიც კლდეში იყო ჩაზრდილი. მაგრამ ბაინგოგის თემა მაინც არ არის ამოწურული და ამოხსნილი.

მეცნიერები თვლიან, რომ გამოქვაბულები ადამიანის ხელითაა შექმნილი. გეოლოგებისთვის კი კვლავ გამოცანად რჩება როგორ მოხვდა ასეთი რაოდენობის რკინა ამ ადგილას. ადგილობრივი ნიადაგი მდიდარი რომ ყოფილიყო რკინის მადნეულით, მაშინ შეიძლებოდა ფიქრი იმაზე, რომ მაგმის მიწოლით, რკინით გაჯერებულმა ნიადაგმა ამოიწია ზემოთ და მიიღო უცნაური ფორმა, როგორც ამას ადგილი აქვს "დიდ კანიონში" არსებულ "ნავაჰოს ქვიაშაქვის" შემთხვევაში (აშშ). "ნავაჰოს ქვიშაქვა" ძალიან მდიდარია რკინით და ნიადაგს მოწითალო ფერი დაჰკრავს. ბაინგოგის  გრუნტის მრავალჯერადმა სინჯმა და წიაღის სკანირებამ კი აჩვენა, რომ რკინის  წიაღისეული მადანი ახლომახლო არ მოიპოვება. ეს გეოლოგიური ფენომენი კვლავ გამოუცნობი რჩება.

კიდევ ერთი გამოცანა-2007 წელს ჩინეთის მიწისძვრების სამმართველოს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათი მონაცემებით მილების უმეტესობა მეტ-ნაკლებად რადიოაქტიურია.














No comments:

Post a Comment