Wednesday, 19 April 2017

ბარაბარის გამოქვაბულებისა და მეფე აშოკას საიდუმლო



ინდოეთის ქალაქ გაიას ჩრდილოეთით მდებარეობს სამი კმ-ის სიგრძის კლდის მასივი. სწორედ ამ კლდის მასივშია გამოკვეთილი უძველესი ბუდისტური მონასტერი ბარაბარი. კლდეში გამოკვეთილია ოთხი ქვაბული, რომელიც უკავშირდება მეფე აშოკ დიდის სახელს (268-232 წწ.ჩვ.წ აღ-მდე). მეფე აშოკამ პირველმა მიიღო ბუდიზმი, ავრცელებდა მას და აგებდა მნიშვნელოვან ბუდისტურ ტაძრებს. არანაკლებ საინტერესო  და უფრო უცნაური გადმოცემა არსებობს თავად მასზე.

მონასტერი თავდაპირველად ეკუთვნოდა აჯივიკთა სექტას. ისინი ბუდიზმის კონკურენტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მეფე აშოკამ იქ არსებული ოთხი ქვაბული ამ სექტას უსახსოვრა. ამას მოწმობს კედელზე გაკეთებული წარწერები.

ბარაბარის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანას წარმოადგენს ნახევრად მომრგვალებული, იდეალურად სწორი კედლების შექმნის საიდუმლო. პირველ ქვაბულს ჰქვია სუდამა. ეს ქვაბული კარგადაა შენახული. კედლები უმაღლესი ხარისხითაა მოპრიალებული.
სუდამის მარჯვნივ მდებარეობს ლომას რიშის ქვაბული. ის ერთადერთია, რომელსაც აქვს გამოჭრილი შესასვლელი, მაგრამ ის უკვე ბუდისტურ ხანას განეკუთვნება. ლომას რიშიში ორი სადგომია. მეორე სადგომი დაუსრულებელია. 
მონასტრამდე  გზა კლდეზე ამოკვეთილ "აშოკას საფეხურებით" მიდის.










ლეგენდის თანახმად, მეფე აშოკას ბრძოლის ველზე სისხლიზღვრის ცქერისას დაებადა კითხვა: რა ელოდება კაცობრიობას მომავალში?  თვალი მოავლო იქაურობას და პასუხიც მიიღო-განადგურება!


ომის დასრულების შემდეგ, აშოკამ ბრძანა მოეწვიათ მასთან ყველაზე ბრძენი ადამიანები, ფილოსოფოსები, მეცნიერები. მეფეს სურდა, რომ მის ხელქვეითებს მშვიდად, უსაფრთხოდ და ბედნიერად ეცხოვრათ,  გონებრივი შემოქმედების ნაყოფი ბოროტად არ გამოეყენებინათ.  მეფემ გაუზიარა მიწვეულებს საკუთარი მოსაზრებები და განუცხადა, რომ სურდა ორგანიზაციის შექმნა, რომელიც კაცობრიობის დაცვის სადარაჯოზე დადგებოდა. ბრძენნი მიუხვდნენ საწადელს და განსახილველად შესთავაზეს საჭირო კანდიდატურები. ცხრა უცნობის სახელები არ ხმაურდებოდა. ასე დააფუძნა მეფემ ძლევამოსილი საიდუმლო საზოგადოება-"ცხრა უცნობის კავშირი".    



ცნობილია, რომ XIX საუკუნეში "ცხრა უცნობის საზოგადოების" საიდუმლო არსებობას ფართოდ შეეხო ლუი ჟაკოლიო თავის წიგნებში. ჟაკოლიო გახლდათ საფრანგეთის კონსული ნაპოლეონ III -ის დროს კალკუტაში. მის ხელში გაიარა უამრავმა დოკუმენტმა. ის კატეგორიულად აცხადებდა, რომ "ცხრა უცნობის კავშირი" რეალობაა, რომელიც არსებობდა და არსებობს დღემდე. ამასთან დაკავშირებით ლუი ჟაკოლიო ახსენებდა ტექნოლოგიებს, სრულიად წარმოუდგენელს  1860 წელს. კერძოდ, გამონთავისუფლებულ ენერგიებს, სტერილიზაციას დასხივების საშუალებით და ფსიქოლოგიურ ომებს.

ჟაკოლიო ამტკიცებდა, რომ 22 საუკუნის განმავლობაში იმ ტერიტორიებზე (მთელი ცივილიზებული მსოფლიო), რომელსაც აკონტროლებდა "ცხრა უცნობი", მიმდინარეობდა საიდუმლო კვლევები განათლების ყველა სფეროში, რომლის შედეგები იწერებოდა სპეციალურ წიგნებში.

მიმდინარეობდა "კვლევები მომავალზე" და ისტორიაში არსებული საიდუმლო ამბები იწმინდებოდა. ყველა კვლევა, მატერიის აგებულებიდან დაწყებული კოლექტიური ფსიქოლოგიის ტექნიკით დასრულებული, ამ საზოგადოების კონტროლქვეშაა და გასაიდუმლოებულია ოცი საუკუნის განმავლობაში. "ცხრა უცნობის საზოგადოების" რაიმე გარეგანი გამოვლინება ძალზედ იაშვიათია.

ინდოეთში ამ საზოგადოების არსებობის სჯერათ. ფიქრობენ, რომ ბევრი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე  იღებს მათგან რჩევებს და მიმართვებს.

ლეგენდის მიხედვით, არსებობს ცხრა წიგნი, სადაც შეკრებილია კაცობრიობის სიბრძნე და ცოდნა, მათ შორის წარსული ცივილიზაციებისა. ამ წიგნებს ფლობს"ცხრა უცნობის კავშირი". წიგნების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 1927 წელს, როცა ტალბოტ მენდიმ, რომელიც ინდოეთის ინგლისურ პოლიციაში 25 წელი მსახურობდა, გამოაქვეყნა ნახევრად რომანი-გამოძიება, სადაც ინგლისის რეზიდენტი ირწმუნება, რომ " ცხრა უცნობი" მართლა არსებობს და ყოველი მათგანი არის ერთი წიგნის მცველი, რომელიც განათლების რომელიმე სფეროს ეხება. წიგნებს მუდმივად ემატება ახალი მასალა და წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების ყველაზე სრულ კრებულს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. მას ჩამოთვლილი აქვს წიგნები.

I. წიგნი-წიგნში საუბარია ბრბოს ფსიქოლოგიასა და მასაზე ზემოქმედების საშუალებებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი წიგნი ყველაზე საშიშია, ვინაიდან ის იძლევა მთელი მსოფლიოს კონტროლის საშუალებას.
II. წიგნი-მასში საუბარია ნერვულ სისტემაზე. წიგნი გვაწვდის ინფორმაციას მკვლელობის სხვადასხვა საშუალებაზე. აღწერილია როგორ უნდა აკონტროლო ორგანიზმში ნერვული იმპულსები და მათი დახმარებით,  მხოლოდ შეხებით, როგორ  მოკლა და გააცოცხლო.
III. წიგნი-საუბარია მიკრო და მაკრო ბიოლოგიაზე.
IV. წიგნი-ეს წიგნი შეიცავს ცოდნას ქიმიაზე. აღწერილია ურთიერთგარდაქმნასა და ლითონთა ტრანსმუტაციაზე.
V. წიგნი-მიწიერი და არამიწიერი კავშირების შესახებ.
VI. წიგნი-გრავიტაცია
VII. წიგნი-სინათლეზე, როგორც მოვლენაზე, მზის, ელექტრონული და ა.შ.
VIII. წიგნი-შეიცავს ინფორმაციას კოსმოგონიაზე და კოსმოსის განვითარების კანონებზე.
IX. წიგნი-ამ წიგნში საუბარია სოციოლოგიაზე და საზოგადოების ევოლუციის კანონებზე.

კავშირის შემადგენლობა იცვლებოდა. რომელიმეს გარდაცვალებისას, მის ადგილზე
მოდიოდა სხვა. ისეთივე ჭკვიანი და საიდუმლოს შემნახავი. მათი კავშირი გარე სამყაროსთან უცნობია. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ბევრი საოცარი სამეცნიერო აღმოჩენა და ტექნიკური მიღწევა ამ საზოგდოებიდან ინფორმაციის გაჟონვის დამსახურება უნდა იყოს.სავარაუდოდ მათი დამსახურებაა ისიც,  რომ ელექტროობის  აღმოჩენა საჯარო მხოლოდ  XIX ს-ში გახდა.




No comments:

Post a Comment