Sunday, 30 April 2017

გრაალის თასი და ჰიტლერი




საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰიტლერი ოკულტუზმით იყო გატაცებული. მას სწამდა, რომ უმაღლესი ძალები უნდა დახმარებოდნენ  ქვეყნიერების შეცვლასა და  ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში. საამისოდ კი საჭირო იყო ქრისტიანული სიწმინდეების ერთ ადგილზე შეგროვება, კერძოდ-წმინდა გრაალი და წმინდა შუბი.



ჰიტლერის აზრით შუბის საკითხი ადვილი მოსაგვარებელი იყო, ვინაიდან ის ვენის მუზეუმში ინახებოდა. საჭირო იყო მხოლოდ ავსტრიის დაპყრობა. ავსტრიაში შესვლის შემდეგ, პირველ რიგში ჰიტლერმა სწორედ ეს გააკეთა. მისი ბრძანებით შუბი გერმანიაში გადაიტანეს (მხოლოდ 2003 წელს გაირკვა, რომ აღნიშნული შუბი VII საუკუნისაა და ის ვერაფრით იქნებოდა წმინდა შუბი). ამის შემდეგ, მთავარი ამოცანა გახდა წმინდა გრაალის მოპოვება.

პასუხისმგებლობა გრაალის თასის ძიებაზე დაეკისრა გერმანიის შინაგან საქმეთა რაიხმინისტრს ჰაინრიხ ჰიმლერს. ჰიმლერმა დავალება სპეციალურად შექმნილ ორგანიზაციას  "ანენერბეს" მისცა და ხარჯების გულუხვ ანაზღაურებასაც დაჰპირდა.

შვიდი სიკვდილის ველი



ინდოეთის ჩრდილოეთ მხარეს, ჰიმალაის მთიანეთში მდებარეობს ადგილი, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა "შვიდი სიკვდილის ველის" სახელი, ვინაიდან ცოტამ თუ მოახერხა  იქიდან ცოცხალმა დაბრუნება. თითქმის ასი წელია რაც ადგილობრივები ამ ადგილს გვერდს უვლიან და უარს ეუბნებიან თავგადასავალთა მაძიებელიებს იქ გაცილებაზე. ველის მონახულება კანონით აკრძალულია და მისი კოორდინატებიც გასაიდუმლოებულია.

"შვიდი სიკვდილის ველმა" სახელი გაითქვა XIX საუკუნეში, მას მერე, რაც ადგილობრივი მონადირე ნადირობისას შემთხვევით ამ ადგილზე აღმოჩნდა. ამინდი გაუარესდა, წვიმამ დაუშინა და მონადირემ იქვე ახლოს მდებარე გამოქვაბულს შეაფარა თავი.
როცა ცეცხლი დაანთო გასათბობად, მაშინღა აღმოაჩინა, რომ გამოქვაბულში მარტო არ იმყოფებოდა. კუთხეში სამხედრო ფორმაშემოფლეთილ ჩონჩხს მოჰკრა თვალი. იქვე იყო ოფიცრის ჩანთაც. მონადირემ ჩანთაში ორი პისტოლეტი, პირადი ნივთები და ბლოკნოტი იპოვა. ეს ბლოკნოტი საბოლოოდ ხელთ ჩაუვარდა ავანტურისტ, განძის მაძიებელ გრემ დიკფორდს. გაყვითლებული ფურცლების კითხვისას დიკფორდი მიხვდა, რომ ხელში ეჭირა ბრიტანეთის კოლონიური ჯარის კაპიტან რიჩარდ ბეტერფილდის დღიური.

Friday, 28 April 2017

საიდუმლო ენა და საიდუმლო ნიშნები



უხსოვარი დროიდან გაუჩნდა ადამიანს სურვილი დაეფარა საკუთარი  აზრი.  სურვილი საკომუნიკაციო ენის შენიღბვისა დიდი იყო, იქნებოდა ეს წერითი თუ ზეპირი მეტყველება. ასე გაჩნდა ნაწერი ტექსტის დაშიფვრის სხვადასხვა ხერხი და სალაპარაკო ჟარგონი, იგივე არგო.

ფულკანელი თავის ნაშრომში "ტაძრების საიდუმლო" საუბრობს გოთური ეკლესიების ფარულ სიმბოლიკაზე როგორც ურთულეს და საგულდაგულოდ დაშიფრულ ალქიმიურ ცოდნაზე. გოთური ტაძრების სახელწოდებას არანაირად საერთო აქვთ გოთებთან. ეს გახლავთ კაბალისტურ, ფონეტიკური შიფრი, რომელმაც დროთა განმავლობაში დაკარგა საკრალური ხასიათი. არქიტექტურის გოთური სტილი არის შიფრი. ეს შიფრია ძველი არგო, სლენგი ცნობილი "მწვანე ენით" (langua verte). მწვანე გახლავთ ხელდასმის ფერი. ლინგვისტური თვალსაზრისით კი მისი ეტიმოლოგია არგოელი-დან მოდის. ფულკანელის აზრით ტაძრების არქიტექტურა დაკავშირებულია არა გოთებთან, არამედ არგოსთან. ტერმინ ჟარგონის ეტიმოლოგია უკავშირდება სიტყვა არგოს. არგოს ენა კი მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამედროვე გაგებით ჟარგონისგან-სლენგი, რომელიც ისევე ჟღერს როგორც ფრანგული "art gotique"-გოთური ხელოვნება. არგო გახლავთ საიდუმლო ენა, რომელიც შექმნილია სპეციალურად, რათა რომელიმე სოციალური ჯგუფის ენა გაუგებარი იყოს უცხოსთვის. ჟარგონში კი ჭარბობს მოცემული ჯგუფისთვის დამახასიათებელი გამოთქმები (ასე მაგ. ქურდული ჟარგონი).

Wednesday, 26 April 2017

ირამი_ვინ იყო ალ ჰაზრედის რეალური პროტოტიპი ( ნაწილი III )

იოანე დამასკელი

 როგორც აღმოჩნდა ნეკრონომიკონის მთავარი გმირი ალ-ჰაზრედი გახლდათ რეალურად არსებული პიროვნება აბდალა იბნ ჯაბირ ალ-ჰაზრეჯი. ის თავისი დროის საკმაოდ ცნობილი მისტიკოსი, წინასწარმეტყველი, პოეტი და მოგზაური გახლდათ. იონე დამასკელი კარგად იცნობდა იბნ ჯაბირ ალ-ჰაზრეჯს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ორივე რელიგიურ კულტში ხატების გამოყენების მომხრე იყო.
                                                           
 იოანე დამასკელის მამა იბნ სერჯუნი ომეიდების სამეფო კარზე მსახურობდა. მისი სიკვდილის შემდეგ, თავად იონე დამასკელი გახდა ჰალიფ ომარ II-ის მრჩეველი (717-720წწ.) ქრისტიანულ საკითხებში. ხატმებრძოლეობის დროს იოანე მხარს უჭერდა ხატის თაყვანისცემას და მისი დამცველი გახლდათ. იოანეს ნაშრომებმა განარისხა ბიზანტიის იმპერატორი. იმის გამო, რომ იოანე არ იყო ბიზანტიის ქვეშევრდომი, მისი დაპატიმრება და დასჯა შეუძლებელი იყო. ბიზანტიის იმპერატორმა ცილისწამების ხერხს მიმართა. მისი ბრძანებით დაიწერა ყალბი წერილი იონეს სახელით, სადაც ის თითქოს იმპერატორს დახმარებას სთავაზობდა სირიის დედაქალაქის დაპყრობაში. ეს წერილი ლეონ III-მ გაუგზავნა ჰალიფას. ჰალიფა ვერ მიხვდა, რომ წერილი გაყალბებული იყო. მან  იოანე თანამდებობიდან გადააყენა და შემდეგ მარჯვენა მოკვეთა. მოკვეთილი ხელი კი ქალაქის ცენტრში საჯაროდ გამოფინა. საღამოზე იოანეს თხოვნით ჰალიფამ მას ხელი დაუბრუნა. ქრისტიანული გადმოცემით, დამასკელმა სახსარზე მიიდო ხელი და ლოცვით შესთხოვა წმინდა ღვთისმშობელს მისი გამრთელება. გონემიხდილს რული მოეკიდა. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და აცნობა, რომ ხელი ჯანმრთელად აქვს და ღვთის სადიდებლად გულმოდგინე შრომა უსურვა. გამოფხიზლებულმა იოანემ აღმოაჩინა, რომ ხელი გამრთელებოდა.

Monday, 24 April 2017

ბროლის ქალწულის საიდუმლო



ბელიზის (ბრიტანეთის ჰონდურასი) დასავლეთით, ჯუნგლებში მდებარეობს უზარმაზარი მიწისქვეშა გამოქვაბული ბროლის ქალწულის გამოქვაბული (აქტუნ-ტუნიჩილ -მუკნალი). მაიას მოსახლეობის აზრით, ეს გამოქვაბული იყო შესასვლელი ჯოჯოხეთში და მას დაარქვეს შიბალბა. შიბალბას მეუფე ხალხს აავადებდა. მაიელთა წარმოდგენით ეს ადგილი დასახლებული იყო მონსტრებით და მათ საზიზღარი სახელები ერქვათ. შიბალბაში შიშია გამეფებული. მაიას მითებში ჯოჯოხეთი, იმავედ დროს, დაკავშირებული იყო სასიცოცხლო რესურსებთან. მათ ეშინოდათ შიბალბის, მაგრამ ამასთან, უიმისოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.

 ბროლის ქალწულის გამოქვაბულში მოსახვედრად საჭიროა მიწისქვეშა მდინარის გადალახვა. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის არქეოლოგთა კვლევიდან ირკვევა, მაიას მოსახლეობა ამ რთულად მისადგომ ადგილზე ატარებდა მსხვერპლშეწირვას. გამოქვაბულში მოსჩანს მსხვერპლად შეწირულთა ჩონჩხები. მათ შორისაა ახალგაზრდა ქალის ბროლივით ჩონჩხი. სწორედ მის გამო ეწოდა ამ ადგილს ბროლის ქალწულის გამოქვაბული. ის სისხლმოწყურებულ ღმერთებს შესწირეს 1000 წლის წინ.

გასული 50 წლის განმავლობაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბევრი დამამტკიცებელი მასალა, რომ იუკატანის ნახევარკუნძულიდან მოყოლებული მექსიკაში-სალვადორამდე, სადაც მაიას ცივილიზაცია ყვაოდა, ასობით გამოქვაბულში ტარდებოდა მსხვერპლშეწირვის რელიგიური რიტუალები. აქტუნ-ტუნიჩლ-მუკნალში  ნაპოვნია როგორც ადამიანებისა და ცხოველების ნაშთები, ასევე კერამიკული ქოთნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ძვირფასი სამკაულები, რიტუალური ქანდაკებები.

Sunday, 23 April 2017

მანდელბროტის ფრაქტალი შუა საუკუნეებში აღმოუჩენიათ



 1999 წელს სამეცნიერო წრეები გააოგნა საოცარმა აღმოჩენამ. გერმანელმა კომბინატორიკის (მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა კომბინაციას-დაჯგუფებას) პროფესორმა რობერტ  შიპკემ ისტორიული კვლევის წყალობით, საერთო კუთვნილებად აქცია ნაკლებად ცნობილი მეცნიერის, რომელიც მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, უდო ახენელის (ბენედიქტელი ბერი) გენიალური ნაშრომები.

 ერთხელ რობერტ შიპკე ქ. ახენას კათედრალურ ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ ვიტრინაში მნიშვნელოვან ძველ ექსპონატებთან ერთად თვალი მოჰკრა XIII საუკუნის ხელნაწერს. მეცნიერის ყურადღება მიიპყრო  ამ ხელნაწერმა. საქმე კი ილუსტრაციას ეხებოდა, რომელზეც ტრადიციული სიუჟეტი იყო გამოსახული წმინდა ოჯახისა. მაგრამ ილუსტრაციაზე  ბეთლემის ვარსკვლავი უჩვეულოდ იყო გამოსახული.
         
კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ,  შიპკემ შეამჩნია, რომ ვარსკვლავს ჰქონდა მანდელბროტის ფრაქტალის ფორმა, რომელიც გახლავთ კომპიუტერული გამოთვლის ერთ-ერთი პოპულარული სიმბოლო.


Saturday, 22 April 2017

რა საიდუმლოს ინახავს "უთავოთა ველი"



 დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც გაურკვეველი მიზეზების გამო ადამიანები იკარგებიან. ერთ-ერთი ასეთი ადგილი გახლავთ "უთავოთა ველი" კანადაში. მას "ბერმუდის სამკუთხედზე" არანაკლებ სკანდალური სახელი აქვს გავარდნილი. ყველაფერი კი XIX საუკუნეში დაიწყო.

 ამ ადგილზე ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილები ჯგუფ-ჯგუფად ჩადიოდნენ ოქროს საძიებლად. ეძებდნენ ოქროს, მაგრამ პოულობდნენ სიკვდილს. ერთი მათგანი დაიკარგა, ვიღაც თავმოკვეთილი ნახეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ოქროს ძიებით თავდაკარგულები მაინც არ ემორჩილებოდნენ თავის დაკარგვის შიშს პირდაპირი მნიშვნელობით. არავინ დაფიქრებულა იმაზე, რატომ უვლიდა გვერდს ამ ველს ადგილობრივი მოსახლეობა და ახლოს არ ეკარებოდა მას.

პირველი უთავო  მსხვერპლი, რომელიც ოფიციალურადაა დარეგისტრირებული პოლიციის კართოტეკაში, ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი იყო. ისინიც ოქროს საძიებლად ჩავიდნენ იმ მიდამოებში. მიუხედავად ინდიელთა გაფრთხილებისა,  მაინც გაეშურნენ ახალი კლონდაიკის საძიებლად. წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. რამდენიმე წლის შემდეგ, მათი იარაღჩახუტებული, მოკვეთილთავიანი ჩონჩხები იპოვეს.

Friday, 21 April 2017

ბაინგოგის მთის მილების საიდუმლო ისტორია



ტიბეტში,  ქალაქ იხ-ცაიდამის მახლობლად აღმართულია მთა ბაინგოგი. ბაინგოგი ფორმით პირამიდას წააგავს. მის მახლობლად ორი ტბაა-მტკნარი და მარილიანი. ადილობრივებმა მათ "შეყვარებული ტბები" დაარქვეს. მტკნარი ტბა განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა, მაგრამ მარილიანი  ტბის სამხრეთ სანაპიროდან თუ აუყვებით მთას 60 მეტრზე, აღმოჩნდებით კლდესთან, სადაც  სამი გამოქვაბულია. ორი მათგანი ჩახერგილია ნანგრევებით, ხოლო მესამე სავსეა გამოცანებით, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ადგილობრივებს სწამთ, რომ ბაინგოგი სინამდვილეში მთა კი არა პირამიდაა. სწორედ ამ სავარაუდო პირამიდის ქვეშაა მთავარი საოცრება. გამოქვაბულის გლუვი, თეთრი ფერის კედლები  საგანგებოდ გაპრიალებულს ჰგავს. შესასვლელი განში ორი მეტრია, სიმაღლეში კი რვა მეტრი. საოცარი ისაა, რომ ამ გამოქვაბულს მთელ სიგრძეზე მიჰყვება მილი, რომელიც მთის წვერიდან ეშვება და ბოლოს სადღაც იკარგება. მილის დიამეტრი 40 სმ-ია. არის კიდევ ერთი მილი, რომელიც გამოქვაბულის ძირში იწყება და მიწის სიღრმეში ჩადის. ასეთი მილი სულ თორმეტია. ისინი სხვადასხვა დიამეტრისაა.

ცნობა ბაინგოგის მთის შესახებ პირველად გაჩნდა 2002 წელს ერთ-ერთ ჩინურ გაზეთში. ცოტა ხნით ადრე ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ამ რაიონში ეძებდა დინოზავრის ნაშთებს. ისინი შემთხვევით წააწყდნენ სწორედ ამ გამოქვაბულებს.

ტბის სანაპიროზე კი აქა-იქ შეამჩნევთ ასეთივე ლითონის მილის ნარჩენებს. ზოგი კლდიდანაა გამოშვერილი, ზოგიც გრუნტიდან. მილები შიგნიდან სუფთაა. მყვინთავებმა სცადეს ტბის ფსკერის გამოკვლევა. ასეთივე მილები იქაც ნახეს. ზოგი წყალში ჩანს, ზოგი კი შლამითაა დაფარული. მათ გამოსაკვლევად აიღეს  ნიმუშები.

მეტალურგებმა დაადგინეს, რომ მილები 30 პროცენტით რკინის ოქსიდისგან შედგება, ბევრია ასევე დაჟანგული სილიციუმი და კალციუმი, რაც მილების სიძველეზე მეტყველებს- დაახლოებით, 20-30 ათასი წელი. მოცემულმა ასაკმა ზოგიერთი დააეჭვა, მათ შორის ჩინელ მეცნიერი ლიუ შაოლინი. საკუთარი კვლევის შედეგები მან ჟურნალისტებს გაუზიარა. მისი აზრით, მილები ძირითადად შედგება რკინის ოქსიდის, კალციუმისა და სილიციუმისგან. საინტერესოა, რომ შემადგენლობის დარჩენილი 8 % იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება.

Wednesday, 19 April 2017

ბარაბარის გამოქვაბულებისა და მეფე აშოკას საიდუმლო



ინდოეთის ქალაქ გაიას ჩრდილოეთით მდებარეობს სამი კმ-ის სიგრძის კლდის მასივი. სწორედ ამ კლდის მასივშია გამოკვეთილი უძველესი ბუდისტური მონასტერი ბარაბარი. კლდეში გამოკვეთილია ოთხი ქვაბული, რომელიც უკავშირდება მეფე აშოკ დიდის სახელს (268-232 წწ.ჩვ.წ აღ-მდე). მეფე აშოკამ პირველმა მიიღო ბუდიზმი, ავრცელებდა მას და აგებდა მნიშვნელოვან ბუდისტურ ტაძრებს. არანაკლებ საინტერესო  და უფრო უცნაური გადმოცემა არსებობს თავად მასზე.

მონასტერი თავდაპირველად ეკუთვნოდა აჯივიკთა სექტას. ისინი ბუდიზმის კონკურენტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მეფე აშოკამ იქ არსებული ოთხი ქვაბული ამ სექტას უსახსოვრა. ამას მოწმობს კედელზე გაკეთებული წარწერები.

ბარაბარის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანას წარმოადგენს ნახევრად მომრგვალებული, იდეალურად სწორი კედლების შექმნის საიდუმლო. პირველ ქვაბულს ჰქვია სუდამა. ეს ქვაბული კარგადაა შენახული. კედლები უმაღლესი ხარისხითაა მოპრიალებული.
სუდამის მარჯვნივ მდებარეობს ლომას რიშის ქვაბული. ის ერთადერთია, რომელსაც აქვს გამოჭრილი შესასვლელი, მაგრამ ის უკვე ბუდისტურ ხანას განეკუთვნება. ლომას რიშიში ორი სადგომია. მეორე სადგომი დაუსრულებელია. 
მონასტრამდე  გზა კლდეზე ამოკვეთილ "აშოკას საფეხურებით" მიდის.

Tuesday, 18 April 2017

კლდეში ნაკვეთი დარბაზები, მსოფლიოს მეცხრე საოცრება ჩინეთში



ჩინეთის ლონგ იუს სახელით ცნობილი კლდეში ნაკვეთი დარბაზები მდებარეობს ჩჟეძიანის პროვინციაში. პირველად 1992 წელს უძველესი გამოქვაბულის ჩასასვლელს შემთხვევით წააწყდა ადგილობრივი მაცხოვრებელი ვუ ანაი. გამოქვაბულში წყალი იდგა და მის ამოსატუმბად ვუ ანაი მოელაპარაკა მეზობლებს. აღმოჩენილი გამოქვაბულიდან წყლის ამოქაჩვას ჩვიდმეტი დღე დასჭირდა. ვუ ანაის გუმანმა არ უღალატა, გამოჩნდა მიწისქვეშ მიმავალი გამოქვაბული. ის ნამდვილად ადამიანის ხელით იყო კლდეში გამოკვეთილი. ვუმ დანარჩენ ოთხ დარბაზშიც დააშრო წყალი. ადგილზე მოწვეული სპეციალისტების აზრით ალევრიტის (ქანის სახეობა) დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით. არავინ იცის საიდან ჰქონდათ ჩინელთა წინაპრებს ასეთი იარაღი. ყველა გამოქვაბულში ჭერის დახრა იატაკის მიმართ არის 60 გრადუსი. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით ეს კომპლექსი ორი ათას წელზე მეტი ხნისა უნდა იყოს. მოგვიანებით, კიდევ აღმოჩნდა დარბაზები,  ჯამში-36. ამ აღმოჩენამ მიიპყრო ჩინეთის, იაპონიის, პოლონეთის, სინგაპურისა და აშშ-ს სპეციალისტთა ყურადღება. ისმება ერთი ყველაზე საინტერესო და რთული კითხვა: როგორ შეინარჩუნეს მთლიანობა და სისუფთავე ორი ათასზე მეტი წლის განმავლობაში ამ გამოქვაბულებმა?

გამოქვაბულების საერთო ფართი 30 ათასი კვ.მ-ია. მიწისქვეშ განთავსებულია ფართო დარბაზები, წყალსადინარები, ხიდები და გუბურები. ზოგიერთ ადგილას ჭერს იჭერს სვეტები. ყველა კედელი, ჭერი, სვეტები  მოხატულია. კედლებზე გამოსახულია ცხენები, თევზები და ჩიტები. გამოქვაბულები ერთმანეთს არსად უერთდება, თუმც ზოგან მათ ჰყოფს 50 სმ-იანი კედელი.  ყველა გამოქვაბული მიწაში ჩადის დაახლოებით 30 მეტრით და ქმნის დიდ დარბაზს სწორი კედლებით.

მსუბუქი გათვლითაც კი,  ძალა რომელიც ხუთი დარბაზის გამოკვეთას დასჭირდებოდა, გამაოგნებელია.  თითოეული მათგანის ასაგებად საჭირო იქნებოდა 36 ათასი კუბ. მეტრი ქანის გამოღება. კედელსა და ჭერზე ამოკვეთილი ფიგურები შესრულებელია გარკვეული მანერით, რაც ზოგიერთს სიმბოლოებად მიაჩნია. ნახატები ჰგავს ახლო მდებარე მუზეუმში არსებულ თიხის ექსპონატებს. ექსპონატები დათარიღებულია 500-800 წ-ით ჩვ. წ.აღ-მდე.
ამბობენ, აღმოჩენილი გამოქვაბულებიდან შვიდი მათგანი განლაგებულია დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვიდი ვარსკვლავის შესაბამისად.

მეგალითებში დაკარგული კაცობრიობის საიდუმლო

             

 
საიდუმლო რომელსაც მეგალითები ინახავენ, დიდი ხანია  კაცობრიობის თავსატეხად იქცა. ყველაზე ძველი მეგალითი თარიღდება VIII ათასწლეულით ჩვ. წ. აღ-მდე. რა მიზნით აგებდნენ მეგალითებს ჯერჯერობით უცნობია. ასეთი ნაგებობები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრები ზღვის ან ოკეანის სანაპირო ზოლში.

ძველი გადმოცემების თანახმად, ქვის დიდ ლოდებში იმალება ჯადოსნური საიდუმლო და ბევრი დაავადების სამკურნალო ძალა. კვლევებმა აჩვენეს, რომ მეგალითები და სხვა ძველი ნაგებობა (ქვის შეკრული წრეები და პირამიდები) ინახავენ და გენერირებენ საკუთარ ენერგეტიკულ ველს, ჰქმნიან გარსს, რომელშიც შესვლა შესაძლებელია შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში.

მეგალითური ნაგებობები აგროვებენ ელექტრომაგნიტურ ენერგიას, ვინაიდან ისინი შეიცავენ მაგნეტიტის მნიშვნელოვან რაოდენობას. რაც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. კარნაკის მეგალითები  მდებარეობს საფრანგეთის სეისმურად აქტიურ ზონაში. ისინი მუდმივად ვიბრირებენ, რაც ამ ქვებს ელექტრომაგნიტურად აქტიურს ხდის. ენერგია პულსირებს რეგულარული დროის ინტერვალით. ქვები მუდმივად იმუხტება და განიმუხტება. აშკარაა, რომ  დედამიწის ზედაპირზე ზოგიერთ ადგილას ხდება ენერგიის მაღალი კონცენტრაცია. ასეთ ადგილებზე აგებდნენ ტაძრებსა და სხვა რიტუალურ ნაგებობებს.

Sunday, 16 April 2017

სიბილას გამოქვაბული_გზა მიწისქვეშა სამყაროსკენ


           
ვერგილიუსი "ენეიდაში" აღწერს გამოქვაბულს უამრავი გასასვლელებით, რომელიც მიემართება მიწისქვეშა სამყაროს სიღრმეში. ეს ადგილი გახლდათ უძველესი პორტალი, რომლის შესახებ იცოდნენ რომაელებმა.  სიბილას გამოქვაბული მდებარეობდა თანამედროვე ნეაპოლის მახლობლად მდებარე ბერძნულ დასახლება კუმეიში.  აქ შეხვდა 700 წლის წინასწარმეტყველი სიბილა ენეასს და უჩვენა გამოქვაბულისკენ მიმავალი გზა.


კუმეი იყო ბერძენთა დასახლება აპენინის ნახევარკუნძულზე. ის მდებარეობს ვულკანურ წარმონაქმნებზე და ცნობილია ფლეგრეის მინდვრების სახელით. ფლეგრეის მინდვრები მთლიანად  დაკავშირებულია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მითებთან.

ამ ადგილზე მოხდა გიგანტომახია-ღმერთთა ჭიდილი ზევსის მეთაურობით, რომელსაც ეხმარებოდა ჰერაკლე გოლიათებთან ერთად. სტრაბონი აღწერს მათ როგორც უძველეს მიწისქვეშა ბინადრებს. გადმოცემით, ისინი ერთმანეთთან გვირაბებით იყვნენ დაკავშირებული. 

Wednesday, 12 April 2017

ირამი_დაკარგული და მისტიკური ქალაქი ( ნაწილი II )

                          

წიგნის შესავალში ალ-ჰაზრედი წერს, რომ მან ნახა ზღაპრული ქალაქი ირამი. მის ნანგრევებქვეშ არის ხელნაწერები იმ რასის ცოდნაზე, რომელიც წინ უძღოდა კაცობრიობას. აღმოსავლეთის ხალხი მათ უწოდებს უძველესებს. როგორც უკვე აღვნიშნე, რუბ ალ-ჰალი არაბული ტრადიციით წარმოადგენს ჭიშკარს დიდ სიცარიელეში. რაც ზუსტი ეკვივალენტია კაბალისტური Daath-ის. მუქარიბები შედიოდნენ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. საამისოდ კი უნდა მიეღწიათ აზრის სრული გაქრობისა და  წაშლისთვის.  ისინი დიდხანს ვარჯიშობდნენ ამ მიზნის მისაღწევად, ანიჰილიზაციას (ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეჯახებისას რეაქცია გარდაიქმნას სხვა ნაწილაკად-საწყისიდან განსხვავებული). ანნიჰილიზაცია-ფანა-ესაა უმაღლესი მიღწევა სუფიურ და მუქარიბულ მისტიციზმში. ასეთი პროცესის დროს მაგი იხსნის მატერიის ბორკილს და ინთქმება სიცარიელეში. სათანადო იდუმალი ტექნიკის დახმარებით ის გადის სიცარიელის იქით და იძენს გაუგონარ ძალაუფლებას. არაბული მითების მიხედვით სულები (ჯინები) წინ უსწრებდნენ ადამიანებს დედამიწაზე. გაუგებარი მიზეზის გამო გადავიდნენ სხვა რეალობაში და ახლა იმყოფებიან ლატენტურ მდგომარეობაში. მაგს ძალუძს შემოიყვანოს სული (ჯინი) დედამიწის რეალობაში. მე-8 ს-ში, მათ ვისაც კონტაქტი ჰქონდა ჯინებთან  ერქვათ მაჯნუნები. ყველა სუფი გმირი იყო "მაჯნუნი". ძველად ყველა არაბული წიგნი-ყურანიც კი ლექსად იწერებოდა. "ნეკრონომიკონში" საუბარია დედამიწელთა ჩაგვრასა და შევიწროებაზე აქ მოხვედრილი უძველესების მხრიდან. ამიტომ დედამიწის ღმერთებმა გადაწყვიტეს მათი მოშორება. მთავარმა ღმერთმა მარდუქმა   გაანადგურა უძველესთა უმაღლესი ქალღმერთი თიამათი და იგი გაიყო ორად. ზედა ნაწილისგან შეიქმნა ცა, ქვედათი-წყალი. დარჩენილი უცხო ღმერთები განადგურდნენ. მხოლოდ ზოგიერთმა მოახერხა გადარჩენა. ისინი მიუვალ ადგილებში დაიმალნენ და დღემდე არსებობენ. ასეთია ქთულჰუც. მან თავი შეაფარა წყნარი ოკეანის ფსკერს.

Tuesday, 11 April 2017

ირამი_დაკარგული და მისტიკური ქალაქი ( ნაწილი I )



მითიური ქალაქი ირამი (იგივე უბარი) ნახსენებია ეგვიპტურ მითებსა და ყურანში. ქალაქის კოშკები ნაგები იყო ლითონისა და ძვირფასი ქვებისგანა მეფე შადადის დროს. გადმოცემით, უძველესი ქალაქი დაანგრია "ქარიშხალმა", რომელიც რამდენიმე დღე-ღამე მძვინვარებდა. ამის შემდეგ, ირამი  შთანთქა სილამ. ეს იდუმალი ქალაქი გაჩნდა ხუთი ათასი წლის წინ არაბეთის უდაბნოში. მას უბარი-სვეტებიანი ქალაქი  უწოდეს. ძველი სამყაროს ყველა ცივილიზაციამ იცოდა ამ აყვავებული ქალაქის შესახებ,  რომელიც სურნელოვანი ზეთებითა და მირით (საკმეველი) იყო სახელგანთქმული. შემდეგ ნელ-ნელა ყველამ მიივიწყა  ამ ქალაქის არსებობა და მისმა სახელმა ლეგენდაში  გადაინაცვლა.


უკანასკნელ დრომდე თვლიდნენ, რომ ირამი გამონაგონია, რომელიც მხოლოდ ყურანში, ისლამამდელ გადმოცემებსა  და "ათას ერთი ღამის" ზღაპრებში ცოცხლობს. მაგრამ კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე გამოჩნდა ძველი ქალაქის  ნაშთები. ტერიტორია თანამედროვე იემენშია. გაიგზავნა რამდენიმე ექსპედიცია.


გათხრებისას აღმოჩნდა დიდი ციხესიმაგრის ნანგრევები.  მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის ეს ნამდვილად მითიური ირამია თუ არა. ირამში სახლობდნენ მაღალი კულტურისა და გონების გოლიათი ადიტები. ყურანში ნათქვამია, რომ ადიტები ყველგან აგებდნენ სვეტებს მომაღლო ადგილებზე, რაც მეგალითებზე ერთგვარი მინიშნება გახლავთ.  სვეტები იგებოდა  უკვდავების მიღწევის იმედით. ებრაელები ადიტებს ნეფილიმების სახელით იცნობენ. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ირამისკენ მიმავალ   გზას მხოლოდ მაშინ იპოვი, თუ გამოიცნობ თავსატეხს, რომელიც დაშიფრულია  ირამზე არსებულ ლეგენდაში.

Saturday, 8 April 2017

ეს კოშკები ბევრ საიდუმლოს ინახავს



კავკასიის მთებში მცხოვრებ ხალხთა სავიზიტო ბარათად კარგა ხანია იქცა თავდაცვითი დანიშნულების კოშკები. ამ მხრივ, ყველაზე მეტად გამორჩეული გახლავთ სვანური კოშკები. სვანეთის პირველი კოშკები მე-8, 9 საუკუნისაა, ხოლო ბოლო კოშკი მე-18 საუკუნეში აიგო. ყველა მათგანს საკუთარი სახელი აქვს.

ამ საოცრებას შეგუებულებს თითქოსდა არაფერი გაგვაოცებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსგავსი კოშკებით მარტო ჩვენ არ ვიწონებთ თავს. 


ასეთივე კოშკები შეიძლება ნახოთ ტიბეტსა და იტალიაში (ბოლონია, ეტრუსკთა მხარე). ბოლონიური კოშკებიც შუა საუკუნეებისაა. რაც შეეხება ტიბეტურ კოშკებს, მათი ასაკი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, ვინაიდან ჩინეთის ხელისუფლებამ უცხოელ სპეციალისტებსა და ტურისტებს მხოლოდ ბოლო ხანს მისცა მათი ნახვის უფლება.