Wednesday, 22 November 2017

რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები (ნაწილი III)


                                                                              "ლაბირინთის ისტორია ხანგრძლი,
                                                                                რთული და ჩახლართულია, როგორც
                                                                                ადამიანის ცხოვრება"-სოკრატე



ყველაზე დიდი ლაბირინთის ისტორია უკავშირდება ეგვიპტეს.




ჰეროდოტე აღწერდა ეგვიპტის ლაბირინთს, რომელიც მდებარეობდა ნილოსის დასავლეთით-დღევანდელი კაიროდან 80 კმ-ს მოშორებით. ისტორიკოსების აზრით ეს ლაბირინთი იყო ცენტრი, საიდანაც ფარაონები მართავდნენ ქვეყანას. ძირითადად მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ამ სატაძრო კომპლექსში სწირავდნენ მსხვერპლს ეგვიპტის ყველა ღვთაებას. მოსულ სტრუმრებს უფლება არ ქონდათ დაეთვალიერებინათ ლაბირინთის მიწისქვეშა ნაგებობა. იქ ტარდებოდა ოზირისისადმი მიძღვნილი რელიგიური რიტუალი. მას სწირავდნენ ხარ-აპისს. ფიქრობდნენ, რომ ლაბირინთი თავისი დახლართული გადასასვლელებით იცავდა მეფე-ღმერთს ამ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში. თავად ლაბირინთი იყო მაღალი კედლით გარშემორტყმული ნაგებობა სამი ათასი ოთახით. რომლის ნახევარი მიწისქვეშ იყო განთავსებული. ლაბირინთის საერთო ფართი გახლდათ 70 ათასი კვ.მ.

ხუთი საუკუნის შემდეგ ეგვიპტის ლაბირინთს ეწვია სტრაბონი . "აქვეა ლაბირინთის შენობა, რომელიც ჰგავს პირამიდას. მის ახლოს მდებარეობს ფარაონის სამარხი. სწორედ მან ააგო ლაბირინთი."--სტრაბონი

დიოდორეც აღწერს ეგვიპტეში მოგზაურობის საკუთარ შთაბეჭდილებებს. ისიც ვერ მალავს აღფრთოვანებას ძეგლით და წერს: "ლაბირინთის სახელით ცნობილი შენობა ნაკლებ საოცარია შესრულებული სამუშაოს გრანდიოზულობით, ვიდრე მთელ კონსტრუქციაში წარმოდგენილი შეუდარებელი ხელოვნება. მას მერე რაც იქ შევედით, გამოსვლა მეტად გაგვიჭირდა  გამოცდილი გამცილებლის დაუხმარებლად."

ლაბირინთს  გარს ერტყა კოლონადები, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების შენობები-დარბაზები, სალოცავები, დერეფნები, საწყობები. ლაბირინთის არქიტექტურა მთლიანად გამქრალია. შემორჩა მხოლოდ კოლონათა ნამსხვრევები და კედლების დამამშვენებლი ბარელიეფები. აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სკულპტურები.   

 ლაბირინთის განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ მისი მონუმენტურობა. შესასვლელეს ამშვენებდა  წარწერა: "სიგიჟე ან სიკვდილი-აი, რას ნახულობს აქ სუსტი და მანკიერი, მხოლოდ ძლიერები და კეთილები პოულობენ აქ სიცოცხლესა და უკვდავებას".     

დერეფნების, ეზოების, ოთახების სისტემა ისეთი რთული იყო, რომ უცხო ვერაფრით იპოვიდა გზას ან გასასვლელს. ლაბირინთის დიდი ნაწილი სრულ სიბნელეში იყო ჩაფლული. და როცა კარი იღებოდა, საშინელი ღრჭიალი ისმოდა. აქ იყო სატაძრო კომპლექსი, სადაც მცხვერპლს წირავდნენ ეგვიპტის ყველა ღვთაებას. მომსვლელებს ეკრძალებოდათ მისი მიწისქვეშა ნაწილის დათვალიერება, სადაც სამეფო და წმინდა ნიანგების სამარხები იყო. აქ სცემდნენ თაყვანს ღვთაება სებეკს-დიდ ნიანგს. 

ეგვიპტური ლაბირინთი არ იყო დამაბნეველი. ის იყო სამარხი ტაძარი, რომელიც ამენემხეტ III-ის სახელს უკავშირდება. სწორედ ეგვიპტის ლაბირინთი გახდა კრეტის ლაბირინთის მოდელი.







No comments:

Post a Comment