ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ შორეულ მომავალში, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ დავუბრუნდებით დედამიწისეულ ცხოვრებას. ამ სცენარში საიქიოდან დაბრუნება ნორმალურ მოვლენად იქცევა. სახლისკენ მიმავალი გზა ბევრად უცნაური აღმოჩნდება ვიდრე დანიშნულების ობიექტი.
არსებობს ტრანსჰუმანისტთა და ფუტურისტთა ჯგუფი, ვისაც ასე წარმოუდგენია ეს მოვლენა: დაისონის სფეროს სახელით ცნობილი მეგასტრუქტურის გამოყენება შესაძლებელი გახდება წარმოუდგენელი სირთულის ხელოვნური ინტელექტის დასატენად გარკვეულ დროს. მას შეეძლება აურაცხელი ხელმისაწვდომი ციფრული მეხსიერების შეგროვება ყველა შესაძლებელი ციფრული მეხსიერებიდან, ინფორმაციის მიღება გარდაცვლილზე მისი ზუსტი ციფრული ასლის აღსადგენად ან რაღაც ამდაგვარი. როგორც კი ოპერაცია დასრულდება, ამ ციფრულ პიროვნებას შეეძლება აღადგინოს თავისი ცხოვრება (ან დაიწყოს ახალი) თავისებურ მოდელირებულ რეალობაში. მაშინაც კი, როცა მოჩვენებითი ევოლუცია დასასრულს მიუახლოვდება, ის გადაყვანილი იქნება სიმულირებულ სამოთხეში.
როგორც ცნობილია, ამერიკელმა ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა შექმნა ე.წ. ხელსაწყოს კონცეფცია, რომელსაც შეეძლება მიიზიდოს მნათობის მთელი ან დიდი წილი ენერგია. თავად სფეროს შექმნა შესაძლებელი იქნება ყოველ უსიცოცხლო სისტემაში, რითაც მივიღებთ სხვა პლანეტის რესურსს და შევქმნით გარსს. თეთრი ჯუჯებისთვის საჭირო იქნება იმდენივე მასალა, რაც მთვარისთვის. სფეროს სისქე იქნება 1 მ.
ფრიმენ დაისონი |
დაისონის სფეროს ასაგებად საჭირო იქნება აურაცხელი მასალა, თუნდაც ისეთის, რომელსაც ჯერ ვერ ვაწარმოებთ. მასალა, რომელიც გაუძლებს რამდენიმე ათას გრადუს ტემპერატურას. დაისონის სფეროს აგებას შეძლებენ მხოლოდ მე-2 და მე-3 ტიპის ცივილიზაციები. ჩვენ კი ნულოვანი ტიპის ცივილიზაცია ვართ. ამიტომ დაისონის სფერომდე ძალიან შორს ვართ და ბევრი გვიკლია.
დაისონის სფეროზე ბოლო დროს დაიწყეს საუბარი, როცა ვარსკვლავმა ტაბიმ (ცნობილი როგორც KIC-8462852) მოულოდნელად დაიწყო ჩაქრობა. ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიკური ვარაუდით, ტაბის ირგვლივ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია აგებს გიგანტურ დაისონის სფეროს ენერგიის მოსაზიდად. ამ ჰიპოთეზამ სპეციალისტებში ვერ ჰპოვა პოპულარობა. მეცნიერთა აზრით, სინათლის შესუსტება კოსმოსური მტვრის ღრუბლითაა გამოწვეული ან განადგურებული ეგზოპლანეტის ნარჩენებით. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრმა შეიტყო დაისონის სფეროს თეორიის არსებობის შესახებ.
დადგა დრო და ამჯერად აუგებელი სტრუქტურის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი თემის გაგების დროც მოვიდა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ფრიმენის იდეა არც მეტი, არც ნაკლები შეიძლება გახდეს ადამიანის უკვდავების გასაღები.
მეცნიერები სერიოზულად განიხილავენ ტექნოლოგიის გამოყენებას მოცვალებულის გასაცოცხლებლად. რა თქმა უნდა, საუბარია არა სხეულის აღდგომაზე, არამედ გარდაცვლილი ადამიანის ცნობიერების აღდგენაზე. ადამიანს შეეძლება არსებობის გაგრძელება საკუთარი ცნობიერების უსხეულო ფორმით მანამდე, სანამ პროგრესი არ მიაღწევს ისეთ დონეს, როცა შესაძლებელი გახდება ადამიანის ხელოვნური სხეულის წარმოება.
ტრანსჰუმანიზმის თეორიას სამართლიანად ადარებენ სამეცნიერო ფანტასტიკას, ვინაიდან მისი მიზანია ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ტექნოლოგიის დახმარებით. მას დიდი მხარდაჭერა აქვს ნანოტექნოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიისა და კოგნიტური მეცნიერების მუშაკთა მხრიდან. მისით გატაცებული არიან მოდელირებული რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, სუპერინტელექტის, გონების პროგრამული უზრუნველყოფის, ტვინის ქიმიური კონსერვაციის პერსპექტიული სფეროების სპეციალისტები. სწორედ აქედან მომდინარეობს ტრანსჰუმანისტთა ინტერესი ტექნოლოგიის მიმართ.
მაგრამ რატომ დაისონის სფერო? შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორის დახმარებით აღდგომის თეორიასთან დაკავშირებით პოლ ალმონდმა შემოგვთავაზა ყველა დროის ყველა ადამიანის აღდგომის იდეა შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორის გამოყენებით, რომელიც ქმნის კომპიუტერში შემთხვევით გონს. თუ კვანტური მექანიკის უამრავი სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ ყველა აღმდგარი ადამიანის ცნობიერება გაჩნდება დროის ცალკეულ მონაკვეთზე, დაწყებული შემთხვევითი გონის შექმნის წუთიდან. რაც ნიშნავს თითეულის აღდგომას პიროვნული თავისებურებებით. თუმც ასეთი მიდგომა გარე დამკვირვებელს, რომელსაც სურს ახლობლის აღდგომა, ვერ დაეხმარება, ვინაიდან ვერ ნახავს მას ჩვულებისამებრ. ჩვენ კი შეგვიძლია მას ვუწოდოთ უკვდავება.
პოლ ალმონდმა გამოთქვა ატვირთვის და კვანტური უკვდავების საკუთარი იდეები, რომელიც ფიზიკური სიკვდილის შემდეგ საშუალებას აძლევს ცნობიერებას გაახანგრძლივოს არსებობა. სამყაროს მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე, კვანტური თეორიის რეალობა უცნობია იმ სამყაროებში რომელშიც გავაგრძელებთ არსებობას. მთავარია-გავაგრძელებთ, თუმც მხოლოდ რაღაც ენერგეტიკული, ციფრული ფორმით.
მაგრამ შემდეგ საჭირო გახდება ყოველი აღმდგარი ცნობიერება აიტვირთოს მონაცემთა ბაზაში. მსგავსი ენერგიის ხელოვნური ინტელექტის აპარატის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება ვარსკვლავის მთელი ენერგია, რომლის შეგროვებას, მკვლევართა აზრით, შეძლებს მხოლოდ დაისონის სფერო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამისთანა სფეროს შექმნა ჩვენი მზის გარშემო დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის საშიში გახდება. ამიტომ მკვლევარები გვთავაზობენ მის შექმნას ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის გარშემო. რასაც ასევე დასჭირდება აურაცხელი ენერგია მასთან მისაღწევად და სფეროს შესაქმნელად.
დაისონის სფეროთი უზრუნველყოფილ მენტალურ უკვდავებას გააჩნია წმინდა თეორიული ფორმა. ბევრად რთულია მისი მიღება და წარმოდგენა როგორც მომავლის ტექნოლოგიისა, ვიდრე "აღდგომის" სხვა მეცნიერული მეთოდებია. მაგალითად კრიოგენიკა, რომელიც პირველ ფაზაშია-მიცვალებულთა გაყინვა. მაგრამ დიდი ხანია გაიჭედა მეორე ფაზაში-მკვდრეთით აღდგომა. ამას გარდა, ამ თემას გააჩნია მეტისმეტად მგრძნობიარე ეთიკური მხარე და ეს ნამდვილად არ გახლავთ ახლო მომავლის პრობლემა.
საინტერესო სხვა რამაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო მთელ დედამიწაზე აღადგენს მიცვალებულებს.
No comments:
Post a Comment