სოკგიონის მეგალითს, სხვაგვარად ქვის სარკე, რომელიც სამხრეთ კორეაშია, გააჩნია ადამიანის უარყოფითი ენერგიისგან განმუხტვის უნარი. ამბობენ ამ სარკეში ჩახედვა აღადგენს წონასწორობის გრძნობას. ქვა ისუნთქავს ამომავალი მზის სუფთა ენერგიას და გადასცემს მას, ვინც მის ზედაპირს შეეხება. კორეელბს სწამს, რომ არსებობს ასეთი ენერგია და მას ცი დაარქვეს. ენერგია ცი ნადვილად მკურნალია. ამიტომ მეგალითის ახლოს შეიქმნა აღმოსავლური მედიცინის პარკი "დონიბოგამჩონი."
ეს ადგილი ნამდვილად იწვევს გაოცებას , ვინაიდან მეგალითი არ არის ბუნებრივი. ცალი მხარე იდეალურადაა ჩამოჭრილი და მასზე ამოკვეთილია გამოუცნობი ნახატები.
"დონიბოგაჩომნის" პარკი მდებარეობს ვანგსანის მთის ძირში ზღვის დონიდან 480 მ. სიმაღლეზე, სანჩხონის რაიონში. სანჩხონი კი სამხრეთ კორეის ყველაზე მაღალი ჩირისანის მთის მწვერვალთანაა. პარკში განთავსებულია კორეული მედიცინის მუზეუმი და სამკურნალო მცენარეების ბაღი.
ამ პარკში რეალურად სამი მეგალითია. პირველი ლოდი 127 ტონას იწონის. უცნაური ფორმის გამო მას კუს კლდე შეარქვეს ანუ გვიგამსოკი. მის ზედაპირზე ამოტვიფრულია უცნაური ორნამენტი წარწერებით. ეს მეგალითი ითვლება სუფთა ენერგიის ძლიერ წყაროდ. ამბობენ, ვინც რამდენიმე წუთით ხელს დაადებს მიიღებს ამ ენერგიას.
მეორე ლოდი-ბოკსოჩონი დევს გვერდულად. გადმოცემით, ვინც მასზე მონეტას დატოვებს, იღბალს ეწევა. განსაკუთრებით ის ადამიანი ვისი ენერგიაც ქვის ენერგიას ემთხვევა. ქვაზე მონეტას თუ დადებთ, ის ყალყზე მდგარი რჩება, რაც ერთგვარი ტესტია.
ვანგსანის გორაკზე მდებარეობს მესამე მეგალითიც, ცნობილი როგორც სეოკგიეონგი. ეს გახლავთ 60 ტონიანი ქვა მრგვალი ფორმის ზედაპირით, რომელსაც სარკისებური ქვა სოკგიონი ჰქვია. ქვა აღმოსავლეთისკენაა ორიენტირებული.
ამ ქვას უკავშირდება ლეგენდა, რომელიც ზღაპარს უფრო ჰგავს. ლეგენდის მიხედვით, ქვა თავდაპირველად იყო რუხი ფერის. ერთხელ ქვის ცენტრში სასწაულებრივად გაჩნდა თეთრი ფენიქსის გამოსახულება, რომელიც უცნაური მოვლენის ნიშანი იყო. იმ დღეს ვანგსანის ფერდობებზე იპოვეს ველური ჟენ-შენის 100 ძირი, რაც რეკორდული მოსავალი გახლდათ.
ქვის სარკეზე ნახატები მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე საინტერესო შუაგულში ამობურცული ცენტრია, ამასთან სხვა ფერისაა. თითქოს სხვა მასალისგანაა დამზადებული. შავი სფერო ჩასმულია შიგნით, მაგრამ როგორ, გაურკვეველია. ამ ვარაუდს ხელს უშლის ფენიქსის გამოუცნობი გამოსახულება, რომელიც უფრო ღია ფერისაა და შავი ქვიდან გადადის რუხ ზედაპირზე. გამოდის, ქვის სარკის გარე ზედაპირის დასამზადებლად ლოდის დიდი მასა მოჭრეს, რათა გამოეჩინათ ცენტრის სფერო.
თავად ქვას აქვს ექვსკუთხედი ფორმა. უკნიდან ეს კარგად ჩანს. მეცნიერებამ არაფერი იცის სხვა ენერგიების შესახებ, ციგუნის მცოდნეებმა კი იციან ამის შესახებ. ცის კონცეფცია ძალიან ჰგავს პრანას. თუმც პრანა განიხილება პირველ რიგში როგორც შესუნთქული ჰაერიდან მიღებული ენერგია. კორეული ცი (ისევე როგორც ჩინტური) მაკროსამყაროს ენერგიაა (მთელი სამყაროს) მიკროსამყაროში-ადამიანის სხეულსა და ფსიქიკაში.
მიუხედავად მეცნიერების მიერ ცის ენერგიის უარყოფისა, "დონიბოგამჩონის" პარკი ძალის ადგილია, სადაც დადებითი ენერგიით დამუხტვის, ჯანმრთელობის აღდგენის და იღბლის მოპოვებისთვის მიედინება ხალხი ქვეყნის ყველა კუთხიდან ამ სამ ქვასთან.
No comments:
Post a Comment