Thursday, 8 April 2021

დროში მოგზაურობა, რიცხვების მაგია და ნიკოლოზ ტესლა


 ადამიანის დროში მოგზაურობის იდეამ კარგა ხანია მოიცვა მსოფლიო საზოგადოების წარმოსახვა. ისტორიას თუ უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ ისეთ ტექსტებს რომლის განმარტება  დროში მოგზაურობის მტკიცებულებას იძლევა. 1905 წელს გამოაქვეყნა თუ არა ალბერტ აინშტაინმა თავისი ფარდობითობის თეორია, მეცნიერთა წრეში  აურზაური ატყდა. ახალმა თეორიამ კარი გაუხსნა ბევრ კითხვას, თუნდაც ისეთს, როგორიცაა: "შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა?"

ეჭვგარეშეა, რომ ნიკოლოზ ტესლა იყო მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი. თანამედროვე ცხოვრების წესი და ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდა სწორედ ამ საოცარი ადამიანის დამსახურებით. თუმც, მიუხედავად მეცნიერებაში ასეთი დიდი წვლილისა, მისი სახელი  ფიზიკისა და ელექტრონიკის სფეროს ნაკლებად გასცდა.  ხშირად სასკოლო სახელმძღვანელოებში მცდარად მიაწერენ თომას ედისონს იმ აღმოჩენებს, რომელიც ეკუთვნოდა და დააპატენტა ტესლამ. მეცნიერთა უმეტესობა აღიარებს, რომ ტესლამ სათანადო სახელი  ვერ მოიხვეჭა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო მისი ექსცენტრიულობითა და სიცოცხლის ბოლო წლებში ფანტასტიკური განცხდებებით. მისი გამონათქვამები უკავშირდებოდა სხვა პლანეტებს და მომაკვდინებელ სხივებს. ტესლას ამ ფანტასტიკური გამოგონებების უმეტესობა ახლა მეცნიერული თვალსაზრისით ცნობილია როგორც ზუსტი და ქმედითი.

კაცობრიობას დიდი დრო დასჭირდა, რომ გაეაზრებინა იმ ადამიანის საოცარი იდეები, რომელიც გარდაიცვალა 1943 წელს 86 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების დღეს უცხოელთა საქმეების სამმართველოს წარმომადგენლებმა, ფედერალური ბიუროს თხოვნით, სასტუმრო "ნიუ-იორკერში" ტესლას ქონების კონფისკაცია მოახდინეს. ტონობით ქაღალდი, ავეჯი და არტეფაქტები დალუქეს და გააგზავნეს Manhattan Storage და Warehouse Company-ში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებით დაილუქა მთელი მისი კოლექცია. ტესლა გახლდათ  აშშ-ს ლეგალური მოქალაქე და ამგვარი დამოკიდებულება მის მიმართ ძალზედ უცნაური ჩანდა.

ტესლას ახლო ნათესავის თქმით, უცხოელთა საქმეების სამმართველოს მისვლამდე, სავარაუდოდ ვიღაცამ გაჩხრიკა მისი ნივთები, წაიღო  ჩანაწერები და დოკუმენტები.

ყველაფერი, რაც   ამ დიდი ადამიანის სახელს უკავშირდებოდა, დაექვემდებარა კონფისკაციას  და სამუდამოდ დაიკარგა ომამდელი ამერიკის უშიშროების ლაბირინთებში. თუმც ტესლას ნივთების ერთი ნაწილი, რომელიც მან სამ სხვადასხვა სასტუმროში დატოვა, გაიყიდა ვალების დასაფარად. დრო გავიდა, მაგრამ ამ ყუთების დიდი ნაწილი და მათში არსებული საიდუმლო დოკუმენტები აღარ გამოჩენილა.
"ფიზიკა იმ ჩარჩოებს სცდება რაც სამეცნიერო კუთხით დღეისთვისაა ცნობილი. მომავალი გვიჩვენებს,  რასაც დღეს ჩვენ ოკულტიზმსა და ზებუნებრივს ვუწოდებთ, განუვითარებელი მეცნიერების დამსახურებაა"...

აინშტაინს მიაჩნდა, რომ  შეუძლებელია სივრცე და დრო განიხილებოდეს ცალ-ცალკე, ვინაიდან ერთმანეთშია შერწყმული და წარმოშობს უწყვეტ მრავალფეროვნებას. ამიტომ წარსულის, აწმყოს, მომავლის ჩვენებური აღქმა მხოლოდ ილუზიაა. 

ცნობილ ფიზიკოს-თეორეტიკოს ბრაიენ გრინის აზრით, ჩვენ დროს აღვიქვამთ უწყვეტ ნაკადად, მაგრამ უნდა ვცადოთ წარმოვიდგინოთ ის როგორც გადაღებული სურათებისა და მომენტების სერია. განვიხილოთ ყოველი მოვლენა ფრაგმენტებისგან შემდგარ სერიად. "თუკი წარმოვიდგენთ ყველა მომენტს ან სურათს და დავაწყობთ მათ მწკრივში,  დავინახავთ ყველაფერს რაც ხდებოდა: ყოველი მომენტი დედამიწაზე, დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის ყოველი წამი. დავინახავთ ყველა მოვლენას რაც მომხდარა და მოხდება ჩვენი სამყაროს დაბადებიდან, დედამიწის შექმნის დღიდან".

არის ადგილები, სადაც ხდება დროისა და სივრცის გამრუდება. ამის მაგალითად გამოდგება ლორდბურგის ჭიშკარი, რომელიც მდებარეობს ნიუ-მეხიკოს შტატში, ლორდბურგის ახლოს. არსებობს რიგი მტკიცებულებებისა, რომ სივრცესა და დროში მსგავსი დინების გამოწვევა ხელოვნურადაა შესაძლებელი. ჩანს, ასე დაემართა სამხედრო გემს Uss Eldritch, რომელიც 1943 წელს მონაწილეობდა ფილადელფიის ექსპერიმენტში. ამ ექსპერიმენტში ჩართული იყო ნიკოლოზ ტესლა და ალბერტ აინშტაინი. მიზანი გახლდათ გემის გაქრობა, წვრილი მავთულის საშუალებით კორპუსის შემობრუნება, რომელშიც ტესლას სისტემის გენერატორებითა და კოჭებით ხდებოდა მაღალი ხარისხის  სიგნალის ინდუცირება. 

აქტივაციის დროს გემის გარშემო გაჩნდა მწვანე ნისლი და გაქრა ფილადელფიიდან. 24 საათის შემდეგ ის კვლავ გამოჩნდა ნორფოლკის ნავსადგურში. ეკიპაჟის უმეტესობა გემის კედლებში ჩარჩა, დანარჩენნი ჭკუიდან შეიშალენ. ეკიპაჟის 176 წევრიდან გადარჩენილნი ამბობდნენ, რომ ტესლა იმ დონის გენიოსია, ზოგიერთს ეჭვიც კი შეეპარა, რომ ის ადამიანი იყო. ტესლას ბევრი გამოგონება, როგორიცაა თავისუფალი ენერგიის მიმღები და შორეული მომაკვდინებელი სხივი, სავარაუდოდ დაიბლოკა, რათა თავიდან აეცილებინათ ელექტროენერგეტიკის, ნახშირისა და ნავთობის მრეწველობის კრახი და დაეზღვიათ ნაციონალური უსაფრთხოება.

ტესლამ სცადა ასევე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რაც ითვალისწინებდა დედამიწის ბირთვის კამერტონად გამოყენებას თავისუფალი ელექტრონების გატარებისთვის. ამ პროცესის დროს მას გაუდნა გენერატორი კოლორადო-სპრინგსში. ზუსტად ამავე დროს ციმბირში მოხდა  15 მეგატონი სიმძლავრის ამოუხსნელი აფეთქება, რამაც მიწასთან გაასწორა ასობით ჰექტარი წიწვოვანი ტყე. ამ აფეთქებას ხშირად უწოდებენ კომეტისა და მეტეორიტის შეჯახებას. ამასთან, ჩანს ტესლა მუშაობდა დროში მოგზაურობაზე მანამდე, სანამ თანამედროვე მეცნიერება აღიარებდა ამის შესაძლებლობას. ცნობილია, რომ 1895 წელს მან საოცარი აღმოჩენა გააკეთა.  ივარაუდა, რომ მაგნიტურ ველს შეუძლია დროსა და სივრცეზე ზემოქმედება.

იდეამ რომელსაც შეეძლო მაგნიტური ველის დახმარებით დროისა და სივრცის შეცვლა, მიიყვანა ექპერიმენტების მთელ სერიასთან. ტესლა მუშაობდა დროში მოგზაურობის იდეაზე და მიაღწია საოცარ შედეგებს. მაგნიტური ველის გამოყენებამ აღმოაჩენინა დრო-სივრცითი ბარიერის შეცვლის შესაძლებლობა. ამის მისაღწევად კი საჭირო იყო ტროას ცხენის შექმნა, რასაც დროის შეცვლა შეეძლო. თუმც აქამდე უცნობია, მოახერხა თუ არა ეს ტესლამ, ვინაიდან ამის მტკიცებულება არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ, რომ 1895 წელს ახლო ნაცნობმა ტესლა აღგზნებული და შეშფოთებული დაინახა პატარა კაფეტერიაში.

1908 წლის 21 აპრილის New Yourk Times-ის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით "როგორ შეიძლება ელექტრიკოსის ნათურამ შექმნას ახალი სამყაროები", სადაც  ნიკოლოზ ტესლა ახდენს ფიზიკურ სამყაროზე კაცობრიობის დომინირების ციტირებას. ის აცხადებს:

"ყველა წონადი ატომი განსხვავდება ნაზი, მღვრიე სითხისგან, რომელიც ავსებს მთელ სივრცეს მარტივი ბრუნვადი მოძრაობით, როგორც მორევი წყნარ ტბაში. მოძრაობაში მოსული ეს ფლუიდი, ეთერი იქცევა უხეშ მატერიად. მისი მოძრაობა წყდება, პირველადი ნივთიერება უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას"...

ეს ნორმალური მდგომარეობაა, რასაც აღწერს ტესლა-ესაა უძრაობა, როცა გამოსხივება შემდეგ უბრუნდება თავის დროის შკალას როგორც ნორმალური მატერია. ტესლა მართლაც აგრძელებს  ტელეპორტაციისთვის კარის გაღებას. სტატიაში ნათქვამია:

"ამგვარად, თითქოს გალიაში გამომწყდეულ ადამიანს ირგვლივ არსებული ენერგიის და შესაბამისი ჩარევის შედეგად შეუძლია გასტყორცნოს და შეაჩეროს ეთერის მორევი, რომელიც ახდენს მატერიის ფორმირებას და გაქრობას".

ტესლა მიანიშნებს, რომ შესაძლებელია მატერიით მანიპულირება გონიერი ენერგიის (თანამედროვე ტექნოლოგიები) გამოყენებით ლევიტაციისა და ტელეპორტაციისთვის.  ფაქტობრივად ის ამტკიცებს, რომ სამყაროს დასაწყისში მატერია არ იყო გათვალისწინებული. საქმე დინამიურია, შესაძლებელია მისი შეცვლა და გაადაადგილება თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.

"თქვენი ბრძანებით, თქვენივე მხრიდან ძალდატანების გარეშე ძველი სიტყვები გაქრება და გაჩნდება ახლები. თქვენ ძალგიძთ შეცვალოთ ამ პლანეტის ზომა, მისი მართვა წელიწადის დროთა შესაბამისად, მზიდან მისი დაცილების რეგულირება. შეგიძლიათ გააგზავნოთ ის მუდმივ მოგზაურობაში ნებისმიერი გზით, რომელსაც აირჩევთ სამყაროს სიღრმის გავლით. მან კი შეიძლება გამოიწვიოს პლანეტების შეჯახება და საკუთარი მზეების, ვარსკვლავების, საკუთარი სითბოს და სინათლის გაჩენა. მას შეუძლია სიცოცხლის დაბადება ყველა უსასრულო ფორმით. მატერიის დაბადება და სიკვდილი იქნებოდა ადამიანის უდიდესი საქმე, რომელიც აქცევდა მას ფიზიკური შემოქმედების სფეროდ და აიძულებდა მას აღესრულებინა საკუთარი საბოლოო დანიშნულება".

ბედის ირონიით ეს სტატია გამოჩნდა მას მერე, რაც აინშტაინმა გამოაქვეყნა ფარდობითობის თეორია და ოცი წლით ადრე ჟორჟ ლემეტრის ჰიპოთეზამდე სამყაროს შექმნაზე, რომელსაც შემდეგ უწოდეს დიდი აფეთქება.  ეს დიდი აფეთქება და ჰიპოთეზა წარმოადგენს ერთადერთ წინააღმდეგობას დიდი ობიექტების ლევიტაციისა და ტელეპორტაციისთვის, მათ შორის ადამიანისა. ტესლამ 1900 წელს კვლავ გააღო კარი, მაგრამ ოცდაათი წლის მერე მეცნიერებამ დახურა ეს კარი. 

მეცნიერი ამტკიცებდა, რომ აღმოჩნდა დროისა და სივრცის სულ სხვა სარკმელში, სადაც მას შეეძლო წარსულის, აწმყოს და მომავლის დანახვა ერთდროულად, იმ დროს როცა რჩებოდა ხელოვნურად შემნილ მაგნიტურ ველში.

თუ მართლა სცადა მან დროში მოგზაურობა, სავარაუდოდ  ერთადერთი მეცნიერი არ უნდა ყოფილიყო ვინც ეს სცადა.


ტესლა ამტკიცებდა, რომ რიცხვები 3,6, 9 ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან გამოთვალა დედამიწის გარშემო საკვანძო წერტილები, რომელიც დაკავშირებული იყო 3, 6, 9-თან. ის სამჯერ შემოუვლიდა ხოლმე შენობას სანამ შიგნით შევიდოდა. ცხოვრობდა სასტუმროს ისეთ ნომრებში, რომელიც იყოფოდა სამზე. "რომ იცოდეთ 3. 6. 9 რიცხვის ბრწყინვალება, თქვენ სამყაროს გასაღები გექნებოდათ"-ამბობდა ტესლა

რატომ მაინცდამაინც ეს რიცხვები? სადაც არ უნდა იყოთ 1+2 ყოველთვის იქნება 3. მთელი სამყარო ემორჩილება ამ კანონს. არსებობს ასევე სისტემა, რომელსაც ემორჩილება ბუნება-"ორობითი სისტემა", სადაც მიმდინარეობს რიცხვების გაორმაგება. უჯრედები და ემბრიონი ვითარდება ამ სქემის მიხედვით: 1, 2, 4, 8, 16, 32...


როგორც ვხედავთ 3, 6, 9 არ გვხვდება ამ შაბლონში. მეცნიერ მარკო როდენს მიაჩნია, რომ ეს რიცხვები წარმოადგენს მესამედან, მეოთხემდე განზომილების ვექტორს, რომელსაც ის უწოდებს "დინების ველს". ეს ველი უნდა იყოს უფრო მაღალი განზომილების ენერგია, რომელიც მოქმედებს სხვა ექვსი წერტილის ენერგეტიკულ ჯაჭვზე. ესაა თავისუფალი ენერგიის საიდუმლო გასაღები, რომელსაც გაუმკლავდა ტესლა.

რიცხვების გამრავლება რომ დავიწყოთ ორზე 1-დან, მივიღებთ 2, შემდეგ 4, შემდეგ 8. 8х2=16 , რაც ნიშნავს 1+6=7. 16х2=32. შედეგად ვიღებთ 3+2=5. თუ იგივეს უკუ შევასრულებთ, მივიღებთ იგივეს. როგორც ვხედავთ, რიცხვი 3, 6, და 9 აქ არ ჩანს. ეს რიცხვები არ თავსდება შაბლონში. მაგრამ ჩნდება ერთი უცნაურობა, როცა მათ გამრავლებას ვიწყებთ. 3х2=6, 6х2=12, რასაც მივყავართ 3-მდე. ამ სქემაში არ ხსენდება 9. ჩანს 9 იმყოფება ორივე შაბლონს მიღმა. მაგრამ თუ დავიწყებთ ცხრიანის გამრავლებას, მის შედეგებს საბოლოოდ მივყავართ 9-მდე: 18, 36, 72, 144, 288...ესაა გაბრწყინების სიმბოლო. 9 არის 3 და 6 ერთობა. ამგვარად 9 არის თავად სამყარო. 
          
         მაშინ, როცა მეცნიერება შეუდგება არამარტო ფიზიკური მოვლენების
         შესწავლას, ის  მიაღწევს ბევრად დიდ პროგრესს ერთ ათწლეულში, ვიდრე
         ეს მოახერხა არსებობის წინა ასწლეულებში.
ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღები მოწყობილობაა. კოსმოსურ სივრცეში არსებობს რაღაც ბირთვი, საიდანაც ვიღებთ ცოდნას, ენერგიას, შთაგონებას. მე ვერ შევაღწიე ამ ბირთვის საიდუმლოებაში, მაგრამ ვიცი, რომ ის არსებობს.

         ხომ ნაცნობია გამოთქმა "თავს ზემოთ ძალა არაა"? ცდებით, ადამიანს                                                ყველაფერი შეუძლია.                 

        ყოფიერების დიდი საიდუმლოებების  გამოცნობა ჯერ კიდევ წინ გველოდება,                                სიკვდილიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს დასასრული.

                                                                                                                 ნიკოლოზ ტესლა



.


No comments:

Post a Comment