Thursday, 10 December 2020

ჰიტლერისა და SS-ის მაგიური ძალები

 

ჰიტლერს სწამდა ყველა თქმულებისა, რომელიც დაკავშირებული იყო ძალაუფლებასთან და არაადამინურ შესაძლებლობებთან, რომლის აპოგეად იქცა მისი შეხვედრა ბედის ანუ ლონგინოზის შუბთან ვენის მუზეუმში.

ლონგინოზის შუბი-გადმოცემებით, ჯვარცმულ იესო ქრისტეს ეს შუბი უგმირა ლონგინოზმა (ცნობისთვის, ის კაპადოკიელი იყო). ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულებანი განკურნა. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული იესო მართლაც ღმერთი იყო. მან იწამა იესო და მის საფლავს იცავდა. ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეებმა მონათლეს. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. პილატემ ისინი სიკვდილით დასაჯა. წმინდა ლონგინოზის და მისი მეგობრების სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს, თავად წმინდანთა ანდერძის მიხედვით. სწორედ მისი შუბის წვერს უწოდეს ბედის შუბი. ქრისტიანობაში ითვლება, რომ მისი მფლობელი მთელ მსოფლიოს დაეუფლება. ეს არტეფაქტი ხელთ ეპყრა: ჰუნების ბელად ატილას, იმპერატორ იუსტინიანე I, ფრანკთა მეფე კარლოს დიდს, ფრიდრიხ ბარბაროსას და სხვა.


სწორედ ამიტომ წამოიწყო მან ავსტრიის კამპანია. ყველაფერი შუბის ხელში ჩაგდების მიზანს ემსახურებოდა. როდესაც მიხვდა, რომ შუბი  დახმარებას არ უწევდა, იფიქრა  ეს იმის გამო ხდებოდა, რომ მას აკლდა ქრისტიანობის კიდევ ერთი არტეფაქტი-წმინდა გრაალი. თასი რომელშიც იოსებ არიმათიელმა ქრისტეს სისხლი შეაგროვა ჯვარზე გაკვრისას. ეს თითქოს ის ჭურჭელი  იყო, რომელსაც ქრისტე და მისი მოციქულები ზიარებისთვის იყენებდნენ. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს თასი გაქრა, როცა ჯვაროსნები ცდილობდნენ მის პოვნას. ამ წმინდა არტეფაქტის ფალსიფიკაცია ბევრჯერ სცადეს, მაგრაამ ეს ვერავინ მოახერხა.

მიუხედვად დამარცხებისა, ჰიტლერს ისევე სწამდა შუბის წვერისა, როგორც საკუთარი ხილვების. მან სცადა გადაერჩინა ის სხვებისგან და ნიურბერგის ჭაში გადამალა. ერთი წლის შემდეგ ის აშშ-ს სამხედროებმა იპოვეს და დააბრუნეს  ვენაში. როცა 2003 წელს ჩატარდა ექსპერტიზა, დადგინდა შუბის ასაკი. ექსპერტიზა ჩაატარა ლითონმცოდნეობის სპეციალისტმა რობერტ ფრეზერმა თანამედროვე მეთოდების დახმარებით. მან ზუსტად გაარკვია, რომ რელიკვია შექმნილია ლითონისგან არაუადრეს მე-7 საუკუნისა. ნამდვილი იყო შუბის შიგნით დამალული უფრო ძველი ლურსმანი. ამიტომ ივარაუდეს, რომ სწორედ ამ ლურსმნით გააკრეს იესო ჯვარზე. ეს მოსაზრება განამტკიცა გაკეთებული წარწერის გაშიფვრამ "უფლის შუბი და ლურსმანი". ასე რომ, ჰიტლერი შეცდა.

ყველამ იცის ჰიტლერის დაინტერესების შესახებ ასტროლოგებითა და ნათელმხილველებით, მაგრამ ცოტამ თუ იცის რამდენად დიდი იყო ეს ინტერესი.  უმეტესი მათგანი არ გამოირჩეოდა არაორდინალურობით. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შემორჩა ისტორიას. ასეთთა რიგს ეკუთვნის კარლ კრაფტი, რომელმაც მიუხედავად მაქსიმალური სიახლოვისა ფაშისტური გერმანიის მმართველ ელიტასთან,  მოურიდებლად თქვა, რომ ვარსკვლავებს ნებავს ომის დასრულება 1942 წელს, სხვა შემთხვევაში დამარცხება გარანტირებული იყო. კრაფტმა კარგად იცოდა ასეთი განცხადება ქვეყნის მთავარ ასტროლოგიურ ჟურნალში რით დასრულდებოდა.

კარლ ერნსტ კრაფტი ბაზელსა და ჟენევის უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნას იყენებდა ასტროლოგიაში, რომელიც მისი საყვარელი მეცნიერება გახლდათ. მას სწამდა, რომ ყველაფერი ცხოვრებაში კანონზომიერებას ექვემდებარებოდა. შეიმუშავა ასტოლოგიური თავსებადობის წესები, რომელიც დღემდე პოპულარულია. შექმნა ასტროლოგიის ქვესახეობა-კოსმოტოპია(ასტროლოგია, ფსიქოანალიზი, ფიზიოგნომიკა). კარგა ხანს ასტროლოგია მისი ჰობი იყო. 1937 წელს გერმანიაში გადასვლის შემდეგ კრაფტმა ის მთავარ თვითმიზნად გაიხადა. მან იწინასწარმეტყველა ჰიტლერზე თავდასხმა. ამის შემდეგ, კრაფტი გახდა ფაშისტური გერმანიის უმაღლესი პირების ასტროლოგი. საკუთარ ასტროლოგიურ ჟურნალში გაკეთებული რჩევის მიცემის გამო  კი, ორჯერ აღმოჩნდა ბანაკში. 1943 წელს საბოლოოდ დაატყვევეს. გარდაიცვალ ტიფით.

ცნობილია, რომ ჰიმლერი ცდილობდა ასტროლოგიის საერთოდ აკრძალვას. მისი აზრით, ზეციდან მიღებული ცოდნა არ უნდა ყოფილიყო ყველა მსურველის იარაღი. პირიქით, ის მაღალი საზოგადოების ხვედრი უნდა გამხდარიყო, რათა მხოლოდ მას სცოდნებოდა მომავალი და გაეკონტროლებინა ის. ჰიტლერის ცხოვრებაში კრაფტი წამიერი გაელვება აღმოჩნდა. იყვნენ ისეთები, რომლებმაც  ჩამოაყალიბეს დიქტატორის მსოფლმხედველობა. ასეთი იყო ჰანს ჰერბიგერი.

ჰერბიგერს მიღებული ჰქონდა ტექნიკური განათლება, ყოველთვის გატაცებული იყო ასტრონომიით და მასში წყლის შეცვლილი მდგომარეობის გამოყენებით (ორთქლი, სითხე, ყინული). შედეგად შექმნა თეორია, რომელიც ხსნიდა მთელ სამყაროს წყლის მდგომარეობის საფუძველზე. იყო ჰიტლერთან დაახლოებული. გარდაიცვალა 1932 წელს, მიენიჭა "ღვთით კურთხეული გენიალური აღმომჩენის" ტიტული.

ეს ადამიანი ბევრად უფროსი იყო ფიურერზე. შესაძლოა ამიტომ ჰქონდა დიდი გავლენა მასზე. ის მოწიწებით უსმენდა ადამიანს, რომელმაც განსაზღვრა მისი მსოფლმხედველობა. ფიურერი მას ერთ-ერთ დიდ კოსმოლოგად თვლიდა, სჯეროდა მისი შესაძლებლობების. 

ყინულის სამყაროს (მუდმივი ყინულის) და ღრუ დედამიწის თეორია ედო საფუძვლად მესამე რაიხის მთელ სამეცნიერო კონცეპციას და განსაზღვრავდა პოლიტიკურ იდეოლოგიასაც კი. ამ არაორდინალური ადამიანის გონებაში სამყაროს შექმნის თეორია დაიბადა მას შემდეგ, როცა დაინახა გამდნარი ლითონის დაცემა თოვლზე, რასაც მოჰყვა აფეთქება. აქედან გამომდინარე ივარაუდა, რომ მთელი ყოფიერება არის ცეცხლისა და ყინულის ბრძოლა. ამ პრინციპზე ააგო მან ყველა მეცნიერება. რაც შეეხება სიცოცხლის დაბადებას, ჰერბიგერი თვლიდა, რომ ოდესღაც უზარმაზარი, გახურებული კოსმიური სხეული შეეჯახა ყინულის პლანეტას. შემდეგ მოხდა დიდი აფეთქება და ცხელი სხეულის და ყინულის ნამტვრევებისგან შეიქმნა ჩვენი მზის სისტემა. დედამიწისგან მოშორებულ ყველა პლანეტას თვლიდა ყინულოვან პლანეტად. დედამიწა კი ებრძოდა ცეცხლს და ამიტომ არ გაცივდა.

ბუნებაზე ასეთ უცნაურ შეხედულებებს ვერ იტანდნენ ჰერბიგერის თანამედროვე მეცნიერები. დასაწყისში თუ ყველანაირად ლანძღავდნენ, როცა ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, დაყოლიების გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. ეს გასაგებიც იყო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც გულწრფელად უჭერდა მხარს ახალ იდეას. გამაოგნებელი ფაქტია: სამყაროს შემნის ამ იდეას მხარს უჭერდა თავად ფონ ლენარდი, რომელმაც საკუთარი კვლევებით გზა გაუხსნა რენტგენს. 

 ფიზიკოსი ფილიპ ლენარდი ევროპის ბევრ უნივერსიტეტში იღებდა განათლებას, იყო პროფესორი, ხელმძღვანელობდა რადიოლოგიურ ინსტიტუტს ჰაიდელბერგში. 1905 წელს მიიღო ნობელის პრემია. ჰიტლერის გერმანიში გახლდათ გამორჩეული ნაცისტი. გარდაიცვალა 1947 წელს.

ჰენრიხ ჰიმლერის სახელთანაა დაკავშირებული ასტროლოგ ვილჰელმ ვულფის დაახლოება ნაცისტურ ელიტასთან. ვულფი ჰამბურგში იყო დაბადებული, სწავლობდა ფერწერას და პარალელურად ასტროლოგიის შესწავლით იყო გატაცებული.  პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა მაღალი თამადაბობის პირთა კონსულტანტად. 1942 წელს ვულფი ასტრლოგიისა და იოგის ცოდნის დამსახურებით მოხვდა ბერლინის ინსტიტუტში, სადაც ტარდებოდა სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო კველევები. იმპერიის დასასრულემდე იყო ჰიმლერის მთავარი მრჩეველ-ასტროლოგი. ჰიმლერს სურდა კაცობრიობის მთელი ცოდნის კონცენტრირება, მათ შორის ფსიქოლოგიისა და მაგიის, რათა მიეღო სრული და უპირობო კონტროლი ადამიანთა გონებაზე.

საბოლოო შედეგი გახლდათ ყველაზე დიდი მისტიკური ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც ეწოდა ანენერბე-"წინაპართა ნაკვალევი". მას დიდი სიამოვნებით ჩაუდგა სათავეში ჰიმლერი. ორგანიზაციაში იღებდნენ ეზოთერიოკოსებს, ექსტრასენსებს, ალქიმიკოსებს. მათ ხელში იყო უამრავი რაოდენობის თანამშრომელი. ჰიმლერს სჯეროდა, რომ დიდი გერმანიის მიწის ქვეშ სილაზე არანაკლები რაოდენობით ოქრო იყო, რამაც შექმნა მაძიებელთა მთელი არმია. წლების განმავლობაში ძიებისას მაინც ვერაფერი აღმოაჩინეს.

1942 წელს, ჰიმლერისა და SS-ის შტანდარფიურერ ზივერსის მოლაპარაკების საფუძველზე გამოიცა ბრძანება სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის შექმნის შესახებ. დირექტორად დაინიშნა ზივერსი. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახლდათ ადამიანისა და ბუნების შეუცნობელი უნარების გამოყენების შესწავლა. ამ  მიზნით მიიწვიეს მისტიკისა და ექსტრასენსორიკის ბევრი სპეციალისტი. ეს ორგანიზაცია არ ეხებოდა ანენერბეს, ვინაიდან მისი საქმიანობა მთლიანად მიმართული იყო სამხედრო ძალის გაზრდაზე.

მესამე რაიხის ლიდერთა შორის პირველი, რომელმაც ასტროლოგიის ძალა შეაფასა, გახლდათ ჰებელსი. ის ნამდვილად ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობაში. მან ადვილად აუღო ალღო კრაფტის მიერ ინტერპრეტირებულ ნოსტრადამუსის ცენტურიებს და აღმოაჩინა მათი იდეოლოგიური გამოყენების კარგი საშუალება. მალევე გამოიცა კრაფტისეული ინტერპრეტაციები ნოსტრადამუსისა. წიგნი ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, საკვანძო მომენტი მათში იყო ჰიტლერი და დიდი გერმანია.

ყველაფერი რაც შეუსწავლელია, უნდა შესწავლილიყო, განსაკუთრებით ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში. ამის გამო ზოგიერთი ჰიტლერს ფსიქოპატადაც თვლიდა, მაგრამ ის იმ დროს მარტო არ გახლდათ მსგავს სწრაფვებში. საქმე იმაშია, რომ მან წააგო ომი და ზოგიერთი არქივი ყველასთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო სხვა მხარეთა არქივები, პირველ რიგში აშშ-ს და სსრკ-ს, მისი მემკვიდრე რუსეთის, ჯერაც მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავს ისინი.














No comments:

Post a Comment