ჩინტამანი სანსკრიტზე ნიშნავს "აზროვნების ძვირფას ქვას". ქვა ჩინტამანი ხსენდება მრავალრიცხოვან გადმოცემებში, ლეგენდებში, ასევე რელიგიურ და საერო ტექსტებში, როგორც ძველ აღმოსავლურ, ასევე თანამედროვე ხელნაწერებსა და წიგნებში. ის ნახსენებია ტიბეტურ "სუტრა სიბრძნესა და სისულელეზე" და ლეგენდებში კრიშნაზე. მას აიგივებენ გრაალის ზეციურ ქვასთან, ვინაიდან ისიც დედამიწაზე ჩამოტანილია წარღვნამდელ დროს. ამბობენ, ჩინტამანი გამოჭრილია მოელვარე შავი მინერალისგან და თავიდან მრავალწახნაგოვანი იყო. ამავე დროს, იმასაც ხაზს უსვამენ, რომ ჩვენეული ხედვითა და გაგებით მთლად ქვაც არაა. მეცნიერები ვერ შესძლებდნენ მის ყოველმხრივ შესწავლას, ვინაიდან ის ნაწილობრივ არსებობს იმ დროისა და სივრცით განზომილებაში რომელსაც აღვიქვამთ. ქვა ასოცირდება ქალურ საწყისთან და აღნიშნავს ქალის ეპოქას-სამყაროს დედის ეპოქას. ჩინტამანი ფილოსოფიური ქვის ანალოგია. არაბებისთვის ასეთია "ალ-აქსირი"-ბრძენთა ქვა.
ჩინტამანი ნახსენებია მოთხრობაში ინდრას ქსელზე-უზარმაზარი ქსელი უსასრულო კვანძებით. თითეულ კვანძში ძვირფასი ქვაა. რა ნამდვილი მოვლენები და ობიექტებია "დაშიფრული" ამ მომხიბვლელ ძველ ლეგენდებში და რა მიზანი ჰქონდა მათ, გასარკვევია. პირველ რიგში, რას წარმოადგენს ინდრას უზარმაზარი ქსელი? რისთვისაა მათში ძვირფასი ქვები? არის თუა რა ეს მხოლოდ მეტაფორა სიცარიელის აღწერისთვის ბუდისტური ფილოსოფიიდან ან კიდევ სხვა რამ?
ინდრას ქსელის ილუსტრაციას თუ მოვახდენთ, მაშინ მივიღებთ რაღაც ტექნოლოგიურ-ფანტასტიკურს უამრავი ბუშტებით, რომელიც ჰგავს მრავალგანზომილებიან ქსელს. როგორ მოახერხეს ეს ათასი წლის წინ? ინდრას ქსელი პირველად ნახსენებია ძველ ვედებში.
ამავე ვედების თანახმად, ჩინტამანის ქვა არამარტო ინდრას ქსელში იყო, ინდრა იყო თავად პირველად მისი მფლობელი. მაგრამ როცა მოგვიანებით ზეცაში დიდი ბრძოლა ატყდა, ჩინტამანის ქვა ჩამოვარდა დედამიწაზე და აქ დარჩა, რაც მის არამიწიერებაზე მიანიშნებს.
დედამიწაზე ჩინტამანის ქვა იქცა სურვილების ასრულების ქვად. ტიბეტურ ბუდისტურ ტრადიციაში ჩინტამანს გამოსახავენ როგორც მბრწყინავ მარგალიტს. მოგვიანებით, ინდუისტურ მრავალ ღმერთს გამოსახავდნენ ჩინტამანის ქვით ხელში, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ღმერთებს შეეძლო ადამიანთა სურვილების ასრულება. ხშირად ქვას გამოსახავდნენ ვიშნუსა და განეშას ხელში.
გადმოცემით, ისტორიის გარდამტეხ დროს ეს ქვა ჩნდება იმ ქვეყნებში და იმ გმირთა ხელში, ვისაც ძალუძს ადამიანის ევოლუციაზე ზეგავლენის მოხდენა. ამ ქვას ფლობდნენ მეფე სოლომონი, ჩინეთის პირველი დინასტიის იმპერატორი ცინი, ალექსანდრე მაკედონელი. თითქოს ამ ქვის ერთი ფრაგმენტი ტიბეტიდან გააგზავნეს იერუსალიმში მეფე სოლომონთან, რომელმაც ის ოთხ ნაწილად დაყო. ერთით მას ბეჭედი დაუმზადეს, ხოლო დანარჩენი სამი წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ათას ხუთასი წლის შემდეგ, წაიღო მექაში. ქვის ამ სამ ფრაგმენტს უხსოვარი დროიდან თაყვანს სცემენ მუსლიმები. მათ სწამდათ ქვის არამიწიერი წარმოშობის. გადმოცემით, ქვები დამალულია ქააბის შიგნით-უძველეს სალოცავში, რომლის გარშემო მოგვიანებით აიგო დიდი მეჩეთი. სამხრეთ ამერიკაში არსებობს ამ თქმულების საკუთარი ვერსია. ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ტვაირამ ტიტიკაკას ტბაში ააშენა ტაძარი, სადაც ინახებოდა სამი წმინდა ქვა კალა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი, წარსულში, როცა ქვა გამოვლინდა ხელდასმულებისთვის, სამ ნაწილად გასკდა. ახლო წარსულში მისი ერთი ნაწილი ინახებოდა განმარტოებულ ტიბეტურ მონასტერში, მეორე-ნიუ-იორკის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში, მესამე-შამბალაში.
ბუდისტური გადმოცემებით, ჩინეთისა და ტიბეტის საზღვარზე, მთების ქვეშ, მიწის სიღრმეში ცხოვრობს რვა უკვდავი. ეს ადგილი მდებარეობს ტიბეტის დედაქალაქ ლჰასთან ახლოს. მთებში იქ მისასვლელი გვირაბებია გაყვანილი. ზოგიერთი ისტორიკოსი წერდა, რომ ჩინტამანის ქვას შეუძლია გზამკვლევის როლი შესრულება რვა უკვდავის ქალაქისკენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთის უზარმაზარი მასივის ქვემოთ მდებარეობს აკლდამა, სადაც უხსოვარი დროიდან ინახება აურაცხელი განძი.
ტიბეტში არსებობს ძველი ლეგენდა ჩინტამანის ქვაზე, რომელიც თითქოს ორიონის თანავარსკვლავედიდანაა ჩამოტანილი. უთითებენ დროსაც კი, ჩვ.წ.აღ-მდე მე-9 საუკუნე. ფრთებიანმა ცხენმა ლუნგტმა, რომელსაც შეუძლია სამყაროს გადაკვეთა, მოიტანა ზარდახშა ოთხი წმინდა ნივთით, რომელთა შორის იყო ჩინტამანი. ქვის მასალა "სხვა სამყაროდანაა" და მისი "შინაგანი სიმხურვალე" ახდენს ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ადამიანზე. საკუთარი თვისებების შეცვლით შეუძლია მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველება.
ჩინტამანი არის მთავარი ქვის ფრაგმენტი, რომელიც ჰიმალაებშია და არის კოსმიური მაგნიტი. მას გააჩნია ზემოქმედების უზარმაზარი ძალა ადამიანთა ცნობიერებასა და სულიერებაზე. მისი ყველაზე მიუწვდომელი და საიდუმლო თვისებაა ენერგეტიკული რიტმი. ესაა ჩვენი სამყაროს გულის რიტმი, რომელიც ორიონის თანავასრკვლავედის სივრცეშია. ქვა ჩინტამანი ხელით შექმნილ არტეფაქტზე უფრო მეტია, ვინაიდან ის პირობითი კარის გასაღებიცაა, რომელიც დაიხურა ადამიანებისთვის შორეულ წარსულში.
არსებობს მონაცემები, რომ ლამაისტური მონასტრის წინამძღვარმა ტრასილუმპომ ნიკოლოზ რერიხს, მისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად, გადასცა ჩინტამანის პატარა ნატეხი, რომელიც ორიონის ახლოს მდებარე სირიუსიდან იყო ჩამოტანილი. ბუდისტურ ტექსტებში ნათქვამია: "როცა მზის შვილი დაეშვა დედამიწაზე კაცობრიობის განათლების მიზნით, დედამიწაზე დაეცა ფარი, რომელმაც მოიცვა სამყაროს მთელ ძალა."ქვა რერიხთა ხელში 1923 წელს მოხვდა და თითქოს ამ ნაჭერში იყო გახვეული.
მოგვიანებით, ელენე რერიხმა შეისწავლა ქვა და აღმოაჩინა მასზე ამოუცნობი სიმბოლოები. შესწავლის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ წარწერა გაკეთებული იყო სანსკრიტის ძველ ნაირსახეობაზე და გაშიფრა ის შემდეგნაირად: "ჩემი გზა ვარსკვლავებს შორის იყო გადებული. მოვიტანე ფარით დაფარული ბარძიმი და ასევე განძი, ორიონის საჩუქარი".
თანამედროვე ისტორიკოსი უილიამ ჰენრი თავის წიგნში წერს, რომ ფრანკლინ რუზველტი ნიკოლოზ რერიხის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც სწამდა ატლანტიდის რეალური არსებობის. არსებობს ცნობები, რომ ამერიკაში ბედის ქვა ჩაიტანეს, რომელიც ორიონიდან მოხვდა დედამიწაზე. ლეგენდის თანახმად, ქვა ატლანტიდის მმართველთა ხელში იყო, შემდეგ მეფე სოლომონთან აღმოჩნდა. ის დამალეს კოშკში, შამბალაში (ტიბეტი).
ელენე რერიხი თავის მოგონებებში, რომელსაც მისი დღიურიდან ვგებულობთ, ამბობს რომ საკუთარი თვალით ნახა ბალიშზე განთავსებული ეს ქვა. ბალიში მარმარილოს ფილაზე დევს. საცავი გამოქვაბულშია მიწის სიღრმეში. ქვის ენერგეტიკული რიტმი იგივე კოსმიური მაგნიტის რიტმია, ანუ სამაყროს გული, რომელიც მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედის სივრცეში. ელენა რერიხის თქმით, ქვა ატლანტიდის ერთ-ერთი მმართველის მფლობელობაში იყო, რომელსაც ის ქამრის ზემოთ ატარებდა.
კოსმიური მაგნიტის სუნთქვა ან რითმი გავლენას ახდენს სამყაროების დაბადებასა და დაღუპვაზე. ამიტომ ნებისმიერი კოსმიური ქმედება უნდა მიმდინარეობდეს მისი რეჟიმით, სხვაგვარად ის არ მოიტანს სასურველ შედეგებს. ქვაში უდიდესი სუნთქვის ნაწილია-ორიონის სულის ნაწილი. როცა შენთანაა, ორიონის თანავარსკვლავედის საშუალებით ის ასიმილირდება შენს რითმთან. აღმოსავლეთი სავსეა ლეგენდებით ორიონის შესაძლებლობებზე, ამიტომ აზიის ხალხები ყველგან ეძებენ მას.
No comments:
Post a Comment