Monday, 21 December 2020

ყველაზე დიდი ქრისტიანული სიწმინდის საიდუმლო ამოხსნილია


ტურინის სუდარა-ქსოვილი, რომელშიც გადმოცემით, გარდამოხსნის შემდეგ იესო ქრისტეს სხეული  გაახვიეს. ის ისევ ინახავს ბევრ საიდუმლოს და კვლავ აოცებს მკვლევარებს.

პადუის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჯულიო ფანტიმ წმინდა სუდარის მორიგი კვლევის დროს აღმოაჩინა, რომ ქსოვილზე ქრისტეს სახის გარდა აღბეჭდილი იყო კიდევ ერთი სახე.

გამოსახულების ციფრული მეთოდით დამუშავების გამოყენებით მეცნიერმა ქსოვილის მეორე მხარეს გამოავლინა წინა მხარეს არსებულის მსგავსი სახე. ზუსტი თანხვედრა მაინც ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამ ორ ობიექტს შორის გარკვეული განსხვავებებიცაა. ამასთან, მეორე გამოსახულება უფრო მკრთალია, უხარისხო. საინტერესოა ისიც, თუ პირველი ნეგატივი ქრისტეს სხეულისაა, რომელიც აღდგომისას აღიბეჭდა სახიდან და ზურგიდან, მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ თავის ანაბეჭდთან.

ჯულიო ფანტის მიერ აღმოჩენილი გამოსახულების ხარისხი არ განსხვადება ადრინდელისგან: ის მთლიანად შექმნილია ქსოვილის ზედა ძაფების ცვლილებით, რასაც გავლენა არ მოუხდენია ღრმა შრეებზე. მეცნიერის აზრით, ეს აღმოჩენა კაცობრიობას მისცემს საშუალებას გაარკვიოს როგორ გაჩნდა გამოსახულება.

ქრისტეს სუდარა ქრისტიანობის ყველაზე ამოუცნობი სიწმინდეა. ქსოვილმა ბევრი თავგადასავალი გამოიარა ბერძნების, რომაელების, ფრანგების ხელში და საბოლოო თავშესაფარი ტურინში ჰპოვა. ახლა ის ტურინის ადგილობრივ ტაძარში ინახება გაძლიერებული დაცვის ქვეშ.

სუდარასთან დაკავშირებული აღმოჩენები არ სრულდება. დიდ აღმოჩენებს ხშირად შემთხვევითი ხასიათი აქვს. შესაძლოა არავის მოსვლოდა აზრად თავში მთავარ ქრისტიანულ სიწმინდეებზე დარჩენილი სისხლის ლაქების შედარება, რომ არა რეჟისორი ივ ბუასე. მან გადაწყვიტა ფილმის გადაღება მოდურ თემაზე-კლონირება. თემის მთავარ სუბიექტად  იესო ქრისტე აირჩია, რომელიც ებრაელი მეცნიერების ბოლო კვლევების  თანახმად ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. რეჟისორის აზრით, ასეთი კომბინაცია მას  დიდ წარმატებას მოუტანდა. ბუასე შეუდგა ფილმის გადაღებას  "შესაძლებელია თუ არა ქრისტეს კლონირება?"

ეკლესიის უმაღლესი იერარქები უფლის გარშემო სამეცნიერო კვლევების წინააღმდეგ არ წასულან. ბუასეს ინტერესთა წრეში მოექცა  ტურინის სუდარა. მას ასევე ძალინ სურდა გამოეკვლია ქრისტეს ტუნიკა, რომელიც ინახებოდა პარიზის განაპირას, წმინდა დიონისეს ეკლესიაში. მაცხოვარს ის გოლოგოთას გზაზე მიმავალს ემოსა. ასევე, უყურადღებოდ არ დარჩენილა ესპანეთის ქალაქ ოვიედოს მაცხოვრის ტაძარში არსებული ქრისტეს თავის სუდარა. სამივე რელიკვიაზე შემონახულია სისხლის ლაქები.


წმინდა დიონისეს ეკლესიის ტუნიკა    




ოვიედოს სუდარა

კვლევის შედეგად გაირკვა მეტად საინტერესო რამ: სამივე სიწმინდეზე სისხლი ერთნაირი აღმოჩნდა, ამასთან იშვიათი ჯგუფის-AB. დედამიწის თანამედროვე ექვსმილიარდიანი მოსახლეობიდან ეს ჯგუფი მხოლოდ 1,5 მილიონ ადამიანს აქვს. უფრო მეტიც, ისინი ცხოვრობენ ერთ რეგიონში, ძირითადად პალესტინაში, იორდანიაში, სირიასა და თურქეთის ზოგიერთ რაიონში.


ივ ბუასე არ გამორიცხავს, რომ სისხლი ყველა სიწმინდეზე ეკუთვნოდეს ერთიდაიმავე პიროვნებას. ასეთი აღმოჩენის შემდეგ კი რეჟისორს მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა სულ გადაავიწყდა. 







No comments:

Post a Comment