წინასწარმეტყველ დანიელზე მონაცემები მისავე წიგნსა და წინასწარმეტყველ ეზეკიელთან მოიპოვება. დანიელი წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, რაც ნათლად იკვეთება ბაბილონის მეფესთან მისი სამსახურში აყვანით. დანიელი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ნიჭით და ფართო აზროვნებით. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა პირველ ებრაელ ლტოლვილებთან ერთად ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც ის ბევრი ღირსების გამო მეფის კარზე დაწინაურდა. დანიელი უმაღლეს ბაბილონურ განათლებას სამი წლის განმავლობაში ეწაფებოდა, რამაც ახლოს გააცნო ბაბილონის წარმართულ სიბრძნესთან.
მას მერე რაც ნაბუქოდონოსორის სიზმარი განმარტა, დანიელი მეფის კარზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და გახდა ბაბილონელ მაგთა კასტის მეთაური. ნაბუქუდონოსორის შემდეგ დანიელი დაივიწყეს. როცა მიდიელებმა დაიპყრეს ბაბილონი, დანიელმა მიიღო სახლმწიფო მინისტრის თანამდებობა. ის კიროსის დროსაც ინარჩუნებდა ამ თანამდებობას. დარიოსის დროს მტრების ინტრიგების წყალობით დანიელი ლომებთან ჩააგდეს ხაროში, რასაც სასწაულებრივად გადაურჩა. ამან ხელი შეუწყო მის თანამდებობრივ წინსვლას. გარდაიცვალა და დაკრძალეს უცხო მიწაზე ისე, რომ ვერ ეღირსა თავისუფლებას საკუთარ სამშობლოში. შესაძლოა სპარსეთის მეფეთა კარზე ყოფნა ტყვეობიდან დაბრუნებული ებრაელებისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა. როგორც ამბობენ, მისი საბოლოო განსასვენებელი სუზაშია, სპარსეთის სამეფოს დედაქალაქში.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი სახარებაში გახლავთ თავი, სადაც მოწაფეები ქრისტეს ეკითხებიან სამყაროს დასასრულის შესახებ: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?" (მათე 24:3) პასუხად ქრისტე ასახელებს იმ მოვლენებს, რაც მის გამოცნობას გაადვილებს. ახსენებს მისი სახელით მოსულ ცრუწინასწარმეტყველებს, ომებს, შიმშილს, მიწისძვრებს, უკანონობას, სიყვარულის გაციებას. მათეს სახარებაში ამ უსიხარული მონაცემების შემდეგ, ქრისტე ამბობს: "13. მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. 14. და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. 15. ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს; 16 მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს; (მათე, 24)
ეხება რა "სამყაროს აღსასრულისა" და მეორედ მოსვლის მნიშვნელოვან თემას, ქრისტე საუბრობს წინასწარმეტყველ დანიელზე და ამბობს: "წამკითხველმა გაიგოს", რაც მინიშნებაა რაღაც მნიშვნელოვანზე. დანიელის წიგნში მართლა ჩანს ისეთი რამ, რაც ცვლის ჩვენს წარმოადგენას სამყაროზე. მასში მითითებულია მეორედ მოსვლის ნიშნები.
კარგად ცნობილი "თიხის ფეხებზე მდგარი გოლიათი" ყველამ არ იცის, რომ საწყისს "დანიელის წიგნიდან" იღებს. ის 2500 წლის წინ, ნაბუქოდონოსორმა თავისი მეფობის მეორე წელს ნახა სიზმარში. მისი განმარტება მხოლოდ დანიელმა შეძლო. სიზმარში მეფემ იხილა უზარმაზარი, საშინელი კერპი, რომელსაც თავი ჰქონდა ოქროსი, მკერდი და ხელები-ვერცხლის, მუცელი და ბარძაყები-სპილენძის, წვივები-რკინის, ხოლო ფეხები ნაწილობრივ რკინისა, ნაწილობრივ თიხისა. შემდეგ, უცნაური ლოდი მოსწყდა მთას, გაქანებული მოხვდა რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარ კერპს და შემუსრა. ლოდი, რომელმაც კერპი შემუსრა გარდაიქმნა მთად და მთელი დედამიწა დაიკავა.
დანიელ წინასწარმეტყველის მიხედვით, მსოფლიო ისტორია იყოფა ხუთ სამეფოდ, ამიტომ მან სიზმარი განმარტა შემდეგნაირად: კერპის ოქროს თავი განასახიერებს ბაბილონს, ნაბუქოდონოსორის სამეფოს. ამის შემდეგ, რიგრიგობით მსოფლიოზე ბატონობას ხელში იგდებენ "ვერცხლისა" და "სპილენძის"სამეფოები. მეოთხე სამეფო, რომელიც მათ შეცვლის, იქნება რკინსავით მყარი, რომელიც ყველაფერს დაყოფს და დაანგრევს. და ბოლოს, დადგება უცნაური მეხუთე სამეფოს დრო, რომელსაც ექნება არამყარი თიხის ფეხები. მას დანიელმა მისცა სახელი "დაყოფილი სამეფოსი". ლოდი რომელიც დაიფშვნა არის დიდი ძალაუფლების განსახიერება, რაც ჩვეულებრივი მსოფლიო წესრიგის დასასრულსა და ახალი კანონების დადგენას ნიშნავს. "იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება." (დანიელი 2:44)
დანიელის წინასწარმეტყველების წიგნი, მე-12 თავის გამონაკლისის გარდა, ეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს არსებულ დროსა და რომის დაცემის ხანას შორის შუალედს. კონკრეტულად საუბარია: ბაბილონზე, სპარსეთ-მიდიაზე, საბერძნეთსა და რომზე. რაც სრულდება ჯერ დასავლეთ რომის დაცემით და მერე აღმოსავლეთ რომისა. დანიელის წიგნის მე-7 თავში გადმოცემულია წინასწარმეტყველება ოთხ სამეფოზე, სადაც ოთხ ცხოველზეა საუბარი და ფოკუსირება ხდება მეოთხეზე-რომი. ეს წინასწარმეტყველება ეხება რომში ეკლესიის დევნას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დომიციანეს, რომელიც ჩვ.წ.აღ-ის 91 წელს გარდაიცვალა. ვერძი და თხა (დანიელი, 8)-სპარსეთი/მიდია და საბერძნეთია. ეს წინასწარმეტყველება ეხება ეპიფანე ანტიოქელს, რომელიც იყო მმართველი 164 წ. ჩვ.წ.აღ-მდე, (დანიელი,11) სელევკიდების იმპერიასა და პტოლემეოსებზეა, სადაც განსაკუთრებით ხაზგასმულია ეპიფანე ანტიოქელის მიერ ებრაელთა დევნა 167-164 წ. ჩვ.წ. აღ-მდე. ეს წინასწარმეტყველებები ასრულდა.
რაც შეეხება მეხუთე სამეფოს ანუ "დაყოფილ სამეფოს", მისი აღწერა საოცრად გვაგონებს ახლანდელ მსოფლიო წესრიგს. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, მსოფლიოს მოწყობის ერთპოლუსიანი მოდელი შეიცვალა მრავალპოლუსიანობით, რაც ემთხვევა დანიელის წინასწარმეტყველებას: 42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე. 43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის. (დანიელი, თავი მე-2).
დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ძველ მსოფილიო წესრიგს შეცვლის ახალი, უფრო სამართლიანი. 11. მუდმივი მსხვერპლის შეწყვეტისა და გამაპარტახებელი სისაძაგლის დადგომის დროიდან ათას ორას ოთხმოცდაათი დღე გავა. 12. ბედნიერია ის, ვინც მოელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს! (დანიელი 12:11,12) ამ ნაწყვეტში საუბარია იერუსალიმის ტაძრის დანგრევაზე. ებრაელთათვის მხოლოდ ამ ტაძარში შეიძლება მსხვერპლშეწირვა, ხოლო სიწმინდის დანგრევა წყვეტს მსხვერპლშეწირვას. პირველი იერუსალიმის ტაძარი დაანგრია ნაბუქოდონოსორმა ჩვ.წ.აღ-მდე 586 წელს, რომლის თანამედროვე იყო დანიელი. ივრითზე სიტყვა ""დღეს" აქვს გადატანითი მნიშვნელობაც და ზუსტად აღნიშნავს "დროის მონაკვეთს", "ეპოქას". ბიბლიაში ხშირად "დღეების" ქვეშ იგულისხმება წლებიც.
ამის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია რამდენი დრო გავა ისტორიული თარიღიდან-იერუსალიმის ტაძრის დანგრევიდან "ნეტარ დღეებამდე". საკმარისია ავიღოთ ორივე თარიღის (1290 და 1335 წელი) და გამოვაკლოთ 586 წ. ჩვ.წ.აღ-ით, გამოვა არაუგვიანეს 2040 წლისა (2039 წ). "დაყოფილი სამეფო" შეიცვლება სხვა სამეფოებისგან აბსოლუტურად განსხვავებით. მოხდება ეს ახლებურად. კერპის განუსაზღვრელი ძალაუფლება დაიმსხვრევა საბოლოოდ და წარსულს ჩაბარდება. თუმც ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და ზუსტად არავინ იცის.
No comments:
Post a Comment