Wednesday, 31 March 2021

ისრაელში ბიბლიიდან ცნობილ გოლიათის ქალაქს მიაკვლიეს


 ისრაელში მორიგი გათხრების დროს თელ ეს-საფის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გიგანტური ქალაქის ნანგრევები, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე მე-10, 9 საკუნეებით. როგორც Jerusalem Post იტყობინება, გათხრები ჩატარდა ძველ ქალაქ გეთში, სადაც  როგორც ფიქრობენ დაიბადა დავითთან მებრძოლი, ლეგენდარული ბიბლიური გოლიათი.

ძველეგვიპტურ სასახლეში აღმოაჩინეს ორმოში დამარხული გოლიათთა ხელები


 3600 წლის წინანდელი სასახლის გათხრების დროს, ერთ დროს დიდ ქალაქ ავარისში, არქეოლოგთა ჯგუფი ოთხ ორმოს წააწყდა. ორმოებში აღმოჩნდა დიდი ზომის ხელის მტევნები. მათი უმეტესობა ზომაზე დიდი იყო, ზოგიერთი კი ძალიან დიდი.

Tuesday, 30 March 2021

სასახლე, რომელიც ნანახი სიზმრის მიხედვითაა აგებული


 სასახლის აგებამდე ფერდინანდ შევალი არაფრით იყო გამორჩეული. ის მუშაობდა ფოსტალიონად, ორჯერ იქორწინა, ჰყავდა სამი შვილი, მაგრამ სამივე შვილი ადრეულ ასაკში დაეღუპა. შვილების დაკარგვამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ფერდინანდზე. შესაძლოა სასახლის აგება მას ეხმარებოდა ოჯახური ტრაგედიის დავიწყებაში.

სასახლის იტორია კი დაიწყო, როცა შევალი ოცდაათი წლის გახდა. ყველაფერი კი მის უცნაურ  სიზმარს მოჰყვა.  სიზმარში შევალიმ იხილა როგორ  აგებდა დიდი ქვის სასახლეს. ხილვას იმდენად ცხადი სახე ჰქონდა, რომ მან ამ ნაგებობის თითეული დეტალი კარგად გაარჩია და დაიმახსოვრა.


გამოღვიძებულ ფერდინანდს  დაწვრილებით ახსოვდა ნანახი სიზმარი. ამიტომ  გაუჩნდა ისეთი გრძნობა, რომ ის წინასწარმეტყველური იყო და ღვთის ნიშანი გახლდათ. შევალის იმდენი საყოფაცხოვრებო პრობლემები ჰქონდა, რომ სასახლის აგებაზე არც კი უფიქრია თხუტმეტი წლის განმავლობაში. მას  მუდმივად ახსენდებოდა ეს იდეა, მაგრამ სხვა დროისთვის დებდა მის განხორციელებას.

Saturday, 27 March 2021

მისტიკური მთა მერუ და კავკასია


ინდუსებისთვის მერუ დედამიწის ღერძია. მის გარეშე დედამიწა ვერ იბრუნებს. ბუდიზმის მითოლოგიაში მერუ-წმინდა მთა მდებარეობს სამყაროს ცენტრში. ოკულტური სწავლება მას ათავსებს დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე. ლეგენდების თანახმად, მერუზე არსებობენ ვედური დროის დიდი ღმერთები. მოგვიანებით ინდურ მითებში მერუ ჰიმალაის 16 მწვერვალის ჩამონათვალშია, რომელიც გადაურჩა წარღვნას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ინდუსთა წარმოდგენით კაილასის მთა უფრო წმინდა გახლავთ, რომელსაც მერუზე მეტად სცემენ თაყვანს.

Sunday, 21 March 2021

ძველი ტიბეტური წყარო და ორი თანამედროვე მწერალი კორონავირუსს წინასწარმეტყველებდა

 

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ინდური ინტერნეტ საიტი "Deccan herald". ტიბეტური ხელნაწერი 2500 წლისაა და გიუდ-ჟის (Gyod-Zhi) სახელითაა ცნობილი. ის შეიცავს ზოგადად სამედიცინო ინფორმაციას და მსჯელობას დაავადებების სავარაუდო მიზეზებზე. სულ ახლახან აღმოჩნდა, რომ  მასში აღწერილი ეპიდემია ძალიან ჰგავს თანამედროვე კორონავირუსს. ამ ეპიდემიას ტექსტში ეწოდება ნიენ-რიმი.

ტექსტი იწყება იმით, რომ კალი-იუგას (ინდუისტური ღირსების დაცემის საუკუნე) ეპოქაში ადამიანები შეპყრობილი არიან სიხარბით, ხდებიან ეგოისტები და ცინიკოსები. პრობლემას წარმოადგენს ასევე რელიგიათა დაპირისპირება, ომები, განუზომელი სურვილი ადამიანისა და ცხოველის განადგურების. ამის შედეგად ირღვევა სულთა სამყარო (მარა) და ღმერთების (დაკანი) სამყარო. ადამიანები სუნთქვით გადასცემენ ვირუსს და იწყება ეპიდემია.

დაავადების აღწერა ძალიან ჰგავს კორონავირუს-ეპიდემიას, რომელიც ახლა ბობოქრებს და მთელ მსოფლიოს აწუხებს. წყაროს მიხედვით, ვირუსი ჰგავს ბუშტს გლუვი გაფართოებებით. სწორედ ასე გამოიყურება კორონავირუსი მიკროსკოპის ქვეშ.  ტექსტში ასევე აღწერილია თავად ვირუსი, როგორ მიმდინარეობს დაავადება და მისი წარმოშობის მიზეზები.


ნიენ-რიმს, ანუ ამ დაავადებას ახასიათებს სისუსტე, თავბრუსხვევა, ხველება, ძილიანობა, ცხელება. თავად ვირუსი აღწერით  მრგვალია ბლაგვი დაბოლოებებით. ტიბეტურ ტექსტში მას რა თქმა უნდა, არ ჰქვია "ვირუსი"და თავისი სახელი აქვს "ტრე ტრე ჰო" (tre tre ho).

წყაროს მიხედვით, ვირუსი  ორგანიზმში ხვდება თვალების, პირის და ცხვირის საშუალებით. მას შეუძლია დააზიანოს სასიცოცხლო ორგანოები. ამიტომ საჭიროა ნიღბის ტარება, რომელიც დაფარავს პირსა და ცხვირს. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ვირუსი უხილავია თვალისთვის. ის სწრაფად მოძრაობს, ამიტომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანი სულ რამდენიმე დღეში გრძნობს პირველ სიმპტომებს.

წყაროში ასევე აღწერილია ამ დაავადების მკურნალობის მეთოდები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭარბი რაოდენობით სითხის მიღებას. საჭიროდაა მიჩნეული სპეციალურ ბალახთა ნაყენის მიღება და მანტრების კითხვა. ტიბეტში ასეთ დროს ადამიანს ჰკიდებდნენ სპეციალურ ამულეტს ვირუსისგან დასაცავად. რაც მთავარია, ტექსტში მითითებულია, რომ  არ შეიძლება პანიკაში ჩავარდნა. აუცილებელია ფხიზელი გონების შენარჩუნება, უკუნაჩვენებია ნერვიულობა, განცდა, გაბრაზება, ვინაიდან ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მკურნალობის შედეგზე.

მე-8 საუკუნის ტიბეტელი ბერი შანტიდევა გვეუბნება: "როცა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, ნუ შფოთავ და ღელავ. როცა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, ნუ ნერვიულობ. ნერვიულობით მაინც ვერ გადაწყვეტ პრობლემას." მას მიაჩნდა, რომ ყველა დაავადებას  სწორედ მომეტებული ნერვიულობა, განცდა და უარყოფითი ემოციები იწვევს.


ცნობილი ამერიკელი მწერლის დინ კუნცის 80-იან წლებში გამოცემულმა წიგნმა "წყვდიადის თვალები", სადაც კორონავირუს პანდემიის დაუჯერებელი წინასწარმეტყველებაა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია. ზოგიერთისთვის ეს სასწაულია, ზოგიერთისთვის კი უბრალო დამთხვევა.


"წყვდიადის თვალები" გახლავთ გამოგონილი ისტორია ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაზე, რომელიც ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ფარგლებში ქმნის სასიკვდილო ვირუსს. 

წიგნში მეცნიერი ლი ჩენი, რომელიც ხელმძღვანელობს "უჰან-400"-ის კვლევას, მიემგზაცრება აშშ-ში ინფორმაციით ჩინეთის საშიშ ბილოგიუირ იარაღზე, სახელწოდებით "უჰან-400". ამ იარაღის ხელოვნური ორგანიზმები აავადებენ მხოლოდ ადამიანს და არა  ცხოველს. ადამიანის სხეულის გარეთ და -30 გრადუს ტემპერატურის დაბლა ვირუსი იღუპება. 

ექსტრასენს სილვია ბრაუნის წიგნი "დღეთა დასასრული", რომელიც გამოიცა 2008 წელს, ასევე წინასწარმეტყველებს კოვიდს-19-ის შესახებ.


"დაახლოებით 2020 წელს პნევმონიის მსგავსი მძიმე დაავადება გავრცელდება მთელ მსოფლიოში, რომელიც აზიანებს ფილტვებსა და ბრონქებს, წინააღმდეგობას უწევს მკურნალობის ყველა ცნობილ მეთოდს... უფრო მეტად გამოუცნობია ის ფაქტი, რომ დაავადება ისევე სწრაფად ქრება როგორც ჩნდება. ის კვლავ შეგვახსენებს თავს ათი წლის შემდეგ და ამის მერე საბოლოოდ ქრება".  (ნაწყვეტი წიგნიდან)







Thursday, 18 March 2021

მე-20 საუკუნის უდიდეს ექსტრასენსად წოდებული ეილინ გარეტი

 

ეილინ გარეტი ითვლება მე-20 საუკუნის უდიდეს ექსტრასენსად. მან დაიწყო ნათელმხილველობით და ტელეპატიით, გააგრძელა სპირიტული სეანსებით და დაასრულა ლსდ-ის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების შესწავლით.

ეილინ ჯანეტ გარეტი დაიბადა ირლანდიაში 1893 წელს გაჭირვებულ ოჯახში. დედამ მისი დაბადებიდან რამდენიმე დღეში მოიკლა თავი, ხოლო ექვსი კვირის შემდეგ მამამ. ობოლი ეილინი დეიდასთან დატოვეს აღსაზრდელად. დეიდა მძიმე ხასიათის  ქალბატონი იყო. ეილინი მარტოსულად იზრდებოდა. ბავშვობიდან მას ახლო კავშირი ჰქონდა ბუნებასთან,  დიდ დროს ატარებდა ტყესა და ჭაობებში. ოთხი წლის ასაკიდან იგრძნო ზებუნებრივი ძალის ზემოქმედება და ამბობდა, რომ ხედავდა სულებს, ესაუბრებოდა მათ.

Tuesday, 16 March 2021

კასაგის გამოუცნობი მინი-პირამიდები იაპონიაში

 

ბევრ ქვეყანაში გვხდება ქვისგან შექმნილი ობიექტები, რომლის დანიშნულება ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია. ევროპაში მეტნაკლებად ასეთი ნაგებობები შესწავლილია, მაგრამ სხვა ქვეყნების მეგალითური ნაგებობები პრაქტიკულად შეუსწავლელია. სამაგალითოდ კმარა ჩინეთისა და იაპონიის მეგალითური ძეგლები.

იაპონიაში მდებარეობს კასაგის მთა, რომლის ფერდობები მოფენილია მინიატურული პირამიდებით-ქვის ლოდებით, რომლებსაც პირამიდის ფორმა აქვს. არავინ იცის რეალურად როდის და რისთვის შეიქმნა კასაგის პირამიდები. მათი სიმაღლე  საშუალოდ 2 მ-ია. ისინი განლაგებულია მცირედ დასახლებულ რაიონში და იმდენად ცუდადაა შესწავლილი, რომ მათ შესახებ არაფერი იცის ახლომდებარე მსხვილი ქალაქ ნაგოას მოსახლეობის უმრავლესობამაც კი.

Sunday, 14 March 2021

უდაბნოში აღმოჩენილი ხომალდების გამოცანა


 როცა გვესმის სიტყვათშეთანხმება "გემი-მოჩვენება", ჩვეულებრივ წარმოგვიდგება მიტოვებული ხომალდი დაფლეთილი აფრებით, რომელიც მიცურავს სადღაც ოკეანეში. ხანდახან ხომალდები სანაპიროზე გამოირიყება და იქ დროთა განმავლობაში სილით იფარება. მაგრამ ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ხომალდებს პოულობენ ქვიშიან უდაბნოში. ლეგენდები ასეთ ხომალდებზე საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და არავის შეეძლო ახსნა რანაირად მოხვდნენ ისინი იქ.

Thursday, 4 March 2021

ადამიანის სხეულის ქვად ქცევის დაკარგული მეცნიერული საიდუმლო



 მე-18 საუკუნეში ფლორენციელმა პროფესორმა ჯიროლამო სეგატომ გამოიგონა ადამიანის ნეშთის მინერალიზაციის პროცესი, მაგრამ გაუნათლებელ თანამედროვეთა შიშმა ეს გამოგონება გაანადგურა. ამ საოცარი ტექნოლოგიის მტკიცებულებად დარჩა მხოლოდ  რამდენიმე რელიკვია.

Wednesday, 3 March 2021

ჩინური "ფესტოს დისკო"_ დროპას დისკო

 

1937 წელს ტიბეტის  ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დისკები, რომელსაც უწოდეს დროპას დისკები. "დროპა" (დროპკა) ტიბეტურ ენაზე ნიშნავს "მარტოხელას", "იზოლირებულს". მათი დიამეტრი 30 სმ-ია. დისკები მყარი გრანიტისგან იყო დამზადებული. მასზე უცნაური წარწერები ჩანდა ამოტვიფრული. მკვლევართა ჯგუფს ჩინელი არქეოლოგი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი იმყოფებოდა ქვეყნის ყველაზე რთულად მისასვლელ ჰიმალაის მთიანეთში, რომელიც ჩინეთის საზღვართანაა ახლოს, სადაც გვირაბების მთელი სისტემაა  განთავსებული სადგომებით. არქეოლოგებმა უამრავ პატარა გამოქვაბულში სამარხები აღმოაჩინეს, რომლის ნიშებშიც სხვა ნივთებთან ერთად იყო დროპას დისკები.