Tuesday, 29 September 2020

ჰერმოფროდიტი_საკრალური სქესი

 


ჰერმოფროდიტი არის ჰერმესისა და აფროდიტეს სახელთა შეერთების შედეგად მიღებული სიტყვა. კარგადაა ცნობილი სიმბოლიზმი და ძირითადი მნიშვნელობა ჰერმოფროდიტისა ალქიმიაში.  ესაა მგზნებარე სურვილი ერთიანობისა, რომელსაც ჰქვია სიყვარული, რაც აისახა ბიბლიის "დაბადებაში"-ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ."(2:24)

Sunday, 27 September 2020

ტიბეტის დიდი იოგი ჯეცუნ მილარეპა

 


ტიბეტელი მილარეპას გზა მრავალსაუკუნოვანი განხილვისა და მიბაძვის საგანია. ის მაგალითია იმასა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი სულითა და თავდაუზოგაობით მიაღწიო გაბრწყინებას. მისი ლექსები ზეპირსიტყვიერად გადაეცემა თაობიდან თაობას. მილარეპას სახელი მან მიიღო ტიბეტურ იოგურ პრაქტიკაში წარმატების მიღწევის შემდეგ. წარმატებულ იოგებს ანიჭებდნენ "რეპას" სახელს.

მილარეპა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-11 საუკუნეში. დაიბადა შეძლებულ ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. ბიძამ მიისაკუთრა ძმის ქონება, რომელიც მილარეპასა და დედამისს ეკუთვნოდა. დედამ გულში ჩაიდო წყენა. შვილი წამოიზარდა თუ არა, დაარწმუნა რომ  შეესწავლა მაგიის ხელოვნება, რათა ამ გზით სამაგიერო გადაეხადა მაზლისთვის და შური ეძია მასზე.

Saturday, 19 September 2020

ჩინეთის საიდუმლო საზოგადოებები

 


ჩინეთში უხსოვარი დროიდან არსებობდა საიდუმლო საზოგადოებები, ამასთან ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში რჩეულთა ეს ჯგუფები ასრულებდნენ სხვადასხვა როლს. თუკი რომელიღაც ასწლეულში მათი მთავარი საზრუნავი ძირითადად იყო სულიერი სფერო, სხვა დროს მათი ყურადღება მიპყრობილი იყო მხოლოდ პოლიტიკაზე. ამ საზოგადოებების წევრები ხდებოდნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისინი ყოველთვის იცავდნენ ღირსებას, ჭეშმარიტებას და სიწმინდეს.

ყველაზე ცნობილ საიდუმლო საძმოდ ჩინეთში ითვლება საზოგადოება ხუნი, რომელიც დღემდე არსებობს. ბოლო მონაცემებით უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გადმოცემით, ეს საზოგადოება შეიქმნა ჩვ.წ.აღ-ის მე-3 საუკუნეში. საზოგადოება აღმოჩნდა ჩართული ბევრ პოლიტიკურ ინტრიგასა და ამბოხში, ვინაიდან ყოველთვის იცავდა ღარიბთა უფლებებს. ისინი ხშირად  ესხმოდნენ თავს იმპერიის კორუფციას. ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებდა, რომ გაენადგურებინა ეს საზოგადოება. წევრებზე ძებნას აცხადებდნენ, დაჭერის შემთხვევაში სჯიდნენ. არაერთხელ გამოცხადდა, რომ ორდენი აღარ არსებობს, მაგრამ ის ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე ფერფლიდან.

Thursday, 17 September 2020

ასასინები_მკვლელთა საიდუმლო ორდენი


ორასი წელი (XI-XIII ს.) ფანატიკოს მუსულმანთა ორდენი "ასასინები" მთელ ახლო აღმოსავლეთს შიშის ზარს სცემდა თავისი სისასტიკითა და აკრძალვების არარსებობით. მათი მომსახურებით სარგებლობდნენ არამარტო აღმოსავლეთის მონარქთა ოჯახები, არამედ მთელი ევროპა. ასასინთა ორდენის დამფუძნებელი გახლდათ ჰასან იბნ საბაჰი, ზედმეტსახელად "მთის უხუცესი". დაიბადა საბაჰი შიიტთა ოჯახში, კაიროში სწავლის დასრულების შემდეგ გადავიდა შიიტ ნიზარითთა რადიკალურ სწავლებაზე. მასთან ერთად სწავლობდა ომარ ჰაიამი და ნიზამ ალ-მულკი-ვეზირი სელჯუკთა იმპერიაში.

სწორედ ნიზამ ალ-მულკიდან იწყება ასასინ მკვლელთა ისტორია. ყოფილი ამხანაგი იქცა პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ და ჰასანმა მოიშორა ის. ალ მულკს მიუგზავნეს დერვიშად გადაცმული მკვლელი. ვეზირი მოკლეს საკუთარ სასახლეში დაცვისა და უამრავი მოწმის თვალწინ. მიზეზი ამ მკვლელობისა გახდა ნიზამ ალ-მულკის ბრძანება ისმაილიტთა მუეძინის დასჯის შესახებ. შეურაცხყოფილი ასასინები მიადგნენ ალამუთს, საბაჰი სახურავზე გამოჩნდა კვერთხის ქნევით და დაიძახა: "ამ ეშმაკის სიკვდილი ანაზღაურდება სამოთხეში ნეტარებით." ასეთი "დალოცვის" შემდეგ, ვეზირს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. ალ მულკის მკვლელი დაცვამ დაგლიჯა, ასასინებმა კი სასახლე გადაწვეს. საბაჰი საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო და მიხვდა, მტერი რომ დააშინო, სულაც არაა საჭირო ჯარის შენახვა, საკმარისია ტერორისტ-ფანატიკოსები გყავდეს.

Wednesday, 16 September 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_მალიას ქვის ფილის საიდუმლო



როგორც ცნობილია, კრეტაზე არქეოლოგებმა გამოავლინეს ხუთი სასახლის კომპლექსი: კნოსო, ფესტო, მალია, ზაკროსი და კიდონია. ლეგენდის მიხედვით, მალიის სასახლე ააგო მინოსის ძმამ სარპედონმა ჩვ.წ.აღ-მდე 1900 წელს. ეს სიდიდით მესამე სასახლე მდებარობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე. კრეტაზე იშვიათი არაა ქართველური ძირის ტოპონიმები, როგორიცაა: აია, კუტაია, ფაითო, ლაზითი, ჭანია.

მალიას სასახლის მთავარ ეზოში შემონახულია უცნაური მრგვალი ქვის ფილა, რომლის დიამტერი 90 სმ-ია. იგი ჩაშენებულია მომცრო ტერასის იატაკში. დისკის ირგვლივ 33 თანაბარი ზომის ფიალის მსგავსი ჩაღრმავებაა. 34-ე  უფრო მოზრდილია და გამოწეული. ის ორიენტირებულია სამხრეთისკენ. დისკი ცენტრშიც ჩარღმავებულია.

Monday, 14 September 2020

ჰომუნკულუსი



ჰომუნკულუსი-შუა საკუნეების ალქიმიკოსებითვის იყო ადამიანის მსგავსი არსება, რომლის მიღება შეიძლებოდა ხელოვნური გზით.

დიდი ხნის განმავლობაში პირველი ჰომუნკულუსის შემქმნელად თვლიდნენ არნალდუს დე ვილანოვას, რომელიც ცხოვრობდა მე-13 საუკუნეში. ჰომუნკულუსის მიღების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეცეპტი ეკუთვნის პარაცელსს მე-16 ს. ალქიმიკოსი თვლიდა, რომ სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული ადამიანის სპერმა გაცხელებისას და ზოგიერთი სხვა მანიპულაციის დახმარებით ხდება ჰომუნკულუსი. ჰომუნკულუსს ის კვებავდა კოლბში დამატებული ადამიანის სისხლით. ამ არსების მომწიფების ვადა პარაცელსის მიხედვით ორმოცი დღეა, მისი სიმაღლე-26,27 სმ.

Friday, 11 September 2020

ტიბეტელი წინასწარმეტყველი ნეჩუნგი



ტიბეტურ ტრადიციაში "ორაკული" გამოიყენება სულის აღსანიშნავად, რომელიც შედის მედიუმის სხეულში. მედიუმები კი ცხოვრობენ ერთდროულად რეალურსა და სულთა სამყაროში, ამიტომ შეუძლიათ ხიდის როლის შესრულება, ფიზიკური გარსის გამოყენება სულის შესასვლელად.

წინასწარმეტყველი ნეჩუნგის ანუ ნეჩუნგ ჩოჯეს (ტიბეტურად) ტრადიცია სათავეს იღებს მეხუთე დალაი-ლამას დროიდან. ნეჩუნგის საშუალებით საუბრობს დალაი-ლამას მცველი სული. დალაი-ლამას დაცვის გარდა, ნეჩუნგი ასევე არის ტიბეტის ხელისუფლების მრჩეველი, რომელიც ახლა იმყოფება დევნილობაში. პირველი ნეჩუნგი ნახსენებაი 750 წელს, მაგრამ არსებობს ვერსიები, რომ ის ადრეც არსებობდა. კულტურული რევოლუციის დროს ჩინეთში ნეჩუნგის მთავარი მონასტერი მთლიანად დაანგრიეს, ხოლო ბერები განდევნეს ქვეყნიდან. ტიბეტელებმა აღადგინეს მონასტერი ინდოეთში, დჰარამსალაში.

ორაკულ ტროფონის გამოქვაბული საბერძნეთში


ორაკული-პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენდა წინასწამეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროს ძველ საბერძნეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთი საქმიანობა სარისკოდ ითვლებოდა სულიერი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მსურველები ბევნი იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ორაკული გახლდათ ტროფონი, რომელიც მდებარეობდა ბეოტიაში ქალაქ ლებადიასთან  მთაზე. სამლოცველო გამოქვაბულში იყო განთავსებული.

ტროფონი და მისი ძმა აგამედი არგონავტ ერგინის შვილები იყვნენ. ისინი პირველი დელფოს ტაძრის ხუროთმოძღვრები გახდნენ. გადმოცემოთ, როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, ძმები ძილში გარდაიცვალნენ, რაც ღმერთების დიდი კეთილგანწყობის ნიშნად ითვლებოდა. რამდენიმე ხანში ბეოტიაში გვალვა დაიწყო. იმის გასარკვევად, რითი იყო გამოწვეული ასეთი სასჯელი და რა საშუალებით უნდა განთავისუფლებიყვნენ მისგან,  დელფოში გაიგზავნა დელეგაცია. პითიას პასუხი იყო ასეთი: "მსხვერპლი შესწირეთ ორაკულ ტროფონს". პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არავინ იცოდა სად მდებარეობდა ორაკული ტროფონი.

Sunday, 6 September 2020

აკაშა ქრონიკა


აკაშა ქრონიკა გახლავთ ეზოეთერული ტერმინი, რომელიც აღწერს არაფიზიკურ ყოფიერებაში კოდირებულ მისტიკურ ცოდნას. ტერმინი ნასესხებია ინდუიზმიდან, სადაც მას იყენებენ ბუნების პირველსაფუძვლის აღსანიშნავად. ძველინდური ფილოსოფიის თანამხმად, სწორედ აკაშიდან გაჩნდნენ პირველი საბაზისო ელემენტები: ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი და ეთერი. კონცეპტი "აკაშა ქრონიკა" ეკუთვნის რუდოლფ შტაინერს.

"აკაშა  ქრონიკა" გახლავთ მისტიკური ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს მთელი სამყაროს გამოცდილებასა და მდებარეობს ზეგრძნობად, უნივერსუმის სფეროს მიღმა. იქ ინახება ცოდნა და იდეები, მარადიული მეტაფიზიკური ჭეშმარიტებები, ცხოვრების სცენარები და მათი ალტერნატივები. ესაა თავისებური ბანკი, სადაც ინახება მონაცემები სამყაროზე. მას "ცხოვრების წიგნსაც" უწოდებენ. ამ ტერმინს ხშირად იყენებდა ცნობილი მისტიკოსი ედგარ ქეისი.

Wednesday, 2 September 2020

დრუიდები და მათი საიდუმლო ორგანიზაცია (ნაწილი II )


დრუიდთა ტაძრები და სხვა რელიგიური თაყვანისცემის ადგილები არ ჰგავდა სხვა ხალხის მსგავს ადგილებს. რიტუალების უმეტესობა ტარდებოდა ღამით მუხნარში ან გაშლილ ადგილებზე დიდი ლოდებისგან შექმნილ საკურთხეველთან. ყველაზე ცნობილი ამ საკურთხევლებიდან გახლავთ სტოუნჰენჯის წრიული ქვები. სავარაუდოდ, ის ასტრონომიული ცოდნის საფუძველზეა შექმნილი.


ელიფას ლევის თქმით, დრუიდები თავშეკავებულად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ ბუნების მეცნიერებებს, უპირატესობას ანიჭებდნენ იდუმალებას და იღებდნენ ახალ წევრებს ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადის შემდეგ. ორდენის წევრთა უმეტესობა ცხოვრობდა  მონასტრის მსგავს საცხოვრებელში, ერთიანდებოდნენ ასკეტთა ჯგუფებად, როგორც ამას აკეთებდნენ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ მათგან არავინ მოითხოვდა ქორწინებაზე უარის თქმას, მაინც ცოტანი თუ იყვნენ დაქორწინებული. ბევრი დრუიდი განდეგილობდა და ცხოვრობდა გამოქვაბულში, ქოხში და ქვის სახლში. ისინი ლოცულობდნენ, ფიქრობდნენ და ჭვრეტდნენ. გარეთ გამოდიოდნენ მხოლოდ რელიგიური რიტუალების შესასრულებლად.

დრუიდები და მათი საიდუმლო ორგანიზაცია (ნაწილი I)


სიტყვა დრუიდის ეტიმოლოგიაზე ჯერაც მიმდინარეობს დისკუსია და ბოლომდე არ არის გარკვეული. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის ახლოს უნდა იყოს ირლანდიურ სიტყვა დრუის-თან, რაც "მუხის ადამიანებს" ნიშნავს. ეს თვალსაზრისი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ტყისა და ხის ღმერთებს საბერძნეთში უწოდებდნენ დრიადამებს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს სიტყვა ახლოს დგას გალურ სიტყვა დრუიდჰთან, რაც ბრძენს ან ჯადოქარს ნიშნავს.

დრუიდი-ტყეების მკვიდრი ჰარმონიულად თანაცხოვრობდა ბუნებასთან. მათ ეკრძალებოდათ ლითონის იარაღის ხმარება. თანამედროვე ისტორიკოსების, არქეოლოგების და კულტუროლოგების აზრით დრუიდები სათავეს უნდა იღებდნენ დრავიდებისგან, ასევე ჰერმესის მოწაფეებისა და კიდევ უფრო ძველი შუმერ-ასირიელი ქურუმებისგან. დრუიდთა წეს-ჩვეულებებში ჩანს ცეცხლის თაყვანისცემა როგორც ზებუნებრივი და ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მქონე. მათ სწამდათ კვამლის ზებუნებრივი ძალის, თვალყურს ადევნებდნენ რომელ მხარეს გაეფინებოდა კვამლი და ამის მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ მოსავლის ავკარგიანობას. მთავარი კვამლთან შეხება იყო. სწორედ აქედან გაჩნდა ცეცხლზე გადახტომის ტრადიცია. ყველა ძველ რელიგიაში ერთ-ერთ წმინდა ატრიბუტად ითვლებოდა წყალი. დრუიდების დამოკიდებულება წყალთან, როგორც განწმენდის და ნაყოფიერების სიმბოლოსთან ზუსტად ასეთივე იყო. განწმენდის წეს-ჩვეულებად ითვლებოდა განბანვა. ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში წყალში აგდებდნენ ნემსებს, რასაც დრუიდები ორაკულად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, ნემსს აქვს სამკურნალო მაგიის უნარი. წყალი გამოიყენებოდა მკითხაობისთვისაც. ზღვის ან მდინარის ტალღების ტყლაშუნზე წინასწარმეტყველებდნენ წყალში ხომალდებისა და ხმელეთზე მოგზაურთა დაღუპვას.

ზოგიერთი გადმოცემით, ორდენის შექმნამდე წმინდა კორომებში ცხოვრობდნენ დრიადები-ქალი ნათელხილველები და ისინი დიდ ძალას ფლობდნენ. მოგვიანებით, მატრიარქატი შეიცვალა პატრიარქატით და ტყის დრიადების ნაცვლად გაჩნდნენ დრუიდები. მსგავსად ბალკანეთზე განვითარებული პროცესებისა. ბერძნების გამოჩენამდე სულიერ ცხოვრებას მართავდნენ პელაზგი ქურუმი ქალები. ისინი ნათელმხილველებიც იყვნენ. ცნობილი მისტერიები მათი უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა. ბერძნების გაბატონების შემდეგ ქალებმა დაკარგეს თავისი როლი, თუმც კარგა ხანს სალოცავებში რიტუალები და ლოცვები მიმდინარეობდა პელაზგურად, რომელიც ბერძნებს არ ესმოდათ. სავარაუდოდ, ამ ცოდნის დაკარგვამ აიძულა არგონავტები კოლხეთში გამგზავრებულიყვნენ, ვინაიდან იქ იყო შემორჩენილი ძველი ცოდნა და სულიერი ცენტრები.  მამაკაცი დრუიდებისგან განსხვავებით ქალი ქურუმები ატარებდნენ შავ სამოსს-ქალური ენერგიის მიმღები.