Thursday, 3 October 2019

გამოუცნობი მიწისქვეშა გვირაბები და "ლითონის ბიბლიოთეკა"


დედამიწის ყველა კონტინეტზე ნახულობენ მიწისქვეშა გვირაბებს, მაგრამ რა მიზნით და ვინ გაიყვანა ეს გვირაბები, სპეციალისტებს ეს საიდუმლო ჯერაც ვერ ამოუხსნიათ. პოლონელი მკვლევარი იან პილეკი თვლის, რომ უძველესი გვირაბები მთელ პლანეტას სერავს, მათ შორის ოკეანის ფსკერსაც. ეს გვირაბები რაღაცით გამომწვარს ჰგავს. გვირაბების კედლები მთის ქანების გამკვრივებული ნადნობია, რომელიც შუშას ჰგავს. რაც უფრო ძველია გვირაბები, მისი კონსტრუქცია უფრო სრულყოფილია და ზუსტად არის ორიენტირებული. დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი 12 ათასი წლის გვირაბების კონსტრუქცია უფრო უხეშია. მაგრამ ასეთი გვირაბების გაყვანაც კი ჩვენი უძველესი წინაპრებისთვის მეტისმეტად რთული იქნებოდა.
ფრანგ სპეციალისტებთან ერთად NASA-ს  ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა მიწისქვეშა ქალაქების,  გვირაბებისა და დერეფნების ქსელი, რომელიც  გადაჭიმულია ყველა კონტინენტზე.

ყველაზე მეტს საუბრობენ სამხრეთ ამერიკულ მიწისქვეშა გვირაბების შესახებ. ცნობილი
ინგლისელი მოგზაური და მეცნიერი პერსი ფოსეტი, რომელიც მრავალჯერ იმყოფებოდა
სამხრეთ ამერიკაში, თავის წიგნებში ახსენებდა გვირაბების სისტემას ვულკან პოპოკატეპლოსა და ინპაკუატლის მახლობლად, შასტას მთასთან.

არგენტინელმა მეწარმემ, ეთნოლოგმა და საიდუმლო ფაქტების კოლექციონერმა ხუან მორიცმა 1965 წელს უდაბურ ტერიტორიაზე აღმოაჩინა უძველესი მიწისქვეშა კომუნიკაციების მთელი სისტემა განშტოებებით. თვითმყოფადი მკვლევარის სიტყვებით მიწისქვეშა გზებისა და გვირაბების გიგანტური განშტოება გადაჭიმულია ათასობით კილომეტრზე, რომელიც გადის არგენტინის, პერუსა და ეკვადორის ქვეშ. მისი თქმით, გვირაბების კედლები იყო გლუვი და მოპრიალებული, ხოლო ჭერი სწორი, თანაბარი და ძალიან ჰგავდა მომინანქრებულს.



გზა-გასასვლელები მიემართებოდნენ მიწისქვეშა დარბაზებისკენ. ერთ-ერთ გალერეაში მორიცმა თითქოს ნახა ლითონის თხელ (96X48) ფურცლებიანი  წიგნები. თვითეულ  ასეთ გვერდზე იყო დაბეჭდილი ანდა ამოტვიფრული საიდუმლო ნიშნები.  ბიბლიოთეკის ცენტრში იდგა საგნები, რომელიც ჰგავდა მაგიდას და სკამებს. რა მასალისგან იყო დამზადებული არავინ იცის. ის არც ქვა იყო და არც ლითონი. უფრო კერამიკას ჰგავდა ან თანამედროვე მასალას. ასეთი მასალა განსაკუთრებით მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ და გამოიყენება ავიაციასა და კოსმონავტიკაში. იქვე მორიცმა აღმოაჩინა ოქროსგან დამზადებული დიდი რაოდენობით ცხოველთა ფიგურები. ამ თავისებურ ზოოპარკში იყო: სპილოები, ნიანგები, ბიზონები და იაგუარები. ისინი იდგა დარბაზის კედლისა და გასასვლელების გაყოლებით. გვირაბების იატაკზე ბევრი საინტერესო ნახატი იყო ამოტვიფრული. ერთ მათგანზე გამოსახული იყო პლანეტის ზემოთ მფრინავი ადამიანი.



უცნაურ ექსპონატთა შორის იყო ოქროსგან დამზადებული მოდელი, რომელიც ძალიან წააგავდა ზებგერით სამგზავრო ლაინერს, "კონკორდს". ერთი ასეთი ფიგურა გაიგზავნა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მუზეუმში.  ავიაციის ექსპერტებმა შეისწავლეს სამუზეუმო ექსპონატი. მათი აზრით, ეს მართლა საჰაერო ხომალდის მოდელია. გაოცებას იწვევს მისი გეომეტრიულად სწორი ოქროს ფრთები. თვითმფრინავის ფიგურა დამზადებულია სუფთა ოქროსგან. სუფთა ოქრო ბუნებაში არ გვხდება. თვითნაბადი ოქრო არის მკვრივი ნაერთი ვერცხლთან 43%-მდე ოქროში და შეიცავს ასევე სპილენძს, რკინას და სხვა ლითონს. სუფთა ოქროს დღესდღეობით იღებენ სპეციალური გადამუშავების გზით თანამედროვე აპარატურის დახმარებით. საიდან ჰქონდათ ასეთი ტექნოლოგია ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლებს არავინ იცის.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, გვირაბის იატაკზე ამოტვიფრული იყო ნამარხი ქვეწარმავლის გამოსახულება. როგორც ცნობილია, დინოზავრები ჩვენს პლანეტაზე არსებობდნენ 65 მილიონი წლის წინ. თავად გამოსახულება კი თარიღდება დაახლოებით IV-IX ათასწლეულით ჩვ. წ. აღ-მდე.

1972 წელს ხუან მორიცი შეხვდა ცნობილ მკვლევარ ერიხ ფონ დენიკენს და გაანდო თავისი საიდუმლო. უჩვენა შესავლელი გამოქვაბულის ლაბირინთებში, რომელიც თითქოს მიდიოდა მიწისქვეშა დიდი დარბაზისკენ. როგორც ჩანს, დენიკენს ლეგენდარული ლითონის ბიბლიოთეკა არ უნახავს. მან მხოლოდ მისკენ მიმავალი გვირაბები ნახა. საკუთარი შთაბეჭდილებები მან გაგვიზიარა თავის ბესტსელერად ქცეულ წიგნში "ღმერთების ოქრო".

                           "...უდავოა, საუაბრია არა ბუნებრივ წარმოანაქმნებზე: მიწისქვეშა                                                             დერეფნები უხვევს ზუსტად სწორი კუთხით, ისინი-ხან განიერია,
                             ხან ვიწრო, მაგრამ კედლები ყველგან გლუვია და გაპრიალებული.                                                          ჭერი იდეალურად სწორია და თითქოს ლაქითაა დაფარული"..._წერდა დენიკენი

საინტერესო ის გახლავთ, რომ  მე-20 საუკუნის პოტენციურად ყველაზე სენსაციური აღმოჩენა მალევე მინელდა. ხუან მორიცმა "შტერნისა" და "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუებში მოულოდნელად დაიწყო უარყოფა, რომ გვირაბებში ოდესმე იყო ნამყოფი დენიკენთან ერთად. შემდეგ მან თქვა, რომ ბიბლიოთეკას იცავდა ერთ-ერთი ადგილობრივი ტომი.  სავარაუდოდ, მან ინანა დენიკენისთვის საიდუმლოს განდობა.

 მიუხედავად ასეთი უთანხმოებისა, დენიკენის წიგნმა მორიცს ახალი მომხრეები შესძინა. ერთი მათგანი გახდა სტენლი ჰოლი. ჰოლმა წაიკითხა დენიკენის წიგნი და მხარი დაუჭირა მორიცს. მორიცმა და ჰოლმა გადაწყვიტეს ექსპედიციის მოწყობა კუევა დე ლოს ტეისის რაიონში, სადაც თითქოს უნდა ეარსება შესასვლელს მიწისქვეშა "ლითონის ბიბლიოთეკაში". მათ მხოლოდ სახელგანთქმული ადამიანის მოძებნა სჭირდებოდათ ექსპედიციის ფორმალური ხელმძღვალელობისთვის. ისინი უძველესი ექსპონატების ცნობილ კოლექციონერ პადრე კრესპოსაც კი შეხვდნენ. მასზე ინფორმაცია მაქვს სტატიაში "გენეტიკური დისკის საიდუმლო".

                                                               პადრე კრესპო


                                           ხუან მორიცი და სტენლი ჰოლი


ამ როლზე მათ შეარჩიეს ამერიკელი ასტრონავტი ნეილ არმსტრონგი, რომელიც ჰოლის მსგავსად შოტლანდიური წარმოშობისა იყო. იმ წლებში ეკვადორს მართავდა სამხედრო ხუნტა, ექსპედიცია იქცა  ეკვადორისა და ბრიტანული არმიის ერთობლივ საქმედ . ისინი ეხმარებოდნენ გეოლოგების, ბოტანიკოსებისა და სხვა სპეციალისტების ჯგუფს.

ექსპედიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტი გახდა 1976 წლის 3 აგვისტოს მოვლენა, როცა ნეილ არმსტრონგი ნამდვილად შევიდა უძველეს გვირაბთა სისტემაში, რითაც მას გაუჩნდა შანსი კიდევ ერთხელ ეპოქალურად შესულიყო კაცობრიობის ისტორიაში. სამწუხაროდ იმ ადგილზე ლითონის ბიბლიოთეკის არანაირი კვალი აღმოჩნდა. სანაცვლოდ,  მეცნიერებმა ახალი სხვადასხვა სახის 40-მდე მცენარის კატალოგიზება მოახდინეს და ნახეს სამარხი კამერა, რომელიც დათარიღდა 1500 წ-ით ჩვ. წ. აღ-მდე.

ხუან მორიცი გარდაიცვალა 1991 წელს. ის ყოველთვის რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა საიდუმლოებით მოცულ მიწისქვეშეთზე. ამის გამო, თანამოაზრეებმა განიზრახეს გაეგრძელებინათ ძიება. გრაფი პინო ტუროლა თვლის, რომ "ლითონის ბიბლიოთეკა" არის ედგარ კეისის (ამერიკელი ნათელხილველი) წინასწარმეტყველების აბსოლუტური მტკიცებულება.

სტენლი ჰოლი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა პეტრონიო ხარამილოსგან, რომელმაც მორიცი დააკვალიანა, შეეტყო ბიბლიოთეკის გამოქვაბულის შესასვლელის ზუსტი კოორდინატები, მაგრამ პეტრონიო 1998 წელს გარდაიცვალა და თან წაიყოლა საიდუმლო. თუმც ჩვენი დროის ახალი ინდიანა ჯონსი სტენ გრისტი თვლის, რომ საოცნებო გამოქვაბულის შესასვლელი დაფარულია წყლის ქვეშ.  გრისტი იმედოვნებს ექსპედიციის მოწყობას კუევა დე ლოს ტეიოსში თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით.





No comments:

Post a Comment