Thursday, 31 December 2020

მაგიური ძალის მქონე ჩინტამანის ქვა


ჩინტამანი სანსკრიტზე ნიშნავს "აზროვნების ძვირფას ქვას". ქვა ჩინტამანი ხსენდება მრავალრიცხოვან გადმოცემებში, ლეგენდებში, ასევე რელიგიურ და საერო ტექსტებში, როგორც ძველ აღმოსავლურ, ასევე თანამედროვე ხელნაწერებსა და წიგნებში. ის ნახსენებია ტიბეტურ "სუტრა სიბრძნესა და სისულელეზე" და ლეგენდებში კრიშნაზე. მას აიგივებენ გრაალის ზეციურ ქვასთან, ვინაიდან ისიც დედამიწაზე ჩამოტანილია წარღვნამდელ დროს. ამბობენ, ჩინტამანი გამოჭრილია მოელვარე შავი მინერალისგან და თავიდან მრავალწახნაგოვანი იყო. ამავე დროს, იმასაც ხაზს უსვამენ, რომ ჩვენეული ხედვითა და გაგებით მთლად ქვაც არაა. მეცნიერები ვერ შესძლებდნენ მის ყოველმხრივ შესწავლას, ვინაიდან ის ნაწილობრივ არსებობს იმ დროისა და სივრცით განზომილებაში რომელსაც აღვიქვამთ. ქვა ასოცირდება ქალურ საწყისთან და აღნიშნავს ქალის ეპოქას-სამყაროს დედის ეპოქას. ჩინტამანი ფილოსოფიური ქვის ანალოგია. არაბებისთვის ასეთია "ალ-აქსირი"-ბრძენთა ქვა.

Monday, 28 December 2020

ეტრუსკი ნათელმხილველი ქურუმები_ავგურები და ჰარუსპიკები


ეტრუსკები ღმერთებთან გასაუბრების გარეშე არაფერს წყვეტდნენ. ქურუმები იყოფოდნენ ავგურებად და ჰარუსპიკებად. პირველნი წინასწარმეტყველებდნენ ფრინველთა ფრენასა და ქცევაზე. ამ პროცესს ერქვა აუგურუმი და მისგან მომდინარეობს სიტყვა "ინაუგურაცია". მეორენი-ცხოველთა შიგნეულზე, განსაკუთრებით ღვიძლზე.

მსგავსი მკითხაობა პოპულარული იყო: შუმერში, აქადში, ბაბილონში და ასირიაში. ქურუმი შეიძლება ყოფილიყო როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ეტრუსკთა მთელი ცხოვრება ექვემდებარებოდა რიტუალებს ანუ ცერემონიას. ქალაქ ცერეს სახელწოდებიდან მივიღეთ სიტყვა "ცერემონია". თორმეტი ეტრუსკული ქალაქის ლუკუმონებს ჰქონდათ არამარტო საერო, არამედ რელიგიურ ძალაუფლებაც.

Wednesday, 23 December 2020

ბიბლიური წინასწარმეტყველი დანიელი


 წინასწარმეტყველ დანიელზე მონაცემები მისავე წიგნსა და წინასწარმეტყველ ეზეკიელთან მოიპოვება. დანიელი წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, რაც ნათლად იკვეთება ბაბილონის მეფესთან მისი სამსახურში აყვანით. დანიელი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ნიჭით და ფართო აზროვნებით. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა პირველ ებრაელ ლტოლვილებთან ერთად ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც ის ბევრი ღირსების გამო მეფის კარზე დაწინაურდა. დანიელი უმაღლეს ბაბილონურ განათლებას სამი წლის განმავლობაში ეწაფებოდა, რამაც ახლოს გააცნო ბაბილონის წარმართულ სიბრძნესთან.

Monday, 21 December 2020

ყველაზე დიდი ქრისტიანული სიწმინდის საიდუმლო ამოხსნილია


ტურინის სუდარა-ქსოვილი, რომელშიც გადმოცემით, გარდამოხსნის შემდეგ იესო ქრისტეს სხეული  გაახვიეს. ის ისევ ინახავს ბევრ საიდუმლოს და კვლავ აოცებს მკვლევარებს.

პადუის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჯულიო ფანტიმ წმინდა სუდარის მორიგი კვლევის დროს აღმოაჩინა, რომ ქსოვილზე ქრისტეს სახის გარდა აღბეჭდილი იყო კიდევ ერთი სახე.

გამოსახულების ციფრული მეთოდით დამუშავების გამოყენებით მეცნიერმა ქსოვილის მეორე მხარეს გამოავლინა წინა მხარეს არსებულის მსგავსი სახე. ზუსტი თანხვედრა მაინც ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამ ორ ობიექტს შორის გარკვეული განსხვავებებიცაა. ამასთან, მეორე გამოსახულება უფრო მკრთალია, უხარისხო. საინტერესოა ისიც, თუ პირველი ნეგატივი ქრისტეს სხეულისაა, რომელიც აღდგომისას აღიბეჭდა სახიდან და ზურგიდან, მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ თავის ანაბეჭდთან.

Friday, 18 December 2020

კრეტელი ნათელმხილველი ეპიმენიდე_ კოლხ ქურუმ კურეტთა შთამომავალი


თავად სახელი ეპიმენიდე ნიშნავს მინოსის ანუ კრეტის მეფის შთამომავალს. ეპიმენიდე თავს მიიჩნევდა კურეტად. ვინ იყვნენ კურეტები? მოცემული სიტყვის ეტიმოლოგიაზე ბევრს მსჯელობენ. ამ მინოსურ სიტყვას აახლოებენ ქართულ-ზანური ხანის ფუძესთან kar/kr-"შეკვრის, დაკავშირების" მნიშვნელობით. ცნობილი ენათმეცნიერი გიორგი კლიმოვი თავის მხრივ, კურეტებთან აკავშირებს ქართულ-ზანურ kreb/kareb-"შეგროვებას". გადმოცემით, კრეტის პირველი მეფეები იყვნენ კურეტები და კუნძულის სახელწოდების ეტიმოლოგიაც თითქოს მათ უნდა უკავშირდებოდეს. კურეტთა გენეალოგია გამოძახილს პოულობს კორიბანტებთან. კორიბანტების კულტი მცირეაზიურია. კორიბანტები, ისევე როგორც კურეტები შეიარაღებულნი არიან, თან დაჰყვებიან ქალღმერთ რეა-კიბელეს.  კურეტების მდედრობითი სახე იყვნენ ნიმფები. ტიტანებმა რეა-კიბელეს გადასცეს შეიარაღებული მცველები - კორიბანტები. მათზე  ამბობდნენ, რომ ისინი (კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაკეზე, ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში) კოლხეთიდან იყვნენ წამოსული. ბერძნებამდელი სიტყვა კორიბანტი მიღებულია დიდი დედაღვთაება კიბელეს შვილის სახელიდან "კორიბას."

Friday, 11 December 2020

წინასწარმეტყველი სიბილები და იესო ქრისტე

 

ძველ საბერძნეთსა და რომში სიბილები ერქვათ ლეგენდარულ მოხეტიალე მისნებს, რომლებიც დაჯილდოებული იყვნენ მომავლის ხედვის უნარით და ხალხს აცნობდნენ ღმერთების ნებას. ანტიკური ავტორები წერენ ბევრ ასეთ სიბილაზე, მაგრამ ყველაზე სახელგანთქმული, მათ შორის, იყო კუმეის სიბილა. სწორედ მას მიაკუთვნებენ ცნობილი წინასწარმეტყველებების კრებულთა ავტორობას, რომლითაც კარგა ხანს სარგებლობდნენ რომში. მე-8-7 ს-ში ჩვ.წ.აღ-მდე საბერძნეთში ვერცერთი მისტერია უვლიდა გვერდს ამ ქალების წინასწარმეტყველებას.

თავიდან "სიბილა" გახლდათ საკუთარი სახელი. ასე ერქვა ლეგენდარულ ტროელ ქალს, დარდანოსის შვილს, რომელსაც ნათელხილვის უნარი ჰქონდა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ მიიღო განზოგადებული მნიშვნელობა და გახდა მოხეტიალე მისანთა სახელწოდება.

Thursday, 10 December 2020

ჰიტლერისა და SS-ის მაგიური ძალები

 

ჰიტლერს სწამდა ყველა თქმულებისა, რომელიც დაკავშირებული იყო ძალაუფლებასთან და არაადამინურ შესაძლებლობებთან, რომლის აპოგეად იქცა მისი შეხვედრა ბედის ანუ ლონგინოზის შუბთან ვენის მუზეუმში.

ლონგინოზის შუბი-გადმოცემებით, ჯვარცმულ იესო ქრისტეს ეს შუბი უგმირა ლონგინოზმა (ცნობისთვის, ის კაპადოკიელი იყო). ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულებანი განკურნა. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული იესო მართლაც ღმერთი იყო. მან იწამა იესო და მის საფლავს იცავდა. ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეებმა მონათლეს. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. პილატემ ისინი სიკვდილით დასაჯა. წმინდა ლონგინოზის და მისი მეგობრების სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს, თავად წმინდანთა ანდერძის მიხედვით. სწორედ მისი შუბის წვერს უწოდეს ბედის შუბი. ქრისტიანობაში ითვლება, რომ მისი მფლობელი მთელ მსოფლიოს დაეუფლება. ეს არტეფაქტი ხელთ ეპყრა: ჰუნების ბელად ატილას, იმპერატორ იუსტინიანე I, ფრანკთა მეფე კარლოს დიდს, ფრიდრიხ ბარბაროსას და სხვა.

Wednesday, 9 December 2020

ჰიტლერის კარის ნათელმხილველი ერიკ იან ჰანუსენი

 

ერიკ იან ჰანუსენი ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ფიგურაა მესამე რაიხის ისტორიაში. ზოგიერთი მას მიიჩნევს დიდ ნათელმხილველად, ზოგიერთი-თაღლითად. მისი ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ ჰერმან-ჰაიმ შტაინშნაიდერი. ის დაიბადა ვენის ღარიბ ებრაელთა ოჯახში. მისივე თქმით, წინასწარმეტყველების უნარი სამი წლის ასაკიდან დაეწყო. ჰაიმმა გააყალბა საკუთარი დოკუმენტები, დამალა ებრაული წარმოშობა, თავი დანიური წარმოშობის არისტოკრატად გაასაღა. მოგვიანებით, სახელად ჰარი დაირქვა და თავს ცნობილ იტალიელ მომღერალ ტიტო რუფოდ ასაღებდა. მალევე გადაწყვიტა თავი ეცადა ესტრადაზე. მუშაობა დაიწყო კაბარეში ილუზიონისტად, სადაც ტაროს ბანქოზე მკითხაობდა საჯაროდ. მაგრამ ერთხელ განაცხადა, რომ ბანქოს გარეშეც ხედავდა ადამიანის მომავალს. მართლაც, მისი წინასწარმეტყველება ხშირად ხდებოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ცუდი შედეგით. ამის გამო, კაბარეს უკმაყოფილო მეპატრონეებმა ის სამსახურიდან დაითხოვეს. ჰარიმ მუშაობა დაიწყო ვარიეტეში, სადაც  შორ მანძილზე აზრების კითხვასა და ჰიპნოზის სეანსების ჩატარებას შეუდგა.

Tuesday, 1 December 2020

ლევიტაციის საიდუმლო


ლევიტაცია ჩინურიდან ითარგმნება როგორც "დღისით ამაღლება". ის ნახსენებია ძველ ჩინურ წიგნებში. ლევიტაცია-ადამიანის ექსტრასენსორული უნარი დაძლიოს დედამიწის გრავიტაცია და ავიდეს ჰაერში. რაში მდგომარეობს ლევიტაციის საიდუმლო?

ადამიანის ლევიტაცია ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ფაქტია რომ ლევიტაცია შესაძლებელია. მისი არსებობა ცნობილია არა მარტო აღმოსავლეთის კულტურებში, ქრისტიანობაც აღიარებს ასეთ ფენომენს, თუმც მის მიმართ დამოკიდებულება ორაზროვანია. ქრისტიანების დამოკიდებულება ლევიტაციის მიმართ უფრო ხშირად უარყოფითია. მას ათანაბრებენ ცრუ წმინდანობასთან, რომელიც დემონურ ნიშანს ატარებს, რათა ადამიანი ჭეშმარიტი გზიდან გადააცდინოს. თუმც ცნობილია ქრისტიანი წმინდანების ლევიტაციის შემთხვევები. ცნობილია 230-მდე ასეთი შემთხვევა.

მე-13 საუკუნეში დაწერილ წმ.ფრანცისკო ასიზელის ცხოვრებაში ნახსენებია მისი უნარი მიწის ზემოთ ამაღლების. ფრანცისკო ასიზელი მეტად მოკრძალებული პიროვნება იყო და ერიდებოდა ესაუბრა საკუთარ ნიჭზე. ლევიტაციის დაწვრილებითი აღწერა მოცემულია ესპანელი მონაზვნის წმ.ტერეზა ავილიელის ბიოგრაფიაში. მონაზონი განმარტებას ადვილად იძლეოდა რელიგიური ექსტაზის დროს მიღებულ საკუთარ შეგრძნებებსა და განცდებზე, აგრეთვე ლევიტაციაზე.  ლოცვის დროს ღმერთთან ახლოს ყოფნისას, ხშირად წყდებოდა მიწას და მაღლდებოდა ნახევარი მეტრის სიმაღლზე. გრავიტაციის ძალის დამარცხება ხანდახან ნახევარ საათს გრძელდებოდა.