Sunday, 13 October 2019

მისტიკური კუნძული ავალონი და მახვილი ექსხალიბური



გადმოცემით, სასიკვდილოდ დაჭრილი მეფე ართური გადაიყვანეს კუძულ ავალონზე, სადაც ამ კუნძულის მკვიდრი ქალები ჯადოსნობის დახმარებით კურნავდნენ მას. ამიტომ ართურს საშუალება მიეცა შეესრულებინა თავისი საკრალური ფუნქცია. მაგრამ მეფე ართურის ჭრილობები ყოველწლიურად იხსნება. ერთგულებით გამორჩეული  ადამიანები სულ ტყუილად ელიან მის დაბრუნებას. დღესაც არსებობს გადმოცემა, რომ ოდესმე ართური მაინც მოვა კუნძულ ავალონიდან და თავის სამეფოს ჩაუდგება სათავეში. მეფე ართური უნდა გამოჩნდეს თეთრ ცხენზე ამხედრებული. ეს სიმბოლო დიდი როლს თამაშობს იოანეს აპოკალიფსში. წმინდა გიორგიც თეთრცხენოსანია. ართურის გამქრალ ექსხალიბურთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის კვლავ უნდა დაუბრუნდეს მეფე ართურს. ამიტომ დროდადრო წყლიდან ჩნდება და  ასხივებს.

Saturday, 12 October 2019

საკრალურ-ალეგორიული სურათხატები მეფე ართურისა და მრგვალი მაგიდის ციკლში



გრაალის შესახებ დაწერილი ყველა ტექსტი ატარებს ალეგორიულ ხასიათს და გადმოგვცემს გრაალის იმ მოძრაობაზე, რომელიც არსებობდა ევროპაში მე-8-10 ს-ში. მათი ალეგორიულობის გამო, მკვლევარებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ისინი ისტორიულ სინამდვილეს არ შეიცავდნენ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ჯვაროსნებმა აღმოსავლეთის ექსპედიციების დროს ბევრი საინტერესო მასალა და სასულიერო ტექსტები მოიპოვეს, რომელიც შემდეგ ევროპაში ჩაიტანეს. ეს ტექსტები ხშირად აერთიანებდა მოაზროვნეებს და ისინი ქმნიდნენ ორდენებს. სწორედ მათ შეუქმნეს რენესანსის დაწყებას საფუძველი ევროპაში.

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი II)



მე-12 საუკუნის ინგლისელი მემატიანე ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტების ისტორიაში" უმთავრეს ადგილს უთმობს მეფე ართურს. მხოლოდ მეორე მემატიანე გირალდ კამბრეი იმასაც კი გვიამბობს, როგორ დაესწრო მეფე ართურის საფლავის გახსნას გლასტონბერის სააბატოში, სადაც იხილა მეფის ფარი და ჯვარი. ჰალფრიდ მონმუთელი ამტკიცებს, რომ მისი ვერსია ეყრდნობა ძველი ტექსტის თარგმანს, რომელიც დაწერილი იყო ბრიტულ ენაზე, რამაც ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ ტექსტი წარმოადგენს უფრო ადრინდელ კელტურ ვერსიას. წიგნში აღწერილია მერლინის ცხოვრება, რომელიც გახლდათ ცნობილი ჯადოქარი და ართურის დამრიგებელი. კელტები მას უკვდავად მიიჩნევდნენ. მონმუთელის თანახმად, ის უელსელი მონაზვნის უკანონო შვილი იყო. მონაზონს თითქოს ანგელოზის ჩრდილი დაეცა, რის შემდეგ მოხდა უბიწო ჩასახვა, ქალი დაფეხმძიმდა. გამოდის მერლინი დაიბადა უბიწო ჩასახვის შედეგად.

Friday, 11 October 2019

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი I)



ართურ მეფის, როგორც რეალურად არსებული პიროვნების ბიოგრაფია ზუსტად არ არის დადგენილი. არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთი ვერსიით, ის რომაელი ჯარისკაცია, ან ბრიტების ერთ-ერთი ტომის მეთაური, მეორე ვერსიით-მითიური , გამოგონილი პიროვნება. მე-6 საუკ.-ის ბერი ჰილგასი წერს ვიღაც მეფეზე, რომელმაც მოიწვია საქსები პიქტების დასამარცხებლად, მაგრამ საქსებმა თვით ბრიტების ხოცვა დაიწყეს, ამიტომ თავიანთ მმართველად რომაელი ამბროსიო ავრელიანეს შთამომავალი აირჩიეს, რომელმაც მომხვდურნი გაანადგურა მთა ბადონთან. აქ არის ნახსენები მეომართა მეთაური, რომელიც მოხსენიებულია როგორც დათვი(ლათ.ursus), უელსურად-artu. მე-8, 9 საუკ.-ის უელსელი ბერი ნენიუსი ახსენებს ვიღაც დიდ მეომარს, სახელად ართური. მე-10 საუკ.-ში უცნობი ავტორის მიერ დაწერილ ისტორიულ ქრონიკაში, სადაც ბადონთან ბრძოლაზეა საუბარი, ნახსენებია ვინმე ართური,რომელიც მხრებზე ჯვარს ატარებდა ბრძოლის დროს. მე-6 საუკ.-ის ბარდი ანეირინი თავის პოემაში ართურს ახასიათებს როგორც შეუდრეკელ მეომარს და ბრძენ მმართველს. მე-12 საუკ.-ში ეპისკოპოსი ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში'' ორ ტომს უძღვნის მეფე ართურს.სწორედ აქ არის მთელი ის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად არის ცნობილი. უელსური გადმოცემით, ართური ლეგენდარული კუსტენენის (იგივე კონსტატინე) შთამომავალია. კუსტენენს ჰყავდა უამრავი შვილი, მათ შორის უთერ პენდრაგონი. უთერი ართურის მამა იყო. სახელი ართურს უკავშირებენ უელსურ სიტყვა "art''-ს. დათვი პელაზგების ტოტემი იყო.artu კელტურად ნიშნავს დათვს. დათვის კულტი ჰქონდათ პელაზგებს. პელაზგები ცხოვრობდნენ ბალკანეთში, კერძოდ არკადიაში. arkadi ბერძნულად დათვს ნიშნავს. სავარაუდოდ, ბრიტანეთში მიგრაციისას მათ თან წაიყოლეს თავისი კულტი. მოგვიანებით, ეს კულტი ნორდიულ კულტურაშიც გადავიდა.

გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო (ნაწილი II)




როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეშენბახის თქმით ძველი არაბული ხელნაწერი გრაალზე აღმოაჩინა პროვანსელმა კიოტმა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში. ვინ იყო მისი ავტორი?-ფლეგეტანისი-ბუნების დიდი მცოდნე, სოლომონის გვარიდან. მამა არაბი ჰყავდა, დედა-ებრაელი, რომელიც თაყვანს სცემდა კუროს, გააჩნდა წინასწარმეტყველების უნარი. "ფლეგეტანისი" სავარაუდოდ გამრუდებულად გადმოცემული არაბული სიტყვებია-  Felek და Tani. არაბულად FalekTani ჰერმესის სახელია. შესაძლოა ფლეგეტანისი ჰერმესის ფსევდონიმია. დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრულია მნათობთა მოძრაობით. თანავარსკვლავედების შესწავლით ფლეგატანისი ჩასწვდა ბევრ საიდუმლოს, რაზეც ის კრძალვით საუბრობდა. მან თქვა, რომ არსებობდა საგანი გრაალის სახელწოდებით. ეს სახელწოდება თითქოს მან ვარსკვლავებზე დაკვირვებით წაიკითხა. ანგელოზთა მიერ ჩამოტანილ გრაალზე ადამიანებს უნდა ეზრუნათ მას შემდეგ, რაც გაქრისტიანდებოდნენ. ისინი ისეთივე უცოდველი და სუფთანი უნდა ყოფილიყვნენ როგორც ანგელოზები. ეს სიტყვები არ იწერებოდა პირდაპირი მნიშვნელობით.

Tuesday, 8 October 2019

გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო (ნაწილი I)




ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები შექმნილი წმინდა გრაალზე გახლავთ კრეტიენ დე ტრუას პარციფალის პოემა Perceval ou le Conte du Graal. ავტორმა ვერ დაასრულა ეს პოემა. ნაწარმოების გმირი პარციფალი კელტია და გაღარიბებული უელსის რაინდული გვარის წარმომადგენელი. გმირის სახე სავარაუდოდ აგებულია ძველ უელსურ საგაზე. უელსური საგების გმირები კი მჭიდროდ არიან დაკავშირებულ კელტ გმირებთან. კრეტიენ დე ტრუა ამტკიცებდა, რომ მისი ნაწარმოები ეფუძნებოდა იმ მონაცემებს, რომელიც მან ფილიპ ფლანდრიელის წიგნში ნახა. დე ბორანმა კი გამოიყენა ერთ-ერთი აპოკრიფული სახარება, რომელიც შუა საუკუნეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს გახლავთ ნიკოდიმეს "საქმე პილატესი", სადაც აღწერილია იოსებ არიმათიელის სინედრიონის წინაშე წარდგომა, თუ როგორ გამოეცხადა იესო ქრისტე არიმათიელს საპყრობილეში და გადასცა მას გრაალი-საიდუმლო სერობის თასი. ამის შემდეგ, როგორ მოხვდა გრაალი ბრიტანეთში. სწორედ ამას მოგვითხრობს რობერ დე ბორანი თავის პოემაში "იოსები არიმათიიდან", რომელიც დაწერილი უნდა იყოს 1200 წელს.

Monday, 7 October 2019

გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი III)




გრაალის მცველი ტიტურელის წინაპარი ბერილუსი ფრანკთა განმანათლებელი იყო და ამავე დროს, მათი მეფეც. მან იქორწინა არგუზილის ქალიშვილზე. მათ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ტიტურიზონი. თავად ტიტურიზონმა  იქორწინა არაგონელი მეფის ქალიშვილ იზაბელაზე.მათ კარგა ხანს არ ჰყავდათ შვილი, ამიტომ ცოლ-ქმარი სალოცავად უფლის საფლავზე-იერუსალიმში წავიდა, რათა უფალს შვილის ყოლას შევედრებოდნენ. უფალმა ისმინა მათი ვედრება. როცა ბავშვი დაიბადა, მას ტიტურელი დაარქვეს. ბავშვის დაბადებისას, მფარვლმა ანგელოზმა მშობლებს აუწყა, რომ მოვიდოდა დრო და ბავშვი ანგელოზის მსგავსი გახდებოდა, ყმაწვილკაცობაში დაიცავდა ქრისტიანობას. მომდევნო ისტორია გვიამბობს ტიტურელისა და მისი მამის ბრძოლას ქრისტიანობის დასაცავად. ტიტურელი დახასიათებულია როგორც ბრძენი, თავშეკავებული ვაჟკაცი. როდესაც ორმაცდაათს მიაღწია, ანგელოზმა აუწყა, რომ კეთილშობილებისა და გულმოწყალებისთვის იგი გრაალის მცველად აირჩიეს.

Saturday, 5 October 2019

მისტიკური მთა შასტა

 


შასტას მთა მდებარეობს კალიფორნიაში. ესაა ჩამქრალი ვულკანური წარმონაქმნი, რომელიც უამრავი ლეგენდითაა მოსილი. ინდიელთა გადმოცემით, მთა შიგნით სავსეა ოქროთი და გვამებით. ინდიელები დიდ პატივს მიაგებდნენ მათთვის წმინდა ადგილს. მხოლოდ შამანებსა და ბელადებს ჰქონდა მასზე ასვლის უფლება. შასტა იზიდავს ბევრ ტურისტსა და მომლოცველს, სხვადასხვა რელიგიისა თუ სექტის მიმდევარს. გადმოცემით, თუ იანვრის თვეში ახვალ მთის წვერზე, მთელი წელი ჯანმრთელად იქნები.

Thursday, 3 October 2019

გამოუცნობი მიწისქვეშა გვირაბები და "ლითონის ბიბლიოთეკა"


დედამიწის ყველა კონტინეტზე ნახულობენ მიწისქვეშა გვირაბებს, მაგრამ რა მიზნით და ვინ გაიყვანა ეს გვირაბები, სპეციალისტებს ეს საიდუმლო ჯერაც ვერ ამოუხსნიათ. პოლონელი მკვლევარი იან პილეკი თვლის, რომ უძველესი გვირაბები მთელ პლანეტას სერავს, მათ შორის ოკეანის ფსკერსაც. ეს გვირაბები რაღაცით გამომწვარს ჰგავს. გვირაბების კედლები მთის ქანების გამკვრივებული ნადნობია, რომელიც შუშას ჰგავს. რაც უფრო ძველია გვირაბები, მისი კონსტრუქცია უფრო სრულყოფილია და ზუსტად არის ორიენტირებული. დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი 12 ათასი წლის გვირაბების კონსტრუქცია უფრო უხეშია. მაგრამ ასეთი გვირაბების გაყვანაც კი ჩვენი უძველესი წინაპრებისთვის მეტისმეტად რთული იქნებოდა.
ფრანგ სპეციალისტებთან ერთად NASA-ს  ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა მიწისქვეშა ქალაქების,  გვირაბებისა და დერეფნების ქსელი, რომელიც  გადაჭიმულია ყველა კონტინენტზე.

Tuesday, 1 October 2019

ბრუ ნა ბოინის ველის საოცარი და ამოუცნობი ყორღანები (ირლანდია)



ბრუ ნა ბოინის ველზე არსებული მეგალითური კომპლექსი მოიცავს 40 ყორღანს. ველი მდებარეობს დუბლინის ჩრდილოეთით ორმოც კილომეტრში. კომპლექსი წინარეისტორიული ხანისაა. ის 10 კვ. კილომეტრზეა განლაგებული. სამი მხრიდან აკრავს მდინარე ბოინი. კომპლექსი ცნობილ სტოუნჰენჯზე უფრო ძველია და ეგვიპტის პირამიდებზე ხუთასი წლით უფრო ადრე აგებული. XX ს-ის 70-იანი წლებიდან მიმდინარეობს ამ კომპლექსის სრულმასშტაბიანი კვლევა, მაგრამ აქამდე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.


ყორღანებს შორის სამი მათგანი არის ყველაზე მასშტაბური: ნიუგრეინჯი, ნაუთი და დაუთი. ყორღანული სამარხები გახლავთ დერეფნული ტიპის.