ბრუ ნა ბოინის ველზე არსებული მეგალითური კომპლექსი მოიცავს 40 ყორღანს. ველი მდებარეობს დუბლინის ჩრდილოეთით ორმოც კილომეტრში. კომპლექსი წინარეისტორიული ხანისაა. ის 10 კვ. კილომეტრზეა განლაგებული. სამი მხრიდან აკრავს მდინარე ბოინი. კომპლექსი ცნობილ სტოუნჰენჯზე უფრო ძველია და ეგვიპტის პირამიდებზე ხუთასი წლით უფრო ადრე აგებული. XX ს-ის 70-იანი წლებიდან მიმდინარეობს ამ კომპლექსის სრულმასშტაბიანი კვლევა, მაგრამ აქამდე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.
Tuesday, 1 October 2019
ბრუ ნა ბოინის ველის საოცარი და ამოუცნობი ყორღანები (ირლანდია)
Sunday, 29 September 2019
რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ, სვანეთთან (ნაწილი II )
Yanglig saga-ს მიხედვით, ფრეას ვაჟი დაბრუნდა ოდინის ძველ მიწაზე. აქედან გაემართა ვანაჰეიმში, სადაც იქორწინა ვანთა ქალზე, რომელმაც გაუჩინა ვაჟი ვანლანდა. ნიერდის უკანასკნელი პირდაპირი შთამომავალი, მმართველი იყო ჰერალდი. ის იყო ბარდი და მან დაწერა Yanglig-ის ძველი საგვარეულო გენეალოგია. მისი ბებია ააზა სავარაუდოდ, გახლდათ ვანთა რწმენის ერთ-ერთი უკანასკნელი უზენაესი პრაქტიკოსი ქურუმი ქალი. მას სახელი ჰქონდა განთქმული. მისი ეშინოდათ, როგორც ჯადოქრისა და მაგი პრაქტიკოსისა. გადმოცემით ის დაკრძალეს აზას ყორღანში, რომელიც ცნობილია "ოზე-ბერგის" სახელწოდებით.
ფრეა სკანდინავიურ მითებში ძალაუფლებით ოდინის თანასწორია. როცა საკითხი მაგიას ეხება, მას აფასებენ როგორც ლიდერ ვალკირიას. საგებში ვალკირები (ვალ ნიშნავს ბრძოლას) არიან ახალგაზრდა მეომარი ქალები. ცნობილია, რომ ისინი კავკასიის მთებში ცხოვრობდნენ ვანთა აღმოსავლეთით. ჯერვინგს მიაჩნია, რომ ვალკირები იყვნენ ამორძალთა მცველები. ნახსენებია 9 ვალკირია, რომლებიც ბალტიის რეგიონის გავლით მივიდნენ სკანდინავიაში შავი ზღვის მხრიდან. ვალკირია ამორძალების თავისებური ელიტური დაცვა იყო. მათ აღიარებდნენ ვანთა ტაძარში. ვალკირები ასევე უნდა ყოფილიყვნენ სიბილები, რომლებიც ძლიერი მაგები იყვნენ.
Saturday, 28 September 2019
რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ, სვანეთთან (ნაწილი I )
Wednesday, 25 September 2019
გილმერტონის გამოქვაბულის საიდუმლო
ედინბურგის განაპირას მდებარეობს გილმერტონის გამოქვაბული. 2003 წელს ის გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის. დიდი ხნის განმვლობაში ფიქრობდნენ, რომ გილმერტონის გამოქვაბული მე-18 საუკუნის ადგილობრივი მჭედლის ჯორჯ პატერსონის ნახელავი იყო. ახლა გაირკვა, რომ ამხელა სისტემის შექმნა მარტო მას არ შეეძლო. მაშ, ვისი ნახელავია გილმერტონი?
უკანასკნელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბების
ქსელი გახლდათ დრუიდთა ტაძარი, რომელიც 2000 წელს ითვლის. ხელით გამოჭრილი დერეფნები და საიდუმლო კამერები უკავშირდება კონტრაბანდისტებს, ტაძროსან რაინდებს და ჯადოსნობას. გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტთა უმრავლესობისთვის დღემდე დაუდგენელი დარჩა გილმერტონის გამოქვაბულში აღმოჩენილი რამდენიმე ქვის მაგიდისა და სკამის შექმნის საიდუმლო დანიშნულება.
ქსელი გახლდათ დრუიდთა ტაძარი, რომელიც 2000 წელს ითვლის. ხელით გამოჭრილი დერეფნები და საიდუმლო კამერები უკავშირდება კონტრაბანდისტებს, ტაძროსან რაინდებს და ჯადოსნობას. გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტთა უმრავლესობისთვის დღემდე დაუდგენელი დარჩა გილმერტონის გამოქვაბულში აღმოჩენილი რამდენიმე ქვის მაგიდისა და სკამის შექმნის საიდუმლო დანიშნულება.
Saturday, 14 September 2019
მითიური თართესი_მედიტერანული სამყაროს ამოუცნობი ცივილიზაცია
"როდესაც ვლაპარაკობთ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ხალხების მიერ დასავლეთის კულტურაში შეტანილ წვლილზე მეტალურგიის დარგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი დახელოვნებული იყვნენ ლითონის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში და ეს ცოდნა გამომდინარეობდა მათი ეთნო-კულტურული ცხოვრების ხასიათიდან. დროთა ვითარებაში შეიქმნა ახალი წიაღისეული მადნების მოპოვების მოთხოვნილება, რაც აიძულებდა კავკასიელებს აყრილიყვნენ და დასდგომოდნენ შორეულ გზას გარკვეული მიმართულებით. ეს ''ხალხი-მეტალურგი'' საჭიროებდა ლითონს, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი ტომობრივი მეურნეობის(მეტალურგიის) სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისთვის. მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს...პირინეის ნახევარკუნძული კი უხსოვარი დროიდან ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, როგორც უმდიდრესი საბადოების ქვეყანა''.-ნიკო მარი
Thursday, 12 September 2019
მონტე დ'აკოდი_სარდინიული ზიქურათი
კუნძულ სარდინიაზე კიდევ ერთი მეგალითური ძეგლი, მონტე დ'აკოდის სახელით ცნობილი საკულტო ნაგებობა არსებობს. მას ზიქურათის ფორმა აქვს. ეს ძეგლი 1954 წელს აღმოაჩინეს და მიაკუთვნებენ ოციერის კულტურას, რომელიც ნურაგების კულტურამდე არსებობდა სარდინიაზე. ზიქურათი ნახევრად დანგრეულია.
მონტე დ'აკოდს არ გააჩნია ანალოგი არა მარტო სარდინიაზე, არამედ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ზიქურათი უნიკალური და ამავე დროს, ერთადერთი პირამიდაა სარდინიაზე. პირამიდა აგებულია პლატფორმებად. აქვეა მინგირი (სვეტად მდგარი ქვა), დოლმენი და ქვის სფერო. მონტე დ'აკოდი ნიშნავს ''ქვის მთას''. მთავარი სტრუქტურა გარეგნულად მოგვაგონებს შუამდინარულ ზიქურათს. ზიქურათი, როგორც ფიქრობენ, წარმოადგენს სატაძრო კოშკს კიბეებით-მიმდევრობით ან სპირალურად, რაც მთის წვერის სიმბოლოს წარმოადგენს, სადაც ცხოვრობდნენ ღმერთები, ხოლო დედამიწა ცას აქ უერთდება.
ნეფ-ოფ ჰაუერი, უცნაური მეგალითური დასახლება შოტლანდიაში (ორკნეის კუნძულები_ნაწილი II )
უკანასკნელი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე, სპეციალისტებს საშულება მიეცა ორკნეის კუნძულების ბინადართა მიახლოებითი გარეგნობა აღედგინათ. ორკნეელებს ჰქონდათ კოხტა სხეული და მუქი ფერის თმა. ვარაუდობენ, რომ ისინი განსხვავდებოდნენ ჩრდ. ბრიტანეთში მცხოვრებ იბერთაგან, ვინაიდან მათ თავის ქალა უფრო განიერი და მრგვალი ჰქონდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ორი განსხვავებული ტომის კავშირის შედეგი უნდა ყოფილიყვნენ პიქტები. თუკი ანტიკური ავტორების გადმოცემებს დავუკავშირებთ მონაცემებს მომცრო ტანის, მუქთმიან პიქტებს, რომლებიც ცხოვრობდნენ შოტლანდიაში-ჰაილენდში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსახლეობა იყო არაინდოევროპული, რაც ისტორიულ ხანაშიც პოულობს დადასტურებას. ცნობილია, რომ ირლანდიელებს თავის გადმოცემებში შემონახული აქვთ ლეგენდები ჩრდილოეთის კუნძულებზე, რომლის ბინადარნი იყვნენ ტუატა დე დანაანის-ქალღმერთ დანუს ტომები. ისინი გამოირჩეოდნენ სიბრძნით, ტანით მომცრონი, მაგრამ იყვნენ მარადიულად ახალგაზრდა და მშვენიერი. ხალხს მართავდნენ მეცნირებისა და ჯადოქრობის დახმარებით. მათი მმართველობის ხანას ირლანდიაში თვლიან ოქროს საუკუნედ. ტუატა დე დანანის ხალხი გაყარა ზღვიდან მოსულმა ხალხმა. ამიტომ ისინი გადავიდნენ მიწისქვეშა სამყაროში, სადაც მათ მარადიული ცხოვრება ელოდათ. გადმოცემით, ეს ხალხი ცხოვრობდა გამოქვაბულებსა და ჯადოსნურ ყორღანებში.
Wednesday, 11 September 2019
სკარა-ბრეი, უცნაური მეგალითური დასახლება შოტლანდიაში (ორკნეის კუნძულები_ნაწილი I )
Tuesday, 10 September 2019
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი IV )
"დღესდღეობით ევროპის მთელ გაყოლებაზე წინაინდოევროპული სამყაროს მემკვიდრეობა შეინიშნება Rh ნეგატიური სისხლის ჯგუფის გავრცელების მეშვეობით. ჯგუფისა, რომელიც მხოლოდ ევროპული წარმომავლობის მოსახლეობისათვის არის დამახასიათებელი. Rh ნეგატიური გენის ყველაზე მაღალი პროცენტული შემადგენლობა, 55%, და Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა, 25-30%, გვხვდება ბასკებს შორის. რამდენადმე ნაკლებია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და კიდრვ უფრო ნაკლებია, 12-15% - ცენტრალურ ევროპაში, 9-12% - ჩრდილოეთ-ცენტრალურ- და ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში. მისი სიხშირე უმნიშვნელოა მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში. კავკასიაში, ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, ანუ დასავლეთ საქართველოში, Rh ნეგატიური ფენოტიპის სიხშირე ზოგჯერ 20% აღემატება." " გენების სიხშირის საშუალო მაჩვენებლები ნათელყოფენ ორივე ამ რეგიონის უნიკალურ გენეტიკურ ადგილს ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოსახლეობასთან მიმართებაში- 11 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 87, 92, 156.4; Cavalli-Sforza 1991, 73.
ზ. ინასარიძის მონცემებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში Rh ნეგატიური ინდივიდუალების სიხშირე აღწევს 25-30% . Rh სისტემასთან დაკავშირებით, d გენის სიხშირე ქართულ მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში და აგრეთვე აღმატებულია ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან შედარებით, მაგ. ზუგდიდის რაიონში იგი 48%-ზე მეტია (Nasidze et al.1990, 612, Table2) .მთლიანობაში, ABO სისტემასთან დაკავშირებით, O გენის ყველაზე მაღალი სიხშირე კავკასიაში - 69% (დასავლეთ საქართველოში - 72-78%, ფენოტიპების სიხშირით - 54-62%) და B გენის ყველაზე დაბალი სიხშირე - 8% (დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - 2-4%) საქართველოში (A გენის სიხშირე აქ არის - 22.6%) შეინიშნება. (Inasidze et al. 1990, 611
Wednesday, 31 July 2019
"ანენერბე", რუნები და მაგია ნაცისტურ გერმანიაში
გერმანიის ტერიტორიაზე რუნების ტრადიცია უძველესი დროიდან ჩნდება. ცენტრალურ ევროპაში პირველი რუნული ნიშნები ჩაისახა 10-12 ათასი წლის წინ. მათ კულტისა და მაგიის მიზნით იყენებდნენ. მაგიურ რუნებს კვეთდნენ იარაღზე, რაც მტრისგან თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა მეომრისთვის. ასეთ იარაღს ფლობდნენ გმირი მეომრები და ბელადები. მოგვიანებით, შუა საუკუნეების გერმანიაში გაჩნდა რუნული მაგიის საკუთარი სკოლა.
კათოლიკურმა ეკლესიამ და ინკვიზიციამ რუნული დამწერლობა ლათინურით შეცვალა.
აიკრძალა მაგიური რიტუალები. მაგრამ აკრძალვის მიუხედავად, წარმართული რელიგიის ზოგიერთმა მიმდევარმა მოახერხა შემოენახა ძველ რუნთა ცოდნა. ამის მაგალითი ვილიგუტების საგვარეულო იყო.Saturday, 27 July 2019
საიდუმლო ორგანიზაცია "ანენერბე" და ჰიტლერი
"ანენერბე" ანუ "წინაპართა მემკვიდრეობა" მესამე რაიხის ყველაზე გასაიდუმლოებული
ორგანიზაცია გახლდათ. ოფოციალურად ამ ორგანიზაციას უნდა შეესწავლა ძველი ისტორია, გერმანელი ხალხის ტრადიციები და მემკვიდრეობა. თუმც მისი მიზანი უფრო ამბიციური იყო. ამ ორგანიზაციის შექმნის ფესვები მეტად ღრმად მიდის ისტორიაში, ვიდრე თვლიდნენ ადრე. ორგანიზაციამ რთული და გრძელი გზა გაიარა. როგორც ცნობილია, ნაციზმის იდეოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს საიდუმლო ორგანიზაციებმა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა ნაცისტური სახელმწიფო.
ავსტრიის ქალაქ ლამბახის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარმა თეოდორ ჰაგენმა ხანგრძლივად იმოგზაურა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის მიზანი გახლდათ ეზოთერული ცოდნის ძიება. ჰაგენი მოგზაურობიდან ცარიელი ხელებით არ დაბრუნებულა. მან უამრავი ძველი ხელნაწერი ჩამოიტანა, რომლის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაბრუნების შემდეგ, წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეუკვეთა ახალი ბარელიეფების დამზადება. მათ საფუძვლად კი იქცა სვასტიკა-სამყაროს ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი.
ავსტრიის ქალაქ ლამბახის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარმა თეოდორ ჰაგენმა ხანგრძლივად იმოგზაურა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის მიზანი გახლდათ ეზოთერული ცოდნის ძიება. ჰაგენი მოგზაურობიდან ცარიელი ხელებით არ დაბრუნებულა. მან უამრავი ძველი ხელნაწერი ჩამოიტანა, რომლის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაბრუნების შემდეგ, წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეუკვეთა ახალი ბარელიეფების დამზადება. მათ საფუძვლად კი იქცა სვასტიკა-სამყაროს ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი.
Thursday, 25 July 2019
ლეგენდარული ქალაქი ელდორადო
ამერიკის აღმოჩენამ და აბორიგენი მოსახლეობის ჩვევებმა დაბადა მითი
ზღაპრულ ქალაქ "ელდორადოს" არსებობის შესახებ. და აი, უკვე 500 წელია რაც ეს ლეგენდა მოსვენებას არ აძლევს განძის მაძიებელთ. ელდორადო გახლავთ ქალაქი, სადაც ქუჩები ოქროთია მოკირწყლული, ხალხი უზრუნველად და უდარდელად ცხოვრობს. გადმოცემით, ქალაქი მდებარეობს ამაზონის ტროპიკული ტყეების გულში. მე-16 საუკუნეში ესპანელი კონკისტადორები სახიფათო მოგზაურობას არ ერიდებოდნენ, რათა თუნდაც ცალი თვალით შეეხედათ ამ ოქროცურვილი ქალაქისთვის.
მე-16 საუკუნის ბრიტანელმა მკვლევარმა სერ უოლტერ რეილიმ თითქოს დაადგინა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა. XXI-ე საუკუნის მკვლევარები კი პატარა იმედსაც არ იტოვებენ მის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
Tuesday, 16 July 2019
ბიბლიური ოფირი_სოლომონ მეფის ზღაპრული ქვეყანა
ბიბლიიდან ყველასთვის ცნობილია, რომ სოლომონ მეფეს უამრავი ოქრო, ზურმუხტი, ალმასი ჩამოჰქონდა ქვეყნიდან, რომლის სახელი გახლდათ ოფირი. დიდი ხანია მკვლევარები თავს იმტვრევენ ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის დასადგენად. გამოითქვა უამრავი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დაზუსტებული ჯერ არცერთი არ გახლავთ. საქმეში მინერალოგები ჩაერთვნენ. მათ დაადგინეს, ასეთი სახის ძვირფასი ქვები და ოქრო ერთად მოიპოვება დედამიწის მხოლოდ ერთ ადგილზე-ანდებში. მაგრამ ამის საპირისპირო არგუმენტი გახლდათ ხომალდების შეუძლებელი მოგზაურობა მთებში. ეს მოსაზრება დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ამერიკელი არქეოლოგი, მოგზაური ჯინ სავოი. მან კვლევების დაწყება სწორედ ანდებში გადაწყვიტა, კონკრეტულად პერუში.
1964 წელს სავოიმ პერუს ჩრდილოეთით აღმოაჩინა დიდი ციხესიმაგრე "კუელაპი", რომელიც ერთ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. 1985 წელს კი სავოიმ ამ ციხესიმაგრის მახლობლად 80 კვ. კმ-ზე არსებულ მთელ ქალაქს მიაკვლია. ქალაქის არქიტექტურა არ ჰგავდა ინკებისას. როგორც შემდეგ გაირკვა დასახლება ეკუთვნოდა ჩაჩაპოიალებს. ჩაჩაპოიალთა ცივილიზაცია არსებოდა ახ.წ აღ. მე-8 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. ისინი საკუთარ თავს "ღრუბლების მეომრებს" უწოდებდნენ.
Sunday, 14 July 2019
ტოდა_დაკარგული ქვეყნის იდუმალი ხალხი
ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, ნილგირის მთებში (ნილგირი-ცისფერი მთები) ცხოვრობს მცირერიცხოვანი 1000 კაციანი ტომი. ტოდას ტომი გარეგნულად არ ჰგავს ინდოეთის იმ მხარეში მცხოვრებ დრავიდულ მოსახლეობას. არიან მაღლები, აქვთ სწორი ნაკვთები. მცირერიცხოვნება მათ გაქრობას არ ნიშნავს, ვინაიდან ამდენი იყვნენ მაშინაც, როცა ევროპელებმა პირველად აღმოაჩინეს ისინი. მოსახლეობის რაოდენობას თავად არეგულირებენ. უფრო მეტიც, მამაკაცების და ქალების რაოდენობა მუდმივად ერთი ექვთ-ოცი ქალი ას მამაკაცზე. ადრე ფიქრობდნენ, რომ ისინი სქესთა თანაფარდობას არეგულირებდნენ არასასურველი ბავშვების მკვლელობით, რაც არ დასტურდება. თავად ტოდელები ამბობენ, რომ შეუძლიათ იმდენი ბავშვის გაჩენა რამდენიც საჭიროა, როგორც იქცეოდნენ საკუთარ სამშობლოში ადრე. ტოდას ხალხში ქალის დიდი კულტია და დიდ პატივს სცემენ მას.
Friday, 5 July 2019
ამოუცნობი ეგვიპტე_ბენბენი, არამიწიერი წარმოშობის ქვა
წმინდა გორაკი. გადმოცემით, სწორედ ამ ადგილზე ამოვიდა პირველად მზე. აქ
აღმართეს წმინდა სვეტი, პირამიდებამდე ბევრად ადრე. მოგვიანებით კი ის უფრო წმინდა რელიკვიით შეცვალეს.
ამ რელიკვიის სახელწოდება გახლდათ ბენბენი-კონუსის ფორმის იდუმალი ქვა.
ქვა ბენბენი აღმოაჩინეს ფენიქსის ტაძარში. იგი ამ ფრინველის სიმბოლო გახლდათ.
თავიდან ბენბენი იყო ბორცვი, რომელიც ნუნას პირველი წყლებით გაჩნდა. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით შემოქმედი ღმერთი ატუმი დაეშვა ბორცვზე და დაიწყო ფიქრი როგორი ღმერთები უნდა შეექმნა. ბორცვი შემდეგ პატარა პირამიდად იქცა, რომელიც ჰელიოპოლისში იყო განთავსებული. პირველი ბორცვის საპატივსაცემოდ ქვას ეწოდა ბენბენი. ეს გახლდათ ჰელიოპოლისის მზის ტაძრის წმინდა ქვა.
გადმოცემით, სწორედ ამ ადგილზე დაეცა პირველი მზის სხივი. ფენიქსს ანუ ფრინველ ბენუს დიდ პატივს მიაგებდნენ ჰელიოპოლისში. ის ცხოვრობდა ბენბენზე. ქვა ინახებოდა ფენიქსის ტაძარში და გახლდათ ლეგენდარული კოსმიური ფრინველის სიმბოლო, რომელსაც აღდგომისა და ხელახლა დაბადების უნარი გააჩნდა.რითაც წლის დროთა ციკლურ ცვლილებას განასახიერებდა.ძველ ეგვიპტეში ფენიქსს გამოსახავდნენ ნაცრისფერი წეროს სახით. არსებობდა რწმენა, ფენიქსის გამოჩენა ჰელიოპოლისში ახალი ციკლის, ან ახალი ერის დაწყებას მოასწავებდა. ფენიქსის პირველმა გამოჩენამ დაბადა ბენბენის კულტი. სავარაუდოდ, ის განიხილებოდა კოსმიური ფრინველის თესლად("ბენ" ადამიანის სპერმას ნიშნავს, ეაკულაციას).
Monday, 1 July 2019
ამოუცნობი ეგვიპტე_დღემდე უცნობი ტექნოლოგიითა და მასალით შესრულებული ბროლის თვალები
ეგვიპტის ბევრ გამოცანას კიდევ ერთი გამოცანა ემატება: ეგვიპტურ ქანდაკებებს ამშვენებს მთის ბროლისგან დამზადებული ლინზები. ყველასთვისაა ცნობილი რამდენად რთული გახლავთ ამ მასალის დამუშავება. გამოყენებული ლინზების ხარისხი ისეთი მაღალია, რომ გონებაში თავისთავად იბადება აზრი სახარატო და სახეხი დაზგების გამოყენებაზე. ფარაონ ჰორის ხის ქანდაკების თვალები ცოცხალი ადამიანის თვალებს ჰგავს.
ის ხან ცისფრად, ხან ნაცრისფრად ელავს განათების კუთხის შესაბამისად და თვალის ბადურის კაპილარების სტრუქტურის იმიტაციასაც კი ახდენს. ბერკლის უნივესიტეტის პროფესორ ჯეი ენოქის კვლევებმა აჩვენა ამ შუშის მულიაჟების ოპტიკური თვისებების გასაოცარი მსგავსება ნამდვილი თვალის ფორმასთან. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ჰორის თვალები ამობურცული და კარგად გაპრიალებული
ლინზებია. თვალის გუგა დახატულია ლაპის-ლაზურით.Wednesday, 20 February 2019
ამოუცნობი ეგვიპტე_ჰერაკლიონი-პტოლემეუსთა დაკარგული ქალაქი
გადმოცემით, ჰერაკლიონის დაფუძნება ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირდება. ამ მდიდარმა ქალაქმა გავლენა ალექსანდრიის აგების შემდეგ დაკარგა.
ბერძნები ეგვიპტის ამ მნიშვნელოვან პორტს იცნობდნენ ჰერაკლიონის სახელწოდებით.
ეგვიპტელებისთვის კი მისი სახელი ტონისი გახლდათ. კლეოპატრა სწორედ ჰერაკლიონში აკურთხეს დედოფლად. ქალაქის მომგებიანი მდებარეობა მრავალი ქვეყნის ვაჭარს იზიდავდა. ამის ხარჯზე ქალაქი მდიდრდებოდა და ყვაოდა.
სტრაბონმა აღწერა ჰერაკლიონის მკვიდრთა მხიარული ცხოვრება. ჰეროდოტეს მოხსენიებული აქვს ქალაქის ცენტრში აღმართული ტაძარი, რომელმაც ის ჩვ.წ,აღ-მდე 450 წელს მოინახულა. ტაძარი აგებული იყო იმ ადგილზე, სადაც გადმოცემით ჰერაკლემ პირველად დადგა ფეხი ეგვიპტის მიწაზე. ჰერაკლიონში იდგა ასევე სერაპისის, იზიდას, და ანუბისის ტაძარი.
Tuesday, 19 February 2019
ჰაი-ბრაზილი_კუნძული მოჩვენება
ირლანდიური მითებისა და ლეგენდების მიხედვით, ჰაი-ბრაზილი ნეტართა კუნძულია. იქ ძლიერი ჯადოქრები, ბრძენი განდეგილები და წარსულის გმირები ცხოვრობენ. ჰაი-ბრაზილი არის უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობის მხარე, სადაც არ არის დაავადებები და ტანჯვა. ამ კუნძულის არსებობის რწმენა ხალხში ისე იყო ფესვგადგმული, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში მას ათავსებდნენ
გეოგრაფიულ რუკაზე ირლანდიის დასავლეთით.გადმოცემით კუნძული დაფარული იყო ნისლით. გავრცელებული ლეგენდის
მიხედვით, ჰაი-ბრაზილის დანახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ.
ზოგიერთისთვის ჰაი-ბრაზილის არსებობა მითებისა და ლეგენდების სფეროს
განეკუთვნებოდა. თუმც ევროპელთა ერთი ნაწილი თვლიდა და თვლის, რომ ასეთი კუნძული ნამდვილად არსებობს.
პირველად ეს კუნძული რუკაზე გაჩნდა 1325 წელს. მას მერე, ევროპელი კარტოგრაფები
რეგულარულად ათავსებდნენ ამ კუნძულს ატლანტის ოკეანეში, როგორც წესი
ირლანდიის დასავლეთით.
Tuesday, 3 April 2018
საიდუმლოებით მოცული ჰარაფასა და მოჰენჯო-დაროს ცივილიზაცია ( ნაწილი II )
ამ სურათზე გამოსახული მამაკაცი სავარაუდოდ ქურუმი უნდა ყოფილიყო. მის რელიგიურ სტატუსს მოწმობს სამოსზე გამოსახული მცენარე სამყურა, რომელიც შუმერში საკრალური მნიშვნელობის მატარებელი იყო.
მოჰენჯო-დაროში დიდი ქალღმერთისა და სხვა ღმერთების კულტებთან ერთად გვხვდება ცხოველთა და ხეების კერპებიც, ასევე ფალოსური კულტი. მოკლედ ყველა ის ელემენტი, რომელიც მოგვიანებით შედის დიდ ინდუისტურ სინკრეტიზმში.
მეტისმეტად ფართოდ იყო გავრცელებული დედა ქალღმერთის კულტი.
აღმოჩენილია უამრავი გამოსახულება. არიელებს არ აუყვანია ქალღმერთი ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც ის იმყოფებოდა მოჰენჯო-დაროს ცივილიზაციაში.
Monday, 2 April 2018
საიდუმლოებით მოცული ჰარაფასა და მოჰენჯო-დაროს ცივილიზაცია ( ნაწილი I)
ჰარაფისა და მოჰენჯო-დაროს ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია ეგვიპტისა და შუმერული ცივილიზაციის შემდეგ. ეს ცივილიზაცია ვითარდებოდა მდინარე ინდის ხეობის ტერიტორიაზე XXIII-XIX სს.-ში ჩვ.წ.-აღ-მდე, არიელთა შემოსევამდე, მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონამდე. ამ ცივილიზაციის ნარჩენი პირველად აღმოაჩინა ინგლისელმა ა. კანინგემმა მე-19 ს-ში იმ ადგილზე, სადაც ახლა გუჯარები ცხოვრობენ (გუჯარათის ოლქი). გუჯარებთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ ისინი თემურ ლენგის მიერ გუჯარეთის ხეობიდან გადასახლებული ქართველთა შთამომავლები არიან. რუკაზე ნახევარკუნძული ჩანს. სწორედ იქ მდებარეობს გუჯარათი.
1920 წელს აქ გათხრები დაიწყო ჯ.მარშალმა, რომელიც გაოცებაში მოიყვანა მოპოვებულმა მასალამ. სწორედ ამ გათხრების დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ნასახლერები-ჰარაფი და მოჰენჯო-დარო, რაც ''მკვდართა გორაკს'' ნიშნავს. ეს ცივილიზაცია დროში ემთხვევა ხმელთაშუაზღვისპირა ცივილიზაციების გაქრობასა და მათ ადგილზე მოსულთა დამკვიდრებას. ერთ-ერთი ვერსიით ჰარაფის ცივილიზაციის დაღუპვა უნდა გამოეწვია ინდო-არიელთა შემოსევას. ისინი განვითარების დონით ბევრად ჩამორჩებოდნენ ჰარაფელებს. სავარაუდოდ, მომთაბარენი მოვიდნენ ჩრდ. აღმოსავლეთის მხრიდან.
Subscribe to:
Posts (Atom)























