Sunday, 29 September 2019

რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ, სვანეთთან (ნაწილი II )


Yanglig saga-ს მიხედვით, ფრეას ვაჟი დაბრუნდა ოდინის ძველ მიწაზე. აქედან გაემართა ვანაჰეიმში, სადაც იქორწინა ვანთა ქალზე, რომელმაც გაუჩინა ვაჟი ვანლანდა. ნიერდის უკანასკნელი პირდაპირი შთამომავალი, მმართველი იყო ჰერალდი. ის იყო ბარდი და მან დაწერა Yanglig-ის ძველი საგვარეულო გენეალოგია. მისი ბებია ააზა სავარაუდოდ, გახლდათ ვანთა რწმენის ერთ-ერთი უკანასკნელი უზენაესი პრაქტიკოსი ქურუმი ქალი. მას სახელი ჰქონდა განთქმული. მისი ეშინოდათ, როგორც ჯადოქრისა და მაგი პრაქტიკოსისა. გადმოცემით ის დაკრძალეს აზას ყორღანში, რომელიც ცნობილია "ოზე-ბერგის" სახელწოდებით.

ფრეა სკანდინავიურ მითებში ძალაუფლებით ოდინის თანასწორია. როცა საკითხი მაგიას ეხება, მას აფასებენ როგორც ლიდერ ვალკირიას. საგებში ვალკირები (ვალ ნიშნავს ბრძოლას) არიან ახალგაზრდა მეომარი ქალები. ცნობილია, რომ ისინი კავკასიის მთებში ცხოვრობდნენ ვანთა აღმოსავლეთით. ჯერვინგს მიაჩნია, რომ ვალკირები იყვნენ ამორძალთა მცველები. ნახსენებია 9 ვალკირია, რომლებიც ბალტიის რეგიონის გავლით მივიდნენ სკანდინავიაში შავი ზღვის მხრიდან. ვალკირია ამორძალების თავისებური ელიტური დაცვა იყო. მათ აღიარებდნენ ვანთა ტაძარში. ვალკირები ასევე უნდა ყოფილიყვნენ სიბილები, რომლებიც ძლიერი მაგები იყვნენ.

ნორვეგიელი მეცნიერი კიელ აერტუნი ამტკიცებს, რომ ტროას ნანგრევებში აღმოაჩინა რუნები. თუმც მისი არგუმენტები არ გახლავთ დამაჯერებელი. სავარაუდოდ, ეტრუსკები ადრეული დამწერლობის სახით იყენებდნენ რუნულის მსგავს დამწერლობას. შესაძლოა სკანდინავიური რუნები გახლავთ ხმელთაშუა ზღვის რუნთა ანარეკლი.

ოდინი, ნიერდი, ფრეი და ფრეია დაბინავდნენ ზიგთუნუში (ახლანდელი სტოკჰოლმის ჩრდილოეთით) და გახდნენ აზათრუს რელიგიის ლიდერები. მეორე ნაწილი, სავარაუდოდ სვანები, მოგვიანებით ცნობილი როგორც დანერები, დასახლდნენ იმ ადგილზე, რომელსაც დღეს ეწოდება დანია.

ქალღმერთ დანუზე საუბრისას, აუცილებლად უმდა ვახსენოთ კელტურ მითოლოგიაში არსებული მსგავსი სახელის ქალღმერთი დანუ, რომელიც ასევე დაკავშირებულია კავკასიასთან. არსებობს გადმოცემა, რომ ირლანდიაში კელტების მისვლამდე იქ სახლობდა ხალხი ტუატა დე დანაანის სახელით. ჯერვინგის მიერ გამოთქმული თვალსაზრისით სკანდინავიაში სვანებს უწოდებდნენ დანებს , ვინაიდან თაყვანს
სცემდნენ ქალღმერთ დანეს. ირლანდიის გვიანდელი მოსახლეობა ტუა დე დანაანის ხალხს ღმერთებად თვლიდა, რომლებიც მოგვინებით უხილავ სამყაროში გაუჩინარდნენ.ისინი ქალღმერთ დანუს შთამომვლებად ითვლებოდნენ. ირლანდიურ მითებში ნახსენებია ოთხი ნივთი: შუბი, სატევარი, თასი და ქვა-ოთხი განძი, რომელიც ეკუთვნოდა ტუატა დე დანაანს. მათ მთელი ევროპა შემოიარეს და სკანდინავიის გავლით ეს ხედასმულნი მივიდნენ ირლანდიაში. ამ ხალხს ნუ ავურევთ დრუიდებში. ძველი ლეგენდების მიხედვით, ისინი ფლობდნენ ძლევის შუბს, სხივმოსილ სატევარს, სიუხვის თასს და ბედის ქვას. ცხადია ეს ნივთები სიმბლოებია, მასში იგულისხმება კოსმიური ძალის სახეობები-ოთხი ეთერის სიმბოლო-სითბური ეთერი, სინათლის ეთერი, ქიმიური ან ბგერითი ეთერი და ცხოვრების ეთერი. ტუატა დე დანაანმა ''ძლევის შუბი'' ირლანდიის შუაგულში აღმართა. კელტურ მითებში კიდევ არსებობს შეხვედრები კავკასიასთან, თუნდაც მოგზაურობა ფომორებისა კავკასიიდან ირლანდიაში. ამგვარად ამ მხრივ, გამონაკლისი სკანდინავიური მითები არ გახლავთ.

ჯერვინგს მიაჩნია, რომ ევროპულ კულტურაში ტროელთა მემკვიდრეებად შეიძლება ჩაითვალონ: ეტრუსკები, აზები, მეროვინგები. ისინი გაანადგურეს ბერძნებმა. ამ სამ კულტურას ჰქონდა ურთიერთკონტაქტი, საუკეთესო შემთხვევაში იქამდე, სანამ რომაელებმა დაამარცხეს ეტრუსკები. რომაელებმა დახოცეს ასევე მეროვინგთა ხაზის დიდი ნაწილი. ისევე როგორც ოდინი, ნიერდა, ფრეი, მეროვინგებიც იყვნენ რიტუალური მოძღვრები. ნიერდის მსგავსად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ზღვასთან. არც ის იქნება გასაკვირი, რომ მეროვინგები ოდინის შვილები აღმოჩენილიყვნენ. ისინი, ვისაც ტერიტორია მისცა საქსონიის მიწაზე, როცა ჩრდილოეთისკენ მიდიოდა.

ვანაჰეიმის ბინადარნი-ვანები იყვნენ მაღლები, დაკუნთულნი, ცისფერთვალება, ხშირად მწითურთმიანნი. მათი ღმერთი იყო იმირი. არსებულ რეალობაში გადარჩენის ინსტიქტმა ისინი ოდნავ აგრესიულებად აქცია. მისდევდნენ მონადირეობას. მუდმივად ებრძოდნენ აზებს. ვანები აზებივით მრავალრიცხოვანნი არ იყვნენ. ვანთა ნაწილი სამხრეთისკენაც გაემართა. მათ ააჯანყეს მონები. ავტორის აზრით, ფარაონები ღია ფერის თმით, სწორედ მათი შთამომავლები უნდა იყვნენ. ჩრდილეთისკენ წასული ვანები კი დანიელთა წინაპრები გახდნენ. ვანები გერმანო-სკანდინავიურ მითებში არიან ნაყოფიერების ღმერთები. ვანი მმართველების სია: გულვეიგი-ბოროტი ჯადოქარი ქალი, რომლის მიზეზით დაიწყო ომი აზებსა და ვანებს შორის; ნერტუსი-ნაყოფიერებისა და მცენარეთა ქალღმერთი; ნიორდი-ნაყოფიერების, ქარის, ზღვის სტიქიის ღმერთი, რომელიც ცხოვრობს აზგარდში როგორც მძევალი-ფრეი და ფრეას მამა; ფრეირი-ზაფხულის, მოსავლის, სიუხვის ღმერთი; ვანები-ნაყოფიერების ღმერთები. ვანთა ღმერთების მცირე ჯგუფი ცხოვრობს ვანაჰეიმში, აზგარდისგან შორს. ვანები ფლობენ წინასწარმეტყველების, ჯადოქრობისა და ნათელხილვის ხელოვნებას. ვანებთან ომი წამოიწყო ოდინმა. მან პირველმა გასტყორცნა შუბი ვანებისკენ. ამის შემდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ ვანები. მაგრამ აზები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერნი. ომი მძევალთა გაცვლით დასრულდა. ვანებმა აზგრადში გააგზავნეს ზღვის ღმერთი ნიორდი და მისი შვილები ფრეი და ფრეია. ხოლო აზებმა  ვანაჰეიმში გააგზავნეს მძევლები: ჰიონირი (ოდინის ძმა) და ბრძენი მიმირი. საინტერესოა, რომ სკანდინავიის მითოლოგიაში სიბრძნის ღმერთს ჰქვია მიმირი, ხოლო სვანებში უხუცეს ბრძენთა შეკრებას ჰქვია ასევე მიმირი. ვანებს მიმირი არ მოეწონათ, მოაჭრეს თავი და ისე დაუბრუნეს აზებს. ოდინმა თავს გაუკეთა ბალზამირება და შეულოცა, რითაც თავს აღუდგინა მეტყველების უნარი. ოდინმა გოლიათ მიმირის თავს დაავალა მოეშალა ჯადოსნური წყარო მსოფლიოს ხის იგდრასილის ფესვებქვეშ. ოდინის ჰქონდა დიდი სურვილი მიეღო მიმირის ცოდნის დიდი ნაწილი. ამის გამო საკუთარი თვალი გადასცა მას, რათა სიბრძნის წყაროდან მოესვა. ღმერთების და ურჩხულების უკანასკნელი ბრძოლის წინ ოდინი უნდა მივიდეს წყაროსთან და მიმირს რჩევა  ჰკითხოს. 

ზოგიერთი მკვლევარის აზრით სკანდინავთა ღმერთი ოდინი ისტორიული პიროვნება ზიგთე გახლდათ. მოგვიანებით ის გააღმერთეს და იგი შეერწყა მითოლოგიურ ოდინს. ლეგენდის მიხედვით, სადაც დაკრძალულია ოდინი,მდებარეობს უფსალას უზარმაზარი ციხესიმაგრე. ოდინის მისტერიებს ხელმძღვანელობდა თორმეტი დროთარი. ამ მისტერიების რიტუალები ბერძნულ, სპარსულ და ბრაჰმანთა მისტერიებს ჰგავდა, სადაც ხდებოდა ნეოფიტის გამოცდა. რომლის წარმატებით გავლის შემდეგ მას აზიარებდნენ და  იგი ხელდასმული ხდებოდა. ხელდასმული ხელახლა იბადებოდა, მასზედ ამბობდნენ მოკვდა და ხელახლა დაიბადა ისე, რომ არ გაუვლია სიკვდილის კარიბჭე. ოდინი ყოვლისშემძლე და შეუცდომელია. ის ცალთვალაა(როგორც კეცალკოატლი). ოდინი უმაღლესი ღმერთების რანგში აიყვანეს. ვაგნერის ''ნიბელუნგთა ბეჭედი'' შეიქმნა სწორედ ოდინის კულტის მისტერიებზე.






No comments:

Post a Comment