Tuesday, 19 February 2019

ჰაი-ბრაზილი_კუნძული მოჩვენება



ირლანდიური მითებისა და ლეგენდების მიხედვით, ჰაი-ბრაზილი ნეტართა კუნძულია. იქ ძლიერი ჯადოქრები, ბრძენი განდეგილები და წარსულის გმირები ცხოვრობენ. ჰაი-ბრაზილი არის უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობის მხარე, სადაც არ არის დაავადებები და ტანჯვა. ამ კუნძულის არსებობის რწმენა ხალხში ისე იყო ფესვგადგმული, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში მას ათავსებდნენ
გეოგრაფიულ რუკაზე ირლანდიის დასავლეთით.

 გადმოცემით კუნძული დაფარული იყო ნისლით. გავრცელებული ლეგენდის
მიხედვით, ჰაი-ბრაზილის დანახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ.
ზოგიერთისთვის  ჰაი-ბრაზილის არსებობა მითებისა და ლეგენდების სფეროს
განეკუთვნებოდა. თუმც ევროპელთა ერთი ნაწილი თვლიდა და თვლის, რომ ასეთი კუნძული ნამდვილად არსებობს.
პირველად ეს კუნძული რუკაზე გაჩნდა 1325 წელს. მას მერე, ევროპელი კარტოგრაფები
რეგულარულად ათავსებდნენ ამ კუნძულს ატლანტის ოკეანეში, როგორც წესი
ირლანდიის დასავლეთით.



ბევრჯერ იყო  ამ კუნძულთან მიახლოების მცდელობა. XV საუკუნის ბოლოს ბრაზილის საძიებლად ბრისტოლიდან მიემართებოდა საზღვაო ექსპედიციები. ზოგიერთი
შედეგიანი აღმოჩნდა. ასე მაგალითად, ესპანელი დიპლომატი ოედრო დე აიალა
ერთ წერილში ახსენებს ბრისტოლელს, რომელმაც ბრაზილი აღმოაჩინა.
1674 წელს კაპიტანი ჯონ ნისბეტი ყვებოდა, რომ საფრანგეთიდან  ირლანდიაში მოგზაურობის დროს ნახა  ბრაზილი და ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად კუნძულის სანაპიროზეც კი გადავიდა. ნისბელის მონათხრობით ირკვეოდა, რომ კუნძული კლდოვანი იყო. მეზღვაურთა ყურადღება მიიპყრო უჩვეულოდ დიდმა, შავმა კურდღლებმა. ნისბეტი ასევე ამტკიცებდა, რომ კუნძულზე ქვის ციხე-სიმაგრეში ცხოვრობდა კეთილი ჯადოქარი, რომელმაც  განშორებისას მეზღვაურები ძველი ოქროსა და ვერცხლის მონეტებით დააჯილდოვა.

დაახლოებით იმავე წლებში ირლანდიაში იყვნენ ადამიანები, ვინც მოინახული ბრაზილი. მოროუ ო'ლეის სახელით ცნობილმა პიროვნებამ ამ კუნძულზე ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ შეიძინა მკურნალობის უნარი და ყველას მკურნალობდა ვინც აკითხავდა.

.1872 წელს ბრაზილის ნახვის ცნობას იძლევა ირლანდიელი ტომას უესტროპი. ის
სამჯერ იყო კუნძულზე და ისეთი მოხიბლული დარჩა, რომ გადაწყვიტა თავისი ოჯახისა  წევრებისა და მეგობრების  იქ წაყვანა. მაგრამ ამის განხორციელება  ვერ შეძლო, ვინაიდან  მან თვალი მოჰკრა არსაიდან გამოჩენილ კუნძულს, რომელიც მაშინვე გაქრა მხილველთა თვალწინ.

სიმბოლურია, რომ სწორედ ამის შემდეგ გაქრა ბრაზილი რუკებიდან. 1873 წელს ბრიტანეთის საადმირალომ ოფიცილურად გადაწყვიტა გამოცემულ რუკებზე
აღარ განეთავსებინათ ბრაზილი. მას მერე ბრაზილი იქცა საოცარ, ლამაზ ლეგენდად,  ჩვეულებრივ მოკვდათათვის მიუწვდომელ, მარადიული ახლაგაზრდობისა და ბედნიერების კუნძულად.












No comments:

Post a Comment