მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ, რომ მომთაბარე ინდოევროპელებმა მოახდინეს დამხვდურთა სრული ასიმილაცია, მაგრამ ბრიტანელი გენეტიკოსების ბრაიენ საიქსისა და სთივენ ოპენჰეიმერის კვლევამ სულ სხვა შედეგი აჩვენა. R1b ჰაპლოჯგუფის გავრცელების არეალი ქრონოლოგიურად ემთხვევა მეგალითების გავრცელებას დასავლეთ ევროპაში. ადგილობრივებმა დაკარგეს კულტურული იდენტიფიკაცია, ენა, რწმენა, რიტუალები, მაგრამ არ გადაშენებულან. ნელ-ნელა ნათელი ხდება დასავლეთ ევროპის ხალხთა არისტოკრატობის კონცეფციის წარმოქმნის მიზეზი და მათი ზედმეტი გატაცება რასობრივი სიწმინდით. არისტოკრატები იყვნენ ინდოევროპელ დამპყრობელთა შთამომავალნი(თეორიულად მაინც), მომთაბარეები, რომლებმაც დაიმორჩილეს ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობა.
ხუთი ათასი წლის წინ, შოტლანდიის ჩრდილოეთით ორკნეის კუნძულებზე ცხოვრობდა უცნობი მოსახლეობა. მათი სახლები დღეს ისე გამოიყურება თითქოს მისმა ბინადრებმა წინა დღეს დატოვეს იქაურობა. სახლებში ჰქონდათ ცენტრალური გათბობა, საპირფარეშო, საკანალიზაციო სისტემა, ავეჯი და წყლის რეზერვუარები. ორკნეის კუნძულები შოტლანდიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. აქ მკაცრი კლიმატია, მიწა უნაყოფოა, მცენარეები არ ხარობს.
საიდან მოვიდა ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა და საით წავიდა? ეს კითხვები ჩნდება
მას შემდეგ, რაც 1850 წლის ერთ მშვენიერ დღეს ამ კუნძულს გრიგალმა გადაურა. გრიგალი ჩაწყნარდა და მიწიდან გამოჩნდა სკარა-ბრეის მრავალრიცხოვანი ქვის ნაგებობები. ამ კუნძულების ძველი მოსახლეობა მეტისმეტად დახელოვნებული, კვალიფიცირებული ყოფილა და შენებისას ოსტატურად იყენებდა ქვას. რაც შეეხება მათ ჩვეულებრივ ყოფას-ავეჯსაც ქვისგან მოხდენილად ამზადებდნენ. შენობებს კუთხეებში ამრგვალებდნენ, რაც ამცირებდა წინააღმდეგობას ძლიერი ქარის მიმართ. სახლებს დაბალი ჭერი ჰქონდა, რაც მაქსიმალურად უნარჩუნებდა სითბოს. გარეთ მხოლოდ ერთი კარი გადიოდა. სახლები ნაწილობრივ მიწაში იყო ჩაფლული, რაც სიცივისგან საუკეთესო იზოლაცია გახლდათ. დღემდე შემორჩენილია ექვსი საცხოვრებელი სახლი. აქ, ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავდა. ისინი დაკავშირებული იყო მიწისქვეშა გასასვლელებით.
ქვის საწოლი. შემორჩენილია ტყავის გადასაფარებელი
აღმოჩენილია ვეშაპის კბილებისგან დამზადებული სამკაულები
ამ ნივთების დანიშნულება გაურკვეველია
აქაური მოსახლეობა ამზადებდა ხარისხიან თიხის ჭურჭელს. ძირითადი საკვები გახლდათ თევზი და მოლუსკები. ვეშაპის ძვლებს იყენებდნენ სახლის გადასახურად, შემდეგ მას აფარებდნენ ტორფის ფილებსა და ტყავს. რა მიზნით მოვიდნენ ეს ადამიანები ასეთ მოუხერხებელ და უდაბურ ადგილზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პალეონტოლოგებმა ძალღონე არ დაიშურეს. მათ ყველა მონაცემი შეაგროვეს ამ უშიშარ მოგზაურებზე. გაირკვა, რომ ისინი კვალიფიციურად ამუშავებდნენ ქვას, იყვნენ მოხერხებულნი და ახერხებდნენ ცხოვრების ურთულეს პირობებთან შეგუებას. მათი აგებული სახლები იმის მაჩვენებელია, რომ სკარა–ბრეის მაცხოვრებლები განვითარებით წინ უსწრებდნენ იმდროინდელ ხალხებს.
ცნობილმა არქეოლოგმა გორდონ ჩაილდმა ეს დასახლება პირველად პიქტების კუთვნილებად მიიჩნია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სკარა–ბრეი ნეოლითური სოფელი იყო, დაახლოებით 3100 წ. ჩვ. წ. აღ–მდე და უფრო ადრეც. მან 2500 წ–მდე იარსება. 1970 წელს ჩატარებული ნახშირბადის ანალიზით დადგინდა დასახლების ხანდაზმულობა.
ერთი შეხედვით ეს რუნული წარწერებია. ექსპერტებმა სცადეს მისი გაშიფრვა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ვინაიდან მათი დასკვნით ეს წარწერები არ იყო რუნული. რუნებს იყენებდნენ ჩრდ. ევროპაში ჩვ.წ. აღ–ის პირველი საუკუნიდან, ამიტომ საეჭვოა ის ცოდნებოდა სკარა–ბრეის მოსახლეობას. რუნულ ანბანს გააჩნია მხოლოდ 16 ასო–ნიშანი. მისი უძველესი ვარიანტი, რომელსაც სკარა–ბრეიში იყენებდნენ ცნობილი იყო ''ფუტარკის''(''FURTHARK'')სახელით. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკარა-ბრეის ქვებზე ამოჭრილი პიქტოგრამებს არაფერი საერთო ჰქონდა არც ფუტარკთან და არც რუნებთან.
გაჩნდა ახალი ვერსია, რომელიც მეტისმეტად დაუჯერებელი ჩანდა-დამწერლობის ეგვიპტური წარმომავლობა. მკვლევართა აზრით, ზოგიერთი იეროგლიფი მართლა ძალზედ წააგავდა ძველეგვიპტურს, მაგრამ მათი მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება სხვა ნაწერების კონტექსტში. ამ ნეოლითური ნაგებობის სახე და მასშტაბურობა სრულიად შეესაბამება ეგვიპტურისას, კედლების ბათქაშით შელესვაც, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოში უიშვიათესი მოვლენა იყო. სკარა-ბრეიში აღმოჩნდა ქვის სფეროებზე გამოსახული პირამიდები. ამ დასახლების ეგვიპტური წარმოშობის მომხრენი ამტკიცებენ, რომ დასახლება აგებულია ქურუმ-ასტრონომთა დახმარებით. სკარა-ბრეის ბევრ ნახატს აქვს ასტრონომიული დანიშნულება და დაკავშირებულია მთვარის კალენდართან, მზის სისტემასთან, ბუნიობის მოვლენასა და ზოდიაქოს ნიშნებთან. სკეპტიკოსებს საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ეგვიპტელი ქურუმები ჩრდ.ატლანტიკის ოკეანის კვლევით იყვნენ დაკავებულნი.
მაგრამ ერთობ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის "ირლანდიის მსოფლიო ქრონიკები'', რომელიც ასახავს სამყაროს შექმნის ისტორიულ პერიოდს. აქ საუბარია ტუატა დე დანაანზე (ქალღმერთ დანუს ტომებზე), რომლებიც იყვნენ ირლანდიის მითიური მფლობელები 1500 წ-ს ჩვ.წ-მდე, მილის შვილების მოსვლამდე. კელტური მითების მსგავსად საკანდინავიურ მითებშიც ნახსენებია ქალღმერთი დანუ, რომელიც ასევე
დაკავშირებულია კავკასიასთან.სკანდინავიაში სვანებს უწოდებდნენ დანებს , ვინაიდან ისინი თაყვანს სცემდნენ ქალღმერთ დანეს.ირლანდიის გვიანდელი მოსახლეობა ტუატა დე დანაანის ხალხს ღმერთებად თვლიდა. ქრონიკა აღწერს მილის გაქცევას სკვითეთიდან, რასაც თითქოს ადგილი ჰქონდა 1498-1029 წ-ში ჩვ.წ-მდე. ჩანაწერებში საუბარია ვინმე რეფლოირის მკვლელობაზე, რომელიც მილმა ტახტის ჩაგდების მიზნით ჩაიდინა. ამის შემდეგ ის გაიქცა და თან ოთხი გემი გაიყოლა, რომელზეც 14 წყვილი ცოლ-ქმარი და დაქირავებული მეომრები იმყოფებოდნენ. გემები მიადგა კუნძულ ტ ა ბ რ ო ბ ა ნ ს, სადაც გაქცეულები ცხოვრობდნენ სამი თვე. ამის შემდეგ გაეშურნენ 90 დღიან მოგზაურობაში და ჩავიდნენ ეგვიპტეში. აქ ყოფნის მერვე წელს მილი დაქორწინდა ფარაონის ასულ სკოტზე. ფარაონი წითელ ზღვაში დაიხრჩო, რის შემდეგ მილი მეუღლესა და თანამგზავრებთან ერთად კუნძულ ტაბრობანზე დაბრუნდა. ერთი თვის შემდეგ გაეშურა სკვითეთისკენ. გზად დრუიდი კეიჩერი შეუერთდა, რომელმაც ურჩია ირლანდიაში გამგზავრება. მოგზაურები ესპანეთში შეჩერდნენ. აქ მათ 30 წელი იცხოვრეს. მილს ორი ვაჟი ეყოლა. თანხლებ პირებთან ერთად მილი დედოფალ სკოტთნ ერთად ირლანდიისკენ მიმავალ გზას დაადგა. მილის შვილებმა ერთმანეთში გაიყვეს ირლანდია.
მილს სულ ოთხი შვილი ჰყავდა: ერემონი, დონი, ირი, ე ბ ე რ ი. ებერი დაიბადა ეგვიპტეში(ერთობ საინტერესოა), დონი სკვითეთში, ირი და ერემონი-ესპანეთში.

გამოჩენილმა ეგვიპტოლოგმა ლორენ ევანსმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ კელტური მითოლოგიის ცნობილი პრინცესა სკოტა გახლდათ ფარაონ ეჰნატონის ქალიშვილი და ტუტანჰამონის და, მერი-ტატონი, რომელიც როგორც ცნობილია, უკვალოდ გაქრა. სკოტა გაემგზავრა ირლანდიაში. აქ ის შეტაკების დროს მოკლეს და დაკრძალეს კერის სანაპიროზე. ევანსმა ირლანდიაში მერიტატონის საფლავის გარდა, აღმოაჩინა კიდევ 286 ეგვიპტელის სამარხი და ბევრი არტეფაქტი, რომელიც ეკუთვნის ეგვიპტურ კულტურას.
გამოდის, ეს მხარე არც ისეთი უცხო ყოფილა ეგვიპტელებისთვის. და შესაძლოა ზემოთ გამოთქმული თეორია ახლოს იყოს სიმართლესთან.
No comments:
Post a Comment