Tuesday, 3 April 2018

საიდუმლოებით მოცული ჰარაფასა და მოჰენჯო-დაროს ცივილიზაცია ( ნაწილი II )



ამ სურათზე გამოსახული მამაკაცი სავარაუდოდ  ქურუმი უნდა ყოფილიყო. მის რელიგიურ სტატუსს მოწმობს სამოსზე გამოსახული მცენარე სამყურა, რომელიც შუმერში საკრალური მნიშვნელობის მატარებელი იყო.

მოჰენჯო-დაროში დიდი ქალღმერთისა და სხვა ღმერთების კულტებთან ერთად გვხვდება ცხოველთა და ხეების კერპებიც, ასევე ფალოსური კულტი. მოკლედ ყველა ის ელემენტი, რომელიც მოგვიანებით შედის დიდ ინდუისტურ სინკრეტიზმში.

მეტისმეტად ფართოდ იყო გავრცელებული დედა ქალღმერთის კულტი.
აღმოჩენილია უამრავი გამოსახულება. არიელებს არ აუყვანია ქალღმერთი ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც ის იმყოფებოდა მოჰენჯო-დაროს ცივილიზაციაში. 

ჰარაფის კულტურის ბევრ დამახასიათებელ ნიშანს შეიძლება შეხვდეთ ინდოეთში დღესაც. ჰარაფული ორბორბლიანი ურემი გვაგონებს იმ ურემს, რომელსაც იქ იყენებენ.



გამოჩენილმა ეთნოგრაფმა, რელიგიისა და მითოლოგიის მკვლევარმა მირჩა ელიადემ წიგნში "იოგა, უკვდავება და თავისუფლება'' ერთი თავი მიუძღვნა ჰარაფის თემას. ელიადე ჰარაფის ეთნიკური საკითხის განხილვისას გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი იყო ეთნიკური სინთეზი. ჰარაფის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ პროტოდრავიდები, შემდეგ გამოჩნდა ხმელთაშუა ზღვის ტიპი-დასავლური წარმოშობით, რომელიც ყოველთვის ატარებდა მიწათმოქმედი ცივილიზაციის ხასიათს. მისი აზრით მთელ დასავლეთ სამყაროში ეს ტიპი დაკავშირებულია მიწათმოთმოქმედებასთან. გამოვლინდა ასევე მონღოლოიდური და ევროპეიდული ტიპიც.  

ძვ.წ. აღ-ის მე-2 ათასწლეულის შუახანებისთვის ინდის ხეობის კულტურა დაემხო. დამპყრობელი არიელები კულტურით შესამჩნევად დაბალ საფეხურზე იდგნენ. არიელების პირველმა ნაკადმა დაიპყრო ავღანეთი და შეიჭრა პენჯაპში, ხოლო შემდეგ გზა განაგრძო ინდისკენ. ისინი განაგრძობდნენ  ბრძოლას ადგილობრივ არაარიულ მოსახლეობასთან. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი განადგურდა, ხოლო მეორე ნაწილი ასიმილირებულ იქნა არიელ ტომთა მიერ. 

ჰარაფის ცივილიზაციის დაღუპვასა და მისი ტერიტორიის დაცლასთან დაკავშირებით გამოთქმულია სამი ვერსია. პირველის მიხედვით მის დაღუპვაში არიელებს მიუძღვით წვლილი. მაგრამ ეს ვერსია არ მართლდება, ვინაიდან ტერიტორიაზე ცივი ირაღით მოკლულები არ ფიქსირდებიან, რასაც აუცილებლად უნდა ჰქონებოდა ადგილი შემოსევის დროს. მეორე ვერსიით ჰარაფის ცივილიზაცია წყალდიდობის შედეგად დაიღუპა და მოსახელობამ მიატოვა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. მაგრამ ნანგრევებში არ აღმოჩნდა წყლის კვალი. დამდნარი აგურები კი მიანიშნებდა ხანძარზე, რომელმაც შენობების დიდი ნაწილი მოიცვა.  



 რ.ფურდუის აზრით სრულიად შესაძლებელია, რომ ძველებს ჰქონდათ   მასობრივი განადგურების იარაღი. ინგლისელმა დ.დევენპორტმა 12 წელი შეალია გათხრილი ქალაქის შესწავლას. 1996 წელს მან სენსაციური განცხადება გააკეთა-ჰარაფის ცივილიზაცია იყო სასულიერო ცენტრი და განადგურდა 2000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე ბირთვული აფეთქების შედეგად. ქალაქის ნანგრევების შესწავლის შემდეგ შესაძლებელი გახდა აფეთქების ცენტრის განსაზღვრა, რომლის დიამეტრი 50 მეტრია. ამ ადგილზე ყველაფერი კრისტალიზებული და დამდნარია. 60 მეტრის მოშორებით ქვები და აგურები ცალ მხარეზეა დამდნარი, რაც აფეთქების მიმართულებაზე მიანიშნებს. ქვები დნება დაახლოებით 2000 გრადუს ტემპერატურაზე. მეცნიერებისთვის მეორე გამოცანად რჩება აფეთქების ადგილზე მაღალი რადიაციული ფონი. ჯერ კიდევ 1927 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 27 ადამიანის კარგად შემონახული ჩონჩხი. დღესაც კი მათი რადიაციული ფონი ახლოსაა იმ დასხივების დოზასთან, რაც ხიროსიმასა და ნაგასაკის მოსახლეობამ განიცადა. 

ძველ ინდურ წერილებში ნახსენებია 94 ბირთვული იარაღის სახეობა, რომელსაც ბრაჰმასტრა ეწოდება. მისი აქტივიზაციისათვის საკმარისი იყო განწმენდის მიზნით მხოლოდ წყალთან შეხება, კონცენტრირება და სპეციალური მანტრის წარმოთქმა. მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი იარაღით განადგურდა მოჰენჯო-დარო. ვნახოთ, მომავალში რას გვეტყვიან.                                                                                                                                                                                                                              

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            





  

               







No comments:

Post a Comment