თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია, პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი".
Tuesday, 29 June 2021
პარანორმალური მოვლენების მკვლევარ-მეცნიერი თომას ლეთბრიჯი
თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია, პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი".
Saturday, 19 June 2021
ლეონარდო და ვინჩი როგორც მისანი
ლეონარდო და ვინჩი მართლაც უნივერსალური ადამიანი გახლდათ. თითქმის ყველა სფეროში მიაღწია მან პროფესიული წარმატების მწვერვალს: მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, გამომგონებელი და მეცნიერი.
1499 წელს ლეონარდომ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII-თან მილანში შეხვედრისთვის შექმნა მექანიკური ლომი, რომელსაც რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეხსნებოდა გულმკერდი და იქიდან მოუჩანდა "შროშანებით სავსე" შიგნეულობა. დიდ მხატვარს ეკუთვნის სკაფანდრის, წყალქვეშა ნავის, თბომავლის გამოგონება. მანვე დაგვიტოვა ხელნაწერი, სადაც საუბარია გაზის განსაკუთრებული ნარევის გამოყენების შესახებ ( საიდუმლო შეგნებულად დაწვა) წყალქვეშ ყვინთვისთვის. ასეთ გამოგონებას აუცილებელად ესაჭიროებოდა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ზედმიწევნით ცოდნა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ლეონარდომ გამოიგონა ვერტმფრენი, ველოსიპედი, პარაშუტი, ტანკი, ტყვიამფრქვევი და ბევრი სხვა რამ. საოცარია, რომ გამოგონებულ მანქანებს და მოწყობილობებს, რომლის დამზადება იმ დროს შეუძლებელი იყო, დაწვრილებით აღწერდა.
Thursday, 17 June 2021
სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები
ძველი მითებიდან ვგებულობთ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მომხდარი წარღვნის შესახებ. ამასვე იმეორებს ბიბლიაც. სწორედ ბიბლიაშია ნახსენები ნოეს კიდობანი, რომლის აგების მიზანი გახლდათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა.
არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში წყლით დაიფარა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, სადაც სავარაუდოდ 75-100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები აფრიკის კონტინენტს იქით.
Thursday, 10 June 2021
ჰამსას სიმბოლო
ჰამსა უძველესი, დიდი ძალის მქონე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად იყენებენ ამულეტად. რთულია ამ სიმბოლოს საწყისი ფესვების პოვნა, ვინაიდან იუდაისტ, ქრისტიან და მუსლიმ მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი ჰამსას მნიშვნელობის განმარტებისას. ეს სიმბოლო გამოსახულია თვალის სახით ხელისგულზე. მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა უამრავი სხვა სახელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰამსას სიმბოლო წარმართობის დროიდან მოდის და მოგვიანებით ის მიიღო სხვა რელიგიებმა. როგორც ირკვევა მას კავშირი აქვს შუამდინარეთთან, ძველ ეგვიპტესთან.
Wednesday, 9 June 2021
სამი საიდუმლო კარი, რომლის გაღება აკრძალულია
ინდოეთი_პადმანაბჰასვამის ტაძარი/საცავი B
სტატიაში გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო უკვე ვისაუბრე ინდოეთში არსებულ ოქროთი მოვარაყებულ ტაძარზე და იქ გახსნილ 5 ოთახზე, სადაც აღმოჩნდა ტრილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები, ნივთები და ძვირფასეულობა. მე-6 ოთახი (B) დარჩა დაკეტილი, ვინაიდან კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება თუ ბუდისტი ბერი შეასრულებს განსაკუთრებულ წმინდა გალობას, მაგრამ ამის შესრულება დღეს არავის ძალუძს. ამიტომ ოთახი კვლავ დაკეტილია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.
Tuesday, 8 June 2021
ნიუტონს სწამდა, რომ ეგვიპტის პირამიდებში დაფარული იყო უძველესი ცოდნა
საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი და სამეცნიერო რევოლუციის საკვანძო ფიგურა ისააკ ნიუტონი დაინტერესებული იყო ოკულტიზმით. ის გახლდათ მისტიციზმით გატაცებული. მისი დაინტერესება ალქიმიითა და თეოლოგიით დოკუმენტურადაა დადასტურებული. ნიუტონს ბევრი საიდუმლო ჰქონდა. გადმოცემით, ბიბლიაში არსებული ფარული კოდების ამოხსნის ცდებს მეცნიერის გამოუქვეყნებული ნაშრომები ნათელჰყოფს. სავარაუდოდ, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები დაწერილია 1680 წელს, რომელიც აღმოაჩინეს მისი გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნიუტონს აპოკალიფსის გასაღებად მიაჩნდა ძველი ეგვიპტე.
Monday, 7 June 2021
სოლომონ მეფის მაგიდა_რთული ტექნოლოგია
სოლომონ მეფის საგანძური გამუდმებით იწვევდა და იწვევს საზოგადოების გაუნელებელ ინტერესს. მრავალი საუკუნის შემდეგაც კი არ წყდება მისი რეალურად არსებობის შესახებ დავა, ვინაიდან სოლომონის ტაძრის დარბევის დროს დაიკარგა და აქამდე არ აღმოჩენილა. საგანძურის ნივთების მთავარი ღირსება მათი მაგიური თვისებები გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი ნივთი იყო სოლომონის მაგიდა, რომელსაც საოცარი მახასიათებლები ჰქონდა.
Subscribe to:
Posts (Atom)