Saturday, 28 November 2020

უძველესი იაპონური გვირაბები ტონკარარინი

 

იაპონიის ქალაქ ნაგომის ახლოს მთებში ძველი, ვიწრო გვირაბების სისტემაა, რომლის გამო მიმდინარეობს მუდმივი კამათი, ვინაიდან გაუგებარია, ვინ, როდის და რისთვის შექმნა ის.

მთებქვეშ არსებული საიდუმლო, ნახევრად დანგრეული გვირაბების სისტემა, რომელსაც ტონკარარინის სახელით იცნობენ, სავარაუდოდ, ჩვ.წ. აღ-ის მე-5, 6 საუკუნეშია აგებული, მაგრამ მისი რეალური ასაკი არავინ იცის.

Friday, 20 November 2020

აპოლონ თიანელის უდიდესი გამოცანები და საიდუმლოებანი

"მე მხოლოდ ადამიანი ვარ, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია ჭვრეტისა და ფილოსოფიის წყალობით ღმერთებამდე ამაღლდეს."
ამ საოცარი, იესო ქრისტეს თანამედროვე პიროვნების ფიგურა დღემდე სადაოდ რჩება. აპოლონ თიანელის ბიოგრაფია ეკუთვნის ფლავიუს ფილოსტრატე უფროსის კალამს, ახ.წ. აღ-ის 220 წ, დაიწერა ცნობილი ბრძენის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ და ეფუძნება  ნინევიელი დამისის დღიურებს, რომელიც გახლდათ აპოლონის პირადი მდივანი და თანამგზავრი ყველგან. მისი დღიურები უკვალოდ გაქრა.

Tuesday, 17 November 2020

შავი ბამბუკის ანომალური ზონა "ჰეიჩჟუ" ჩინეთში

 

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე შავი ბამბუკის ხეობა ჰეიჩჟუ დედამიწის ანომალური ზონების ხუთეულშია შესული. ეს ხეობა ყველაზე საშიშ და ამოუცნობ ადგილად ითვლება. ორმოცდაათი წელია უკვე, რაც იქ მასიურად იკარგება ხალხი. ხეობა სულ 200 კვ. მ-ია. ბამბუკი ისე მჭიდროდ იზრდება, რომ ჰორიზონტი სრულიად უხილავია. ჩინელები ბამბუკს ყოფაცხოვრებაში საუკუნეებია რაც იყენებენ, მაგრამ ამ ხეობას ახლოს არ ეკარებიან. გამცილებლებიც კი ტურისტულ ჯგუფებს ზონის საზღვართან ტოვებენ ხოლმე. ამ ადგილს ბევრი ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს.

Sunday, 15 November 2020

წინასწარმეტყველი და ალქიმიკოსი ალბერტ დიდი


ალბერტ ფონ ბოლშტედი დაიბადა 1193 წელს ბავარიის პატარა ქალაქ ლაუნგიენში არისტოკრატთა  ოჯახში. ბავშვობაში ალბერტი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, რაც ბრწყინვალე მომავალზე არ მიანიშნებდა. პატარა ალბერტს ერთი გატაცება ჰქონდა-სწრაფვა ცოდნის მიღებისკენ. მას მე-13 საუკუნის ყველაზე ცნობილ ალქიმიკოსად რაცხავენ. ის იყო ცნობილი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მეცნიერი. ლექციებს კითხულობდა ბავარიისა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მისი ლექციები ტრიუმფით მიმდინარეობდა. აუდიტორიაში ადგილები არ ჰყოფნიდათ სტუდენტებს დასასწრებად. იმის გამო, რომ უნივერსიტეტში დიდი დარბაზი არ აღმოჩნდა, ალბერტი ლექციებს ატარებდა ღია ცის ქვეშ, მოედანზე.

Thursday, 12 November 2020

გრაფი სენ-ჟერმენის უკვდავების საიდუმლო

გრაფი სენ-ჟერმენი არ იყო ტრაბახა, არ აზვიადებდა როცა ამტკიცებდა, რომ შეისწავლა ეგვიპტელთა ქიმიური საიდუმლოებები. მაგრამ როცა ამაზე საუბარს იწყებდა, არავის ეჯერა მისი. ამიტომ ზრდილობის გამო, თანამოსაუბრეთ თავს ისე აჩვენებდა თითქოს ხუმრობდა.  

                                                                   უმბერტო ეკო- "ფუკოს ქანქარა".

ის ადამიანი ვინც ისტორიაში კვალს ტოვებს, ხშირად საიდუმლოებებითაა მოცული. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიდუმლოებით აღსავსე პიროვნება გახლდათ გრაფი სენ-ჟერმენი.

ყველას სმენია გრაფი სენ-ჟერმენის შესახებ, მასზე ბევრ უცნაურობებს ყვებიან.  თავი მოჰქონდა მარადიულ ურიად, სიცოცხლის ელექსირისა და ფილოსოფიური ქვის გამომგონებლად.  როგორც შარლატანს დასცინოდნენ. კაზანოვა თავის "ჩანაწერებში" მას ჯაშუშსაც კი უწოდებდა. თუმც მიუხედავად იდუმალებისა, სენ-ჟერმენს გამოარჩევდა კეთილშობილი გარეგნობა და საზოგადოებაში თავაზიანი ქცევის უნარი.

ზუსტად არავინ იცოდა სად და როდის დაიბადა გრაფი, რაც მას აძლევდა საშუალებას, რომ თავისუფლად ესაუბრა ცნობილ ადამიანებზე, ასეული და ათასეული წლების წინ გარდაცვლილებთან შეხვედრებზე. ის შესანიშნავად  ფლობდა ბევრ ენას, ამიტომ რთული იყო იმის გარკვევა რომელი იყო მისი მშობლიური. მსმენელთა წარმოსახვა განცვიფრებაში მოჰყავდა მომხიბვლელ მონაყოლს ეგზოტიკურ ქვეყნებზე. გრაფის მოხუცი მოსამსახურე ქრთამის საფასურად ამბობდა, რომ არაფერი იცოდა მის წარმოშობაზე და წარსულზე, ვინაიდან მასთან მხოლოდ სამასი წელი მსახურობდა. ასეთი პასუხის მერე, ბევრს სჯეროდა, რომ გრაფმა იცოდა უკვდავების ელექსირის მომზადების საიდუმლო. სენ-ჟერმენი მისი უკვდავების შესახებ გავრცელებულ ხმებს არ უარყოფდა.

Tuesday, 3 November 2020

პარალელური სამყაროები_მითი თუ რეალობა


არსებობს თუ არა სხვა, ანუ პარალელური სამყაროები? მათ შესახებ ბევრ ლეგენდაში, წიგნებსა და ფანტასტიკურ ფილმებშია საუბარი. ჯერ კიდევ ცნობილი ჯორდანო ბრუნო ახსენებდა სხვა სამყაროებს. მეცნიერება არ იღებდა ფრაზას" პარალელური სამყაროები". თუმც ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუდმივად. 

პარალელური სამყარო-რეალობა, რომელიც ჩვენს თანადროულად და მისგან დამოუკიდებლად არსებობს. პარალელურ სამყაროში არსებული მდოგომარეობა შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ჩვენ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისგან, შესაძლოა ჰგავდეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეალობების არსებობა არაა დამტკიცებული, მეცნიერები მაინც სერიოზულად განიხილავენ ამ შესაძლებლობას. სხვა რეალობების არსებობის მტკიცებულება შეიძლება იყოს ბურუსით მოსილი საიდუმლოს გასაღები.

Monday, 2 November 2020

ეგვიპტური ჯვარი ანჰის ☥ და აცტეკთა T-აუს მსგავსება

 


მექსიკის შტატ მეხიკოში ქალაქ ტოლუკა-დე-ლერდოს მახლობლად მდებარეობს აცტეკთა ქალაქი კალიცტლაუკა. ეს ქალაქი იყო ტოლუკას ხეობაში მსხვილი ტერიტორიული წარმონაქმნის ცენტრი.

1930 წელს აცტეკთა ქალაქ კალიცტლაუკში გათხრებს ატარებდა ხოსე გარსია პაიონი. 2002 წელს, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მან კვლევის ახალი პროქტის ინიცირება შეძლო. 2007 წელს გაითხარა ტერასები, სახლები.