Tuesday, 1 August 2017

მონოატომური ოქროს "თეთრი პური" და მისი დანიშნულება



კარნაკში ტაძრის ბარელიეფზე გამოსახულია თუთმოს III-ის განძეული. მეტალთა ნაწილში მოჩანს რამდენიმე კონუსური საგანი. განმარტებაში წერია, რომ ისინი დამზადებულია ოქროსგან, მაგრამ მათზე გაკეთებულია უცნაური წარწერა "თეთრი პური". ფარაონ თუთმოს III-მ სწორედ კარნაკში დაარსა "განათლებულ ხელოსანთა" მეტალურგიული კავშირი. 39 მათგანი შემდეგ შევიდა უმაღლეს საბჭოში. მათ "დიდი თეთრი საძმო" უწოდეს. ამ სახელწოდების მინიჭება განაპირობა საიდუმლო ფხვნილთან დაკავშირებით მიღებულმა გამოცდილებამ.

ფხვნილმა თავი იჩინა  ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დოკუმენტშიც "Iter Alexandri ad Paradisum". ეს გახლავთ ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელის მოგზაურობაზე სამოთხეში, აჰურა მაზდას საუფლოში. აჰურა მაზდა სინათლის ღვთაება გახლდათ სპარსელებისთვის.  ფხვნილი კი სინათლესთან ასოცირდებოდა.

ძველ ბაბილონში საიდუმლო თეთრ ფხვნილს ერქვა ან-ნა, რაც ნიშნავდა "ცეცხლი-ქვა". როცა მისგან კონუსური "პური" მიიღეს, დაარქვეს "შემ-ან-ნა. ბიბლიის თანახმად ებრაელები ფხვნილს განიხილავდნენ როგორც მანანას, რაც მსგავსად ჟღერს. ეს მსგავსება პირველ საუკუნეში ახსნა იოსებ ფლავიუსმა "იუდაურ სიძველეებში". სიტყვა მანანა სინამდვილეში იყო კითხვა: "რა არის ეს?".

მიზანი -"საბოლოო გაბრწყინება".  ეს გახლდათ იდეალი მუდმივი ძიებისა. თვლიდნენ, რომ ფიზიკური სხეულის გარდა ადამიანს გააჩნია "მანათობელი სხეულიც", რომელსაც განვითარებისთვის ასევე ესაჭიროება მხარდაჭერა და კვება. მანათობელ სხეულს ეწოდებოდა Ka.   მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგ Ka კვალავ აქტიური რჩებოდა. Ka-ს საკვებად მიიჩნეოდა სინათლე, რომელიც გაბრწყინების საფუძველი გახლდათ. ხოლო სინათლის წარმოქმნის სუბსტანცია იყო mfkzt-თეთრი ოქროს ფხვნილი.

ჩვ.წ. აღ-მდე III ათასწლეულის სინაის, სერაბიტის ბარელიეფზე არსებული ტექსტიდან ირკვევა, რომ ეგვიპტის ფარაონები იღებდნენ თეთრი ოქროს მანანის ბურთულებს. მხოლოდ საიდუმლო სკოლების მეტალურგიაში გარკვეულმა ადეპტებმა იცოდნენ მისი დამზადების საიდუმლო. ის წმენდდა ადამიანის სულს, დადებით გავლენას ახდენდა მის ენერგეტიკაზე. სულიერი განწმენდა მოქმედებდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ამგვარად იმ დროის ყველა ქურუმისა და ალქიმიკოსის მიზანი გახლდათ არა ლითონთა ტრანსმუტაციის გზით ტონობით ოქროს, არამედ "იდეალური ადამიანის" მიღება. სავარაუდოდ სწორედ ეს გახლდათ "ოქროს საწმისის" ძიების მიზანიც. შესაბამისად, ამოცანა გახლდათ წამლის მიღება, რომელიც ადამიანს  სრულყოფის საშუალებას მისცემდა.

მონოატომური ოქრო კი იყო განსაკუთრებული სახით მომზადებული ოქრო (თეთრი ფხვნილის სახით). მასში ოქროს ატომები შეერთებულია არა ტრადიციული კლასტერის სახით, არამედ მხოლოდ 1 ან 2 ატომი.

ცნობილია, რომ ირიდიუმი და როდიუმი (პლატინის ჯგუფის ელემენტი) ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ხოლო რუთენიუმისა და პლატინის ნაწილაკები მოქმედებს დნმ-სა და უჯრედის სხეულზე. ასევე ცნობილია, რომ მონოატომური ოქროსა და პლატინას შეუძლია ენდოკრინული სისტემის გააქტიურება: მეხსიერების, აღქმისა  და ინფორმაციის ათვისების უმაღლეს დონემდე აყვანა. ამ მხრივ, ოქროს ფხვნილი ეფექტურად ზემოქმედებს ეპიფიზზე და ზრიდს მელატონინის გამომუშავებას. ამის მსგავსად მონოატომური ირიდიუმიც ეპიფიზზე ზემოქმედებით ზრდის სერატონინის გამომუშავებას.

მონოატომურ პლატინის ჯგუფის მეტალების გარდა მონოატომური ოქროც არაჩვეულებრივი თვისებებით გამოირჩევა. მონოატომური ოქროს მკვლევარმა ლოურენს გარდნერმა გამოაქვეყნა ბესტსელერად ქცეული წიგნი "აღთქმის კიდობნის დაკარგული საიდუმლოებანი", სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ ოქროსა და პლატინის მეტალების იდუმალი თეთრი ფხვნილი  სულაც არ არის ახალი აღმოჩენა. ძველ შუამდინერეთში მას უწოდებდნენ შამ-ან-ნას, ეგვიპტელები mfkzt-"მე ფე კე ზეტ". მოგვიანებით ნიკოლოზ ფლამელმა მას ფილოსოფიური ქვა დაარქვა.

ისტორიის ყველა ეტაპზე "წმინდა ფხვნილს"  ზებუნებრივი შესაძლებლობის მინიჭების უნარი გააჩნდა. როგორიცაა: ლევიტაცია, ტრანსმუტაცია და ტელეპორტაცია. ამბობდნენ, რომ ის ასხივებს თვალისმომჭრელ სინათლეს და მომაკვდინებელ სხივებს. თუმც ამავე დროს ის იყო აქტიური ფიზიკური სიცოცხლის გახანგრძლივების გასაღები.

ძველი დროის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ  ისეთი თვისებები როგორიც ზეგამტარიანობა და ანტიგრავიტაციაა, ცნობილი იყო ადრეც. ბერძნულ მითოლოგიაში ამ სუბსტანციის  საიდუმლოს პოვნა ედო საფუძვლად მითს "ოქროს საწმისზე". ბიბლიურ ტექსტებში ეს აისახა "აღთქმის კიდობნის" მისტიკურ ისტორიაში. mfkzt ფხვნილის ყველაზე ადრეული ხსენება პირამიდების ეგვიპტურ ტექსტებშია, რომელიც ამშვენებს უნასის მეხუთე დინასტიის სამარხ პირამიდას. ტექსტებში აღწერილია ფარაონის განსასვენებლის ადგილი, სადაც ის იცხოვრებდა მარად ღმერთებთან. ამ ადგილს ეწოდება mfkzt ველი-ესაა ადგილი ზეცაში, რომელიც დაკავშირებულია იმქვეყნიურ განზომილებასთან და არის ნეტართა ველი.

თეთრი ოქროს  ფხვნილი ხელახლა აღმოაჩინა დევიდ ჰადსონმა-ფერმერმა არიზონას შტატიდან.  მისი სამეურნეო ნიადაგი დიდი რაოდენობით სოდას შეიცავდა, რაც უხეშსა და წყალგაუმტარს ხდიდა ზედაპირს. გაფხვიერების მიზნით ჰადსონი  ნიადაგს გოგირდის მჟავას ასხამდა. როცა მან ნიადაგის ის კომპონენტები გამოიკვლია, რომელიც მჟავამ ვერ გახსნა, აღმოაჩინა რომ ერთ ნაერთს გააჩნდა არაჩვეულებრივი თვისებები. არიზონას მცხუნვარე მზის ქვეშ გახურების შემდეგ ის მოულოდნელად იწყებდა თეთრად აალებას და შემდეგ ქრებოდა. სპექტრალურმა ანალიზმა ეს სუბსტანცია განსაზღვრა როგორც  "სუფთა არაფერი".

ნიმუში გაიგზავნა ინგლისში ჰარუელის ლაბორატორიაში, მაგრამ იქაც ვერ მიიღეს მკაფიო შედეგები. საბოლოოდ გაირკვა, რომ აალებული თეთრი სუბსტანცია შედგებოდა პლატინის ჯგუფის მეტალებისგან გაურკვეველი ფორმით. კვლევის მიმდინარეობისას ნივთიერებას ახურებდნენ და აციებდნენ, რომლის დროსაც გამოჩნდა, რომ გარკვეულ ტემპერატურაზე ის თეთრი ქაფის გამოყოფას იწყებდა, რათა შემდეგ გარდაქმნილიყო მონოატომურ ფხვნილად. ამ დროს მისი წონა მკვეთრად ვარდებოდა 56%-ით. 1160 C-მდე გახურება ძვირფას სუბსტანციას აქცევდა საოცარი სიწმინდის მინად და ამ წერტილიდან მატერიის წონა კვლავ უბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას 100 %-ით. აღმოჩნდა, როცა ინერტულ გაზებში არსებულ ნიმუშს მრავალჯერ ახურებდნენ და აცივებდნენ,  გაციების პროცესი ნიმუშის წონას ზრდიდა 400%-ით. გახურების შემდეგ კი წონას ის საერთოდ კარგავდა. როცა ნიმუშს სადგარიდან იღებდნენ,  ცალკე სადგარი უფრო მეტს იწონიდა ვიდრე ნიმუშთან ერთად. მკვლევარები მიხვდნენ, რომ ნიმუშს უწონადობის თვისების გადაცემის უნარი ჰქონდა.

შედეგი ემთხვეოდა ძველ ალექსანდრიულ ალქიმიურ ტექსტებს,  სადაც განხილული იყო  ოქროს სამოთხის ქვა. ნაკეთობა წონით ბევრად აღემატებოდა ოქროს საწყის წონას. მაგრამ როცა მას ფხვნილად აქცევდნენ, ბუმბულზე უფრო მსუბუქი ხდებოდა.

ამგვარად, დევიდ ჰადსონმა შეძლო პუტგოფის თეორიის დამტკიცება. რომლის მიხედვით, როცა მატერია იწყებს რეაგირებს ორ განზომილებაში, თეორიულად მან უნდა დაკარგოს საკუთარი წონის 4/9. ეს კი დაახლოებით 44%-ია. ვინაიდან მიზიდულობა განსაზღვრავს სივრცე-დროს, პუტგოფმა დაასკვნა, რომ ფხვნილი იყო "ეგზოტიკური ნივთიერება", რომელსაც შეეძლო მისი გამრუდება.

mfkzt ფხვნილი უნდა ახდენდეს რეზონირებას სხვადასხვა განზომილებაში და ამის შედეგად ხდებოდეს სრულიად უხილავი. ჰადსონმა დაამტკიცა, რომ ნიმუში უხილავი ხდებოდა, როცა იკარგებოდა მისი წონა. აქედან გამომდინარე სუნსბტანცია შეიძლება გავიდეს მხედველობის აღქმიდან და გადაინაცვლოს ალტერნატიულ პარალელურ განზომილებაში-მეხუთე განზომილებაში სივრცე-დროის.

დამტკიცდა, რომ ჰადსონის მიერ აღმოჩენილი ელემენტები ნამდვილად არსებობენ მონოატომურ მდგომარეობაში, რომელსაც განეკუთვნება ოქრო, პლატინის ჯგუფის მეტალები: ირიდიუმი, როდიუმი, პალადიუმი, პლატინა, რუთენიუმი.

ამგვარად, ეგვიპტური mfkzt გახლდათ ეგზოტიკური ნივთიერება, რომელსაც შეეძლო სივრცე-დროის გამრუდება.  ეგვიპტელი ქურუმები  ფხვნილს იღებდნენ და ქმნიდნენ ფარაონის განღმრთობისთვის. მიზანი-ნათელი სულის შექმნა.






No comments:

Post a Comment