Saturday, 29 October 2022

ჩრდილოვანი ბიოსფერო_ალტერნატიული ცოცხალი სამყარო დედამიწაზე


ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და ყოველთვის აინტერესებს ამოუცნობი ფაქტები და მოვლენები, ეძებს ჩვენგან განსხვავებულ სხვა ცხოვრებას. სურს გაარკვიოს შესაძლებელია თუ არა, რომ არსებობდეს სიცოცხლე სხვა ფორმებისა თუ სახეობის სახით ჩვენს გვერდით. 

იმ დროს, როცა ზოგიერთიები უცხო წარმოშობის სიცოცხლეს ეძებენ კოსმოსში, სხვები გვთავაზობენ მის არსებობას ჩვენს გვერდით, დედამიწაზე. ასეთ სიცოცხლეს უწოდეს უცნაური სახელი "ჩრდილოვანი ბიოსფერო".

"ჩრდილოვანი ბიოსფერო" გახლავთ მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელსაც მეცნირებისთვის ცნობილი მოლეკულური და ბიოქიმიური პროცესები კარდინალურად განსხვავებული შეიძლება ჰქონდეს.

თეორია სიცოცხლის სხვა ფორმების დედამიწაზე არსებობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა და ბევრი მომხრეც შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობითი ამ თეორიის პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

ფარული ბიოსფეროს იდეა, რომლის დანახვას კაცობრიობა ჩვეულბრივი საშუალებებით ვერ ახერხებს, ჩამოაყალიბა ბელგიელმა ბიოქიმიკოსმა კრისტიან დე დიუვომ 1995 წელს. მეცნიერი ირწმუნებოდა, რომ სიცოცხლის წარმოშობა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას არამედ პლანეტის განვითარების კანონიერი ეტაპია. დე დიუვას მომხრეებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა დედამიწაზე სიცოცხლის რამდენიმე წყაროს არსებობის შესახებ, რომელთა ევოლუცია მიმდინარეობდა ცალ-ცალკე. წარმოდგენილია "ჩრდილოვანი ბიოსფეროს" წარმოშობის ოთხი ვერსია.

მთავარი თეორია აღწერს ე.წ. "სარკისებრ" არსებებს. ფაქტია, რომ ყველა ორგანულ ნაერთს აქვს სამგანზომილებიანი კონფიგურაცია და განსხვავდება ერთმანეთისგან  მიმართულებით, სადაც ისინი დაცემული სხივის პოლარიზებას ახდენენ-მარჯვნივ და მარცხნივ. თავად მოლეკულები განსაზღვრულია მარჯვნივ მბრუნავად და მარცხნივ მბრუნავად. პირველს განეკუთვნება მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა ამინომჟავა. დნმ-ის ორმაგი სპირალი მარჯვნივ მბრუნავია. ჰიპოთეტურად დამტკიცებულია, რომ ორგანულ ნივთიერებებს შეიძლება ჰქონდეთ ბრუნვის საპირისპირო მიმართულება, რაც ნიშნავს, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვიპოვოთ "სარკისებრი" მოლეკულები, რომელსაც მსგავსი ქიმიური ფორმულის შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს სრულიად სხვა თვისებები.

მეორე ვერსია ეყრდნობა ასტრობიოლოგთა აღმოჩენებს. დედამიწაზე არსებობს 20 ამინომაჟავის სტანდარტული ნაკრები, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციაში ქმნის ყველა ცილოვან ნაერთს. მაგრამ ჩვენ პლანეტაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტებში აღმოჩდა ადრე უცნობი კიდევ ორი ამინომჟავა-იზოვალინი და ფსევდოლიცინი, რაც მიუთითებს ალტერნატიული ცილების შექმნის შესაძლებლობაზე. ვინ იცის, იქნებ ის სხვა სიცოცხლე აგებულია სწორედ ასეთ უჩვეულო შენაერთებზე.

დანარჩენი ორი ჰიპოთეზა ეფუძნება დედამიწაზე სიცოცხლისთვის ჩვეულ ქიმიურ ნაერთებს, რომელთაც მსგავსი თვისებების მქონე ელემენტები გააჩნია-ფოსფორი- დარიშხანი და ნახშირბადი-სილიციუმი. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკროსკოპული წყალმცენარეები, რომლებსაც გააჩნია სილიციუმის სტრუქტურა, რაც ადასტურებს ასეთი ევოლუციური სცენარის არსებობას.

 2005 წელს, შელი კოლიმ და ქეროლ კლენდმა სცადეს თეორიის განვითარება. მიკროორგანიზმების აღმოსაჩენად ისინი იყენებენ რობოსომებს-ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებს. მაგარამ თუ დავუშვებთ იმას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მრავალჯერ გაჩნდა, მაშინ მდგომარეობა აღარ იქნება ერთმნიშვნელოვანი. სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობდეს რნმ-გან (რიბონუკლეინის მჟავა) შემდგარი მიკროორგანიზმები. რიბოსომების არქონის გამო კი, ასეთი ბიოსფეროს აღმოჩენა პრობლემური აღმოჩნდება.

არიზონის უნივერსიტეტში შექმნილი ფუნდამენტური სამეცნიერო კონცეფციების ცენტრის მკვლევარები კი დარწმუნებულები არიან, ის ფაქტი, რომ კაცობრიობას ჯერ ვერ უპოვია დედამიწაზე "ჩრდილოვანი ბიოსფეროს" ნიშნები, მეტყველებს უყურადღებო კვლევებზე.  ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იმას, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ, მაგრამ არ ვამახვილებთ ყურადღებას სახიფათო პირობების მქონე ადგილებზე, როგორიცაა: ვულკანის ხვრელები, უწყლო უდაბნოები და რადიოქტიური მადნის საბადოები. ამ უკანასკნელს მაშინ მიაქციეს მეცნიერებმა ყურადღება, როცა აღმოჩნდა, რომ იქ არსებულ ბაქტერიებს შეუძლიათ გაუძლონ ადამიანის ლეტალურ დოზაზე ბევრად ძლიერ გამოსხივებას. არანაკლებ საყურადღებოა ნავთობისა და გაზის საბადოები, სადაც "ალტერნატიულ"  ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლია ღრმად მიწისქვეშ დამალვა.

ბრიტანელმა ასტრონავტმა ჰელენ შარმენმა (ბრიტანეთის ისტორიაში პირველი კოსმონავტი) გააკეთა სენსაციური განცხადება. ის დარწმუნებულია, რომ ე.წ. უცხოპლანეტელთა სიცოცხლის ფორმა, რომელზეც როგორც აბსტრაქტულ თემაზე ისე ვსაუბრობთ, შეიძლება ნამდვილად არსებობდეს ჩვენს პლანეტაზე.

შარმენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არსებები ბინადრობენ სწორედ იმ "ჩრდილოვან ბიოსფეროში"-სივრცე რომელიც ადამიანის ცნობიერებისთვის მიუწვდომელია. კოსმოვნატის აზრით მეცნიერთა პრობლემა ისაა, რომ მათ საკმარისი ინსტრუმენტები არ გააჩნიათ სიცოცხლის სხვა ფორმებზე სამუშაოდ. კოსმონავტს მიაჩნია, რომ მიკროსკოპული სამყაროს შესწავლის შეზღუდული შესაძლებლობები ავიწროებს ადამიანის წარმოდგენებს არამარტო კოსმოსზე, არამედ დედამიწაზეც. ეს პოზიცია ეფუძნება დედამიწის შემადგენლობას, რომლის 90% შედგება სილიციუმის, რკინის, მაგნიუმისა და ჟანგბადისგან. რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის შესაქმნელად ბევრი პოტენციური შესაძლებლობა.

ამასთან, უამრავი სპეციალისტი ხაზს უსვამს იმას, რომ დედამიწის ზედაპირზე სიცოცხლე პირდაპირი მნიშვნელობით ძალინ განსხვავდება იმისგან, რაც ხდება კილომეტრების სიღრმეზე მიწისქვეშ. ჩვენი პლანეტის ქიმიური შემადგენლობა ახლოს დგას მზის შემადგენლობასთან. ეს კი ჩრდილოვანი ბიოსფეროს არსებობაზე უარყოფითად მოქმედებს. სავარაუდოდ, ყველანაირი საფუძველი არსებობს  ადამიანის სიცოცხლის არამზგავსი შესაძლო განვითარებისთვის სხვაგან.

ჰელენ შერმანი მტკიცედ დგას თავის პოზიციასა და აზრზე. მას ბევრი მომხრეც ჰყავს. ის არ იშურებს ძალისხმევას, რათა მომავალში  გამოაშკარავოს სიცოცხლის სხვა ფორმების არსებობა დედამიწაზე.

"ჩრდილოვანი ბიოსფეროს" ჰიპოთეზა ცვლის არამიწიერი სიცოცხლის ძიების გზებს, რითიც დაკავებულია ათწლეულეულის განმავლობაში SETI (Search for extraterrestrial intelligence). ამ ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ ჩრდილოვანი ბიოსფეროს თეორია დადასტურდა, მაშინ ის თავისთავად იქცევა არგუმენტად სხვა პლანეტებზე სიცოცოხლის არსებობის სასარგებლოდ.





No comments:

Post a Comment